Plasmon
როზულიპი პლუსი / Rosulip Plus


1. რა არის პრეპარატი როზულიპ® პლუსი და რისთვის გამოიყენება

როზულიპ® პლუსი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას ერთ კაფსულაში. პირველი აქტიური ნივთიერება არის როზუვასტატინი, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ სტატინებს. მეორე აქტიური ნივთიერება არის ეზეტიმიბი.

როზულიპ® პლუსი – ეს არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, "მავნე" ქოლესტერინის (დსლპ) და ცხიმების (ტრიგლიცერიდების) დონეების დასაწევად სისხლში. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის "სასარგებლო" ქოლესტერინის (მსლპ) დონეს. პრეპარატი იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონეების დაწევას ორმაგი მოქმედებით: ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზში.

ადამიანთა უმრავლესობაში ქოლესტერინის მაღალი დონე გავლენას არ ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და არ იწვევს არავითარ სიმპტომს. თუმცა, თუ არ მოხდა მომატებული ქოლესტერინის დონის მქონე პაციენტების მკურნალობა, ეს გამოიწვევს სისხლძარღვების კედლებში ცხიმების დაგროვებას და შედეგად, სისხლძარღვების შევიწროვებას. ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ამგვარად შევიწროვებული სისხლძარღვების დაცობა და სისხლი აღარ მიეწოდოს გულის ან თავის ტვინის ამა თუ იმ ნაწილს: შესაბამისად, ეს გამოიწვევს ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაწევამ შეიძლება შეამციროს ინფარქტის, ინსულტის და ანალოგიური ჯანმრთელობის პრობლემების რისკი. 

როზულიპ® პლუსი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც ქოლესტერინის დონის დაწევა ვერ მიიღწევა მხოლოდ დიეტით. ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დაწევისაკენ მიმართული დიეტის დაცვა.

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ როზულიპ® პლუსი, თუ მხოლოდ როზუვასტატინით ვერ ხდება ქოლესტერინის დონის საკმარისად კონტროლი ან თუ უკვე იღებთ როზუვასტატინსა და ეზეტიმიბს ამავე დოზებით.

როზულიპ® პლუსი ხელს არ უწყობს წონაში დაკლებას.

 

2. რა უნდა იცოდეთ როზულიპ® პლუსის მიღების დაწყებამდე

არ მიიღოთ როზულიპ® პლუსი, თუ:

გაქვთ ალერგია როზუვასტატინზე, ეზეტიმიბზე ან ამ პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე (კომპონენტები ჩამოთვლილი პუნქტში 8).

გაქვთ ღვიძლის დაავადება.

გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.

გივლინდებათ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილი კუნთებში (მიოპათია).

იღებთ კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს სოფოსბუვირს/ველპატასვირს/ვოქსილაპრევირს ღვიძლის ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ (ჩ ჰეპტატიტი).

იღებთ პრეპარატს, რომელსაც ეწოდება ციკლოსპორინი (მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ).

ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ პრეპარატ როზულიპ® პლუსით მკურნალობის დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას როზულიპ® პლუსის გამოყენების პერიოდში და ამ მიზნით გამოიყენონ კონტრაცეფციის შესაბამისი საშუალებები.

 

გარდა ამისა, არ მიღოთ როზულიპ® პლუსის კაფსულები 40მგ/10მგ (ყველაზე დიდი დოზა), თუ:

გაქვთ ზომიერი ხარისხის თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი).

გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში, კუნთების დაავადებები (პირადად თქვენ ან თქვენს ოჯახში) ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას. 

რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს დიდი რაოდენობებით.

ხართ აზიური წარმოშობის (ხართ იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი).

იღებთ ფიბრატებს (ეს არის ქოლესტერინის დამწევი სხვა სახის პრეპარატი, იხ. "სხვა პრეპარატები და როზულიპ® პლუსი").

თუ რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა გეხებათ თქვენ (ან თუ საპირისპიროში არ ხართ დარწმუნებული), აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ამის თაობაზე.

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

როზულიპ® პლუსის მიღებამდე უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

გაქვთ თირკმელების დაავადება.

გაქვთ ღვიძლის დაავადება.

გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში, კუნთების დაავადებები (პირადად თქვენ ან თქვენს ოჯახში) ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ განგივითარდათ კუნთების აუხსნელი ტკივილი, განსაკუთრებით, თუ ცუდად გრძნობთ თავს ან თუ გაქვთ ცხელება. აგრეთვე უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ განგივითარდათ კუნთების მუდმივი სისუსტე. 

ხართ აღმოსავლეთ აზიური წარმომავლობის (ხართ იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი): ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენთვის შესაფერისი როზულიპ® პლუსის დოზა.

იღებთ ინფექციის სამკურნალო პრეპარატს, მათ შორის აივ-ინფექციის ან ჩ ჰეპატიტის, მაგ. ლოპინავირს/რიტონავირს და/ან ატაზანავირს, სიმეპრევირს, ელბასვირს და გრაზოპრევირს (იხ. "სხვა პრეპარატები და როზულიპ® პლუსი").

გაქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა.

იღებთ ფიბრატებს (ქოლესტერინის დონის დამწევი სხვა პრეპარატები) (იხ. "სხვა პრეპარატები და როზულიპ® პლუსი").

რეგულარულად მოიხმართ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.

დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი).

ხართ 70 წლის ზემოთ ასაკის (ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენი ასაკისათვის შესაფერისი როზულიპ® პლუსის დოზა).

თქვენ იღებთ ან მიიღეთ ფუზიდის მჟავა (სამკურნალო საშუალებები ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, შიგნით მისაღები ან ინტრავენური ინექციისთვის) ბოლო 7 დღის განმავლობაში იხ. "სხვა პრეპარატები და როზულიპ® პლუსი"). ფუზიდიუმის მჟავისა და როზულიპ® პლუსის კომბინირებული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სერიოზული გართულებები კუნთების მხრივ (რაბდომიოლიზი). 

თუ თქვენ გეხებათ რომელიმე ზემოთ მითითებული (ან თუ საპირისპიროში არ ხართ დარწმუნებული):

არ მიიღოთ როზულიპ® პლუსის კაფსულები 40მგ/10მგ (ყველაზე დიდი დოზა) და როზულიპ® პლუსის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტთა მცირე რაოდენობაში სტატინებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ღვიძლის ფუნქციაზე. ეს ცვლილებები ვლინდება სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მარტივი გაზომვისას. ამიტომ ექიმი დაგინიშნავთ ამგვარი გამოკვლევის რეგულარულად ჩატარებას (ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების შეფასება) როზულიპ® პლუსით თერაპიის დროს. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი მის მიერ დანიშნული ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად.

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან მისი განვითარების რისკი, თქვენი მკურნალი ექიმი ყურადღებით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას ამ პრეპარატის მიღების დროს. სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი, თუ სისხლში მაღალია შაქრისა და ცხიმების დონეები, გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა.

ბავშვები და მოზარდები

რეკომენდებული არ არის როზულიპ® პლუსის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე).

სხვა პრეპარატები და როზულიპ® პლუსი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ.

უთხარით ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

ციკლოსპორინი (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოების გადანერგვის შემდეგ, გადანერგილი ორგანოს უკუგდების თავიდან ასაცილებლად. ერთდროული გამოყენება აძლიერებს როზუვასტატინის მოქმედებას). არ მიიღოთ როზულიპ® პლუსი, თუ იღებთ ციკლოსპორინს.

სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, მაგალითად, ვარფარინი, აცენოკუმაროლი ან ფლუინდიონი (როზულიპ® პლუსთან ერთად მიღება ზრდის მათ მოქმედებას სისხლის შედედებაზე და სისხლდენის რისკს), აგრეთვე კლოპიდოგრელი.

სხვა სამკურნალო საშუალებები, ფიბრატები (გემფიბროზილი და სხვ.), რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის დონის დასაწევად, აგრეთვე სისხლში ტრიგლიცერიდების დონის კორექციისათვის.  როზუვასტატინის მოქმედება ძლიერდება ფიბრატებთან ერთად მიღებისას. არ მიიღოთ როზულიპ® პლუსის კაფსულები 40მგ/10მგ, თუ იღებთ ფიბრატებს.

