toto toto situs toto toto situs togel toto slot slot slot slot toto
როტარიტმილი / ROTARITMIL | მედიკამენტები | vidal.ge
Nuk
როტარიტმილი / ROTARITMIL


საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ამიოდარონი, Amiodarone

 

წამლის ფორმა

ტაბლეტები.

აღწერილობა:  თეთრი ფერის,  მრგვალი, ბრტყელი ფორმის ტაბლეტები გამყოფი ხაზით.

 

შემადგენლობა

ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ამიოდარონის ჰიდროქლორიდი 200 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი (К90), მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი.

 

პრეპარატის ათქ კოდი C01BD01

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი საშუალებები. III კლასის ანტიარითმიული   პრეპარატები.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

არითმიის საწინააღმდეგო თვისებები:

კარდიომიოციტების მოქმედების პოტენციალის III ფაზის გახანგრძლივება, ძირითადად კალიუმის არხების ინჰიბირების ხარჯზე (III კლასი ვოგენ-ვილიამსის კლასიფიკაციით);

სინუსური კვანძის ავტომატიზმის შემცირება, რომელიც იწვევს გულის შეკუმშვის სიხშირის შემცირებას (ეს ეფექტი ატროპინით არ იბლოკება);

არაკონკურენტული α- და β-ანტიადრენერგიული მოქმედება;

სინოატრიული, წინაგულისა და ატრიოვენტრიკულური გამტარობის შენელება, რომელიც უფრო გამოხატული ხდება გულის რითმის გახშირებისას;

ცვლილებათა არარსებობა პარკუჭშიდა გამტარობის მხრივ;

რეფრაქციის პერიოდის გაზრდა და მიოკარდის აგზნებულობის დაქვეითება წინაგულის, ატრიოვენტრიკულურ და პარკუჭების დონეზე;

გამტარობის შენელება და რეფრაქციული პერიოდების გაზრდა დამატებით ატრიოვენტრიკულურ გამტარ გზებში.

 

სხვა თვისებები:

მიოკარდის მიერ ჟანგბადის მოხმარების შემცირება სისხლძარღვების პერიფერიული წინააღმდეგობის ზომიერი დაქვეითებისა და გულის კუმშვათა სიხშირის შემცირების შედეგად;

კორონარული სისხლდინების გაზრდა კორონარული არტერიების გლუვ მუსკულატურაზე პირდაპირი ზემოქმედებისა და გულის ფრაქციის შენარჩუნების ხარჯზე, წნევის დაწევისა და პერიფერიული წინააღმდეგობის დაქვეითების გზით, უარყოფითი ინოტროპული ეფექტის არარსებობის დროს.

ჩატარებულია ცოტახნის წინ გადატანილი მიოკარდის ინფარქტის (78%) ან გულის ქრონიკული უკმარისობის (22%) მქონე 6 553 პაციენტის მონაწილეობით ოცდაათი კონტროლირებადი რანდომიზირებული პროსპექციული კვლევის მეტა-ანალიზი.

პაციენტებზე შემდგომი მეთვალყურეობის საშუალო პერიოდი 0,4-დან 2,5 წლამდე მერყეობდა. ყოველდღიური შემანარჩუნებელი დოზა საშუალოდ 200 მგ-დან 400 მგ-მდე შეადგენდა.

ნაჩვენები იყო, რომ ამიოდარონი სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ამცირებდა ზოგადი სიკვდილიანობის მაჩვენებელს 13%-ით (95% ნდობის ინტერვალი 0,78-0,99; p = 0,030) და რითმის დარღვევის შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელს 29%-ით (95% ნდობის ინტერვალი 0,59-0,85; p = 0,0003). თუმცა, ამ შედეგების ინტერპრეტირება უნდა მოხდეს სიფრთხილით, ანალიზში ჩართული კვლევების ტერატოგენობის გათვალისწინებით, რომელიც, ძირითადად, დაკავშირებულია შერჩეულ პოპულაციასთან, შემდგომი დაკვირვების პერიოდის ხანგრძლივობასთან, კვლევების მეთოდოლოგიასა და შედეგებთან.

პაციენტთა პროცენტული მაჩვნებელი, რომლებსაც შეუწყდათ მკურნალობა, უფრო მაღალი იყო ამიოდარონის ჯგუფში (41%), ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (27%).

ამიოდარონის მიმღები პაციენტების 7%-ს განუვითარდა ჰიპოთირეოზი პლაცებოს ჯგუფის 0,5%-თან შედარებით. ჰიპერთირეოზი აღმოაჩნდა ამიოდარონის მიმღები პაციენტების 1,4%-ს პლაცებოს ჯგუფის 0,5%-თან შედარებით.

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება განუვითარდა ამიოდარონის მიმღები პაციენტების 1,6%-ს პლაცებოს ჯგუფის 0,5%-თან შედარებით.


პედიატრიული პოპულაცია
ამიოდარონის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კონტროლირებადი კლინიკური კვლევები ბავშვებში არ ჩატარებულა. გამოქვეყნებულ ლიტერატურულ წყაროებში ამიოდარონის უსაფრთხოების მეტა-ანალიზი ჩაუტარდა სხვადასხვა ტიპის არითმიების მქონე 1118 ბავშვს. კლინიკური კვლევების ფარგლებში ბავშვებში გამოიყენებოდა ამიოდარონის შემდეგი დოზები:
დატვირთვის დოზა: 10-20 მგ კგ/დღე 7-10 დღის განმავლობაში (ე.ი. 500 მგ/მ2/დღე სხეულის ზედაპირის ფართობზე გადაანგარიშებით);
შემანარჩუნებელი დოზა: გამოყენებული უნდა იქნას მინიმალური ეფექტური დოზა; ინდივიდუალური პასუხის საფუძველზე იგი შეიძლება მერყეობდეს 5 მგ/კგ/დღე-დან 10 მგ/კგ/დღე-მდე (ე.ი. 250 მგ/მ2/დღე სხეულის ზედაპირის ფართობზე გადაანგარიშებით).

 

ფარმაკოკინეტიკა

ამიოდარონი შეიწოვება ნელა, გააჩნია მაღალი მსგავსება სხვადასხვა ქსოვილებთან. პერორალურად მიღებისას ბიოშეღწევადობა სხვადასხვა პაციენტებში 30%-დან 80%-მდე ფარგლებში ვარირებს (საშუალო მნიშვნელობა დაახლოებით 50% შეადგენს). ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში 3-7 საათში მიიღწევა. თერაპიული ეფექტი, საშუალოდ, ვითარდება პრეპარატის გამოყენების დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში (რამდენიმე დღიდან ორ კვირამდე).

ამიოდარონს ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი გააჩნია, რომელიც ინდივიდუალურად ვარირებს (20-დან 100 დღემდე). მკურნალობის პირველი დღეების განმავლობაში ამიოდარონი სხეულის ქსოვილების უმეტესობაში, განსაკუთრებით ცხიმოვან ქსოვილში გროვდება. ელიმინაცია იწყება რამდენიმე დღეში, ხოლო წონასწორული კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა რამდენიმე თვის განმავლობაში, პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით. აღნიშნული თვისებების შედეგად ქსოვილებში საჭირო კონცენტრაციის სწრაფად მისაღწევად, რომლებიც საჭიროა თერაპიული ეფექტის გამოსავლენად, გამოყენებული უნდა იქნას პრეპარატის დატვირთვის დოზები.

