Plasmon
პანტოპრაზოლი ლეკი / Pantoprazole Lek


შემადგენლობა
ერთი ფლაკონი შეიცავს 40 მგ პანტოპრაზოლს ნატრიუმის ერთნახევარჰიდრატის სახით.
დამხმარე ნივთიერებები: არ არსებობს.

შეფუთვის ზომა
1, 5 და 10 ფლაკონი მუყაოს ყუთებში.
გაყიდვაში შეიძლება არ იყოს შეფუთვის ყველა ზომა.

რა არის პანტოპრაზოლ სანდოზი და რისთვის არის განკუთვნილი იგი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები.
ATX კოდი: A02BC02.

პანტოპრზოლი წარმოადგენს ჩანაცვლებულ ბეზიმიდაზოლს, რომელიც თრგუნავს კუჭში მარილმჟავას გამომუშავებას პროტონულ ტუმბოზე პარიეტალური უჯრედების ზემოქმედების ხარჯზე.
პანტოპრაზოლი ტრანსფორმირდება აქტიურ ფორმად პარიეტალური უჯრედების სეკრეტორულ მილაკებში, სადაც აინჰიბირებს ფერმენტს H+ , K+-AT ფაზას, ამით ბლოკავს მარილმჟავას გამომუშავების ბოლო ეტაპს. ეს ეფექტი დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე. პანტოპრაზოლი თრგუნავს მარილმჟავას როგორც ბაზალურ, ისე სტიმულირებულ სეკრეციას. სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების და H2-რეცეპტორების ინჰიბიტორების მსგავსად, პანტოპრაზოლი ამცირებს კუჭის წვენის მჟავიანობას, რაც იწვევს გასტრინის გამომუშავების გაძლიერებას, რომელიც მიუხედავად ამისა შექცევადი ხასიათისაა. რადგანაც პანტოპრაზოლი ურთიერთქმედებაში შედის ფერმენტთან, უჯრედული რეცეპტორების გვერდის ავლით, მისი ეფექტი მარილმჟავას სეკრეციასთან მიმართებით დამოკიდებული არ არის უჯრედების სხვა ნივთიერებებით (აცეტილქოლინი, ჰისტამინი, გასტრინი) სტიმულირებაზე. პრეპარატი ახდენს ერთნაირ ზეგავლენას ინტრავენური შეყვანის და შინაგანად მიღების დროს.

ფარმაკოკინეტიკა
განაწილების მოცულობა უდრის დაახლოებით 0,15 ლ/კგ, კლირენსი - 0,1 ლ/სთ/კგ.
ტერმინალური ფაზის ნახევრად გამოყოფის პერიოდი დაახლოებით 1 სთ შეადგენს. ზოგიერთ პაციენტში აღინიშნება პრეპარატის გადავადებული გამოყოფა. პანტოპრაზოლის პარიენტალური უჯრედების ტუმბოსთან სპეციფიკური ურთიერთქმედების ხარჯზე ნახევრად გამოყოფის პერიოდი არ ასახავს პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობას (მარილმჟავას სეკრეციის დათრგუნვა). ფატმაკოკინეტიკური მაჩვენებლები ერთჯერადი და მრავალჯერადი შეყვანისას არსებითად არ განსხვავდება ერთმანეთს. 10 მგ-დან 80 მგ-მდე დოზებში პანტოპრაზოლის პლაზმური კინეტიკა წრფივი ხასიათისაა შეყვანის წესის მიუხედავად (ინტრავენურად ან შინაგანად).
პანტოპრაზოლი ებმის შრატის ცილებს დაახლოებით 98%-ით. პრეპარატის მეტაბოლიზმი მიმდინარეობს უმთავრესად ღვიძლში. პანტოპრაზოლის მეტაბოლიტების გამოყოფის ძირითად გზას თირკმელები წარმოადგენს (დაახლოებით 80%), დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა განავალთან ერთად. პანტოპრაზოლის ძირითად მეტაბოლიტს შრატსა და შარდში სულფატთან კონიუგირებული დესმეთილპანტოპრაზოლი წარმოადგენს. ამ მეტაბოლიტის ნახევრად გამოყოფის პერიოდი (დაახლოებით 1,5 სთ) არსებითად არ განსხვავდება ამგვარისგან პანტოპრაზოლის შემთხვევაში.
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით (დიალიზზე მყოფი პაციენტების ჩათვლით) არ არის საჭირო პანტოპრაზოლის დოზის შემცირება. ასეთ პაციენტებში პრეპარატის ნახევრად გამოყოფის პერიოდი ხანმოკლეა და არ განსხვავდება ამგვარისგან ჯანმრთელ მოხალისეებში. პანტოპრაზოლი მხოლოდ უმნიშვნელოდ მოცილებულია დიალიზის დროს. პანტოპრაზოლის ძირითადი მეტაბოლიტის ნახევრად გამოყოფის რამდენადმე ხანგრძლივი პერიოდის მიუხედავად (2-3 სთ), პრეპარატი საკმაოდ სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან, რაც არბკოლებს მის დაგროვებას. 
ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში (კლასი A ან B ჩაილდ-პიუ შკალის მიხედვით), ნახევრად გამოყოფის პერიოდი იზრდება 7-9 სთ-მდე, ხოლო AUC 5-7-ჯერ იზრდება, მაგრამ მაქსიმალური შრატის კონცენტრაცია მხოლოდ 1,5-ჯერ იზრდება ამგვართან შედარებით ჯანმრთელ პაციენტებში.

