შემადგენლობა
კატაბალახას ფესვები და ფესურები, შავბალახას ბალახი, პიტნის ფოთოლი, სვიის გირჩი.
სედანატი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია, რომელსაც ახასიათებს ზომიერი სედაციური მოქმედება. პრეპარატი ამცირებს დაძაბულობას, შფოთვას, გაღიზიანებადობას, ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწრობის აღდგენას, ძილის გაუმჯობესებას, არეგულირებს გულის მუშაობას, აქვს გამოხატული სპაზმოლიზური თვისებები, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის სეკრეციულ აქტივობას.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დამამშვიდებელი საშუალება.
გამოიყენება მოუსვენრობის, შფოთვის, ნევრასთენიის მსუბუქი ფორმების, სტრესის შემდგომი მდგომარეობის, შიშის (თანმხლები დაძაბულობით, ტაქიკარდიით და ქოშინით), მომატებული აღგზნებადობის, გაღიზანებადობის დროს, ეფექტურია კონცენტრაციის დაქვეითების, ძილის მოშლის, ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილის და შაკიკის (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში) დროს, გამოიყენება კლიმაქტერული სინდრომის, ანგიონევროზის (გულ-სისხლძარღვთა სისტემის) და ვეგეტონევროზის (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია) შემთხვევაში