შემადგენლობა
მეტრონიდაზოლი 300 მგ
მიკონაზოლის ნიტრატი 100 მგ
ნეომიცინის სულფატი 48.80მგ
აზიური ცენტელა 15მგ
პოლიმიქსინის სულფატი 4.40 მგ
ვაგინალური სანთლები
შემადგენლობა
თითო ვაგინალური სანთელი შეიცავს: მეტრონიდაზოლი 300 მგ, მიკონაზოლის ნიტრატი 100 მგ, ნეომიცინის სულფატი 48.80მგ, აზიური ცენტელა 15მგ, პოლიმიქსინის სულფატი 4.40 მგ.
დამხმარე ინგრედიენტები: ნაერთი სუპოზიტორიისთვის (Witepsol H15) რაც საჭიროა 2 მგ ზე.
თერაპიული მოქმედება
ოვუნიტში® კომბინირებულია აზიური ცენტელას შემახორცებელი, აღმდგენი, ქსოვილების დამცავი მოქმედება, სხვა აქტიური კომპონენტების ვულვოვაგინალურ გარსზე ანტიინფექციურ მოქმედებასთან ერთად. აზიური ცენტელა ახდენს გრანულაციის პროცესის სტიმულირებას და ზრდის ადეკვატურ ეპითელიზაციას, ნეომიცინს და პოლიმიქსინს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი, გრამ დადებით და გრამ უარყოფით მიკრობებზე, მიკონაზოლი იწვევს სოკოს საწინაარმდეგო მოქმედებას და მეტრონიდაზოლი ანტიბაქტერიულ მოქმედებას ტრიქომონას, ლამბლიოზის და ამებას წინააღმდეგ.
ჩვენება
გამოიყენება სპეციფიკური და არასპეციფიკური ვულვოვაგინიტის ლოკალური მკურნალობისათვის, განსაკუთრებით კი თუ აღნიშნული დაავადებები უკავშირდება საშოს დაზიანებას; ასევე ვულვიტის, ვაგინიტის, ბაქტერიული და გაღიზიანებული საშვილოსნოს ყელის, კანდიდოზის, ტრიქომონიაზის, ნებისმიერი ეტიოლოგიის თეთრად შლის მკურნალობისათვის.
დოზირება და მიღება
მკურნალობის საწყის ეტაპზე მიიღება 1-2 ვაგინალური სუპოზიტორია დღეში. სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ დღეში 1 სუპოზიტორია ძილის წინ სრულ განკურნებამდე.
ნაზად და ღრმად მოათავსეთ საშოში.
გამოიყენეთ სულ მცირე 5-10 დღე.
გვერდითი ეფექტები
შესაძლებელია იშვიათად აღინიშნოს წვა, ქავილი და ვულვოვაგინალური გაღიზიანება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არ არის დადგენილი თუ რამდენად შეიწოვება აქტიური ინგრედიენტები საშოს გარსიდან სისტემური ეფექტები არ არის გამორიცხული. რისკი იზრდება იმ პაციენტებში, რომელთაც აღნიშნებათ თირკმლის უკმარისობა.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პროდუქციის ნებისმიერი ინგრედიენტის ან იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ.
- ორსულობის პირველი ტრიმესტრი.
- მეძუძური დედები.
- პაციენტები ჰემატოლოგიური დაავადებებით.
- ცენტრალური ნერვული სისტემის აქტიური დაავადებები.
გაფრთხილება:
ოვუნიტი® დიდი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის მწვავე დაავადებები.
არ გამოიყენება სქესობრივ აქტამდე. იგი ხელს უშლის განაყოფიერებას.
ამ პროდუქციის გამოყენება არ იცავს პაციენტს სქესობრივი დაავადებების გადადებისაგან. ვაგინალური სანთლის ინგრედიენტებმა შესაძლებელია დაასუსტოს პრეზერვატივის ლატექსი და მემბრანა.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
- მოერიდეთ საშვილოსნოს გამორეცხვას ტუტოვანი ნივთიერებებით.
- ლოკალური გამოყენებისას დაბალი აბსორბციის გამო არ არის გამორიცხული სისტემური ურთიერთქმედებები. არ არის სასურველი შემდეგ ნივთიერებებთან ერთად გამოყენება: სპირტი, ვარფარინი, კუმარინი და დისულფირამი.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზის რისკი არ არსებობს თუ პრეპატატი გამოიყენება სათანადოდ. ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო დახმარებისათვის უახლოეს საავადმყოფოს.
შენახვის პირობები და სტაბილურობა
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15-30 ºC ტემპერატურაზე (59-86 ºF), მოარიდეთ სიცხეს (>30 ºC ან 86 ºF)
შეფუთვა:
შეფუთვაში 6 ვაგინალური სუპოზიტორია
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
სამედიცინო საქმიანობის სფერო ნებადართულია
ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ.
სერთიფიკატის #51.684