Plasmon
სტრომაკი / STROMAC

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): azithromycin
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებებიმაკროლიდები
  • მწარმოებელი კომპანია: DOPPEL Farmaceutici
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

ფარმაკოთერაპიული  ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვისმაკროლიდები

 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფლობს ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრს. უკავშირდება რიბოსომის 50S -სუბერთეულს, თრგუნავს მიკროორგანიზმების ცილების ბიოსინთეზს. მაღალი კონცენტრაციით ავლენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას.

მოქმედების ფართო სპექტრი;

გრამდადებითი Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, სტრეპტოკოკი ჯგუფი C, F, G, Streptococcus viridians.

გრამუარყოფითი: Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis, Bordetella pertussis, Bordetella parapertussis, Campylobacter jejuni, Legionella pneumophila, Neisseria gonorrhoeae, Gardnerella vaginalis.

ანარეობული მიკროორგანიზმები; (Bacteroides bivius, Peptostreptococcus spp., Peptococcus, Clostridium perfringens), ქლამიდია (Chlamydia trachomatis, Chlamydia pneumoniae), mikobaqteria (Mycobacteria avium complex), მიკობაქტერია (Mycoplasma pneumoniae), ურეპლაზმა (Ureaplasma urealyticum), სპიროქეტი (Treponema pallidum, Borrelia burgdorferi).

 

ჩვენებები და დოზირება:
გამოიყენება აზითრომიცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.
პრეპარატი ჩვეულებრივ ინიშნება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
· ზემო სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის შუა ყურის ანთება, სინუსიტი, ტონზილიტი და ფარინგიტი);
· ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის ბრონქიტი და პნევმონია);
· ოდონტოსტომატოლოგიური ინფექციები;
· კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
· ურეთრიტი არაგონოკოკური (გამოწვეული Chlamydia Trachomatis-ით)
· შანკროიდი (გამოწვეული Haemophilus ducreyi-ით).

მოზრდილები:
- ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების სამკურნალოდ აზითრომიცინის მთლიანი დოზა შეადგენს 1500 მგ-, რომელიც მიღებული უნდა იყოს სამი დღის განმავლობაში (ერთი 500 მგ-იანი შემოგარსული ტაბლეტი ერთჯერადი დოზის სახით).
- Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული სასქესო ორგანოების გაურთულებელი ინფექციების სამკურნალოდ: 1 (ორი 500 მგ-იანი შემოგარსული ტაბლეტი) ერთჯერადი დოზის სახით.
- Helicobacter pylori- გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ინფექციების სამკურნალოდ: 1 დღეში (ორი 500 მგ-იანი შემოგარსული ტაბლეტი) 3 დღის განმავლობაში, ანტისეკრეტორულ და სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, ექიმის გადაწყვეტილებით.

ხანდაზმულები:
- გამოიყენება მოზრდილებისათვის განკუთვნილი დოზები.

ბავშვები:
- სტრომაკი 500მგ შემოგარსული ტაბლეტები გამოიყენება მხოლოდ მინიმუმ 45 კგ წონის ბავშვებში, რომლებშიც შეიძლება მოზრდილებისათვის განკუთვნილი დოზის გამოყენება. ტაბლეტები მიიღება ერთჯერადი სადღეღამისო დოზის სახით.

ორსულობა და ლაქტაცია:
ამ პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად, გეგმავთ დაორსულებას ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. პრეპარატი არ გამოიყენოთ ორსულობის პერიოდში ექიმის მკაცრი რეკომენდაციის გარეშე.
- ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

გვერდითი ეფექტები:
აზითრომიცინი ხასიათდება კარგი ამტანობით და არასასურველი რეაქციების დაბალი სიხშირით.
გულისრევა, პირღებინებადისკომფორტი მუცლის არეში (ტკივილი/სპაზმები) და გაზების დაგროვება, ასევე თავბრუსხვევა და თავის ტკივილი. ალერგიული რეაქცია პრეპარატზე ან მასში შემავალ კომპონენტებზე.
           

უკუჩვენება:

ალერგიული რეაქცია პრეპარატზე ან მასში შემავალ კომპონენტებზე. 2 წლამდე ასაკის ბავშვეი.

გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები.
ბლისტერი 3 შემოგარსული ტაბლეტით, აზითრომიცინი  500 მგ.

 

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

სად შევიძინოთ?