თერაპიული ჩვენებები
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
კუჭის წყლულოვანი დაავადება;
საშუალო და მწვავე რეფლუქსური ეზოფაგიტი;
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები.

პანტოპრაზოლ სანდოზის გამოყენების დაწყებამდე
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა მოქმედ ნივთიერებასთან, ჩანაცვლებულ ბენზიმიდაზოლებთან, ასევე პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ნებისმიერ დამხმარე ნივთიერებებთან მიმართებით.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
ღვიძლის უკმარისობა
მწვავე ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების პანტოპრაზოლ სანდოზით მკურნალობის (განსაკუთრებით ხანგრძლივი) დროს, უნდა რეგულარულად გაკონტროლდეს ღვიძლის ფერმენტების შემცველობა. ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებისას პრეპარატს ხსნიან (იხ. „როგორ უნდა გამოიყენოთ პანტოპრაზოლ სანდოზი“).

შფოთვის სიმპტომების  არსებობა
ნებისმიერი შფოთვის სიმპტომის არსებობისას (მაგალითად, სხეულის მასის გამოხატული სპონტანური დაკარგვა, განმეორებითი ღებინება, დისფაგია, სისხლიანი ღებინება, ანემია ან მელენა), კუჭის წყლულის არსებობისას ან მასზე ეჭვისას აუცილებელია ავთვისებიანი პროცესის გამორიცხვა, რადგანაც პანტოპრაზოლ სანდოზით თერაპიამ შეიძლება შეარბილოს სიმპტომები და შეაყოვნოს დიაგნოზის დასმა.
თუ ადექვატური მკურნალობის მიუხედავად, სიმპტომები ნარჩუნდება, აუცილებელია შემდგომი გამოკვლევა.

ერთობლივი გამოყენება ატაზანავირთან
ატაზანავირთან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების (პტი) ერთობლივი გამოყენება არ არის რეკომენდირებული. თუ ატაზანავირის პტი-თან კომბინირება გარდაუვალია, რეკომენდირებულია საგულდაგულო კლინიკური კონტროლი (მაგალითად, ვირუსული დატვირთვის) ატაზანავირის დოზის ერთდროული გაზრდით 400 მგ-მდე რიტონავირთან კომბინაციაში დოზით 100 მგ. პანტოპრაზოლის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ დღე-ღამეში.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბაქტერიული ინფექციები
სავარაუდოდ, პანტოპრაზოლმა, სხვა პტი-ს მსგავსად, შეიძლება გაზარდოს ბაქტერიების რაოდენობა, რომლებიც, როგორც წესი, არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებში. პანტოპრაზოლ სანდოზით თერაპიამ შეიძლება უმნიშვნელოდ გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციების განვითარების რისკი, რომლებიც ისეთი პათოგენებით არის გამოწვეული, როგორიცაა Salmonella, Campylobacter და C. difficile.   