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი იოდის ნაწილი გამოთავისუფლდება და ვლინდება შარდში იოდიდის სახით (6 მგ იოდი 24 საათში ამიოდარონის სადღეღამისო დოზის 200 მგ დროს). პრეპარატის დანარჩენი ნაწილი და, შედეგად, იოდის უმეტესი ნაწილი, გამოიყოფა განავალთან ერთად ღვიძლის გავლის შემდეგ. ვინაიდან ამიოდარონის თირკმელებით გამოყოფა უმნიშვნელოა, თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის შეიძლება ჩვეულებრივი დოზების დანიშვნა.

პრეპარატის მოხსნის შემდეგ ორგანიზმიდან მისი გამოყოფა რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება; გასათვალისწინებელია რეზიდუალური მოქმედება 10 დღიდან 1 თვემდე პერიოდის განმავლობაში.

ამიოდარონი ძირითადად CYP3A4 ციტოქრომით, ასევე CYP2C8 ციტოქრომით მეტაბოლიზდება. ამიოდარონი და მისი მეტაბოლიტი დეზეთილამიოდარონი in vitro პირობებში CYP1A1, CYP1A2, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6, CYP3A4, CYP2A6, CYP2B6 და CYP2C8 ციტოქრომების პოტენციური ინჰიბიტორები არიან. ამიოდარონსა და დეზეთილამიოდარონს შეუძლიათ ტრანსპორტული ცილების, როგორებიცაა  Р-გლიკოპროტეინი და  ორგანული კათიონის გადამტანი 2, ფუნქციის ინჰიბირება. ერთი კვლევის შედეგები მოწმობს კრეატინინის კონცენტრაციის 1,1%-ით მომატებას (ორგანული კათიონის გადამტანი 2).

in vivo კვლევების მონაცემები მოწმობს ურთიერთქმედებას ამიოდარონსა და CYP3A4, CYP2C9, CYP2D6 და Р-გლიკოპროტეინის სუბსტრატებს შორის.

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებში არანაირი კონტროლირებადი კვლევა არ ჩატარებულა. არსებული შეზღუდული მონაცემები არ მოწმობს ფარმაკოკინეტიკის განსხვავებას მოზრდილებსა და ბავშვებში.

 

გამოყენების ჩვენებები
რეციდივების პროფილაქტიკა:
სიცოცხლისათვის საშიში პარკუჭოვანი არითმია: მკურნალობა უნდა დაიწყოს სტაციონარის პირობებში პაციეტის მდგომარეობის კონტროლით;
შრომისუნარიანობის დაკარგვის გამომწვევი, სიმპტომური პარკუჭოვანი ტაქიკარდია (კლინიკურად დადასტურებული);
სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია (კლინიკურად დადასტურებული), რომელიც საჭიროებს მკურნალობას, შემთხვევებში, როდესაც სხვა ჯგუფის ანტიარითმიული პრეპარატები არაეფექტურია ან არსებობს მათი გამოყენების უკუჩვენებები;
მოციმციმე არითმია (პარკუჭების ფიბრილაცია).
სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის მკურნალობა:
წინაგულების ფიბრილაციის ან ციმციმის შენელება ან შემცირება.
პრეპარატის გამოყენება შეიძლება პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით და/ან მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევებით.
 

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

საწყისი მკურნალობა

დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმი - 1 ტაბლეტი (200 მგ) 3-ჯერ დღეში 8-10 დღის განმავლობაში.

ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობის დასაწყისში შეიძლება უფრო მაღალი დოზების (4 ან 5 ტაბლეტი დღეში) გამოყენება, მაგრამ მხოლოდ მოკლე დროის განმავლობაში და ელექტროკადიოგრაფიული კონტროლის ქვეშ.

შემანარჩუნებელი მკურნალობა

შემანარჩუნებელი თერაპიისთვის შერჩეული უნდა იყოს მინიმალური ეფექტური დოზა, რომელიც შეიძლება მერყეობდეს ½ ტაბლეტიდან (1 ტაბლეტი დღეგამოშვებით) 2 ტაბლეტამდე დღეში და დამოკიდებულია პაცინეტის ინდივიდუალურ პასუხზე.

ბავშვები

ბავშვებში ამიოდარონის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის. ამჟამად არსებული მონაცემები აღწერილია თავებში „ფარმაკოდინამიკა“ და „ფარმაკოკინეტიკა“.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

 

უკუჩვენებები
ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა იოდის, ამიოდარონის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
სინუსური ბრადიკარდია და გულის სინოატრიული ბლოკადა პაციენტებში კარდიოსტიმულატორის არარსებობისას:
სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი პაციენტებში კარდიოსტიმულატორის არარსებობისას (სინუსური კვანძის გაჩერების რისკი);
ატრიოვენტრიკულური გამტარობის მაღალი ხარისხის დარღვევები პაციენტებში კარდიოსტიმულატორის არარსებობისას
ჰიპერთირეოზი, ამიოდარონის გამოყენებით მის შესაძლო დამძიმება;
ორსულობის II და III ტრიმესტრი;
ლაქტაციის პერიოდი;
კომბინირება შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ პარკუჭების „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიის გამოწვევა (პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატების, ნეიროლეფსიური საშუალებების და მეთადონის გარდა): Ia კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი); III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი); სხვა წამლები, როგორებიცაა: დარიშხანის ნაერთები, ბეპრიდილი, ციზაპრიდი, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, დიფემანილი, ვენაში შესაყვანი დოლასეტრონი, დომპერიდონი, დრონედარონი, ვენაში შესაყვანი ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მექიტაზინი, მიზოლასტინი, მოქსიფლოქსაცინი, პრუკალოპრიდი, ვენაში შესაყვანი სპირამიცინი, ტორემიფენი, ვენაში შესაყვანი ვინკამინი;
ტელაპრევირი;
კობიცისტატი.

 

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციების პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - თრომბოციტოპენია; სიხშირე უცნობია - ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი.

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები, შოკის ჩათვლით.

ენდოკრინული სისტემის მხრივ

ფარისებრი ჯირკვლის მხრივ:

ძალიან ხშირად - დისთირეოზი (Т4-ის დონის მომატება Т3-ის ნორმალურ ან ცოტა დაქვეითებული დონის დროს) კლინიკური გამოვლინებების გარეშე (პრეპარატის მოხსნისთვის საფუძველს არ წარმოადგენს); ხშირად - ჰიპოთირეოზი, რომელსაც შეიძლება ახლდეს ტიპიური სიმპტომები: სხეულის წონის მომატება, მგრძნობელობა სიცივის მიმართ, აპათია, ძილიანობა; თირეოტროპული ჰორმონის (თტჰ) დონის მნიშვნელოვნად მომატება ადასტურებს დიაგნოზს. მკურნალობის შეწყვეტა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის დაბრუნებას 1-3 თვის განმავლობაში, ამიტომ პრეპარატის მოხსნა აუცილებლობას არ წარმოადგენს: იმ შემთხვევაში, თუ ამიოდარონის გამოყენება აუცილებელია, პრეპარატით მკურნალობის გაგრძელება შეიძლება ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიასთან ერთად ლევოთიროქსინის გამოყენებით, რომლის დოზის კორექტირება შეიძლება თტჰ-ს დონის მიხედვით.

ჰიპერთირეოზი, რომლის გამოვლენაც უფრო რთულია სიმპტომების უმნიშვნელო გამოხატულობის გამო: წონის უმნიშვნელოდ დაკარგვა, ანტიანგინალური და/ან ანტიარითმიული საშუალებების ეფექტურობის დაქვეითება, ხანდაზმულ ადამიანებში შეიძლება გამოვლინდეს ფსიქიკის აშლილობით და თირეოტოქსიკოზით.

