Plasmon
პმს-ამლოდიპინი / pms-AMLODIPINE


შემადგენლობა

პრეპარატი პმს-ამლოდიპინი ( pms-AMLODIPINE ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ამლოდიპინის ბეზილატს
წამლის ფორმა: ტაბლეტები 5მგ და 10მგ.

ჩვენებები
pms-ამლოდიპინი ინიშნება :
• მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) სამკურნალოდ ან
• მკერდის არეში ტკივილის, ეგრეთ წოდებული სტენოკარდიის დროს.
აღნიშნული შემთხვევების დროს შესაძლებელია პმს-ამლოდიპინის მიღება მონოთერაპიის სახით ან სხვა პრეპარატებთან ერთად.

მიღების წესები და დოზები
როგორც მაღალი არტერიული წნევის დროს ასევე მკერდის არეში ტკივილისას პმს-ამლოდიპინის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 5მგ დღეში. საჭიროების მიხედვით ექიმმა სესაძლებელია გაზარდოს დღიური დოზა მაქსიმუმ 10 მგ.
პმს-ამლოდიპინი მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ. შესაძლებელია უფრო გაგიადვილდეთ თუ პრეპარატს მიიღებთ დღის ერთიდაიგივე მონაკვეთში, მაგალითად საუზმის, სადილის დროს ან ძილის წინ. არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება თვითნებურად.
• პრეპარატის გამოყენება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის დაავადება: საწყისი დოზა არის 2.5მგ დღეში ერთჯერ, შესაძლებელია დოზის ეტაპობრივად გაზრდა.
• პრეპარატის გამოყენება ბავშვებში (6-17 წელი): რეკომენდირებული დოზა არის 2.5-5მგ დღეში ერთჯერ

გვერდითი მოვლენები
ნებისმიერმა პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. პმს-ამლოდიპინის ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია შეშუპება და თავის ტკივილი.
თუმცა მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რომელიმე ქვემოთ მოცემული სიმპტომი შეგაწუხებთ:
• დაღლილობა, ძლიერი ძილიანობა
• მუცლის ტკივილი, გულისრევა
• თავბრუსხვევა

უკუჩვენება
• ალერგიული რეაქცია ამლოდიპინის ან ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ. 
• ძალიან დაბალი არტერიული წნევა ( < 90 მმ ვერცხლისწყლის სვეტი სისტოლური წნევა)

განსაკუთრებული მითითებები
pms-ამლოდიპინის მიღებამდე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ:
• როდესმე გაწუხებდათ გულის ან სისხლძარღვების დაავადებები;
• თუ გაქვთ აორტის სტენოზი (გულის სარქველის შევიწროება);
• გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები;
• გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა ( < 90 მმ ვერცხლისწყლის სვეტი სისტოლური წნევა);
• თუ ორსულად ხართ ან აპირებთ დაორსულებას;
• თუ 65 წელზე მეტი ასაკის ხართ.
მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ძუძუთი კვება.
pms-ამლოდიპინმა იშვიათად შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის დაწევა (ჰიპოტენზია). არტერიული წნევა ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს, განსაკუთრებით კი თუ გადატანილი გაქვთ ინსულტი ან ღებულობთ წნევის დამწევ სხვა პრეპარატებს. იმ შემთხვევაში თუ პმს-ამლოდიპინს ღებულობთ ბეტა ბლოკატორებთან ერთად (მაგ: აცებუტოლოლი, ატენოლოლი, მეტოპროლოლი, ნადოლოლი) უეცრად არ შეწყვიტოთ ბეტა-ბლოკატორების მიღება..
პმს-ამლოდიპინის გამოყენება არ არის რეკომენდირებული 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
უნდა აცნობოთ ექიმს თუ ღებულობთ, ან ბოლო პერიოდში მიგიღიათ სხვა მედიკამენტი, აგრეთვე აცნობეთ თუ ღებულობთ ალკოჰოლურ სასმელებს ან იღებთ ნარკოტიკებს.
პრეპარატები, რომლებმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს პმს-ამლოდიპინზე:
• ერითრომიცინი
• დილთიაზემი
• სოკოს საწინააღმდეგო აზოლები (კეტოკონალოზი, იტრაკონაზოლი)
• აივ პროტეაზა ინჰიბიტორები (მაგ: რიტონავირი)
• ბეტა-ბლოკატორები
• სილდენაფილი
არ მიირთვათ გრეიფრუტი ან გრეიფრუტის წვენი პმს-ამლოდიპინით მკურნალობის პერიოდში.

შენახვის პირობები და ვადები
pms-ამლოდიპინი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე (15-30oC) სინათლისაგან დაცულ ადგილზე.

სად შევიძინოთ?