Plasmon
სობიკომბი / Sobycombi


1. რას წარმოადგენს სობიკომბი და რისთვის გამოიყენება?
პრეპარატი სობიკომბი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ბისოპროლოლს და ამლოდიპინს. 
სობიკომბი ნაჩვენებია სისხლის მაღალი წნევის (ჰიპერტონიის) და (ან) გულის დაავადების (გულის სტაბილური კორონარული დაავადება) სამკურნალოდ და ასევე გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც მიიღწევა წნევის შესაბამისი კონტროლი ბისოპროლოლის და ამლოდიპინის იმავე დოზირების გამოყენებისას, რაც შედის სობიკომბის შემადგენლობაში.

2. ინფორმაცია სობიკომბის გამოყენებამდე
არ შეიძლება სობიკომბის გამოყენება:
- თუ პაციენტს აღენიშნება ალერგის ბისოპროლოლის, ამლოდიპინის ან ამ პრეპარატის შემცველი ნებისმიერი ინგრედინეტის მიმართ (იხ. პუნქტი 6) ან კალციუმის ანტაგონისტების მიმართ. ჰიპერმგრძნობელობა შესაძლოა გამოვლინდეს კანის ქავილით, სიწითლით ან სუნთქვის გართულებით. 
- პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ მწვავე ასთმა ან ფილტვების რთული ქრონიკული დაავადება, 
- პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა (მაგ., რეინოს სინდრომი), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ხელ-ფეხის არეში ჩხვლეტის შეგრძნება, ფერის დაკარგვა და სილურჯეები.
- პაციენტებში რომლებთაც აღენიშნებათ არანამკურნალევი ფეოქრომოციტომა, რომელიც ცნობილია, როგორც თირკმელზედა ჯირკვის იშვიათი სიმსივნე.
- პაციენტებში, მეტაბოლური აციდოზით, რაც გამოწვეულია სისხლში მჟავას კონცენტრაციის მომატებით.
- პაციენტებში გულის მწვავე უკმარისობით.
- პაციენტებში გულის უკმარისობის გამწვავების დროს, რაც საჭიროებს პრეპარატების ვენაში შეყვანას, რომლებიც აუმჯობესებენ მიოკარდის კუმშვას.
- თუ პაციენტს აღენიშნება ბრადიკარდია.
- სისხლის დაბალი წნევის მქონე პაციენტებში.
- პაციენტებში გულის ზოგიერთი დაავადებით, როს შედეგადაც აღინიშნება პულსის ძალიან შენელება ან არარეგულარული პულსაცია.
- კარდიოგენული შოკისას, გულის მწვავე ან რთული დარღვევებით, რის შედეგადაც აღინიშნება ძალიან დაბალი სისხლის წნევა და სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
- თუ პაციენტს აღენიშნებოდა გულის სარქველის აორტის სივიწროვე (აორტალური სტენოზი) ან კარდიოგენული შოკი (მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმს ვერ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის სისხლი). 
- გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში მიოკარდის ინფარქტის გადატანის შემდეგ. 

სპეციალური გაფრთხილებები სობიკომბის გამოყენებამდე
პრეპარატი სობიკომბის გამოყენების დაწყებამდე უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღინიშნება ან ადრე გამოვლინდა შემდეგი მდგომარეობებიდან რომელიმე: 
• შაქრიანი დიაბეტი, 
• მკაცრი დიეტა,
• გულის ზოგიერთი დაავადებები, როგორიცაა გულის არითმია ან მკერდის არეში ძლიერი ტკივილი (პრინცმეტალის სტენოკარდია)
• თირკმელების ან ღვიძლის დაავადება
• კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევები
• ასთმა ან სასუნთქი გზების ქრონიკული ბრონქეალური დაავადება,
• თუ ოდესმე გამოვლინდა კანის გამონაყარი აქერცვლით (ფსორიაზი),
• ფეოქრომოციტომა
• ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები
• ახლო წარსულში გადატანილი მიოკარდის ინფარქტი,
• გულის უკმარისობა,
• არტერიული წნევის ძლიერი მომატება (ჰიპერტონული კრიზი),
უნდა აცნობოთ ასევე ექიმს, თუ პაციენტი გეგმავს შემდეგი მკურნალობის ჩატარებას:
- იმუნოთერაპია (მაგ., სეზონური ალერგიული ცხელების სამკურნალოდ, რადგან პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს სობიკომბის პოტენციური ალერგიული რეაქციების გაზრდა ან მისი გართულება, 
- თუ აპირებთ ანესთეზიური საშუალებების (მაგ., ოპერაციის დროს) გამოყენებას, რადგან პრეპარატმა სობიკომბმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მათზე.