ჰიპომაგნიემია
არსებობს შეტყობინებები მწვავე ჰიპომაგნიემიის განვითარების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდა პანტოპრაზოლის ტიპის პტი-ს არანაკლებ სამი თვის განმავლობაში, ხოლო უმეტეს შემთხვევებში - ერთი წლის განმავლობაში. შეიძლება აღინიშნოს ჰიპომაგნიემიის მწვავე გამოვლინებები, როგორიცაა დაღლილობა, ტეტანია (კუნთების კრუნჩხვითი შეშუპებები), ბოდვა, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა და პარკუჭოვანი არითმია, მაგრამ ისინი შეიძლება დაიწყოს თანდათან და არ იყოს ბოლომდე შეფასებული. ჰიპომაგნიემიის სიმპტომების მქონე პაციენტების უმრავლესობას მაგნიუმის კომპენსირება და პტი-ით მკურნალობის შეწყვეტა იწვევდა მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პაციენტებმა, რომლებსაც სავარაუდოდ ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებათ, და პაციენტებმა, რომლებიც იღებენ პტი-ს დიგოქსინთან ან ჰიპომაგნიემიის გამომწვევ პრეპარატებთან ერთად (მაგალითად, დიურეტიკები), უნდა გაითვალისწინონ მაგნიუმის დონეების განსაზღვრა პტი-ით თერაპიის დაწყებამდე და პერიოდულად მის განმავლობაში.

ძვლების მოტეხილობები
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებმა, განსაკუთრებით გამოყენებული მაღალ დოზებში და ხანგრძლივი დროის პერიოდის განმავლობაში (>1 წელი), შეიძლება რამდენადმე გაზარდონ ბარძაყის ყელის, მაჯას ძვლების და ხერხემლის მოტეხილობების რისკი, ძირითადად ხანდაზმულებსა ან პაციენტებში სხვა საყოველთაოდ აღიარებული რისკ-ფაქტორებით. დაკვირვებითი კვლევები ცხადყოფს, რომ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს შეუძლია გაზარდონ მოტეხილობების საერთო რისკი 10-40%-ით. ნაწილობრივ მსგავსი გაზრდა შეიძლება უკავშირდებოდეს სხვა რისკ-ფაქტორებს. პაციენტებმა ოსტეოპოროზის განვითარების რისკით უნდა მიიღონ მკურნალობა თანამედროვე კლინიკური ოქმების შესაბამისად, მათთვის ასევე აუცილებელია უზრუნველყონ D ვიტამინის და კალციუმის საკმარისი მიწოდება. 

წამლისმიერი და სხვა ურთიერთქმედებები
პანტოპრაზოლის გავლენა სხვა სამკურნალწამლო პრეპარატების შეწოვაზე
კუჭის წვენის სეკრეციის გამოხატული და ხანგრძლივი დათრგუნვის გამო, პანტოპრაზოლს შეუძლია შეამციროს pH-დამოკიდებული ბიოშეღწევადობის მქონე პრეპარატების შეწოვა, მაგალითად, ზოგიერთი აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოზაკონაზოლი, და სხვა სამკურნალწამლო პრეპარატები, როგორიცაა ერლოტინიბი.

პრეპარატები აივ-ინფექციის სამკურნალოდ (ატაზანავირი)
ატაზანავირის და სხვა პრეპარატების გამოყენებამ აივ-ინფექციის სამკურნალოდ, რომელთა შეწოვა pH-ზეა დამოკიდებული, პტი-თან კომბინირებულად, შეიძლება განაპირობოს აივ-ინფექციის სამკურნალოდ განკუთვნილი პრეპარატების ბიომისაწვდომობის მნიშვნელოვანი შემცირება და ზეგავლენა მოახდინოს მათ ეფექტურობაზე. ამიტომ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების და ანაზანავირის ერთობლივი გამოყენება რეკომენდირებული არ არის (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები“).

კუმარინის ანტიკოაგულანტები (ფენპროკუმონი ან ვარფარინი)
იმის მიუხედავად, რომ კლინიკურ ფარმაკოკინეტიკურ გამოკვლევებში ფენპროკუმონთან ან ვარფარინთან ერთობლივი გამოყენებისას არ იყო აღნიშნული ურთიერთქმედება, პოსტმარკეტინგულ პერიოდში გავრცელდა შეტყობინებები საერთაშორისო ნორმალიზებული ურთიერთობის (სნუ) შეცვლის ერთეული შემთხვევების შესახებ მსგავსი კომბინირებული თერაპიის დროს. ამგვარად პაციენტებმა, ვინც იღებს კუმარინის ანტიკოაგულანტებს (მაგალითად, ფენპროკუმონს ან ვარფარინს), რეკომენდირებულია პროთრომბინული დროის/სნუ კონტროლი მკურნალობის დასაწყისში, მისი შეწყვეტის შემდეგ ან პანტოპრაზოლის არარეგულარული გამოყენებისას. 

