რენოქსი / RENOX
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): mometasone
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოიდები → გლუკოკორტიკოიდული საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის → ყელ-ყურ-ცხვირის პრეპარატები
- მწარმოებელი კომპანია: World Medicine ilac san ve tic as
- მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
- გამოშვების ფორმა: 50მკგ/დოზა 140 დოზა (18გ) ნაზალური სპრეი, სუსპენზია ქარვისფერი მინის ბოთლი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
0.05% ნაზალური სპრეი
ნაზალური სუსპენზია დოზირებული გამომფრქვევით (დოზატორით)
აქტიური ნივთიერება: თითო გამოფრქვევა შეიცავს 50 მკგ მომეტაზონის ფუროატს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა, ნატრიუმის ციტრატის დეჰიდრატი, გლიცეროლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, პოლისორბატი 80, ბენზალკონიუმის ქლორიდი და გამოხდილი წყალი.
რა არის რენოქსი?
რენოქსის სპრეი შეიცავს მომეტაზონის ფუროატს, რომელიც მიეკუთვნება კორტიკოსტეროიდების ჯგუფს. მომეტაზონის ფუროატი, ცხვირში შესხურებისას ამცირებს ანთებით პროცესს (ცხვირის შეშუპებას და გაღიზიანებას), ცემინებას, ქავილს, ცხვირის გაჭედვას და სურდოს.
რისთვის გამოიყენება რენოქსი?
თივის ცხელება (სეზონური ალერგიული რინიტი) და პერინეალური (მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე რინიტები) რინიტის სიმპტომების სამკურნალოდ მოზრდილებსა და ბავშვებში 3 წლიდან
რენოქსი გამოიყენება ნაზალური პოლიპების სამკურნალოდ 18 წლის ასაკიდან.
რა არის თივის ცხელება?
თივის ცხელება ვითარდება წელიწადის გარკვეულ დროს და წარმოადგენს ხეების, ბალახის, სარეველა მცენარეების მტვრით, ასევე ობისა და სოკოს სპორების მტვრით გამოწვეულ ალერგიულ რეაქციას. წლის განმავლობაში მიმდინარე რინიტები ვითარდება მთელი წლის განმავლობაში და გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით. ალერგიის გამომწვევი, ამ შემთხვევაში, შეიძლება იყოს სახლის მტვრის ტკიპა, ცხოველის ბეწვი (ან ქერტლი), ბუმბული, გარკვეული საკვები და სხვა. რენოქსი ამცირებს შეშუპებას და გაღიზიანებას ცხვირში და ხსნის ცემინებას, ქავილს და ცხვირის გაჭედვას ან სურდოს, რომელიც გამოწვეულია თივის ცხელებით ან წლის განმავლობაში მიმდინარე რინიტით.
რა არის ნაზალური (ცხვირის) პოლიპები?
ნაზალური პოლიპები არის მცირე ზომის წანაზარდები ცხვირში, რომელიც ხშირად ორივე ნესტოში ვითარდება. ძირითადი სიმპტომი ამ დროს არის ცხვირით სუნთქვის გაძნელება რენოქსი ამცირებს ანთებით პროცესს ცხვირის ღრუში, რის შედეგადაც პოლიპები ეტაპობრივად მცირდება ზომაში და იხსნება ცხვირის გაჭედვის სიმპტომი, რაც ცხვირით სუნთქვას აიოლებს.
განსაკუთრებული მითითებები რენოქსის მიღებამდე:
არ გამოიყენოთ რენოქსი, თუ
გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მომეტაზონის ფუროატის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში)
გაწუხებთ ცხვირის ღრუს ინფექცია. მაგალითად, ჰერპესული ინფექციის არსებობისას, რენოქსი გამოყენებამ შეიძლება მდგომარეობა გაამწვავოს. არ არის რეკომენდებული ნაზალური სპრეი გამოყენება, სანამ ინფექცია სრულად არ ალაგდება. სპრეის გამოყენებამ შესაძლოა ინფექცია ცხვირის ღრუში მეტად გაავრცელოს.
ახლო წარსულში ჩაიტარეთ ცხვირის ოპერაცია ან გადაიტანეთ ცხვირის ტრავმა. არ გამოიყენოთ ნაზალური სპრეი ჭრილობის სრულ შეხორცებამდე.
დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები რენოქსის მიღების დროს, თუ:
ამჟამად გაქვთ ან წარსულში გადაიტანეთ ტუბერკულოზი
ცხვირის ღრუში გაქვთ რაიმე სახის ინფექცია
პერორალურად ან პარენტერალურად მკურნალობთ კორტიკოსტეროიდებით
ცხვირის ღრუში გაქვთ კისტოზური ფიბროზი
რენოქსის გამოყენებისას, მიმართეთ ექიმს თუ:
დაქვეითებული გაქვთ იმუნური სისტემა (გიჭირთ რესპირაციული ინფექციისგან დროული გამოჯანმრთელება) და კონტაქტი გქონდათ წითელათი ან ჩუტყვავილათი დაავადებულთან. ასეთი ინფექციით დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტს უნდა მოერიდოთ.
გაწუხებთ ცხვირის ღრუს ან ყელის მწვავე ინფექცია.
იყენებთ რომელიმე პრეპარატს პრეპარატს რამდენიმე თვის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივი პერიოდით.
გაწუხებთ ცხვირის ან ყელის მუდმივი გაღიზიანება.
კორტიკოსტეროიდული ნაზალური სპრეის დიდი რაოდენობით ან ხანგრძლივი დროით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, რადგან აქტიური ნივთიერება ორგანიზმში შეიწოვება.
თუ თვალების ქავილი ან გაღიზიანება გაწუხებთ, ექიმმა შეიძლება რენოქსი ერთად, მკურნალობის სხვა მეთოდის გამოყენებაც გირჩიოთ.
მხედველობის დაბინდვის ან მხედველობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
ბავშვები
კორტიკოსტეროიდული ნაზალური სპრეის ხანგრძლივად და მაღალი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული გვერდითი ეფექტები, როგორიც არის ზრდის შეფერხება ბავშვებში.
რეკომენდებულია სიმაღლეში ზრდის რეგულარული მონიტორინგი ბავშვებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ ნაზალური კორტიკოსტეროიდებით. თუ ზრდა შეფერხებულია, მიმართეთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
რენოქსის მიღებამდე აცნობეთ ექიმს: თუ მკურნალობდით, მკურნალობთ ან გეგმავთ მკურნალობას სხვა მედიკამენტებით, მათ შორის ურეცეპტო მედიკამენტებითაც.
თუ ალერგიის სამკურნალოდ იღებთ პერორალურ ან საინექციო კორტიკოსტეროიდებს, შესაძლოა ექიმმა გირჩიოთ რენოქსის გამოყენების პერიოდში მათი მიღების შეწყვეტა. პერორალური ან საინექციო კორტიკოსტეროიდების შეწყვეტის ფონზე, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს არასასურველი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის სახსრების ან კუნთების ტკივილი, სისუსტე ან დეპრესია. შესაძლოა ასევე განვითარდეს სხვა ალერგიული რეაქციებიც, როგორიც არის თვალების ქავილი და ცრემლდება ან წითელი ლაქები კანზე და ქავილი. რომელიმე აღნიშნული გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
ზოგიერთმა პრეპარატებმა შეიძლება გაზარდოს რენოქსის მოქმედების ეფექტი.
თუ იღებთ აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატებს: ,,რიტონავირი’’,,კობიცისტატი’’ და სხვა შესაძლოა ექიმმა გირჩიოთ მკურნალობა მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულ პაციენტებში რენოქსის გამოყენებასთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს. უცნობია, გამოიყოფა თუ არა მომეტაზონის ფუროატი დედის რძეში. თუ ორსულად ხართ, ვარაუდობთ/გეგმავთ ორსულობას ან ლაქტაციის პერიოდში იმყოფებით, პრეპარატის გამოყენებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე რენოქსის ზეგავლენა არ არის ცნობილი.
რენოქსი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ბენზალკონიუმის ქლორიდმა, განსაკუთრებით, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანება ან შეშუპება.
რენოქსის მიღების წესი
რენოქსი აუცილებლად ექიმის მითითების შესაბამისად გამოიყენეთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ პრეპარატის სწორად გამოყენება შეგიძლიათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ნუ მიიღებთ გადაჭარბებულ დოზას და ნუ გამოიყენებთ სპრეის უფრო ხშირად ან ხანგრძლივად, ვიდრე ექიმის დანიშნულებაშია.
თივის ცხელების (სეზონური) და პერინეალური (სრულწლიანი) ალერგიული რინიტის მკურნალობა
გამოყენება 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში
რეკომენდებული დოზა: ორი შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ.
სიმპტომების კონტროლის შემდეგ, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ დოზის შემცირება.
თუ სიმპტომები არ შეგიმცირდათ, უნდა მიმართოთ ექიმს და მან შესაძლოა გირჩიოთ დოზის გაზრდა.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა: ოთხი შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ.
