შემადგენლობა
სამკურნალო ფორმა: ყურის წვეთები
შემადგენლობა და რაოდენობრივი შემცველობა 100 მლ-ში:
აქტიური ნივთიერებები:
ნეომიცინის სულფატი – 1გ, რაც შეესაბამება 650 000ME;
პოლიმიქსინის სულფატი B – 1 000 000 ME;
დექსამეტაზონის ნატრიუმის მეტასულფობენზოატი - 0.100გ.
სხვა კომპონენტები:
თიომერსალი, ლითიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავა,
ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, 400, პოლისორბიტი 80, დისტილირებული წყალი.
ადგილობრივი მოხმარების კომბინირებული პრეპარატი ოტოლარინგოლოგიური გამოყენებისათვის. პოლიდექსას თერაპიული ეფექტი განპირობებულია დექსამეტაზონის ანთების საწინააღმდეგო და ანტიბიოტიკების - ნეომიცინისა და პოლიმიქსინ B B-ს ანტიბაქტერიული მოქმედებით. აღნიშნული ანტიობიოტიკების კომბინირებით ფართოვდება პრეპარატის ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი გარეთა და შუა ყურის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების გამომწვევ გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე.
ნეომიცინი აქტიურია შემდეგი ბაქტერიების მიმართ: Staphilococcus auerus, Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Haemophilus influenzae.
პოლიმიქსინ B აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Escherichia ცოლი, Klebsiella pneumoniae, Haemophilus influenzae, Pseudomonas aeruginosa. აღნიშნული ანტიობიოტიკების მიმართ მდგრადია Streptococcus spp.
- გარე ოტიტი;
- გარეთა სასმენი მილის ინფექციური ეგზემა;
- შუა ყურის მწვავე ანთება დაფის აპკის დაზიანების გარეშე.
მოზრდილებში: 1-5 წვეთი თითოეულ ყურში დღეში 2 ჯერ 6-10 დღის განმავლობაში.
ბავშვებში: 1-2 წვეთი თითოეულ ყურში დღეღამეში 2 ჯერ 6-10 დღის განმავლობაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა – არა უმეტეს 7-10 დღისა.
ყურის წვეთების გამოყენებამდე რეკომენდებულია ფლაკონის ხელში შეთბობა, ყურში ცივი სითხის ჩაწვეთებით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან აცილების მიზნით. ერთ ყურში პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ აუცილებელია რამოდენიმე წუთის განმავლობაში თავის დახრა საწინააღმდეგო მიმართულებით, მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი მეორე ყურში ჩაწვეთება.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება, იშვიათ შემთხვევებში გამონაყარი კანზე.
- დაფის აპკის ინფექციური ან ტრავმული დაზიანება;
- პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დაფის აპკის დათვალიარება. მისი მთლიანობის დარღვევის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული..
სისხლის მიმოქცევაში პრეპარატის დაბალი აბსორბციის გამო ნაკლებ სავარაუდოა ჭარბი დოზირების განვითარება
პრეპარატი შეუთავსებადია მონომიცინთან, სტრეპტომიცინთან, გენტამიცინთან, ამიკაცინთან, ნეტელმიცინთან კომბინაციაში (ოტოტოქსიკური მოქმედების გაძლიერების გამო).
3 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ინახება ტემპერატურაზე არაუმეტეს 25oC-ისა. ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაიცემა ექიმის რეცეპტით