მაღალმგრძნობიარე თტჰ-ის დონეების მნიშვნელოვნად შემცირება ადასტურებს დიაგნოზს. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ამიოდარონის მოხსნა, რაც, როგორც წესი, საკმარისია კლინიკური ნორმალიზების მისაღწევად 3-4 კვირის განმავლობაში. ამ არასასურველი რეაქციის სერიოზული შემთხვევები შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში იყოს; აუცილებელია სასწრაფოდ შესაბამისი თერაპიის დაწყება.

იმ შემთხვევებში, როდესაც პრობლემის მიზეზი თირეოტოქსიკოზია (როგორც უშუალოდ თვითონ, ან მიოკარდის არამდგრად ბალანსზე მის გავლენასთან დაკავშირებით), სინთეტიკური ანტითირეოიდული საშუალებების ეფექტურობის ვარიაბელურობამ შეიძლება განაპირობოს კორტიკოსტეროიდების გამოყენების აუცილებლობა 1 მგ/კგ დოზით დროის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (3 თვე). არსებობს შეტყობინებები ჰიპერთირეოზის შემთხვევების შესახებ, რომელიც დარეგისტრირებული იყო ამიოდარონით მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვეში.

სხვა ენდოკრინული დარღვევები: ძალიან იშვიათად - ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომი (SIADH), განსაკუთრებით ამიოდარონის კომბინირებისას სამკურნალო საშუალებებთან, რომლებსაც შეუძლიათ ჰიპონატრემიის გამოწვევა (იხ. „ზეგავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე“).

ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: სიხშირე უცნობია - მადის დაქვეითება.

ფსიქიკის დარღვევები: სიხშირე უცნობია - გონების არევა, ბოდვა, ჰალუცინაციები.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - ტრემორი ან სხვა ექსტრაპირამიდული სიმპტომები, ძილის მოშლა, მათ შორის ღამის კოშმარები, პერიფერიული სენსორული, მოტორული ან შერეული ნეიროპათია1; არახშირად - მიოპათია1; ძალიან იშვიათად - ნათხემისმიერი ატაქსია, კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია; თავის ტკივილი (თავის ტკივილის წარმოქმნისას საჭიროა გამოკვლევის ჩატარება მისი შესაძლო მიზეზის გასარკვევად); სიხშირე უცნობია - პარკინსონიზმის სინდრომი, პაროსმია.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ძალიან ხშირად - მიკრონალექი რქოვანაში2; ძალიან იშვიათად - ოპტიკური ნეიროპათია (მხედველობის ნერვის ნევრიტი) მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით, მხედველობის დაქვეითებითა და თვალის ფსკერზე პაპილარული შეშუპებით, რომელიც შეიძლება პროგრესირდეს მხედველობის სიმახვილის უფრო მეტად ან უფრო ნაკლებად დაქვეითებამდე. ამ ეფექტის ურთიერთკავშირი ამიოდარონის მიღებასთან დღეისათვის გამოვლენილი არ არის. თუმცა, მხედველობის ნერვის ნევრიტის განვითარების რაიმე სხვა აშკარა მიზეზის არარსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა.

გულის მხრივ: ხშირად - ბრადიკარდია, ჩვეულებრივ ზომიერი და დოზადამოკიდებული; არახშირად - მიოკარდის გამტარობის დარღვევები (სხვადასხვა ხარისხის სინოატრიული ბლოკადა, ანტრიოვენტრიკულური ბლოკადა); ძალიან იშვიათად - გამოხატული ბრადიკარდია და, გამონაკლის შემთხვევებში, სინუსური კვანძის გაჩერება, რომელთა შესახებ შეტყობინებები იყო რამდენიმე შემთხვევაში (სინუსური კვანძის დისფუნქციის ფონზე, ხანდაზმულ პაციენტებში); სიხშირე უცნობია - პარკუჭების „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდია.

სისხლძარღვების მხრივ: ძალიან იშვიათად - ვასკულიტი.

სუნთქვის სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ხშირად - დიფუზური ინტერსტიციული ან ალვეოლური პნევმონიტი და მაობლიტირებელი ბრონქოლიზი პნევმონიით (BOOP), ზოგჯერ ლეტალური დასასრულით3; ძალიან იშვიათად - ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით ასთმის მზონე პაციენტებში, მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, ზოგჯერ ლეტალური დასასრულით, ჩვეულებრივ რომელიც ვითარდება ადრეულ პერიოდში ქირურგიული ჩარევების შემდეგ (როგორც მაღალი კონცენტრაციით ჟანგბადთან შესაძლო ურთიერთქმედების შედეგი); სიხშირე უცნობია - სისხლდენა ფილტვებიდან, რომელმაც ზოგჯერ შეიძლება მანიფესტირება მოახდინოს სისხლიანი ხველით (ეს არასასურველი რეაქციები ხშირად ასოცირებულია ამიოდარონით ინდუცირებულ პნევმოპათიასთან).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - საჭმლის მონელების დარღვევები (ღებინება, გულისრევა, დისგევზია), რომლებიც ჩვეულებრივ წარმოიქმნება მკურნალობის დასაწყისში და ქრება დოზის შემცირების შემდეგ; სიხშირე უცნობია - პანკრეატიტი/მწვავე პანკრეატიტი, სიმშრალე პირში, ყაბზობა.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ძალიან ხშირად - ტრანსამინაზების დონის ჩვეულებრივ ზომიერი და იზოლირებული მომატება (ნორმაზე  1,5-3-ჯერ მეტად გაზრდა), რომელიც ლაგდება პრეპარატის მოხსნის შემდეგ ან სპონტანურადაც კი; ხშირად ღვიძლის მწვავე დაზიანება სისხლში ტრანსამინაზების დონის მომატებით და/ან სიყვითლით, ზოგჯერ სასიკვდილო დასასრულით, რომელიც საჭიროებს პრეპარატის მოხსნას; ძალიან იშვიათად - ღვიძლის ქრონიკული დაზიანება ხანგრძლივი მკურნალობისას4.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან ხშირად - ფოტოსენსიბილიზაცია5; ხშირად - კანის ლურჯი ან ლურჯ-ნაცრისფერი პიგმენტაცია, რომელიც წარმოიქმნება მაღალი სადღეღამისო დოზების ხანგრძლივად გამოყენების ფონზე. მკურნალობის მოხსნის შემდეგ პიგმენტაცია ნელა ქრება (10-დან 24 თვემდე); ძალიან იშვიათად - ერითემა სხივური თერაპიის ფონზე, გამონაყარი კანზე (როგორც წესი, არასპეციფიკური), ექსფოლიაზური დერმატიტი (ურთიერთკავშირი სამკურნალო პრეპარატთან დადგენილი არ არის), ალოპეცია; სიხშირე უცნობია - ეგზემა, კანის მწვავე რეაქციები, ზოგჯერ ლეტალური დასასრულით, როგორიცაა ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ბულოზური დერმატიტი, DRESS სინდრომი (წამლის რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით).

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: სიხშირე უცნობია - მგლურასმაგვარი სინდრომი.

სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: ძალიან იშვიათად - ეპიდიდიმიტი (მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პრეპარატის გამოყენებასთან მკვეთრად დადგენილი არ არის); სიხშირე უცნობია - ლიბიდოს დაქვეითება.

ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას: სიხშირე უცნობია - გრანულომების წარმოქმნა, ძირითადად ძვლის ტვინის.

ზეგავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: იშვიათად - ჰიპონატრიემია, რომელმაც შეიძლება მიუთითოს SIADH; ძალიან იშვიათად - თირკმელების დაზიანება კრეატინინის დონის ზომიერი მომატებით.