მეტოტრექსატი
არსებობდა შეტყობინებები იმის შესახებ, რომ მეტოტრექსატის მაღალი დოზების (მაგალითად, 300 მგ) და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ერთობლივი გამოყენება ზოგიერთ პაციენტში იწვევდა მეტოტრექსატის დონეების მომატება. ამის შედეგად, იმ სიტუაციებში, რომლებიც ითხოვს მეტოტრექსატის მაღალი დოზების გამოყენებას, მაგალითად, კიბოს ან ფსორიაზის მკურნალობისას, უნდა გაითვალისწინოთ პანტოპრაზოლის დროებითი მოხსნა.

ურთიერთქმედებების სხვა გამოკვლევები
პანტოპრაზოლი ინტენსიურად მეტაბოლიზდება  ღვიძლში P450 ციტოქრომის სისტემის ფერმენტების მონაწილეობით. მეტაბოლიზმის ძირითად გზას წარმოადგენს დემეთილირება CYP2C19 ზემოქმედების ქვეშ; მეტაბოლიზმის სხვა გზები მოიცავს ჟანგვას  CYP3A4 ზემოქმედების ქვეშ.
პრეპარატებთან წამლისმიერი ურთიერთქმედებების სხვა გამოკვლევებმა, რომლებიც მეტაბოლიზდება ამგვარად, როგორიცაა კარბამაზეპინი, დიაზეპამი, გლიბენკლამიდი, ნიფედიპინი და ორალური კონტრაცეპტივები, რომლებიც შეიცავს ლევონორგესტრელს და ეთინილესტრადიოლს, კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები არ გამოავლინა.
პანტოპრაზოლი არ ახდენს ზეგავლენას აქტიური ნივთიერებების მეტაბოლიზმზე, რომელიც CYP1A2-ის (როგორიცაა კოფეინი, თეოფილინი), CYP2C9 (როგორიცაა პიროქსიკამი, დიკლოფენაკი, ნაპროქსენი), CYP2D6 (როგორიცაა მეტოპროლოლი), CYP2E1 (როგორიცაა ეთანოლი) მონაწილეობით მიმდინარეობს, და არ ახდენს ზეგავლენას დიგოქსინის p-გლიკოპროტეინ-გაშუალებულ შეწოვაზე.
ურთიერთქმედება ერთდროულად გამოსაყენებელ ანტაციდებთან გამოვლენილი არ არის.
ასევე ტარდებოდა პანტოპრაზოლის წამლისმიერი ურთიერთქმედებების გამოკვლევები მის შესაბამის ანტიბიოტიკებთან (კლარითრომიცინი, მეტრონიდაზოლი, ამოქსიცილინი) ერთობლივი გამოყენებისას. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები გამოვლენილი არ იყო.

ორსულობა და ლაქტაცია
მონაცემები ორსულ ქალებში პანტოპრაზოლის გამოყენების შესახებ არასაკმარისია. პოტენციური რისკი ადამიანისთვის დადგენილი არ არის. აღნიშნული პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს უკიდურესი აუცილებლობის გამოკლებით.
იყო შეტყობინებები ადამიანის რძეში პანტოპრაზოლის გამოყოფის შესახებ. ამგვარად, გადაწყვეტილება ლაქტაციის გაგრძელების/შეწყვეტის ან პანტოპრაზოლ სანდოზით თერაპიის გაგრძელების/შეწყვეტის შესახებ უნდა იქნას მიღებული, ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლიანობის და დედისთვის თერაპიის სარგებლიანობის შეფასებაზე დაყრდნობით.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
შეიძლება წარმოიშვას ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა და მხედველობის დარღვევები. მათი წარმოშობისას სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა რეკომენდირებული არ არის.

როგორ უნდა იქნას გამოყენებული პანტოპრაზოლ სანდოზი
დოზირება და გამოყენების წესი
ინტრავენური შეყვანა რეკომენდირებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შინაგანად მიღება შეუძლებელია.

რეკომენდირებული დოზები
თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულოვანი დაავადება, საშუალო და მწვავე ხარისხის რეფლუქსური ეზოფაგიტი
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს პანტოპრაზოლის 40 მგ (1 ფლაკონი) დღეში ინტრავენურად მაქსიმალურად ერთი კვირის განმავლობაში. შეყვანის ხანგრძლივობაა - 2-დან 15 წუთამდე.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომის და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობების ხანგრძლივი მკურნალობა
მკურნალობას იწყებენ სადღეღამისო დოზიდან 80 მგ ინტრავენურად. შემდგომში დოზა უნდა გაზრდილი ან შემცირებული იქნას მარილმჟავას სეკრეციის მაჩვენებლების შესაბამისად. აუცილებელი სადღეღამისო დოზები 80 მგ-ზე ზემოთ ორ მიღებად უნდა დაიყოს. შესაძლებელია დოზის მომატება 160 მგ-ზე მეტ რაოდენობამდე, მაგრამ მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში: მჟავიანობის ადექვატური დონის მიღწევამდე.
იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მჟავიანობის სწრაფი დაწევა, პაციენტების უმრავლესობისთვის მჟავას გამომუშავების შესამცირებლად სასურველ დონემდე (<10 მეკვ/სთ) ერთი საათის განმავლობაში საკმარისია პანტოპრაზოლის საწყისი დოზა 2 x 80 მგ ინტრავენურად.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ბავშვები
გამოყენების გამოცდილება ბავშვებში შეზღუდულია. ამიტომ დამატებითი მონაცემების მიღებამდე რეკომენდირებული არ არის აღნიშნული პრეპარატის გამოყენება ბავშვების სამკურნალოდ 18 წლის ასაკში.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
პაციენტებში მწვავე ღვიძლის უკმარისობით პანტოპრაზოლის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები“).
პაციენტები თირკმლის უკმარისობით
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
საერთო რეკომენდაციები
პრეპარატი შეყავთ ინტრავენურად 2-15 წუთის განმავლობაში.
პაციენტების უმრავლესობაში სიმპტომები სწრაფად იხსნება.
როგორც კი პაციენტი შეძლებს პრეპარატის შინაგანად მიღებას, ინტრავენურ შეყვანას ანაცვლებენ პერორალური ფორმით.
არსებობს მონაცემები ინტრავენური თერაპიის შესახებ მაქსიმუმ, 7 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ ნიშნავენ პანტოპრაზოლს დოზირების დამტკიცებული რეჟიმით.

ხსნარის დამზადება
ხსნარის დასამზადებლად ფხვნილის შემცველ ფლაკონში შეყავთ ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ფიზიოლოგიური ხსნარის 10 მლ. დამზადებული ხსნარი უნდა გამოყენებული იქნას ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ფიზიოლოგიური ხსნარის 100 მლ ან 5% გლუკოზის ხსნარის დაუყოვნებლივ ან მომდევნო გაზავების შემდეგ. გაზავებისთვის უნდა გამოყენებული იქნას შუშის ან პლასტიკური კონტეინერები. საინექციო ხსნარის დასამზადებლად უნდა გამოიყენოთ მხოლოდ მითითებული ხსნარები.
დამზადებული ხსნარის ფერი - უფეროდან ოდნავ ყვითლამდე. არ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი, რომელმაც შეცვალა გარეგნული სახე (მაგალითად, სიმღვრიე ან ნალექის წარმოქმნა).

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების სიმპტომები ადამიანებში უცნობია.
სისტემური ექსპოზიცია, რომელიც მიღწეულია ინტრავენური ორწუთიანი დოზების შეყვანისას 240 მგ-მდე, კარგად გადაიტანებოდა.
რადგანაც პანტოპრაზოლი აქტიურად ებმის ცილებს, ის უმნიშვნელოდ გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში ინტოქსიკაციის კლინიკური სოიმპტომების გაჩენისთანავე ტარდება სიმპტომატური და შემანარჩუნებელი თერაპია.
თუ თქვენ გაქვთ კითხვები მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლებელი გვერდითი ეფექტები
ყველა სამკურნალწამლო პრეპარატის მსგავსად, პანტოპრაზოლ სანდოზს შეუძლია მოახდინოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტში არ ვლინდება.

