შემადგენლობა
1 ტაბ.
დიაზეპამი . . . . . . . . .5 მგ
პრეპარატს აქვს გამოხატული კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ასევე ცენტრალური მიორელაქსაციური, ანქსიოლიზური, სედატიური და საძილე მოქმედება. მოქმედების მექანიზმს განაპირობებს ცნს-ში გამა-ამინობუტირატის შემაკავებელი გავლენის გაძლიერება. მიორელაქსაციური მოქმედება ასევე განპირობებულია სპინალური რეფლექსების ინჰიბირებით. შეიძლება გამოიწვიოს ანტიქოლინერგული ეფექტი.
- ნევროზები, მოსაზღვრე მდგომარეობები დაძაბულობის გამოვლინებით, შფოთვა, მოუსვენრობა, შიში;
- ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (აღგზნების სიმპტომების შემცირების მიზნით);
- ჩონჩხის კუნთების მომატებული ტონუსით მიმდინარე დაავადებების კომპლექსური თერაპია (ტრავმის შემდგომი პერიოდი, ცერებრალური ინსულტის შემდგომი სპასტიური მდგომარეობები);
- ძილის დარღვევა;
- ეპილეფსიის კომპლექსური მკურნალობა (კრუნჩხვის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად);
- სხვადასხვა ეტიოლოგიის მოძრაობითი აღგზნებადობა;
- ოპერაციების და დიაგნოსტიკური პროცედურების მოსამზადებელი პერიოდი.
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მკაცრი დაცვით, რათა თავიდან იქნას აცილებული გართულებები.
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა მკაცრად ისაზღვრება ექიმის დანიშნულების მიხედვით.
შიშის მდგომარეობა: 2-10 მგ 2-4-ჯერ დღეში.
ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი: 10 მგ 3-4-ჯერ დღეში პირველ დღეებში, შემდეგ (თუ საჭიროა) 5 მგ 3-4-ჯერ დღეში.
დაავადებები, რომელთაც ახლავს ჩონჩხის კუნთების ტონუსის მომატება: 2-10 მგ 3-4-ჯერ დღეში.
ძილის დარღვევა: 5-15 მგ ერთჯერადი დოზა ძილის წინ.
ეპილეფსია (სხვა პრეპარატებთან ერთად): 2-10 მგ 2-4-ჯერ დღეში.
ოპერაციის და დიაგნოსტიკური პროცედურებისათვის მოსამზადებელი პერიოდი: 5-20 მგ ერთჯერადი დოზა ან გაყოფილი დოზა ოპერაციის წინ.
მაქსიმალური დღიური დოზა: 60 მგ-მდე დღეღამეში (ეპილეფსიის კომპლექსური თერაპია, სპასტიური მდგომარეობები).
ბავშვებში:
0.1-0.8 მგ/კგ წონაზე/დღეღამეში.
1-3 წლის ასაკის ბავშვებში: 1-1.5 მგ 2-3-ჯერ დღეღამეში; სადღეღამისო დოზა 2.5-5 მგ.
3-7 წლის ასაკის ბავშვებში: 1.5-2.5 მგ 2-3-ჯერ დღეღამეში; სადღეღამისო დოზა 5-7 მგ.
პრეპარატი არ გამოიყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ხანდაზმულ ასაკის პაციენტებში: დიაზეპამი გამოიყენება სიფრთხილით. რეკომენდებულია შემცირებული დოზები, ჩვეულებრივ, 2-2.5 მგ 1-2-ჯერ დღეში. აუცილებლობისას შეიძლება დოზის თანდათანობითი მომატება (პრეპარატის კარგი ამტანობის შემთხვევაში).
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი) ხარისხის მიხედვით. არ შეიძლება პრეპარატის უეცარი მოხსნა, ყოველთვის საჭიროა დოზის თანდათანობითი შემცირება ექიმის კონტროლის ქვეშ. დიაზეპამის უეცარმა მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს ძილის და განწყობის დარღვევა და ასევე ფსიქიური მოშლილობაც. განსაკუთრებით საშიშია უეცარი მოხსნა ხანგრძლივი თერაპიისას ან დიდი დოზების გამოყენებისას. ამ შემთხვევებში პრეპარატის მოხსნის სიმპტომები უფრო მკვეთრადაა გამოხატული.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: ძილიანობა, დაღლილობა, მოძრაობის კოორდინაციის მოშლა.