ტრავმები, ინტოქსიკაციები და მანიპულაციების გართულება: სიხშირე უცნობია - ტრანსპლანტატის პირველადი დისფუნქცია გულის ტრანსპლანტაციის შემდეგ.

პერიფერიული სენსორული, მოტორული ან შერეული ნეიროპათია და მიოპათია შეიძლება წარმოქმნას რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, მაგრამ ზოგჯერ ისინი ვითარდება რამდენიმე წლის შემდეგ. მაგრამ გამოჯანმრთელება შეიძლება იყოს არასრული, ძალიან ნელი და მიიღწევა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტიდან რამდენიმე თვეში.

თითქმის ყოველთვის აქვთ მოზრდილებს, და ჩვეულებრივ ლოკალიზდება გუგის ქვეშ ზონაში და არ წარმოადგენს უკუჩვენებას მკურნალობის გაგრძელებისთვის. გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება ახლდეს ფერადი და დამაბრმავებელი სინათლის აღქმა ან მხედველობის დაბინდვა. რქოვანაში ლიპიდების კომპლექსით წარმოქმნილი მიკრონალექი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ქრება.

ფიზიკური დატვირთვისას როგორც იზოლირებული, ასევე ზოგადი მდგომარეობის გაუარესებასთან (მომატებული დაღლილობა, სხეულის წონის დაკლება, სხეულის ტემპერატურის მომატება) ასოცირებული ქოშინის ან მშრალი ხველის გამოვლენა საჭიროებს რენტგენოლოგიურ გამოკვლევას და, საჭიროებისას, პრეპარატის მოხსნას, ვინაიდან ფილტვების ამ დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის ფიბროზი.

ამიოდარონის ადრეული მოხსნა კორტიკოსტეროიდებით თერაპიის დანიშვნით ან მის გარეშე იწვევს სიმპტომების თანდათან ალაგებას. კლინიკური ნიშნები ჩვეულებრივ ქრება 3-4 კვირის განმავლობაში, რენტგენოლოგიური სურათისა და ფილტვის ფუნქციის გაუმჯობესება ხდება უფრო ნელა (რამდენიმე თვის განმავლობაში).

არსებობს შეტყობინებები პლევრიტის განვითარების რამდენიმე შემთხვევის შესახებ, ჩვეულებრივ დაკავშირებულის ფილტვების ინტერსტიციულ დაავადებასთან.

ჰისტოლოგიური ცვლილებები შეესაბამება ფსევდოალკოჰოლურ ჰეპატიტს. მკვეთრად გამოხატული კლინიკური და ლაბორატორიული ნიშნების (არამუდმივი ჰეპატომეგალია, სისხლის ტრანსამინაზების დონის ნორმაზე 1,5-5-ჯერ მეტად გაზრდა) არარსებობა წარმოადგენს ღვიძლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგის საფუძველს.

ღვიძლის ქრონიკული დაზიანების დიაგნოზი განხილული უნდა იქნას 6 თვეზე მეტ ხანს გაგრძელებული მკურნალობის შემდეგ წარმოქმნილი სისხლის ტრანსამინაზების დონის ზომიერად მომატების შემთხვევაშიც. კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმიდან გადახრები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. თუმცა იყო შეტყობინებები შეუქცევადი დარღვევის რამდენიმე შემთხვევის შესახებ.

პაციენტებისთვის რეკომენდებულია მკურნალობის დროს მზის პირდაპირი სხივების (ულტრაიისფერი გამოსხივების) ზემოქმედების არიდება.

 

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. სამკურნალო საშუალებაზე პაციენტის სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენისას ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლინებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ ინფორმაცია მოგვაწოდოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.

 

განსაკუთრებული მითითებები

გაფრთხილება გამოყენებისას

ეფექტები გულის მხრივ

პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია ელექტროკარდიოგრაფიის ჩატარება.

ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის მიღების ფონზე შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს გულის კუმშვათა სიხშირე.

ამიოდარონი იწვევს ელექტროკარდიოგრამის ცვლილებებს, QT ინტერვალის გახანგრძლივების ჩათვლით გაგრძელებული რეპოლარიზების შედეგად, U კბილანას შესაძლო წარმოქმნით. ეს პრეპარატის თერაპიული გაჯერების ნიშანია, და არა მისი ტოქსიკურობის.

მკურნალობის ფონზე II ან III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის, სინოატრიული ბლოკადის ან ბიფასციკულური ბლოკადის წარმოქმნა საჭიროებს პრეპარატის მოხსნას. I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის განვითარება საჭიროებს პაციენტზე მეთვალყურეობის გაძლიერებას.

არსებობს შეტყობინებები ახალი არითმიების ან ადრე არსებული ნამკურნალევი არითმიების დამძიმების შემთხვევების შესახებ.

ასეთი არითმოგენული ეფექტი შესაძლებელია, კერძოდ, QT ინტერვალის გახანგრძლივების ხელშემწყობი ფაქტორების არსებობისას, მაგალითად, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატების კომბინაციების გამოყენება და/ან ჰიპოკალიემია. QT ინტერვალის გახანგრძლივებაზე ერთნაირი ზემოქმედებისას „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიის წარმოქმნის რისკი, როგორც ჩანს, უფრო დაბალია ამიოდარონის გამოყენებისას სხვა ანტიარითმიულ პრეპარატებთან შედარებით.

დარღვევები ფარისებრი ჯირკვლის მხრივ

ამიოდარონი შეიცავს იოდს, რომელიც ცვლის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ზოგიერთ მაჩვენებელს (რადიოაქტიური იოდის შთანთქვა, ცილა-შეერთებული იოდის დონე). თუმცა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება (Т3, Т4, თტჰ-ს მაღალმგრძნობიარე ანალიზი) ისევ შესაძლებელია.

ამიოდარონს შეუძლია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევების გამოწვევა, კერძოდ, ანამნეზში ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში. თტჰ-ს ანალიზის ჩატარება რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ რეგულარულად მკურნალობის დროს და რამდენიმე თვეში თერაპიის შეწყვეტიდან, ასევე დისთირეოზზე კლინიკური ეჭვის შემთხვევაში.

დარღვევები ფილტვების მხრივ

როგორც იზოლირებული, ასევე ზოგადი მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული ქოშინის ან არაპროდუქციული მშრალი ხველის დაწყება შეიძლება უკავშირდებოდეს ფილტვის ტოქსიკურობის განვითარებას, მაგალითად, ინტერსტიციული პნევმონიტის განვითარებას, და საჭიროებს პაციენტის რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარებას.

დარღვევები ღვძლის მხრივ

ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი რეკომენდებულია მკურნალობის დასაწყისში და შემდეგ რეგულარულად ამიოდარონით მკურნალობის დროს.

დარღვევები ნერვ-კუნთოვანი სისტემის მხრივ

ამიოდარონს შეუძლია პერიფერიული სენსორული, მოტორული ან შერეული ნეიროპათიისა და მიოპათიის გამოწვევა.

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

მხედველობის სიმკვეთრის დარღვევის ან მხედველობის სიმახვილის დაქვეითების დროს აუცილებელია სასწრაფოდ სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევის ჩატარება, ოფთალმოსკოპიის ჩათვლით. ამიოდარონ-ინდუცირებული ოპტიკური ნეიროპათიის ან მხედველობის ნერვის ნევრიტის განვითარებისას საჭიროა ამიოდარონით მკურნალობის შეწყვეტა სიბრმავის განვითარების პოტენციურ რისკთან დაკავშირებით.