გამოყენება 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში
რეკომენდებული დოზა: ერთი შესხურება თითო ნესტოში დღეში ერთხელ.
ზოგიერთ პაციენტში, რენოქსის გამოყენების ფონზე სიმპტომების შემსუბუქება პირველი დოზის მიღებიდან 12 საათის შემდეგ იწყება; თუმცა, შესაძლოა, მკურნალობის ეფექტი 1-2 დღის შემდეგ დადგეს. მკურნალობის სრული ეფექტის მისაღებად, მნიშვნელოვანია პრეპარატის რეგულარული მიღება ხანგრძლივად. თუ თქვენ ან თქვენს შვილს ალერგიული რინიტის მძიმე ფორმა გაქვთ, შესაძლოა ექიმმა გირჩიოთ რენოქსის პროფილაქტიკური გამოყენება, ყვავილობის სეზონის დაწყებამდე.
ნაზალური პოლიპები
ნაზალური პოლიპების სამკურნალოდ პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში, 18 წლიდან
საწყისი დოზა შეადგენს 2 შესხურებას თითო ნესტოში, დღეში ერთხელ.
თუ 5-6 კვირის შემდეგ, სიმპტომები არ შემცირდება, დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 შესხურებამდე თითო ნესტოში, დღეში ორჯერ. სიმპტომების გაუმჯობესებისას შესაძლოა ექიმმა დოზის შემცირება გირჩიოთ.
თუ 5-6 კვირის შემდეგ, პრეპარატის დღეში ორჯერადი მიღების შედეგად მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მიმართეთ ექიმს.
მიღების წესი და გზა:
ნაზალური სპრეის მომზადება გამოყენებისთვის:
რენოქსის ნაზალური სპრეი შეიცავს მტვრისგან დამცავ ხუფს, რომელიც იცავს გამომფრქვევის სისუფთავეს. გამოყენების წინ ყოველთვის მოხსენით ხუფი სპრეის და დაახურეთ გამოყენების შემდეგ.
სპრეის პირველად გამოყენების შემთხვევაში საჭიროა ჰაერის გამოტუმბვა გამომფრქვევის დაახლოებით 10-ჯერ შეკუმშვით, რათა მიიღოთ სითხის ნაკადი:
ფრთხილად შეანჯღრიეთ ბოთლი,
საჩვენებელი და შუა თითები მოათავსეთ გამომფრქვევ ტუმბოზე, ხოლო დიდი თითი ბოთლის ძირზე. ნუ გაჩხვლეტთ ცხვირის აპლიკატორს,
მიმართეთ გამომფრქვევი თქვენგან მოშორებით და თითებით დააწექით ტუმბოს ქვემოთ.
თუ სპრეი არ გამოგიყენებიათ 14 დღეზე მეტ ხანს, დაგჭირდებათ ჰაერის ხელახლა გამოტუმბვა 2 დაჭერით სანამ არ მიიღებთ სითხის ნაკადს.
ნაზალური სპრეის გამოყენება:
ფლაკონი ფრთხილად შეანჯღრიეთ და მოხადეთ მტვრისგან დამცავი ხუფი (სურათი 1) .
ხელსახოცით ფრთხილად გაითავისუფლეთ ცხვირი.
დაიხშეთ ერთი ნესტო და გამფრქვევი მოათავსეთ მეორე ნესტოში, როგორც სურათზეა ნაჩვენები (სურათი 2). თავი ოდნავ დახარეთ წინ, ხოლო ფლაკონი ვერტიკალურად დააფიქსირეთ.
ფრთხილად და ნელა შეისუნთქეთ ცხვირით და შესუნთქვის პროცესში, პარალელურად ერთხელ დააწექით ფლაკონს თითებით, ცხვირში სითხის შესაფრქვევად.
ამოისუნთქეთ პირით. საჭიროების შემთხვევაში, მე-4 ეტაპი გაიმეორეთ პრეპარატის მეორედ შესაფრქვევად იმავე ნესტოში.
შეფრქვევის დასრულების შემდეგ, გაითავისუფლეთ ნესტო გამომფრქვევისგან და პირით ამოისუნთქეთ
მე-3-6 ეტაპები გაიმეორეთ მეორე ნესტოში (სურათი 3).

სპრეის გამოყენების შემდეგ, გამფრქვევი გულმოდგინედ გაწმინდეთ სუფთა ცხვირსახოცით ან ხელსახოცით და დაახურეთ მტვრისგან დამცავი ხუფი.