ქოლესტირამინი (ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი) – გავლენას ახდენს ეზეტიმიბის მოქმედების მექანიზმზე.

ანტივირუსული საშუალებები, როგორც მონოთერაპიის, ასევე კომბინაციის სახით რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის ან ჩ ჰეპატიტის სამკურნალოდ, მაგ. ლოპინავირი/რიტონავირი და/ან ატაზანავირი, სოფოსბუვირი, ვოქსილაპრევირი, ომბიტასვირი, პარიტაპრევირი, დასაბუვირი, ველპატასვირი, ელბასვირი, გრაზოპრევირი, გლეკოპრევირი, პიბრენტასვირი) (იხ. ნაწილი "გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები"). ერთდროულად გამოყენებისას როზუვასტატინის ეფექტი შეიძლება გაიზარდოს. როზულიპ® პლუსის გამოყენება არ არის რეკომენდებული პროტეაზას ზოგიერთი ინჰიბიტორით მკურნალობის დროს.

რეგორაფენიბი (პრეპარატი ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ).

დაროლუტამიდი (პრეპარატი ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ).

მჟავასაწინააღმდეგო საშუალებები ალუმინის და მაგნიუმის შემცველობით (გამოიყენება კუჭში მჟავას ნეიტრალიზაციისათვის; ისინი ასევე ამცირებენ როზუვასტატინის დონეს). ეს ეფექტი შეიძლება შესუსტდეს, თუ ეს პრეპარატები მიიღება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. 

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი): ამგვარი კომბინაცია იწვევს როზუვასტატინის ეფექტის შემცირება.

ფუზიდის მჟავა. თუ იღებთ ფუზიდის მჟავას (ანტიბიოტიკი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ) პერორალურად, მაშინ დროებით უნდა შეწყვიტოთ როზულიპ® პლუსის მიღება. თქვენი ექიმი აგიხსნით როდის არის უსაფრთხო როზულიპ® პლუსის მიღების გაგრძელება. პრეპარატ როზულიპ® პლუსის კომბინირებულმა გამოყენებამ ფუზიდის მჟავასთან ერთად იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, დაავადება ან ტკივილი (რაბდომიოლიზი) (იხ. ნაწილი 4).  

პერორალური კონტრაცეპტივები: ხდება კონტრაცეფციული ტაბლეტებიდან სასქესო ჰორმონების შეწოვის მომატება.

ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია (ზრდის სისხლში ჰორმომების დონეს).

საავადმყოფოში მოხვედრისას ან სხვა მდგომარეობის გამო მკურნალობის მიღებისას აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ როზულიპ® პლუსს. 

როზულიპ® პლუსი და ალკოჰოლი

არ მიიღოთ როზულიპ® პლუსის კაფსულები 40მგ/10მგ (ყველაზე დიდი დოზა), თუ რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს დიდი რაოდენობით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

არ გამოიყენოთ როზულიპ® პლუსი, თუ ხართ ორსულად, ვარაუდობთ ორსულობას ან გსურთ დაორსულება. თუ როზულიპ® პლუსის მიღების დროს დაორსულდით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს ამის თაობაზე. როზულიპ® პლუსიღ მკურნალობისას ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციული საშუალებები.

ძუძუთი კვების პერიოდი

არ მიღოთ როზულიპ® პლუსი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვინაიდან, ცნობილი არ არის, აღწევს თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში.

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა

მოსალოდნელი არ არის, რომ როზულიპ® პლუსმა უარყოფითად იმოქმედოს ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, მხედვლობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ზოგიერთ ადამიანში როზულიპ® პლუსის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა. თავბსრუსხვევის განვითარებისას, ავტომობილის ან მექანიზმის მართვის წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

 

3. როგორ მიიღება პრეპარატი როზულიპ® პლუსი

ეს პრეპარატი მიიღეთ ზუსტად თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ სწორედ იღებთ პრეპარატს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როზულიპ® პლუსის მიღებისას უნდა გააგრძელოთ დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით და საკმარისი ფიზიკური დატვირთვა. 

მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში ერთ კაფსულას.

მიიღეთ როზულიპ® პლუსი დღეში ერთხელ.

ეს პრეპარატი შეგიძლიათ მიიღოთ დღის ნებისმიერ დროს, საკვების მიღების მიუხედავად. ყოველ კაფსულას უნდა დააყოლოთ ჭიქა წყალი.

პრეპარატი უნდა მიიღოთ ყოველ დღე, ერთსადაიმავე დროს.

როზულიპ® პლუსი არ არის შესაფერისი საწყისი მკურნალობისათვის. Pრეპარატ როზულიპ® პლუსით მკურნალობა უნდა დაინიშნოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შერჩეული იქნება როზუვასტატინის ან პრეპარატის ოროვე კომპონენტის შესაფერისი დოზირება. როზუვასტატინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 40მგ-ს. ის გამოიყენება მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ქოლესტერინის მაღალი დონე და ინფარქტის ან ინსულტის მაღალი რისკი, როდესაც ქოლესტერინის დაწევა 20მგ დოზის მიღებისას არასაკმარისია. 

ქოლესტერინის დონის რეგულარული შემოწმებები

მნიშვნელოვანია ექიმთან რეგულარული ვიზიტი ქოლესტერინის დონის გასაზომად და იმის დადასტურება, რომ მიღწეული და შენარჩუნებულია ქოლესტერინის საჭირო დონე.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის როზულიპ® პლუსი

მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფლებას, ვინაიდან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.

თუ დაგავიწყდათ როზულიპ® პლუსის კაფსულის მიღება

ნუ იღელვებთ, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დაგეგმილი დოზა სწორ დროს. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით, არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ როზულიპ® პლუსის მიღება

უთხარით თქვენს ექიმს, რომ გსურთ როზულიპ® პლუსის მიღების შეწყვეტა. როზულიპ® პლუსის მიღების შეწყვეტის შემდეგ ქოლესტერინის დონე შეიძლება ისევ გაიზარდოს.

ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა პრეპარატმა, ამ სამკურნალო საშუალებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

მნიშვნელოვანია, იცოდეთ, თუ რა გვერდითი რეაქციები შეიძლება განვითარდეს.

შეწყვიტეთ როზულიპ® პლუსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს:

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად):

ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სახის, ენის და/ან ხორხის შეშუპება – ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება. 

უჩვეულო ტკივილი კუნთებში, რაც ჩვეულებრივზე დიდხანს გრძელდება. იშვიათად შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში კუნთების დაზიანება – რაბდომიოლიზი: ეს იწვევს საერთო სისუსტეს, ცხელებას და თირკმლის ფუნქიის დარღვევებს.

უცნობი სიხშირით (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):

კანზე, პირის ღრუში, თვალებში და გარეგან სასქესო ორგანოებზე წყლულები ან ბუშტუკები – ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის გამოვლინება (სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქცია, რაც ვლინდება კანზე და ლორწოვან გარსებზე).

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)

თავის ტკივილი;

ყაბზობა;

კუნთების ტკივილი;

სისუსტის შეგრძნება;

თავბრუსხვევა;

შეიძლება აღინიშნოს შარდში ცილების შემცველობის მომატება – ეს გადახრა ჩვეულებრივ ნორმალიზდება როზუვასტატინის მოხსნის აუცილებლობის გარეშე;

შაქრიანი დიაბეტი: დიაბეტის ალბათობა უფრო მაღალია, თუ თქვენ გაქვთ სისხლში შაქრისა და ცხიმების მომატებული დონეები, ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა. ექიმი აწარმოებს თქვენზე დაკვირვებას; ამასთან, უნდა გაგრძელდეს ამ პრეპარატის მიღება.

მუცლის ტკივილი;

ფაღარათი;

მეტეორიზმი (ნაწლავებში გაზების მომატებული რაოდენობა);

დაღლილობის შეგრძნება;

ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება (ტრანსამინაზების).