კანის მძიმე რეაქციები

შეიძლება წარმოიქმნას სიცოცხლისათვის საშიში ან სიკვდილის გამომწვევი კანის რეაქციები, როგორებიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ასეთ მდგომარეობებზე მიმანიშნებელი ნიშნების ან სიმპტომების გამოვლინებისას (მაგალითად, კანზე პროგრესირებადი გამონაყარო ან ლორწოვანი გარსების დაზიანება) ამიოდარონის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

გამოხატული ბრადიკარდია

პაციენტებში, რომლებიც ამიოდარონს იღებდნენ სოფოსბუვირთან ერთად კომბინაციაში С ჰეპატიტის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების სხვა სამკურნალო საშუალებებთან, როგორებიცაა დაკლატასვირი, სიმეპრევირი ან ლესიპასვირი, იყო შეტყობინებები მძიმე, სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში ბრადიკარდიისა და გულის გამტარობის მძიმე დარღვევების წარმოქმნის შესახებ. ამასთან დაკავშირებით ამ სამკურნალო საშუალებების ამიოდარონთან ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის.

თუ ამ სამკურნალო საშუალებების ამიოდარონთან ერთად გამოყენების აცილება შეუძლებელია, რეკომენდებულია პაციენტებზე მეთვალყურეობა პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში სოფოსბუვირით მკურნალობის დასაწყისში. პაციენტები ბრადიარითმიის წარმოქმნის მაღალი რისკით უნდა იმყოფებოდნენ უწყვეტი მეთვალყურეობის ქვეშ სტაციონარის პირობებში არა ნაკლებ 48 საათის განმავლობაში სოფოსბუვირით მკურნალობის დაწყების შემდეგ.

ამიოდარონის ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდის გამო შესაბამისი მონიტორინგი ასევე უნდა განხორციელდეს პაციენტებში, რომლებმაც ამიოდარონის მიღება შეწყვიტეს რამდენიმე თვის განმავლობაში ცალკე ან პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში სოფოსბუვირით მკურნალობის დაწყების წინ.

პაციენტები, რომლებიც ამ სამკურნალო საშუალებებს იღებენ С ჰეპატიტის სამკურნალოდ ამიოდარონთან, გულის კუმშვათა სიხშირის შემამცირებელ სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ სიმპტომების შესახებ, რომლებიც მიუთითებს ბრადიკარდიისა და გულის გამტარობის მძიმე დარღვევების განვითარებაზე. მათი გამოვლინების შემთხვევაში მათ დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.

წამლების ურთიერთქმედება

კომბინაციები ისეთ პრეპარატებთან, როგორებიცაა:

β-ბლოკატორები, სოტალოლის (უკუნაჩვენები კომბინაცია) და ესმოლოლის (კომბინაცია, რომელიც გამოყენებისას სიფრთხილის ზომებს საჭიროებს) გარდა,

ვერაპამილი და დილთიაზემი, განხილული უნდა იქნას მხოლოდ სიცოცხლისათვის საშიში პარკუჭოვანი არითმიების პროფილაქტიკისთვის.

ამიოდარონის გამოყენება რეკომენდებული არ არის შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად: ციკლოსპორინი, დილთიაზემი (საინექციო) ან ვერაპამილი (საინექციო), ზოგიერთი ანტიპარაზიტული საშუალება (ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი და პენტამიდინი), ზოგიერთი ნეიროლეფსიური (ამისულპრიდი, ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, დროპერიდოლი, ფლუპენტიქსოლი, ფლუფენაზინი, ჰალოპერიდოლი, ლევომეპრომაზინი, პიმოზიდი, პიპამპერონი, პიპოთიაზინი, სერტინდოლი, სულპირიდი, სულტოპრიდი, თიაპრიდი, ზუკლოპენტოქსოლი), ფტორქინოლონები (ლევოფლოქსაცინისა და მოქსიფლოქსაცინის გარდა), ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები, მეთადონი ან ფინგოლიმოდი. 

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას და რეკომენდებული არ არის პაციენტებისთვის გალაქტოზას აუტანლობით, ლაპას ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზას ან გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომით (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები).

 

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ელექტროლიტური დარღვევები, ჰიპოკალემიის ჩათვლით

მნიშვნელოვანია ყველა სიტუაციის გათვალისწინება, რომლებშიც პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ჰიპოკალემია, რომელსაც შეუძლია არითმოგენული ეფექტების გამოწვევა. ჰიპოკალემია უნდა დაკორექტირდეს ამიოდარონის გამოყენების დაწყებამდე.

არასასურველი რეაქციები

თავში „არასასურველი რაექციები“ მითითებული არასასურველი რაექციები ყველაზე ხშირად დაკავშირებულია სამკურნალო საშუალების ჭარბ მიღებასთან, მათი პრევენცია ან მინიმიზირება შეიძლება მინიმალური შემანარჩუნებელი დოზის შერჩევის გზით.

ფოტოსენსიბილიზაცია

მკურნალობის დროს პაციენტებისთვის რეკომენდებულია მკურნალობის დროს მზის პირდაპირი სხივების მორიდება და მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება.

ბავშვები

ბავშვებში ამიოდარონის უსაფრთხოება და ეფექტურობა კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში შეფასებული არ არის.

პაციენტები ელექტროკარდიოსტიმულატორით/იმპლანტირებული დეფიბრილატორით

დეფიბრილაციის ზღვარის და/ან ამუშავების ზღვარის შესაძლო გაზრდის გამო პაციენტებში გულის იმპლანტირებული დეფიბრილატორებით ან კარდიოსტიმულატორებით საჭიროა აღნიშნული მოწყობილობების ფუნქციონირების სისწორის შემოწმება ამიოდარონის გამოყენებამდე და რამდენიმეჯერ მისი გამოყენების დაწყების შემდეგ, ასევე პრეპარატის დოზის ყოველი კორექტირებისას.

ანესთეზია

ქირურგიულ ჩარევამდე ექიმ-ანესთეზიოლოგს უნდა ეცნობოს იმის შესახებ, რომ პაციენტი იღებს ამიოდარონს.

ამიოდარონით ხანგრძლივი მკურნალობის გამო არასასურველ რეაქციებს შეუძლიათ გაზარდონ ზოგად ან ადგილობრივ ანესთეზიასთან დაკავშირებული ჰემოდინამიკური რისკი. არასასურველი რეაქციები მოიცავს, კერძოდ, ბრადიკარდიას, არტერიულ ჰიპოტენზიას, გულის ფრაქციის დაქვეითებას და გულის გამტარობის დარღვევას.

გარდა ამისა, მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის ზოგიერთი შემთხვევა აღინიშნა ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამიოდარონს. ამიტომ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ჩატარების დროს რეკომენდებულია პაციენტების მონიტორინგის ჩატარება.

ტრანსპლანტაცია

რეტროსპექტული კვლევების მონაცემებით გულის ტრანსპლანტაციის წინ ამიოდარონის გამოყენება უკავშირდება ტრანსპლანტატის პირველადი დისფუნქციის (ტპდ) განვითარების რისკს. ტპდ წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ გართულებას გულის ტრანსპლანტაციის დროს, რომელიც ვლინდება როგორც მარცხენა, მარჯვენა ან ორივე პარკუჭის დისფუნქცია, და ვითარდება გულის ტრანსპლანტაციიდან 24 საათის განმავლობაში და რომლისთვისაც სხვა მიზეზი დადგენილი არ არის. მძიმე ტპდ შეიძლება შეუქცევადი იყოს.

გულის ტრანსპლანტაციის ოპერაციის მოლოდინში მყოფ პაციენტებს რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაენიშნოთ ალტერნატიული ანტიარითმიული საშუალება.