უფრო იშვიათია: თავბრუსხვევა და თავის ტკივილი, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ყაბზობა), მხედველობის დარღვევა, გაურკვეველი მეტყველება, არტერიული წნევის დაქვეითება, დეპრესია, დეზორიენტაცია, ლიბიდოს დაქვეითება, კანის ალერგიული რეაქციები, შარდვის პროცესის დარღვევა, ნეიტროპენია, კანის საფარველის სიყვითლე (ხანგრძლივი მკურნალობისას ნაჩვენებია სისხლის სურათის და ღვიძლის ფუნქციური სინჯების პერიოდული კონტროლი), პარადოქსული რეაქციები (ფსიქომოტორული აღგზნება, უძილობა, შიში). პარადოქსული რეაქციის გამოვლენისას საჭიროა მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. 2-3 კვირაზე მეტი ხნის მანძილზე პრეპარატის სისტემურმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს წამლისმიერი დამოკიდებულება, ხოლო უეცარი მოხსნისას - აბსტინენციის სინდრომი.
აუცილებელია ექიმისთვის ყველა გვერდითი (უჩვეულო) ეფექტის შესახებ შეტყობინება.
- მომატებული მგრძნობელობა ბენზოდიაზეპინების მიმართ;
- ცენტრალური წარმოშობის სუნთქვის დარღვევა და სხვადასხვა გენეზის სუნთქვის მძიმე უკმარისობები;
- მიასთენია;
- გლაუკომის დახურულკუთხოვანი ფორმა;
- ცნობიერების დარღვევა;
პრეპარატი არ გამოიყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.
დიაზეპამით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება არ შეიძლება.
დიაზეპამის ხანგრძლივი მიღება ტოლერანტობის განვითარების გამო იწვევს პრეპარატის მოქმედების თანდათანობით დაქვეითებას. პრეპარატის ხანგრძლივი მიღება ხელს უწყობს წამლისადმი ფსიქოფიზიკური დამოკიდებულების განვითარებას, ხოლო დიაზეპამის სწრაფი მოხსნისას ვითარდება აბსტინენციის სინდრომი.
აბსტინენციის სინდრომს ახასიათებს ფსიქომოტორული აღგზნება, შიში, ვეგეტატიური დარღვევები და უძილობა.
დიაზეპამით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დამთავრებიდან 3 დღის განმავლობაში არ შეიძლება სპირტიანი სასმელების მიღება.
პრეპარატის გავლენა ავტოტრანსპორტის და მოძრავი მექანიკური მოწყობილობების მართვაზე: პრეპარატით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დამთავრებიდან 3 დღის შემდეგ იკრძალება ავტოტრანსპორტის მართვა, მოძრავ მექანიკურ მოწყობილობებთან მუშაობა, ასევე ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და სწრაფ რეაქციას.
დიაზეპამის ჭარბი დოზირების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა, ორიენტაციის დარღვევა, გაურკვეველი მეტყველება, მძიმე შემთხვევაში ცნობიერების დაკარგვა და კომა.
მწვავე მოწამვლისას აუცილებელია ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა.
დიაზეპამის ჭარბი დოზირებისას მკურნალობა პირველ რიგში სიმპტომურია და მოიცავს ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგს (სუნთქვა, პულსი, არტერიული წნევა).
სპეციალურ ანტიდოტს წარმოადგენს ფლუმაზენილი (ბენზოდიაზეპინის რეცეპტორების ანტაგონისტი).
დიაზეპამის დამთრგუნველ გავლენას ცნს-ზე აძლიერებს მსგავსი მოქმედების მქონე შემდეგი მედიკამენტები: საძილე საშუალებები, ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები, ნეიროლეპტიკები, ანტიდეპრესანტები, ანტიკონვულსანტები, ნარკოტიკული ანალგეტიკები.
მსგავსი მოქმედება აქვს ეთილის სპირტს. დიაზეპამით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის გამოყენებამ, გარდა ცნს-ზე სუმირებული დამთრგუნველი მოქმედებისა შეიძლება გამოიწვიოს პარადოქსული რეაქცია და ფსიქომოტორული აღგზნებადობა, აგრესიული ქცევა. ჩასახვის საწინააღმდეგო პერორალურმა საშუალებებმა შეიძლება შეანელონ დიაზეპამის მეტაბოლიზმი და გააძლიერონ მისი მოქმედება.
პრეპარატი აძლიერებს იმ საშუალებების მოქმედებას, რომლებიც ამცირებენ ჩონჩხის კუნთების ტონუსს.
სიგარეტის მოწევამ შეიძლება შეასუსტოს დიაზეპამის მოქმედება.
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.