ბავშვები და მოზარდები
არ არის რეკომენდებული სობიკომბის გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის შესწავლილი ამ პრეპარატით მკურნალობის რისკ-სარგებელის ფაქტორის. 

სხვა მედიკამენტების გამოყენება სობიკოლთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა ნებისმიერი მედიკამენტი ან თუ გეგმავთ რაიმე პრეპარატის გამოყენებას.
არ შეიძლება შემდეგი პრეპარატების გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე სობიკომბთან ერთად:
- ზოგიერთი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის, სტენოკარდიის ან არარეგულარული გულისცემის  სამკურნალოდ (კალციუმის ანტაგონისტები, როგორიცაა ვერაპამილი ან დილთიაზემი).
- ზოგიერთი ანტიჰიპერთენზული პრეპარატები, როგორიცაა კლონიდინი, მეთილდოპი, მოქსონიდინი, რილმენიდინი.
ასევე არ შეიძლება ამ პრეპარატების მიღების შეწყვეტა ექიმის კონსულტაციის გარეშე.
მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის სობიკომბის გამოყენებამდე შემდეგ მედიკამენტებთან ერთად. სობიკომბმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს შემდეგ პრეპარატებზე და ასევე ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლოა იმოქმედოს სობიკომბის ეფექტურობაზე ან საჭირო გახდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობა:
• ზოგიერთი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის ან სტენოკარდიის სამკურნალოდ (კალციუმის დიჰიდროპირიდის ტიპის ანტაგონისტები, მაგ., ფელოდიპინი)
• ზოგიერთი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის არარეგულარული ან არასწორი მოქმედებისას (I კლასის არითმიულები, მაგ., ქინიდინი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, ფენიტოინი, ანტიარითმიულები, რპოპაფენონი)
• ზოგიერთი გულის არარეგულარული ან ანომალიური მოქმედების სამკურნალო პრეპარატები (III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები, როგორიცაა ამიოდარონი)
• ადგილობრივი გამოყენების ბეტა-ბლოკატორები (მაგ., თვალის წვეთები, რომლებიც გამოიყენება გლაუკომის სამკურნალოდ)
• ზოგიერთი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ (პარასიმპატომიმეზური პრეპარატები, როგორიცაა ტაკრინი ან კარბაქოლი) ან გულის მწვავე დაავადების სამკურნალო საშუალებები (სიმპატომიმეზური პრეპარატები, როგორიცაა იზოპრენალინი და დობუტამინი)
• დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის ინსუინი,
• საანესთეზიო საშუალებები (მაგ., ქირურგიული ჩარევების დროს).
• საგულე გლიკოზიდურები, გამოიყენება გულის უკმარისობისას,
• ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (აასპ), რომლებიც გამოიყენება ართრიტის, ტკივილების ან ანთებების სამკურნალოდ (მაგ., იბუპროფენი ან დიკლოფენაკი)
• ზოგიერთი პრეპარატები, რომლებმაც შესალოა გამოიწვიონ სისხლის წნევის შემცირება, რაც შესაძლოა იყოს, როგორც სასურველი, ასევე არასასრველი ეფექტი, როგორიცაა ანტიჰიპერთენზული საშუალებები, დეპრესიის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატები (ტრიციკლური ანტიდეპრესიულები, მაგ., იმიპრამიდი ან ამიტრიპტილინი), ზოგიერთი ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები ან ანესთეზიურები (ბარბიტურატები, როგორიცაა ფენობარბიტალი) ან ზოგიერთი ფსიქიური დაავადების სამკურნალო საშუალებები, რის შედეგადაც პაციენტს შესაძლოა აღენიშნოს რეალობის აღქმის დაკარგვა (ფენოთიაზინი, როგორიცაა ლევომეპრომაზინი).
• მეფლოქინი, გამოიყენება მალარიის პროფილაქტიკის ან მკურნალობისათვის.
• სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, ე.წ. მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (განსაკუთრებით ბაო-ბლოკატორები), როგორიცაა მოკლობემიდი, 
• კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები)
• რიფამპიცინი, ერიტრომიცინი, კლარიტრომიცინი (ანტიბიოტიკები)
• კრაზანას პრეპარატები (საგულე გლიკოზიდურები)
• ვერაპამილი, დილთიაზემი (გულის სამკურნალო საშუალებები)
• სიმვასტატინი (სისხლში ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი)
სობიკომბის წნევის დამწევი ეფექტი შესაძლოა გაიზარდოს სხვა წნევის დამწევი პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
არსებობს რისკ-ფაქტორი, რომ სობიკომბის გამოყენება ორსულობის დროს იწვევს მავნე უარყოფით ზეგავლენას ნაყოფზე. თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად  ან გეგმავთ ორსულობას უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
ორსულობა
არ არის დადგენილი ახდენს თუ არა ამლოდიპინი ადამიანის ორგანიზმში მავნე ზეგავლენას ორსულობის დროს. თუ ხართ ორსულად ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად  ან გეგმავთ ორსულობას უნდა მიმართოთ ექიმს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
ლაქტაციის პერიოდი
არ არის ცნობილი გადადის თუ არა ბისოპროლოლი ან ამლოდიპინი დედის რძეში. ამიტომ რეკომენდებულია სობიკომბის გამოყენებისას ლაქტაციის შეწყვეტა.

ზეგავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე
სობიკომბმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ინდივიდუალური ამტანობის შესაბამისად. თუ პრეპარატის გამოყენების პერიოდში აღინიშნება ღებინება, თავბრუსხვევა, დაღლილობა ან თავის ტკივილი არ შეიძლება ავტომობილის მართვა ან რთულ მექანიზმებთან მუშაობა.
დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

3. სობიკომბის მიღების წესი
ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ ყოველთვის ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სობიკომბის რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში. 
ტაბლეტები უნდა მიიღოთ დილით წყლის მიყოლებით კვებისგან დამოუკიდებლად.
არ შეიძლება ტაბლეტების დაღეჭვა ან დანაწევრება.
მნიშვნელოვანია პრეპარატის რეგულარული მიღება. პრეპარატის საჭირო რაოდენობის დასრულებამდე უნდა მიმართოთ ექიმს ახალი რეცეპტის მიღებისათვის.
ტაბლეტზე არსებული გამყოფი ნაზოლი (ასეთის არსებობისას) არ არის განკუთვნილი ტაბლეტის გატეხვისათვის.

თუ მიიღეთ სობიკომბის ჭარბი დოზირება
თუ შემთხვევით მიიღეთ სობიკომბის ჭარბი დოზა უნდა მიმართოთ დაუყონებლივ ექიმს.
ჭარბი რაოდენობით ტაბლეტების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს წნევის ძლიერი დაწევა, მათ შორის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობამდე. შესაძლოა აღინიშნოს სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, სიცარიელის შეგრძნება თავში, გულყრა ან სისუსტე.
სისხლის წნევის ძლიერმა დაცემამ შესაძლოა გამოიწვიოს შოკური მდგომარეობა. შესაძლოა აღინიშნოს სიფერმკრთალე და გონების დაკარგვა. ზედოზირების სიმპტომები ასევე მოიცავენ მოვლენებს, როგორიცაა ბრადიკარდია, სუნთქვის ძლიერი გართულება ან კანკალი (სისხლში გლუკოზის დონის დაცემის გამო). თუ მიიღეთ სობიკომბის ზედმეტი დოზა დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. 