 

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ამიოდარონის უსაფრთხოდ გამოყენების მონაცემებიდან გამომდინარე, მისი ზეგავლენის მტკიცებულებები სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და საქმიანობის სხვა პოტენციურად საშიში სახეობების შესრულების უნარზე არ არსებობს. თუმცა, სიფრთხილის ზომის სახით, პაციენტებმა რითმის მძიმე დარღვევების შეტევებით როტარიტმილით მკურნალობის პერიოდში თავი უნდა შეიკავონ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და საქმიანობის პოტენციურად საშიში სახეობების შესრულებისგან, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს. გასათვალისწინებელია არასასურველი რეაქციების განვითარების შესაძლებლობა ნერვული სისტემისა და მხედველობის ორგანოს მხრივ.

 

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ტერატოგენული ეფექტები არ აღნიშნულა, ამიტომ მალფორმაციის ეფექტები ადამიანებში მოსალოდნელი არ არის. ეს დასტურდება ცხოველთა 2 სახეობაზე სათანადოდ ჩატარებული კვლევების შედეგებით, რომლებითაც დადგენილია, რომ ადამიანებში მანკის განვითარების გამომწვევი ნივთიერებები ცხოველებში ტერატოგენულია.

ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს გამოყენებული ამიოდარონის შესაძლო ტერატოგენული ეფექტის შესაფასებლად შესაბამისი კლინიკური მონაცემები არასაკმარისია.

ვინაიდან ნაყოფის ფარისებრი ჯირკვალი იოდის შეერთებას იწყებს ორსულობის მე-14 კვირიდან (ამენორეიდან), მასზე ამიოდარონის ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის მისი ადრე გამოყენების შემთხვევაში. II და III ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენებისას იოდის სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთირეოზის ლაბორატორიული სიმპტომების გამოვლენა ახალშობილში ან მასში კლინიკურად მნიშვნელოვანი ჩიყვის ფორმირებაც კი. შედეგად, ორსულობის II ტრიმესტრიდან პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ლაქტაცია

ამიოდარონი და მისი მეტაბოლიტები, იოდის ჩათვლით, გამოიყოფა დედის რძეში მნიშვნელოვანი რაოდენობით. ახალშობილში ჰიპოთირეოზის განვითარების რისკის გათვალისწინებით, ამიოდარონით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ანტიარითმიული პრეპარატები

ბევრი ანტიარითმიული პრეპარატი თრგუნავს გულის ავტომატიზმს, გამტარობას და მიოკარდის კუმშვას.

სხვადასხვა კლასის ანტიარითმიული საშუალებების ერთად გამოყენებას შეუძლია ჰქონდეს დადებითი თერაპიული ეფექტი, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი კომბინაციების გამოყენება მოითხოვს კლინიკურ და ელექტროკარდიოგრაფიულ (ეკგ) მონიტორინგს. კომბინირებული გამოყენება ანტიარითმიულ საშუალებებთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის გამოწვევა (მაგალითად, დიზოპირამიდი, ქინიდინის ნაერთები, სოტალოლი), უკუნაჩვენებია.

ერთიდაიგივე კლასის ანტიარითმიული საშუალებების კომბინირებული გამოყენება რეკომენდებული არ არის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ვინაიდნ ასეთი მკურნალობა ზრდის გულის მხრივ არასასურველი რეაქციების წარმოქმნის რისკს.

ამიოდარონის კომბინირებული გამოყენება ნეგატიური ინოტროპული მოქმედების მქონე სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც იწვევენ ბრადიკარდიას და/ან ანელებენ ატრიოვენტრიკულურ გამტარობას, მოითხოვს სიფრთხილეს და კლინიკურ მეთვალყურეობასა და ეკგ მონიტორინგს.

„პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის გამომწვევი სამკურნალო საშუალებები

ეს მძიმე არითმია შეიძლება გამოწვეული იქნას რიგი სამკურნალო საშუალებების მიერ, მათ შორის ანტიარითმიული პრეპარატებით. ხელის შემწყობი ფაქტორებია ჰიპოკალემია (იხ. „კალიუმის შემცველობის შემამცირებელი პრეპარატები“), ბრადიკარდია (იხ. „გულის რითმის შემანელებელი პრეპარატები“) ან არსებული (თანდაყოლილი ან შეძენილი) QT ინტერვალის გახანგრძლივება.

„პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის გამომწვევ სამკურნალო საშუალებებს განეკუთვნებიან Ia და III კლასების ანტიარითმიული პრეპარატები და ზოგიერთი ნეიროლეფსიური საშუალებები. დოლასეტრონისთვის, ერითრომიცინისთვის, სპირამიცინისთვის და ვინკამინისთვის ასეთი ურთიერთქმედება წარმოიქმნება მხოლოდ ინტრავენური ფორმების გამოყენებისას.

ორი სამკურნალო საშუალების ერთად გამოყენება, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც განაპირობებს „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარებას, ზოგადად უკუნაჩვენებია.

თუმცა, ამ სამკურნალო საშუალებებიდან ზოგიერთი, მათი საჭიროების შედეგად, წარმოადგენენ გამონაკლისს, რადგან უკუნაჩვენები არიან მხოლოდ  „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის გამომწვევ სამკურნალო საშუალებებთან ერთად. მათ განეკუთვნება მეთადონი, ანტიპარაზიტული საშუალებები (გალოფანტრინი, ლუმეფანტრინი, პენტამიდინი) და ნეიროლეფსიური საშუალებები.

გულის რითმის შემანელებელი პრეპარატები

მრავალ სამკურნალო საშუალებას, კერძოდ, Ia ჯგუფის პრეპარატებს, β-ბლოკატორებს, ზოგიერთ III კლასის ანტიარითმიულ პრეპარატს, კალციუმის არხების ზოგიერთ ბლოკატორს, კრაზანას პრეპარატებს, პილოკარპინს და ანტიქოლინესტერაზულ პრეპარატებს, შეუძლიათ ბრადიკარდიის გამოწვევა.

ამიოდარონის ზეგავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე

ამიოდარონი და/ან მისი მეტაბოლიტი, დეზეთილამიოდარონი აინჰიბირებენ CYP1A1, CYP1A2, CYP3A4, CYP2C9, CYP2D6 და P-გლიკოპროტეინს და შეუძლიათ მათი სუბსტრატების ექსპოზიის გაზრდა. ამიოდარონის ეფექტის დიდი ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ასეთი ურთიერთქმედებები შეიძლება აღინიშნებოდეს ამიოდარონით მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში.

სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედება ამიოდარონზე

CYP3A4 და CYP2C8 ინჰიბიტორებს შეუძლიათ ამიოდარონის მეტაბოლიზმის ინჰიბირება და ამგვარად მათი ზემოქმედების გაზრდა.

რეკომენდებულია ამიოდარონისა და CYP3A4 ინჰიბიტორების ერთად გამოყენების არიდება (მაგალითად, გრეიპფრუტის წვენი და ზოგიერთი სამკურნალო საშუალება).

უკუნაჩვენები კომბინაციები
„პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის გამომწვევი სამკურნალო საშუალებები (ანტიპარაზიტული პრეპარატების, ნეიროლეფსიური საშუალებებისა და მეთადონის გარდა (იხილეთ  „არარეკომენდებული კომბინაციები“):

Ia კლასის ანტიარითმიული საშუალებები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი);

III კლასის ანტიარითმიული საშუალებები (დოფეტილიდი, იბუტილიდი, დიზოპირამიდი);

სხვა სამკურნალო საშუალებები, როგორებიცაა: დარიშხანის ნაერთები, ბეპრიდილი, ციზაპრიდი, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, დიფემანილი, ინტრავენური დოლასეტრონი, დომპერიდონი, დრონედარონი, ინტრავენური ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მექიტაზინი, მიზოლასტინი, მოქსიფლოქსაცინი, პრუკალოპრიდი, ინტრავენური სპირამიცინი, ტორემიფენი, ინტრავენური ვინკამიცინი.