სერიოზული გვერდითი ეფექტები
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სხვა სამედიცინო პერსონალს მწვავე ალერგიული რეაქციის შემდეგი სიმპტომების გაჩენისას:
სუნთქვის, მეტყველების ან ყლაპვის უეცარი სიძნელე;
ტუჩების, სახის, კისრის შეშუპება;
ძლიერი თავბრუსხვევა ან გულის წასვლა;
ფართო ან ქავილით კანის გამონაყარი, განსაკუთრებით ბებერებით და წყლულებით პირში, თვალებზე ან სასქეზო ორგანოებზე.

რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდით მკურნალ ექიმს შემდეგი გვერდითი ეფექტების გაჩენისას:
კანის ან თვალის თეთრი გარსის სიყვითლე, რაც განპირობებულია ღვიძლის პრობლემების მიერ;
შარდის მომატებული ან შემცირებული გამოყოფა, სისხლის კვალი შარდში, ხანდახან კიდურების შეშუპება და/ან ტკივილი წელის არეში თირკმელების პრობლემების გამო;
კანზე გამონაყარი, რომელიც გამოწვეულია მზის შუქის მიმართ კანის მგრძნობელობით;
დალურჯებული ადგილების ან სისხლნაჟღენთების უჩვეულო გაჩენა, რომელიც გამოწვეულია სისხლში თრომბოციტების რიცხვის შემცირებით.

სხვა გვერდითი ეფექტები
ხშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს): თრომბოფლებიტი ინექციის ადგილას.
არც ისე ხშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს): ძილის აშლილობები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დიარეა, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი, ყაბზობა, პირის სიმშრალე, ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება მუცელში, ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების, გგტ) შემცველობის მომატება, გამონაყარი, ეგზანტემა, გამონაყარი, ქავილი, ბარძაყის ყელის, მაჯას ძვლების ან ხერხემლის მოტეხილობა, ასთენია, დაღლილობა და შეუძლოდ ყოფნა.
იშვიათი (შეიძლება გამოუვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს): აგრანულოციტოზი, ჰიპერმგრძნობელობა (ანაფილაქსიური რეაქციების და ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით), ჰიპერლიპიდემიები და ლიპიდების შემცველობის (ტრიგლიცერიდების, ქოლესტერინის) მომატება, სხეულის მასის ცვლილებები, დეპრესია (და ყველა გაუარესება), გემოს დარღვევები, მხედველობის დარღვევები, მხედველობის არასიმკვეთრე, ბილირუბინის დონის მომატება, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ართრალგია, მიალგია, გინეკომასტია, სხეულის მასის მომატება, პერიფერიული შეშუპებები.
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოუვლინდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს): თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, პანციტოპენია, დეზორიენტაცია (და ყველა გაუარესება).
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით): ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალციემია ჰიპომაგნიემიასთან, ჰიპოკალიემიასთან კომბინაციაში, ჰალუცინაციები; გონების არეულობა (განსაკუთრებით მიდრეკილების მქონე პაციენტებში, ასევე მოცემული სიმპტომების გაუარესება მათი წინმსწრები არსებობის შემთხვევაში), პარესთეზია, ჰეპატოცელულარული დაზიანება, სიყვითლე, ჰეპატოცელულარული უკმარისობა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, მრავალმორფული ერითემა, ფოტომგრძნობელობა, კუნთოვანი სპაზმები ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის შედეგად, ინტერსტიციალური ნეფრიტი (შესაძლო პროგრესირებით თირკმლის უკმარისობამდე).
თუ თქვენ შეგეცვალათ გვერდითი ეფექტების სიმძიმე ან გაგიჩნდათ გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართ ფურცელში, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღს წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღე.
შეიანხეთ არაუმეტეს 25 0 C ტემპერატურაზე.
დამზადების (და გაზავების) შემდეგ: შეინახეთ არაუმეტეს 25 0 C ტემპერატურაზე და გამოიყენეთ 12 საათის განმავლობაში.
ფლაკონის შიგთავსი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის.

გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით.

სად შევიძინოთ?