Plasmon
ორონორმი სპრეი / Oronorm Spray


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

100მლ ხსნარი შეიცავს:
ბენზოკაინს _ 1.5გ
ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს-----0.15გ
ცეტალკონიუმის ქლორიდს --------0.0413გ

დამატებითი ნივთიერებები: 
გლიცეროლი 87%, ეთანოლი 96%, ნატრიუმის საქარინი, ალუბლის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ორონორმს გააჩნია ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ადგილობრივი მაანესთეზირებელი მოქმედება. ბენზოკაინი წარმოადგენს ადგილობრივ ანესთეტიკს. ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი 0.15% კონცენტრაციით ახდენს ძლიერ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. ცეტალკონიუმის ქლორიდი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტისეპტიკს. იგი აქტიურია გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ, უფრო ნაკლებად - გრამუარყოფით ბაქტერიების, ასევე სოკოების და ვირუსების მიმართ.

ჩვენებები
ორონორმი სპრეი ინიშნება ტკივილების და ანთების საწინააღმდეგოდ შემდეგ შემთხვევებში:
• გინგივიტები
• ფარინგიტები და ტონზილიტები
• ტონზილექტომიამდე და მის შემდეგ, კბილის ექსტრაქციის და სხვა სტომატოლოგიური ოპერაციების დროს.
• პირის ღრუს და ხახის ანთებითი დაავადებები 
• პირის ღრუს და ხახის ინფექციური დაავადებები
• პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულები. მაგ. აფთოზური წყლულები.
ორონორმი ასევე გამოიყენება როგორც პირის ღრუს არომატიზატორი და პროფილაქტიკური ანტისეპტიკი პირის ღრუს გასაწმენდად პათოგენური მიკროორგანიზმებისაგან.

მიღების წესები და დოზები
ყველა მიღების წინ ბალონი უნდა შეინჯღრეს.
მოზრდილებში - 2 შესხურება ყოველ 2-3 საათში (მაგრამ 24 საათში არა უმეტეს 16 შესხურებისა).
ბავშვებში 1 შესხურება ყოველ 2-3 საათში (მაგრამ 24 საათში არა უმეტეს 8 შესხურებისა).
არ არის რეკომენდებული ხანდაზმულ პაციენტებში ყლაპვის შესაძლო გაძნელების გამო.

გვერდითი მოვლენები
არ არის დადგენილი

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
უნდა ვერიდოთ სპრეის თვალში მოხვედრას. 
პრეპარატის გამოყენებიდან 1 საათის განმავლობაში არაა მიზანშეწონილი საკვების მიღება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოხუცებული პაციენტების შემთხვევაში. არ არის რეკომენდებული საკვების მიღება და საღეჭი რეზინის დაღეჭვა მაშინ როდესაც პირის ღრუ ანესთეზირებულია (ენისა და ლორწოვანი გარსის ანესთეზიამ შეიძლება გამოიწვიოს ღეჭვის დროს პირის ღრუს ტრავმა).

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ყუთში მაღალი ტემპერატურისაგან მოშორებით და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 4 წელი

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ

სად შევიძინოთ?