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პრკუჭოვანი ტაქიკარდიის  განვითარების რისკის გაზრდა.

ტელაპრევირი

ავტომატიზმისა და გულის გამტარობის დარღევა ჭარბი ბრადიკარდიის წარმოქმნის რისკით.

კობიცისტატი

არსებობს ამიოდარონის არასასურველი რეაქციების სიხშირის გაზრდის რისკის მისი მეტაბოლიზმის შემცირბის შედეგად.

არარეკომენდებული კომბინაციები

სოფოსბუვირი

მხოლოდ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ორმაგ კომბინირებულ თერაპიას დაკლატასვირით/სოფოსბუვირით ან ლედიპასვირით/სოფოსბუვირით, შესაძლებელია გამოხატული, სიცოცხლისათვის საშიში ბრადიკარდიის განვითარება. თუ ასეთი კომბინაციის გამოყენება შეუძლებელია, მაშინ უნდა ჩატარდეს კლინიკური და ეკგ მონიტორინგი, განსაკუთრებით ასეთი თერაპიის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში.

CYP3A4 სუბსტრატები

ამიოდარონი CYP3A4 ინჰიბიტორია და ზრდის CYP3A4 სუბსტრატების კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, რასაც შეუძლია მათი ტოქსიკურობის გაზრდა.

ციკლოსპორინი

ციკლოსპორინის შრატისმიერი კონცენტრაციის გაზრდა ღვიძლში მისი მეტაბოლიზმის შემცირების გამო ნეფროტოქსიკური ეფექტების გამოვლენის რისკით.

აუცილებელია სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციების კონტროლი, თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი და ციკლოსპორინის დოზის კორექცია.

საინექციო დოლთიაზემი

ბრადიკარდიისა და ატრიოვენტრიკულური ბლოკადის განვითარების რისკი.

თუ ამ კომბინაციის არიდება შეუძლებელია, მაშინ უნდა ჩატარდეს კლინიკური დაკვირვება და რეგულარული ეკგ მონიტორინგი.

ფინგოლიმოდი

ბრადიკარდიით გამოწვეული ეფექტების გაძლიერება, რომლებმაც შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში ხასიათი შეიძინონ. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ადრენერგიული კომპენსაციის მექანიზმის მაინჰიბირებელი β-ბლოკატორებისთვის. პრეპარატის პირველი დოზის გამოყენების შემდეგ უნდა ჩატარდეს კლინიკური მეთვალყურეობა და ეკგ უწყვეტი მონიტორინგი 24 საათის განმავლობაში.

საინექციო ვერაპამილი

ბრადიკარდიისა დ ანტრიოვენტრიკულური ბლოკადის განვითარების რისკი.

თუ ასეთი კომბინაციის არიდება შეუძლებელია, მაშინ საჭიროა კლინიკური მეთვალყურეობა და ეკგ მუდმივი მონიტორინგი.

ანტიპარაზიტული პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ  „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის გამოწვევა (ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი, პენტამიდინი)

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით  „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკის გაზრდა. შესაძლებლობის შემთხვევაში ორი პრეპარატიდან ერთი უნდ მოიხსნას. თუ ასეთი კომბინაციის არიდება შეუძლებელია, მაშინ წინასწარ უნდა შეფასდეს  QT ინტერვალი და გაკეთდეს ეკგ მონიტორინგი.

ნეიროლეფსიური საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ  „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის გამოწვევა (ამისულპრიდი, ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, დროპერიდოლი, ფლუპენტიქსოლი, ფლუფენაზინი, ჰალოპერიდოლი, ლევომეპრომაზინი, პიმოზიდი, პიპამპერონი, პიპოთიაზინი, სერტინდოლი, სულპირიდი, სულტოპრიდი, თიაპრიდი, ზუკლოპენტიქსოლი)

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკის გაზრდა.

მეთადონი

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკის გაზრდა.

ფტორქინოლონები, ლევოფლოქსაცინისა და მოქსიფლოქსაცინის გარდა (კომბინაციები უკუნაჩვენებია)

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკის გაზრდა.

ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკის გაზრდა (ამ დროს ხელის შემწყობი ფაქტორია ჰიპოკალემია). პრეპარატის გამოყენებამდე უნდა ჩატარდეს ნებისმიერი გენეზის ჰიპოკალემიის კორექცია და დადგინდეს კლინიკური მეთვალყურეობა, ეკგ და ელექტროლიტების დონის მონიტორინგი.

ფიდაქსომიცინი

სისხლის პლაზმაში ფიდაქსომიცინის კონცენტრაციების გაზრდა.

კომბინაციები, რომლებიც გამოყენებისას საჭიროებენ სიფრთხილის ზომებს

Р-გლიკოპროტეინის სუბსტრატები

ამიოდარონი Р-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორია. Р-გლიკოპროტეინის სუბსტრატებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სისხლში მათი კონცენტრაციის გაზრდა.

კრაზანას პრეპარატები

ავტომატიზმის დათრგუნვა (ჭარბი ბრადიკარდია) და ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევა.

დიგოქსინის გამოყენებისას აღინიშნება დიგოქსინის დონის მომატება სისხლში მისი კლირენსის შემცირების გამო.

უნდა ჩატარდეს კლინიკური და ეკგ მონიტორინგი და, საჭიროებისას, სისხლში დიგოქსინის დონის კონტროლი, ასევე დაკორექტირდეს დიგოქსინის დოზა.

დაბიგატრანი

დაბიგარტანის პლაზმური კონცენტრაციის მომატება ზრდის სისხლდენების რისკს. თუ დაბიგარტანის გამოყენება ხდება ქირურგიული ჩარევის ჩატარების შემდეგ, უნდა ჩატარდეს კლინიკური მონიტორინგი და, საჭიროებისას, დაბიგარტანის დოზის კორექტირება დღეში 150 მგ-ის გადაჭარბების გარეშე.

CYP2C9 სუბსტრატები

ამიოდარონი ზრდის ნივთიერებების კონცენტრაციებს, რომლებიც წარმოადგენს CYP2C9 სუბსტრატებს, როგორებიცაა К ვიტამინის ანტაგონისტები და ფენიტოინი.

К ვიტამინის ანტაგონისტები

К ვიტამინის ანტაგონისტების ეფექტების გაძლიერება და სისხლდენის რისკის გაზრდა. უფრო ხშირად უნდა გაკონტროლდეს პროთრომბინული დრო (საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება ) და ჩატარდეს ანტიკოაგულანტის დოზების კორექტირება ამიოდარონით მკურნალობის დროს და მისი მიღების შეწყვეტიდან 8 დღის განმავლობაში.

ფენიტოინი (ასევე ექსტრაპოლაციის გზით და ფოსფენიტოინი)

ფენიტოინის პლაზმური კონცენტრაციების გარზდა ჭარბი დოზის სიმპტომებით, განსაკუთრებით ნევროლოგიური (ფენიტოინის მეტაბოლიზმის დათრგუნვა ღვიძლში). საჭიროა კლინიკური მონიტორინგი, სისხლის პლაზმაში ფენიტოინის დონის კონტროლი და, საჭიროებისას, ფენიტოინის დოზის კორექტირება.

CYP2D6 სუბსტრატები (ფლეკაინიდი)

ამიოდარონი ზრდის ფლეკაინიდის პლაზმურ კონცენტრაციას CYP2D6 ციტოქრომის ინჰიბირებით. ამიტომ უნდა ჩატარდეს ფლეკაინიდის დოზის კორექტირება.