თუ გამოტოვეთ სობიკომბის დოზა
ნუ შეშფოთდებით თუ დაგავიწყდათ რეკომენდებული დოზის მიღება.გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და განაგრძეთ შემდეგი დოზის მიღება ჩვეულებრივ რეჟიმის შესაბამისად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით.
თუ გსურთ სობიკომბის მიღების შეწყვეტა
არ შეიძლება სობიკომბის მიღების შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს სიმპტომების გაუარესება და დაავადების რეციდივი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში აღნიშნული მედიკამენტის გამოყენების შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
გვერდითი ეფექტების უმეტესობა კავშირშია გულის კუმშვის სიხშირის დარღვევებთან:
- გულის კუმშვის შენელება (ვლინდება 10 პაციენტიდან 1 ზე მეტში)
- გულის რთული უკმარისობა (ვლინდება 10 პაციენტიდან 1 ზე ნაკლებში)
- შენელებული ან არარეგულარული გულისცემა (ვლინდება 100 პაციენტიდან 1 ზე ნაკლებში).
თუ აღინიშნება შემდეგი მოვლენებიდან რომელიმე, რომლებიც წარმოადგენენ ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ გვერდით ეფექტებს, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს:
- უეცარი ქოშინი, მკერდის არეში ტკივილი, სუნთქვის გართულება ან ხუთვა,
- ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება,
- ენის ან ყელის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გართულებას, 
- კანის რთული რეაქციები, მათ შორის ძლიერი გამონაყარი, ჭინჭრის ცხელება, კანის სიწითლე, ძლიერი ქავილი, ბუშტუკოვანი გამონაყარი, კანის აქერცვლა ან შეშუპება, ლორწოვანი გარსისი ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციები.
- გულის შეტევა, ანომალიური გულისცემა,
- პანკრეატიტი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის ზედა ნაწილის არეში ძლიერი ტკივილი ზურგის არეში გადაცემით, რასაც თან ახლავს შეუძლოდ ყოფნა.
თუ აღინიშნება თავბრუსხვევა, სისუსტე ან სუნთქვის გართულება დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს. 
ბისოპროლოლი
ხშირი: ვლინდება 100 პაციენტიდან 1-დან 10-მდე
- თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
- ხელ-ფეხზე სიცივის და დაბუჟების შეგრძნება.
- კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა ღებინება, გულისრევა, დიარეა ან ყაბზობა.
იშვიათი: ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-დან 10 ში.
- ძილის დარღვევები
- დეპრესია
- ბრადიკარდია
- სისხლის დაბალი წნევა
- სუნთქვის გართულება ბრონქეალური ასთმის ან ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში.
- კუნთების სისუსტე, კუნთების სპაზმი
- დაღლილობა, სისუტე.
იშვიათი: ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-დან 10-ში:
- სმენის დარღვევა,
- ალერგიული რინიტი
- ცრემლის სეკრეციის შემცირება,
- ღვიძლის ანთება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანისა და თვალების სიყვითლე
- სისხლის ანალიზების ანომალიური შედეგები ღვიძლის ფუნქციისა და ლიპიდების შეფასებისას.
- ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი, სიწითლე, გამონაყარი
- ერექციის დისფუნქცია,
- გულყრა.
ძალიან იშვიათად:
ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1 ზე ნაკლებში:
- თვალების გაღიზიანება და სიწითლე (კონიუქტივიტი)
 თმისცვენა
- კანის აქერცვლა ან არსებული მდგომარეობის გართულება (ფსორიაზი), ფსორიაზის მაგვარი გამონაყარი. 
ამლოდიპინი
აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები. თუ აღინიშნება რომელიმე მათგანი ან შეიმჩნევა ამ ეფექტების შენარჩუნება ერთ კვირაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნდა მიმართოთ ექიმს. 
ხშირი: ვლინდება 100 პაციენტიდან 1-დან 10მდე
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში)
- უეცარი სიწითლე (განსაკუთრებით სახეზე)
- მუცლის ტკივილი, ღებინება, 
- ხელის გულების შეშუპება, დაღლილობა.
გვერდითი ეფექტების სხვა შემთხვევები აღწერილია შემდეგში. თუ რომელიმე მოვლენა მიიღებს სერიოზულ სახეს ან შეინიშნება ისეთი ეფექტები, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქიაში, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს. 
არახშირი: ვლინდება 1000 პაციენტიდან 1 -დან 10-მდე:
- ხასიათის ცვლილება, შფოთი, დეპრესია, უძილობა.
- გულისცემის გახშირება (გულისცემის შეგრძნება).
- კანკალი, გემოს დარღვევები, გულყრა, სისუსტე.
- კიდურების დაბუეჟება და ჩხვლეტის შეგრძნება, შეგრძნების დაკარგვა.
