Plasmon
სტოპტუსინი ფიტო / STOPTUSSIN FITO


შემადგენლობა

1 ფლ.
ძირას თხევადი ექსტრაქტი . . . . . . . . .4.166 გ
ქონდარას თხევადი ექსტრაქტი . . . . . . .4.166 გ
მრავალძარღვას თხევადი ექსტრაქტი . . . 4.166 გ
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა, პროპილპარაბენი, ნატრიუმის ბენზოატი, თაფლი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
სიროფი შეიცავს ძირას, ქონდრის, მრავალძარღვას ექსტრაქტებსა და თაფლს. ხელს უწყობს ამოხველებას, გამოიყენება ძირითადად ბავშვებში.

ჩვენებები
პრეპარატი მიიღება როგორც დამხმარე სამკურნალო საშუალება ზედა სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს, უპირველეს ყოვლისა ერთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

მიღების წესები და დოზები
- 1 წლიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში 1/2½ჩაის კოვზი, 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ (უმადობის გამო);
- ბავშვებში 5-დან 10 წლამდე 1-2½ ჩაის კოვზი, 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ (უმადობის გამო);
- ბავშვებში 10-დან 15 წლამდე 2-3½ ჩაის კოვზი, 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ (უმადობის გამო);
- 15 წლიდან და უფროს ბავშვებში ერთი სუფრის კოვზი 3-6-ჯერ დღეში;
მკურნალობის რეკომენდებული ვადაა 7 დღე.
შაქრის შემცველობის გამო პრეპარატი არ მიიღება ხანგრძლივად და ხშირად. განსაკუთრებით ბავშვებში და უფროსი ასაკის პაციენტებში. მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები
რეკომენდებული დოზირებისას პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება. გვერდითი მოვლენების ან რაიმე უჩვეულო რეაქციების წარმოქმნისას, პრეპარატის შემდგომი მიღების შესახებ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია

უკუჩვენება
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, გულის დეკომპენსაციის, თირკმლისა და ღვიძლის დაავადების დროს, აგრეთვე მოქმედ ნივთიერებაზე ან დამხმარე ნივთიერებებიდან ერთ-ერთზე მაღალი მგრძნობელობისას.

განსაკუთრებული მითითებები
სხვა წამლების მიღების შესაძლებლობის შესახებ საჭიროა მივმართოთ ექიმს. თუ მკურნალი ექიმი დანიშნავს სხვა პრეპარატებს, საჭიროა ეცნობოს მას, რომ პაციენტი იღებს სტოპტუსინ ფიტოს.
თუ არ მოხდა მდგომარეობის გაუმჯობესება 3 დღემდე ან დაავადების ნიშნები გაძლიერდა, ან გამომჟღავნდა უცნაური რეაქციები –საჭიროა ექიმის ინფორმირება.
ჭარბი დოზის მიღების ან ბავშვის მიერ პრეპარატის შემთხვევით მიღებისას მიმართეთ ექიმს.
პრეპატარი შეიცავს 62 გ საქაროზას. რეკომენდებული დოზის მიღების შესაბამისად – (ერთი ჩაის კოვზი 5 მლ 3.5გ-მდე საქაროზა, 1 სუფრის კოვზი 15 მლ 9.3 გ-მდე საქაროზა).
პრეპარატი არ არის რეკომენდებული პაციენტთათვის ფრუქტოზას მიმართ გამოხატული აუტანლობით, გლუკოზის და გალაქტოზის ათვისების დარღვევით ან საქაროზას ან იზომალტოზის დამშლელის ენზიმის უკმარისობით.
პრეპარატი შეიცავს 3.4% ეთანოლის მოცულობით ერთეულს. რეკომენდებული დოზირების შესაბამისად მიღებისას – (ერთი ჩაის კოვზი 5 მლ 0.14 გ-მდე ეთანოლი, 1 სუფრის კოვზი 15 მლ 0.41 გ-მდე ეთანოლი). ამასთან დაკავშირებით პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს უარყოფითი რეაქცია ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში. ასევე გასათვალისწინებელია რისკის ჯგუფი, როგორიცაა პაციენტები ღვიძლის დაავადებით, ეპილეფსიით, თავის ტვინის დაავადებითა და ტრავმებით, ორსულები, მეძუძური ქალები და ბავშვები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა წამლებთან არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 4 წელი.

სად შევიძინოთ?