შემადგენლობა
რეგენიუმის 5 მლ (ერთი ჩაის კოვზი) სიროფი შეიცავს:
კალციუმის იონები - 114 მგ და ვიტამინი D3 - 2,5 მკგ.
დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული წყალი, სორბიტოლის სიროფი, გლიცერინი, ქსანტანის ფისი, კალიუმის სორბატი, პოლისორბატი, მარწყვის არომატიზატორი, აცესულფამ K, სუკრალოზა, მეთილჰიდროქსიბენზოატი, პროპილ-ჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის მარილი.
პროდუქტის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებების რაოდენობები შესაბამისობაშია ევროკავშირის მოთხოვნებთან No 1129/2011.
მოქმედების მექანიზმი
საკვები დანამატის შემადგენლობაში არსებული სპეციალური ფორმულა აერთიანებს კალციუმსა და ვიტამინ D3-ს, რომელიც განაპირობებს მის ანტიალერგიულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.
ვიტამინი D3 აძლიერებს კალციუმის აბსორბციას და ხელს უწყობს ძვლების უკეთ ზრდას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკის ინტენსიური განვითარების პერიოდში და ორსულობის დროს.
ჩვენებები
რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა, ზრდა-განვითარების პერიოდი, ორსულობა, ალერგიები, ანთებითი პროცესები.
უსაფრთხოების ზომები
ორსულებში და მცირე ასაკის ბავშვებში რეგენიუმის გამოყენებისას, საჭიროა მათი ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.
მიღების წესი და დოზირება
რეგენიუმი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება – 1 ჩაის კოვზი ერთხელ დღეში; 1-2 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1 ჩასი კოვზი 2-ჯერ დღეში; 2-5 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1 ჩაის კოვზი 2-3-ჯერ დღეში; 6-12 წლის ბავშვებში - 2 ჩაის კოვზი 2-3-ჯერ დღეში; მოზარდებსა და უფროსებში - 1 სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში.
გამოყენების წინ საჭიროა სიროფის კარგად შენჯღრევა.
მარწყვის გემო, სიროფს სასიამოვნოს ხდის ბავშვებში გამოსაყენებლად.
გვერდითი მოვლენები
არ არის ცნობილი. რეკომენდებული დღიური დოზის სწორი მიღების შემთხვევაში, გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
ვარგისობა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15-25°C, კარგად დახურულ ბოთლში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
არ გაყინოთ.
რეგენიუმი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა
სიროფი/სუსპენზია 120 მლ ბოთლში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.