სამკურნალო საშუალების შემადგენლობა
წვეთების 10 მლ (=9,5 გ) შეიცავს ოქროწკეპლას ბალახის (შოლიდაგინის ჰერბა), ბატის მარწყვა-ბალახის (Aნსერინაე ჰერბა), შვიტას ბალახის (Eქუისეტი Hერბა) (4,2 : 1,4 : 1) ნარევის თხევადი ექსტრაქტის (1 : 1,5 - 2,1) 7,9 მლ-ს, ექსტრაგენტი: ეთანოლი 50%
დამხმარე ნივთიერებები: გაწმენდილი წყალი, ეთანოლი 96%.
გამოშვების ფორმა
ორალური წვეთები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
უროლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები
ჩვენება
ძირითადი (საბაზისო) თერაპია, და ასევე კომპლექსური თერაპიის კომპონენტის სახით შარდის ბუშტის (ცისტიტი) და თირკმელების (პიელონეფრიტი) მწვავე და ქრონიკული ინფექციების დროს.
კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა, მათ შორის მათი მოშორების შემდეგ.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შემთხვევები ცნობილი არ არის.
პრეპარატში ალკოჰოლის არსებობის გამო, მან შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების მოქმედებაზე.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
სოლიდაგორენის გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია იმ სემთხვევაში, თუ სავარაუდო სარგებელი დედისათვის, ნაყოფის/ბავშვის მიმართ პოტენციურ რისკზე მაღალია.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვის და სპეციალურ მოწყობილობასთან მუშაობის უნარზე
გავლენას არ ახდენს რეკომენდებული დოზების მიღების შემთხვევაში
ბავშვები
პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი
მოზრდილებში და 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებში:
სოლიდაგორენის 20-30 წვეთი 3-ჯერ დღეში. 30 წვეთი 1,4 მლ.-ს შეესაბამება.
სოლიდაგორენი მიიღება საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
შენახვის ვადა ფლაკონის გახსნის შემდეგ 3 თვე.
არ გამოიყენოთ სოლიდაგორენი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვა
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აღნიშნული პრეპარატის ვარგისიანობის ვადა შეადგენს 3 წელს.
შენახვის ვადა ფლაკონის გახსნის შემდეგ - 3 თვე.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შეფუთვა და შიგთავსი
წვეთები ორალური. წვეთების 20 მლ, 50 მლ და 100 მლ ფლაკონში საწვეთურით და პლასტმასის ხრახნიანი თავსახურით. 1 ფლაკონს ფურცელ-ჩანართთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
გაცემის ფორმა
გაიცემა რეცეპტის გარეშე.