რა არის Prolife Forte და რისთვის გამოიყენება:
Prolife Forte ფლაკონების ფორმულა სწრაფად და ეფექტურად უზრუნველყოფს ნაწლავის ბაქტერიული ფლორის ბუნებრივი ბალანსის აღდგენას. პრობიოტიკების სწორედ ამ კომბინაციას შეუძლია ეფექტურად შეამციროს ისეთი სიმპტომების სიხშირე, ხანგრძლივობა და სიმძიმე, რომლებიც თან ახლავს შემდეგ გამომწვევ მიზეზებს:
• ანტიბიოტიკებით გამოწვეული დიარეა;
• მგზავრობით გამოწვეული დიარეა;
• მგზავრობით გამოწვეული დიარეა;
• საჭმლის მონელების ისეთი დარღვევები, როგორიცაა დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი;
რისგან შედგება Prolife Forte :
Prolife Forte წარმოადგენს უნიკალური შემადგენლობის მქონე უნივერსალურ სამკურნალო საშუალებას დისბაქტერიოზის დროს.
• პრობიოტიკები - 10 პრობიოტიკური შტამის კომბინაცია - 10 მილიარდი ცოცხალი უჯრედი 1 დღიურ დოზაში (1 ფლაკონში), რომელიც ასტიმულირებს იმუნურ სისტემას და ნაწლავის ეპითელიუმის ტროპიზმს. ეს არის სწორედ ის ფორმულა, რომელიც სწრაფად და სრულყოფილად აღადგენს და აბალანსებს ნაწლავის ბაქტერიულ ფლორას;
• პრებიოტიკები - გლუკოოლიგოსაქარიდები 0,8 გ 1 დღიურ დოზაში (1 ფლაკონში), რომლებიც ხელს უწყობენ მსხვილი ნაწლავის ჯანმრთელი მიკროფლორის გამრავლებას. იზრდება ბიფიდობაქტერიების კოლონიები, მცირდება დიარეისა და ალერგიის განვითარების რისკი, ხდება იმუნური სისტემის სტიმულაცია, უმჯობესდება კალციუმის შეწოვა და ვიტამინების სინთეზი;
B ჯგუფის ვიტამინების უნივერსალური შემადგენლობა , რომლებიც დიდ როლს თამაშობენ უჯრედთა მეტაბოლიზმის პროცესში, აღადგენენ დიარეით გამოწვეულ დეფიციტს ორგანიზმში, ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას;
როგორ გამოიყენება Prolife Forte :
Prolife Forte გამოიყენება საკვების მიღების შემდეგ, დღიური დოზა შეადგენს ერთ ფლაკონს ერთ მიღებაზე, დღეში 1-2-ჯერ;
• მკურნალობის ხანგრძლივობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება დაავადების სიმძიმის მიხედვით მკურნალი ექიმის მიერ;
• მკურნალობის ან/და პროფილაქტიკის მინიმალური კურსი შეადგენს 7 ფლაკონს (ერთი სრული შეფუთვა);
დაატრიალეთ ხრახნიანი თავსახური საათის ისრის მიმართულებით სანამ თავსახურში მოთავსებული ფხვნილი არ გადმოიყრება ფლაკონში
- შეანჯღრიეთ ფლაკონი შიგთავსის სრულ გახსნამდე (≈ 15 წამის განმავლობაში)
- მოხსენით თავსახური და მიიღეთ ფლაკონის შემცველობა პერორალურად
დოზირება:
- 1-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1 ფლაკონი 1-ჯერ დღეში;
- 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში - 1-2 ფლაკონი დღეში;
ჩვენება:
• დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებსა და მოზრდილებში
• საჭმლის მონელების დარღვევები: დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი
• ანტიბიოტიკებით მკურნალობა - სასურველია Prolife Forte-ს მიღება ანტიბიოტიკების მიღებასთან ერთად და არა მხოლოდ მათი კურსის დამთავრებისას
• ციტოსტატიკებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობის დროს განვითარებული დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
• მწვავე და ქრონიკული ენტეროკოლიტები და კოლიტები
• დიარეა ბავშვებში, რომელიც გამოწვეულია კვების რეჟიმის და საკვების შემადგენლობის შეცვლით
• ალერგიული დაავადებების კომპლექსური თერაპია
• მოგზაურობით გამოწვეული დიარეა
შეფუთვა:
8მლ მოცულობის მქონე 7 ფლაკონი ადვილად გასახსნელი თავსახურით.
შენახვის ვადა და პირობები:
ინახება ბავშვებისაგან დაცულ, მშრალ და გრილ ადგილას;
შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე;
არ გამოიყენოთ Prolife forte -ს ფლაკონები მითითებული ვადის გასვლის შემდეგ;
ნუ მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ ფლაკონი არის დაზიანებული;