ოტოფა / OTOFA
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): rifamycin
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოტორინოლარინგოლოგია → მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედების საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის → ანტიბიოტიკები
- მწარმოებელი კომპანია: BOUCHARA-RECORDATI
- მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი
- გამოშვების ფორმა: 2.6% ყურის წვეთები 10 მლ ფლაკონში საწვეთურით
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
სამკურნალო ფორმა: ყურის წვეთები.
შემადგენლობა და რაოდენობრივი შემცველობა 100 მლ-ში:
აქტიური ნივთიერება:
ნატრიუმის რიფამიცინი - 2.6გ.
სხვა კომპონენტები: მაკროგოლი 400, ასკორბინმჟავა, ნატრიუმის ედეტეატი, კალიუმის მეტასულფიტი, ლითიუმის ჰიდროქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა: მოწითალო-ნარინჯისფერი გამჭვირვალე სითხე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
რიფამიცინის ჯგუფის ანტიობიოტიკი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტოლარინგოლოგიაში. რიფამიცინის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია დნმ-დამოკიდებული რნმ-პოლიმერაზას სტაბილური კომპლექსის წარმოქმნით, რაც ბაქტერიული უჯრედების მეტაბოლიზმის დარღვევასა და მათი ზრდის შეფერხებას იწვევს. აქტიურია თითქმის ყველა გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, რომლებიც შუა ყურის ინფექციურ-ანთებით დაავადებებს იწვევენ.
ჩვენებები
მწავე გარე ოტიტი; ქრონიკული შუა ოტიტი და მისი გამწვავება (დაფის აფკის მდგრადი პერფორაციის დროსაც კი); შუა ყურის ოპერაციული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში: 5 წვეთი გარეთა სასმენ მილში 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში: 3 წვეთი გარეთა სასმენ მილში 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა – არაუმეტეს 7 დღისა.
ყურის წვეთების გამოყენებამდე რეკომენდებულია ფლაკონის შეთბობა, ყურში ცივი სითხის ჩაწვეთებით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან აცილების მიზნით.
გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები - დაფის აპკის შევარდისფერება (ხილულია ოტოსკოპიის დროს); იშვიათად კანის ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა რიფამიცინის მიმართ;
ჭარბი დოზირება
სისხლის მიმოქცევაში პრეპარატის დაბალი აბსორბციის გამო ნაკლებ სავარაუდოა ჭარბი დოზირების განვითარება.
შენახვის პირობები და ვადები
3 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები: არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.