სეიდიბიოტიკს პლუსი / Seidibiotics Plus
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეანობა, გინეკოლოგია → საშოს მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები
- მწარმოებელი კომპანია: SEID
- მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
- გამოშვების ფორმა: პეროს კაფსულა N7
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
კლინიკურად დადასტურებული ვაგინალური კოლონიზაციის უნარი მხოლოდ 7 დღეში!
შემადგენლობა:
50 მილიარდი ბაქტერია:
L. crispatus: 1 x 1010 cfu*
L. gasseri: 1 x 1010 cfu
L. acidophilus: 1 x 1010 cfu
L. fermentum: 1 x 1010 cfu
L. casei: 1 x 1010 cfu
ინულინი (პრებიოტიკური ბოჭკო) : 157 მგ
ცოცხალი ლაქტობაქტერიების ფერმენტები: 250 მგ
●ერთადერთი 5 კომპონენტიანი სიმბიოტიკი, რომელსაც აქვს ყველაზე კარგად შესწავლილი ლაქტობაქტერიების კომბინაცია CFU კონცენტრაციით 50 მილიარდი
●უშუალოდ სეიდიბიოტიკს პლუსზე ჩატარებული კლინიკური კვლევით დასტურდება 7 დღეში ვაგინალური ფლორის მაქსიმალური კოლონიზაცია
●კლინიკური კვლევის საფუძველზე, ევროპის მარეგულირებელი ორგანოს მიერ სეიდიბიოტიკს პლუსს მინიჭებული აქვს APTO ინდიკატორი
●APTO ინდიკატორი მიუთითებს პროდუქტის სამკურნალო და არა მხოლოდ საპროფილაქტიკო ჩვენებებზე
●სეიდიბიოტიკს პლუსის კაფსულა: გასტრორეზისტენტულია, დამზადებულია სპეციალური ტექნოლოგიით (ლიოფილიზატი), არ საჭიროებს სამაცივრე პირობებს
●თავსებადია ცელიაკიის მქონე პირებისთვის და ლაქტოზის აუტანლობის დროს
სეიდიბიოტიკს პლუსი:
შეიცავს კლინიკურად ყველაზე კარგად შესწავლილ ლაქტობაქტერიებს:
●კვლევებით დადასტურებულია მისი მეტრონიდაზოლის მსგავსი ეფექტურობა ბაქტერიული ვაგინოზის გამომწვევების მიმართ, 90% იანი ეფექტურობით (ლაქტობაქტერიების მიერ გამომუშავებული H2 O2-ის ხარჯზე)
●მკურნალობს დისბიოზს და აღადგენს ნორმალურ PH-ს, აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულატორული თვისებები
●SEGO (მეან-გინეკოლოგიის საზოგადოება)-ს მიერ რეკომენდებულია მწვავე და რეკურენტული ვულვო-ვაგინალური ინფექციების სამკურნალოდ (10-ჯერ ამცირებს რეკურენტულობის რისკს)
●IVF: ამცირებს უშვილობის რისკს (ქრონიკული ინფექციები) და ზრდის იმპლანტაციის და ორსულობის ალბათობას
●ორსულობა: ამცირებს აბორტის, ქორიოამნიოტიტის და ნაადრევი მშობიარობის რისკს
●აძლიერებს ეპითელიუმის ბარიერულ ფუნქციას, ხსნის ოქსიდაციურ სტრესს და ვაგინალური ატროფიისა და სიმშრალის დროს მინიმუმამდე დაყავს ინფიცირების ალბათობა (სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, HPV, ქლამიდიოზი და სხვ.)
●ეფექტურია ორსულთა და ქრონიკული ცისტიტების დროს
დოზირება და გამოყენების ჩვენებები: 1 კაფსულა დღეში პერორალურად
●ვაგინოზის მწვავე ფაზა: 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში 7 დღე, მონო და/ან კომბინირებული მკურნალობისას
●რეციდიული ვაგინოზი: თვეში ერთი კვირა – 3 თვის განმავლობაში
●კანდიდოზის მწვავე ფაზა: 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში 7 დღე, მონო და/ან კომბინირებული მკურნალობისას
●რეციდიული კანდიდოზი: თვეში ერთი კვირა – 3-დან 6 თვემდე
●წინა სამშობიარო პერიოდში: 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში 7 დღე
საშარდე სისტემის რეკურენტული ინფექციები: თვეში ერთი კვირა 3 თვის განმავლობაში