Plasmon
სოლურო დუო / Soluro DUO

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Solepharma
  • მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა #15+15
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:
D-მანოზა-500მგ
პროანთოციანიდი(PAC/A)-51მგ
მაკროკარპონის ვაქცინა(
vaccinium macrocarpon)-170მგ
ოქსიკოკუსის ვაქცინა((vaccinum oxycoccus) -100მგ

D-მანოზა არის საქაროზას ერთ-ერთი იზომერი, რომელიც აბლოკირებს რა E-Coli-ს ფიბრიებს, ხელს უწყობს გამომწვევის აცლას შარდის ბუშტის და ურეთრის ლორწოვანის ეპითელიუმიდან.

პროანთოციანიდი A  წარმოადგენს E.Coli-ს ლიოფილიზატურ ფორმას და ხასიათდება ბუნებრივი ანტიბიოტიკის თვისებებით, რომელსაც აქვს მაღალი მგრძნობელობა შემდეგ გამომწვევებზე: E.Coli, E.Faecalis, St.Aureus, St.Saprophyticus, H.Pylori და სხვ.

მაკროკარპონის ვაქცინა( vaccinium macrocarpon) და ოქსიკოკუსის ვაქცინა((vaccinum oxycoccus) მიღებულია ამერიკული და ევროპული შტოს წიპწების კრიოგენული დესტრუქციის გზით და ახასიათებთ  შარდის ბუშტის და ურეთრის ლორწოვანის ზედაპირზე მიკროორგანიზმების ანტიადჰეზიური და ანტიკოლონიზაციური მოქმედება, ანტიინფლამაციური და იმუნომოდულაციური თვისებები.

ჩვენებები:
საშარდე სისტემის მწვავე და ქრონიკული ინფექციების(უსიმპტომო და სიმპტომური ბაქტერიურია) მკურნალობა და პრევენცია, მათ შორის ორსულებში, ლაქტაციის პერიოდსა და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან ზემოთ.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა/ალერგია მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ, 2 წლამდე ასაკის ბავშვები

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი ინიშნება ორსულობის პირველივე ტრიმესტრიდან და ლაქტაციის დროს

დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატი მიიღება 1+1 კაფსულა ერთდროულად დღეში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობა 15-30 დღე.

გამოშვების ფორმა:
მუყაოს ყუთი #1 +1 ბლისტერი, ბლისტერზე #15-15 კაფსულა

სად შევიძინოთ?