Plasmon
ოროსედალი პირის ღრუს სპრეი / Orosedal


 

შემადგენლობა:
ბალბას და თამარინდის წყლის ექსტრაქტი (ბოტანიკური ჰიალურონის მჟავა), გლიცერინი, ქსილიტოლი, გასუფთავებული წყალი, ფორთოხლის ყვავილის არომატიზატორი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ოროსედალის აქტიური ფორმულა ავლენს დამატენიანებელ, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტურ, ანალგეზიურ, რეგენერაციულ და ანტისეპტიკურ მოქმედებას. ოროსედალის სპრეის მუკოადჰეზიური თვისება განაპირობებს აქტიური ნივთიერებების ეფექტურ კონცენტრაციას და ხანგრძლივ მოქმედებას აპლიკაციის არეში. პოლისაქარიდებით მდიდარი მუცილაგენური (ლორწოს შემცველი)  სამკურნალო მცენარეების - ბალბას და თამარინდის ექსტრაქტი  ლორწოვან გარსთან შეხებისას წარმოქმნის ჰიდროკოლოიდურ გელს, რომელიც მოშიშვლებული ნერვული დაბოლოებების დაფარვით ამცირებს გაღიზიანებას და ტკივილს. სპრეის აპლიკაციის არეში ბოტანიკური ჰიალურონის მჟავა და გლიცერინი ქმნის დამცავ ფირფიტას, რომელიც აცხრობს ანთებას, აჩქარებს ეპითელიზაციას და ახდენს ჭრილობის სწრაფად შეხორცებას.

ბალბა და თამარინდი - შეიცავს რეტინოიდებს, ეთერზეთებს, კუმარინებს, ტოკოფეროლებს, კაროტინოიდებს, ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს, ტანინს, რაც განაპირობებს ძლიერ ანტიოქსიდანტურ, ანტიმიკრობულ, ბაქტერიციდულ და ანტისეპტიკურ მოქმედებას.

გლიცერინი და ბოტანიკური ჰიალურონის მჟავა - მაღალი ჰიგროსკოპული თვისებების გამო ატენიანებს და არბილებს ლორწოვან გარსს.

ქსილიტოლი - ატენიანებს, არბილებს ღრძილების ზედაპირს, აძლიერებს ნერწყვის გამოყოფას და აუმჯობესებს ნერწყვის დამცავ თვისებებს, ახდენს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ნორმალიზებას, აფერხებს ბაქტერიების ზრდას და აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი ( Str. Mutans).

 

ჩვენებები:
აფთები, წყლულები, ეროზიები პირ-ხახის არეში, ყელის ტკივილი, სიმშრალე, ხმის იოგების პრობლემები, სტომატიტი, გინგივიტი, პაროდონტიტი, მუკოზიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, ბრტყელი ლიქენი, ტონზილექტომიის წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდში კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში, სტომატოლოგიური პრე და პოსტოპერაციული გართულებების პრევენცია, ბრეკეტებით ან სხვა კბილის მარეგულირებელი მოწყობილობით, პროთეზით გამოწვეული წყლულები და მცირე ტრავმები, ნაწოლები მოსახსნელი პროთეზების შეგუების პერიოდში, პირის ღრუს და ყელის ლორწოვანის გაღიზიანება სხვადასხვა მანიპულაციის შემდეგ.

 

მიღების წესი და დოზები:
გამოყენებამდე ბოთლი შეანჯღრიეთ, გაუკეთეთ აპლიკატორი, მიმართეთ აპლიკატორი პირის ღრუში დაზიანებული ადგილისაკენ და შეასხურეთ.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
გამოყენება შესაძლებელია.

მოზრდილები:
3-4 შესხურება  2-4 ჯერ დღეში.

ბავშვები 3 წლიდან:
1-2 შესხურება 2-ჯერ დღეში.

 

გამოშვების ფორმა:
პირის ღრუს სპრეი 20 მლ, პოლიეთილენის ფლაკონი აპლიკატორით. საუკეთესო შედეგისთვის, მოერიდეთ საკვების და სითხის მიღებას პრეპარატის მოხმარებიდან მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში.

 

გვერდითი მოვლენები:
არ არის ცნობილი.

 

უკუჩვენება:
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

შენახვის პირობები და ვადები:
შევინახოთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას

სად შევიძინოთ?