- მხედველობის დაბინდვა, მხედველობის გაორება, შუილი ყურებში, 
- სისხლის დაბალი წნევა
- ცემინება და (ან) სურდო, გამოწვეული ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით.
- ნაწლავის პერისტალტიკის რითმის დარღვევა, დიარეა, ყაბზობა, დისპეფსია, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ღებინება,
- თმისცვენა, ჭარბი ოფლიანობა, ქავილი, კანზე წითელი ლაქები, კანის ფერის ცვლილება,
- ანომალიური შარდვა, ხშირი შარდვის მოთხოვნილება ღამის განმავლობაში, ხშირი შარდვა. 
- ერექციის დარღვევა, მამაკაცებში მკერდის გაზრდა ან დისკომფორტი.
- ასთენია, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა
- კუნთების ან სახსრების ტკივილი, კუნთების სპაზმი, ზურგის ტკივილი, 
- წონაში მატება ან დაკლება.
იშვიათი: ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე
- დეზორიენტაცია.
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში
- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლჩაქცევები ან მსუბუქი სისხლდენა.
- სისხლში შაქრის რაოდენობის გაზრდა (ჰიპერგლიკემია).
- ნერვული აშლილობა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება,
- ხველა, ღრძილების შეშუპება,
- მუცლის ტკივილი (გასტრიტი)
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება, კანის სიყვითლე (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების ფაზრდა, რამაც შესაძლოა ზეგავლენა იქონიონ ზოგიერთ ლაბორატორიული ტესტის ანალიზებზე.
- კუნთების ტონუსის გაზრდა,
- ვასკულიტი, რასაც ხშირად ახლავს კანზე გამონაყარი.
- სინათლის მიმართ მგრძნობელობა
- მოძრაობის დარღვევები, მათ შორის რიგიდულობა და (ან ) კანკალი.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტებს, მათ შორის მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. სობიკომბის შენახვის პირობები
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ინახება არაუმეტეს 30°С ტემპერატურის პირობებში. 
შეინახეთ საწყის შეფუთვაში სინათლისაგან და ნესტისაგან დაცვის მიზნით. 
მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს სობიკომბი
- აქტიური ნივთიერება არის ბისოპროლოლის ფუმარატი და ამლოდიპინი (ამლოდიპინის ბესილატის სახით).
სობიკომბი, 5მგ+5მგ, ტაბლეტები
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს და 5 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბესილატის სახით). 
სობიკომბი, 5მგ+10მგ, ტაბლეტები
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს და 10 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბესილატის სახით). 
სობიკომბი, 10მგ+5მგ, ტაბლეტები
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს და 5 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბესილატის სახით). 
სობიკომბი, 10მგ+10მგ, ტაბლეტები
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს და 10 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბესილატის სახით). 
- სხვა შემადგენელი ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი (ტიპი A), კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო და მაგნიუმის სტეარატი.
სობიკომბის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
5 მგ + 5 მგ: თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული ტაბლეტების ჩამოთლილი კიდეებით (დიამეტრი 6,7-7,1 მმ, სისქე: 3,0-5,0 მმ). 
5 მგ + 10 მგ: თეთრი ფერის, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამობურცული ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით აღნიშვნით ჩშ  ერთ მხარეზე (დიამეტრი: 10,0 - 10,2 მმ, სისქე: 3,4-5,0 მმ).
10 მგ + 5 მგ: თეთრი ფერის, ოვალური, ორმხრივამობურცული ტაბლეტები ერთ მხარეზე გამყოფი ნაზოლით (სიგრძე: 13,0 -,13,3 მმ, სიფართე: 8მმ, სისქე: 3,4 - 5,0 მმ), გამყოფი ნაზოლი არ არის განკუთვნილი ტაბლეტის გაყოფისათვის. 
10 მგ + 10 მგ: თეთრი ფერის, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამობურცული ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით და გამყოფი ნაზოლით ერთ მხარეზე (დიამეტრი: 10,0 - 10,2მმ, სისქე: 3,4- 5,0 მმ). გამყოფი ნაზოლი არ არის განკუთვნილი ტაბლეტის გაყოფისათვის. 
შეფუთვა: 28, 30, 56, 60, 84 და 90 ტაბლეტი ბლისტერული შეფუთვით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. 
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს რეალიზაციაში.

სად შევიძინოთ?