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)

გამონაყარი კანზე, წყლულები და ქავილი;

კუნთოვანი ქსოვილის ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება;

ხველა;

კუჭის მიერ საკვების გადამუშავების შეუძლებლობა;

გულძმარვა;

ტკივილი სახსრებში;

კუნთოვანი სპაზმები;

ტკივილი კისრის არეში;

მადის დაქვეითება;

ტკივილი;

ტკივილი მკერდის არეში;

სისხლის მოწოლა;

მომატებული არტერიული წნევა;

ჩხვლეტის შეგრძნება;

პირის სიმშრალე;

კუჭის ანთება;

ზურგის ტკივილი;

კუნთების სისუსტე;

ტკივილი ხელებისა და ფეხების მიდამოში;

შეშუპებები, განსაკუთრებით ტერფებისა და ხელის მტევნების.

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება: იწვევს ძლიერ ტკივილს მუცელში, რომელიც გადადის ზურგის არეში;

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10 000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)

სიყვითლე (კანის და თვალების);

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);

შარდში სისხლის კვალი;

ხელებსა და ფეხებში ნერვების დაზიანება (დაბუჟების შეგრძნება და სხვა სიმპტომები);

მეხსიერების დაკარგვა;

მამაკაცებში მკერდის ჯირკვლების გაზრდა (გინეკომასტია).

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია სიხშირის განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე)

ქოშინი;

შეშუპება;

ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები;

სასქესო ფუნქციის დარღვევა;

დეპრესია;

სუნთქვის დარღვევა, მათ შორის მდგრადი ხველა და/ან ქოშინი და ცხელება;

მყესების დაზიანება;

კუნთების მუდმივი სისუსტე;

სანაღვლე გზებში კენჭების წარმოქმნა ან ნაღვლის ბუშტის ანთება (შეიძლება გამოვლინდეს მუცელში ტკივილის, გულისრევის და ღებინების სახით). 

ცნობები გვერდითი ეფექტები შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის აღმოჩენისას, მათ შორის ისეთის, რომელიც მითითებული არ არის წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნული სისტემის მეშვეობით. თქვენ მიერ მოწოდებული ცნობებით შეგიძლიათ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

 

5. როგორ ინახება პრეპარატი როზულიპ® პლუსი

ინახება არაუმეტეს 30oC-ზე.

ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას!

 

6. ვარგისიანობის ვადა

ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

ეს პრეპარატი არ გამოიყენება (შეფუთვაზე მითითებული) ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე. 

პრეპარატები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მიახდინოთ იმ პრეპარატების უტილიზაცია, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

7. აფთიაქიდან გაცემის პირობა

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

8. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს როზულიპ® პლუსი 

მოქმედი ნივთიერება: როზუვასტატინი და ეზეტიმიბე

როზულიპ® პლუსი 5მგ/10მგ:

ყოვლი კაფსულა შეიცავს 5მგ როზუვასტატინს (5,34მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10მგ ეზეტიმიბს. 

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი. 

როზულიპ® პლუსი 10მგ/10მგ:

ყოვლი კაფსულა შეიცავს 10მგ როზუვასტატინს (10,68 მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10მგ ეზეტიმიბს. 

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი. 

როზულიპ® პლუსი 20მგ/10მგ:

ყოვლი კაფსულა შეიცავს 20მგ როზუვასტატინს (21,36მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10მგ ეზეტიმიბს. 

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი. 

როზულიპ® პლუსი 40მგ/10მგ:

ყოვლი კაფსულა შეიცავს 40მგ როზუვასტატინს (42,72მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10მგ ეზეტიმიბს. 

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი წითელი E(E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი. 

როზულიპ® პლუსის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

კაფსულები შიგნით მისაღებად.

გარეგნული სახე:

როზულიპ® პლუსი კაფსულები 5მგ/10მგ:

მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAP 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, თეთრი ფერის ფუძით და ყვითელი ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს. 

როზულიპ® პლუსი კაფსულები 10მგ/10მგ:

მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAP 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, ყვითელი ფერის ფუძით და ყვითელი ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს. 

როზულიპ® პლუსი კაფსულები 20მგ/10მგ:

მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAP 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, ყვითელი ფერის ფუძით და კარამელის ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს. 

როზულიპ® პლუსი კაფსულები 40მგ/10მგ:

მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAP 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, ყვითელი ფერის ფუძით და წითელი ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს. 

შეფუთვა:

10 კაფსულა ბლისტერში. 3 ბლისტერი შეფუთულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. 

 

სად შევიძინოთ?