CYP3A4 სუბსტრატები

ამიოდარონი CYP3A4 ინჰიბიტორია და სისხლის პლაზმაში ზრდის ამ ციტოქრომის სუბსტრატების კონცენტრაციას, რაც იწვევს მათი ტოქსიკურობის შესაძლო მომატებას.

სტატინები (სიმვასტატინი, ატორვასტატინი, ლოვასტატინი)

ამიოდარონისა და CYP3A4-თი მეტაბოლიზირებადი სტატინების, როგორებიცაა სიმვასტატინი, ატორვასტატინი და ლოვასტატინი, ერთად გამოყენებისას იზრდება კუნთების ტოქსიკურობის (მაგალითად, რაბდომიოლიზი) წარმოქმნის რისკი. რეკომენდებულია CYP3A4-თი არამეტაბოლიზირებადი სტატინების გამოყენება.

CYP3A4-თი მეტაბოლიზირებადი სხვა სამკურნალო საშუალებები (ლიდოკაინი, ტაკროლიმუსი, სილდენაფილი, მიდაზოლამი, დიჰიდროერგოტამინი, ერგოტამინი, კოლხიცინი, ტრიაზოლამი)

ამიოდარონი CYP3A4 ინჰიბიტორია და ზრდის აღნიშნული ნივთიერებების კონცენტრაციებს სისხლის პლაზმაში, რაც იწვევს მათი ტოქსიკურობის პოტენციურ გაძლიერებას.

ლიდოკაინი

ლიდოკაინის პლაზმური კონცენტრაციის გაზრდის რისკი ამიოდარონის მიერ ღვიძლში მისი მეტაბოლიზმის დათრგუნვის შედეგად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები ნერვული სისტემისა და გულის მხრივ. უნდა ჩატარდეს კლინიკური გამოვლინებებისა და ეკგ მონიტორინგი, ასევე, საჭიროებისას, ლიდოკაინის პლაზმური კონცენტრაციის რაოდენობრივი განსაზღვრა და მისი დოზის კორექტირება ამიოდარონით მკურნალობის დროს და მისი მოხსნის შემდეგ.

ტაკროლიმუსი

ტაკროლიმუსის კონცენტრაციის გაზრდა სისხლში ამიოდარონით მისი მეტაბოლიზმის ინჰიბირების გამო. უნდა ჩატარდეს ტაკროლიმუსის კონცენტრაციის რაოდენობრივი განსაზღვრა სისხლში, თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი და ტაკროლიმუსის დოზის კორექტირება მისი გამოყენებისას ამიოდარონთან ერთად და მისი მოხსნის შემდეგ.

β-ბლოკატორები, გარდა სოტალოლის (უკუნაჩვენები კომბინაცია) და ესმოლოლის (კომბინაცია, რომელიც გამოყენებისას საჭიროებს სიფრთხილის ზომებს) არღვევენ

ავტომატიზმსა და გამტარობას  (კომპენსაციური სიმპათიკური მექანიზმის დათრგუნვა). რეკომენდებულია კლინიკური გამოვლინებებისა და ეკგ მონიტორინგის ჩატარება.

β-ბლოკატორები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის დროს (ბისოპროლოლი, კარვედილოლი, მეტოპროლოლი, ნებივოლოლი)

ავტომატიზმისა და მიოკარდის გამტარობის დარღვევა ჭარბი ბრადიკარდიის რისკით. პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკის გაზრდა. რეკომენდებულია კლინიკური გამოვლინებებისა და ეკგ რეგულარული მონიტორინგის ჩატარება.

ესმოლოლი

კუმშვის, ავტომატიზმისა და გამტარობის დარღვევა (კომპენსაციური სიმპათიკური მექანიზმების დათრგუნვა). რეკომენდებულია კლინიკური გამოვლინებებისა და ეკგ მონიტორინგის ჩატარება.

პერორალური გამოყენების დილთიაზემი

ბრადიკარდიის ან ატრიოვენტრიკულური ბლოკადის განვითარების რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. რეკომენდებულია კლინიკური გამოვლინებებისა და ეკგ მონიტორინგის ჩატარება.

პერორალური გამოყენების ვერაპამილი

ბრადიკარდიის ან ატრიოვენტრიკულური ბლოკადის განვითარების რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. რეკომენდებულია კლინიკური გამოვლინებებისა და ეკგ მონიტორინგის ჩატარება.

ზოგიერთი მაკროლიდურები (აზითრომიცინი, კლარითრომიცინი, როქსიტრომიცინი)

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკის გაზრდა. რეკომენდებულია კლინიკური გამოვლინებებისა და ეკგ რეგულარული მონიტორინგის ჩატარება და ამ პრეპარატების ერთად გამოყენების ფონეზე.

კალიუმის შემცველობის შემამცირებელი პრეპარატები: ჰიპოკალემიის გამომწვევი დიურეზული საშუალებები (მონოთერაპიაში ან კომბინაციაში), ამფოტერიცინი В (ვენაში შეყვანისას), გლუკოკორტიკოიდები (სისტემური გამოყენებისას), ტეტრაკოზაქტიდი

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკის გაზრდა (ჰიპოკალემია ხელშემწყობი ფაქტორია). ჰიპოკალემია უნდა ალაგდეს სამკურნალო საშუალების დანიშვნამდე და დადგინდეს კლინიკური მეთვალყურეობა, ეკგ და ელექტროლიტების მონიტორინგი.

გულის რითმის შემანელებელი პრეპარატები

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკის გაზრდა. რეკომენდებულია კლინიკური გამოვლინებებისა და ეკგ მონიტორინგის ჩატარება.

ორლისტატი

ამიოდარონისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციის შემცირების რისკი. რეკომენდებულია კლინიკური გამოვლინებებისა და, საჭიროებისას, ეკგ მონიტორინგის ჩატარება.

ტამსულოზინი

ტამსულოზინით განპირობებული არასასურველი რეაქციების გაძლიერების რისკი, ღვიძლში მისი მეტაბოლიზმის დათრგუნვის შედეგად. უნდა ჩატარდეს კლინიკური მონიტორინგი და, საჭიროებისას, ტამსულოზინის დოზის კორექტირება ამიოდარონით მკურნალობის დროს და მისი გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.

ვარიკონაზოლი

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკის გაზრდა, ვინაიდან შეიძლება აღინიშნოს ამიოდარონის მეტაბოლიზმის შემცირება. უნდა ჩატარდეს კლინიკური მონიტორინგი და, საჭიროებისას, ამიოდარონის დოზის კორექტირება.

კომბინაციები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს

პილოკარპინი

ჭარბი ბრადიკარდიის განვითარების რისკი (გულის რითმის შემანელებელი პრეპარატების ადიციური ეფექტები).

 

ჭარბი დოზა

შიგნით მიღებისას ამიოდარონის მწვავე ჭარბი დოზის შემთხვევები არასაკმარისად დოკუმენტირებულია. არსებობს შეტყობინებები სინუსური ბრადიკარდიის, პარკუჭების არითმიის, განსაკუთრებით პარკუჭების „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევების რამდენიმე შემთხვევის შესახებ.

მკურნალობა: სიმპტომური. პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური პროფილის გათვალისწინებით, რეკომენდებულია საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობის კონტროლი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულის რითმის მონიტორინგი.

ამიოდარონი და მისი მეტაბოლიტები დიალიზით არ გამოიყოფა.

 

გამოშვეის ფორმა

ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ბლისტერში.

3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

 

სად შევიძინოთ?