ნაზალური სპრეის გასუფთავება:
ნაზალური სპრეის რეგულარულად გასუფთავება მნიშვნელოვანია მისი გამართული მუშაობისთვის.
მოხადეთ მტვრისგან დამცავი ხუფი და ფლაკონიდან ფრთხილად მოხსენით გამფრქვევი.
გამფრქვევი და მტვრისგან დამცავი ხუფი თბილ წყალში გარეცხეთ და გამდინარე წყალში გაავლეთ.
ნაზალური აპლიკატორის გააქტიურებისათვის ქინძისთავს ან სხვა ბასრ საგანს ნუ გამოიყენებთ, შეიძლება აპლიკატორი დაზიანდეს და პრეპარატის სწორი დოზის მიღება ვეღარ შეძლოთ.
გამოყენების შემდეგ, მტვრისგან დამცავი ხუფი და გამფრქვევი თბილ ადგილზე გააშრეთ.
გამფრქვევი დაამაგრეთ ფლაკონზე და დაახურეთ მტვრისგან დამცავი ხუფი.
გასუფთავების შემდეგ, სპრეის პირველად გამოყენებამდე, ტუმბო ისევ უნდა მოიყვანოთ მოქმედებაში, 2-ჯერ გაფრქვევით.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
ხანგრძლივი ან დიდი დოზით მიღების შემთხვევაში, სტეროიდებმა შეიძლება, იშვიათად, ჰორმონების დონის ცვლილება გამოიწვიოს. ბავშვებში ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ზრდასა და განვითარებაზე.
დოზის გამოტოვება
ნაზალური სპრეის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პრეპარატი მაშინვე უნდა მიიღოთ, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ გააგრძელეთ. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით, ორმაგ დოზას ნუ მიიღებთ.
რენოქსის მიღების შეწყვეტა
ზოგიერთ პაციენტში, რენოქსის გამოყენების ფონზე სიმპტომების შემსუბუქება პირველი დოზის მიღებიდან 12 საათის შემდეგ იწყება; თუმცა, შესაძლოა, მკურნალობის სრული ეფექტური პირველი ორი დღის შემდეგ დადგეს. მკურნალობის სრული ეფექტის მისაღებად, მნიშვნელოვანია პრეპარატის რეგულარული მიღება უნდა გააგრძელოთ. ექიმის რჩევის გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთესად გრძნობთ.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა პრეპარატმა, რენოქსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა გვერდითი ეფექტები იშვიათია და ყველას არ უვითარდება.
რენოქსის მიღებისთანავე შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია) პრეპარატზე. ასეთი რეაქციები შეიძლება მძიმე ფორმით გამოვლინდეს. რენოქსის მიღება დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ და მიმართეთ ექიმს, თუ გამოგივლინდათ შემდეგი სიმპტომები:
სახის, ენის ან ყელის შეშუპება
ყლაპვის გაძნელება
ჭინჭრის ციება
ხიხინი ან სუნთქვის გაძნელება
თუ ნაზალური კორტიკოსტეროიდები გამოიყენება დიდი დოზებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გვერდითი ეფეტები შესაძლოა გამოიწვიოს აქტიური ნივთიერების ორგანიზმში შეღწევამ.
სხვა გვერდითი ეფექტები:
უმეტეს შემთხვევაში, ნაზალური სპრეის გამოყენებას გვერდითი ეფექტები მინიმალური ან საერთოდ არ ახლავს. თუმცა, ზოგჯერ, რენოქსის ან სხვა კორტიკოსტეროიდული ნაზალური სპრეის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს:
ზოგადი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):
თავის ტკივილი
ცემინება
სისხლდენა [ძალიან ხშირად ვითარდება (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში) ნაზალური პოლიპების არსებობისას, როდესაც პაციენტი რენოქსს თითო ნესტოში ორჯერ ისხურებს, დღეში ორჯერ].
ცხვირის და ყელის ტკივილი
წყლულები ცხვირში
სასუნთქი გზების ინფექცია
უცნობი გვერდითი ეფექტები (არსებული მონაცემებით ვერ დგინდება, რამდენად ხშირია ასეთი გვერდითი ეფექტები):
მომატებული თვალშიდა წნევა (გლაუკომა) და/ან კატარაქტა, რომელიც მხედველობის დარღვევებს იწვევს
ცხვირის ძგიდის დაზიანება
გემოვნების და ყნოსვის ცვლილება
ქოშინი და/ან ხიხინი
მხედველობის დაბინდვა
გვერდითი ეფექტების აღრიცხვა:
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის რომელიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რენოქსის შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე - ოთახის ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.