პოლისოლი ფორტე / POLY SOL forte
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი საშუალებები → პრეპარატები ენერგეტიკული და ელექტროლიტური ბალანსის კორეგირებისათვის
- მწარმოებელი კომპანია: Idee PharmaWelt GmbH
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- გამოშვების ფორმა: პაკეტი ფორთოხლის არომატით N10
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:
დექსტროზა 10 გ; ნატრიუმის ქლორიდი 3.5 გ; კალიუმის ქლორიდი 2.5 გ; ნატრიუმის ციტრატი 2.9 გ
· ნახშირწყლების შემცველი ელექტროლიტური პრეპარატი . მარილოვანი ხსნარი პერორალურირეჰიდრატაციისთვის
· სწრაფად ავსებს სითხის და მარილების დანაკლისს დიარეის, ღებინების და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს
· ეხმარება ორგანიზმს აღიდგინოს ძალა და წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან
ჩვენება:
- წყალ - მარილოვანი ბალანსის აღდგენა
- აციდოზის კორექცია მწვავე ფაღარათის დროს
- ფაღარათის დროს განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაცია
- წყალ -მარილოვანი ბალანსის დარღვევით მიმდინარე სითბური დაზიანებები
- გულისრევა/ღებინების, ასევე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს
პროფილაქტიკური მიზნით: სითბური და ფიზიკური დატვირთვის და ინტენსიური ოფლდენის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1 ლ გადადუღებულ, ოთახის ტემპერატურის წყალში.
მოზრდილებში მიიღება 80-100 მლ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით.
შენახვის პირობები :
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25 °C ), ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .