აქტიური სუბსტანცია: მუკალტინი (ტუხტის მიწისზედა ნაწილების მშრალი ექსტრაქტი) – 2,0გ;
დამხმარე ნივთიერებები: ჟოლოსა და მარწყვის არომატიზატორები, სორბინის მჟავა ან მეთილპარაბენი, ეთილის სპირტი, შაქრის სიროფი _ 125,0გ-მდე.
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ლორწოს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, კემფეროლი), კუმარინებს ანთოციანებს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, სალიცილის), C ვიტამინს, პექტინოვან ნივთიე¬რე¬ბებს, კაროტინს.
მუკალტინის სიროფი აწყნარებს ხველას, ფარავს დაზიანებულ ლორწოვან გარსს თხელი ფენით, არბილებს და შლის მკვრივ, ანთებით ნადებებს (ყელის, ხორხის, ხმოვანი იოგების), აჩქარებს დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, იცავს სასუნთქი გზების ნერვულ დაბოლოებებს გაღიზიანებისაგან, აუმჯობესებს მადას, ამცირებს წყურვილის შეგრძნებას.
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები:
• ბრონქიტი;
• პნევმონია;
• ბრონქოექტაზია;
• ტრაქეიტი;
• ლარინგიტი;
• ანგინა;
პერორალურად, საკვების მიღების წინ.
მოზრდილებში: 15მლ სიროფი 3-4-ჯერ დღეში.
ბავშვებში 1-დან 3 წლამდე: 2,5მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 3-დან 6 წლამდე: 5მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 10მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში;
(შეიძლება მითითებული დოზების წყალში განზავებით მიღება).
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე ან პირვანდელი სქემის მიხედვით.
გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში.
ალერგიული რეაქციები.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და უნდა მიმართოს ექიმს.
იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
• შაქრიანი დიაბეტი.
• სიროფში მარწყვის არომატიზატორის არსებობის გამო, შეიძლება ინდივიდუალურად გამოვლინდეს კანზე ალერგიული გამონაყარი ძლიერი ქავილით.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
პრეპარატი არ ინიშნება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილე: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ხველის დამთრგუნველ და კოდეინის შემცველ პრეპარატებთან ერთად
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები: 15-25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად.