130გ-ზე:
5,2გ მრავალძარღვას ფოთლების, 5,2გ ბალბის ბალახის, 2,6გ ქერიფქლას ბალახის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები; 0,4გ ასკორბინის მჟავა, 96% ეთილის სპირტი, სორბინის მჟავა, შაქრის სიროფი.
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: მწარე გლიკოზიდებს (აუკუბინსა და სხვ.) ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, პოლი- და მონოსა¬ქარ¬იდებს, ლორწოვან ნივთიერებებს, საპონინებს, ალკალოიდებს, კუმარინებს.
მრავალძარღვას აქვს ამოსახველებელი, ანთების საწინააღმ¬დეგო, ლორ¬წოვან გარსებზე დამარბილებელი მოქმედება. აძლიერებს ბრონქების ლორწოვანი გარსის მოციმციმე ეპითელის წამწამების მოძრაობას და ბრონქული ლორწოს სეკრეციას, იწვევს ნახველის გათხევადებას და აიოლებს მის გამოყოფას. სიროფს აქვს დამაწყნარებელი, გლუვი კუნთების სპაზმის მომხსნელი, სისხლძარღვთა გამაფართო¬ებე¬ლი, მსუბუქი სედაციური მოქმედება. ქერიფქლაში არსებული ალკალო¬იდების ჯამი განგლიომაბლოკირებელი და სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედებით იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას.
• მშრალი ხველა;
• ხველა თამბაქოს მწეველებში.
პერორალურად, საკვების მიღების წინ.
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ: 15მლ სიროფი 3-4_ჯერ დღეში;
ბავშვებში 1-დან 3 წლამდე: 2,5მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 3-დან 6 წლამდე: 5მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 10მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში;
(შეიძლება მითითებული დოზების წყალში განზავებით მიღება).
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, შეშუპება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულძმარვა, გულისრევა.
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
• შაქრიანი დიაბეტი.
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ხველის დამთრგუნველ პრეპარატებთან, ასევე ნახველის ფორმირების შემამცირებელ საშუალებებთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები:15-25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად.