Plasmon
სუტრილნეო / SUTRILNEO


შემადგენლობა

რას შეიცავს სუტრილნეო.
აქტიური ნივთიერებაა ტორასემიდი. თითოეული ტაბლეტი სუტრილნეო 5 მგ შეიცავს 5 მგ ტორასემიდს და თითოეული ტაბლეტი სუტრილნეო 10 მგ შეიცავს 10 მგ ტორასემიდს.
სხვა ინგრედიენტები: ფისი, სიმინდის სახამებელი (გლუტეინის გარეშე), კოლოიდური სილიკონის დიოქსინი, მაგნეზიუმის სტეარატი და ლაქტოზა.
სუტრილნეო 5 მგ-10 მგ არის თეთრი ან მკვეთრად თეთრი , მრგვალი, ორმხრივამოზნექილი წაგრძელებული ტაბლეტები.
კოლოფში არის 15 და 30 ტაბლეტი.

ჩვენებები
ტორასემიდი არის დიურეტიკი (ზრდის შარდის გამოყოფას), რომელიც მიეკუთვნება ცნობილი 
პრეპარატების ჯგუფს როგორიცაა: “ნერვული დიურეტიკები: სულფანილამიდები, სადა”

ტორასემიდის გამოყენების ჩვენება:
- ესენციური ჰიპერტენზია (მაღალი წნევა გამოწვეული უცნობი ეტიოლოგიით)
- შეშუპება (სითხის შეკავება) გამოწვეული შეგუბებითი გულის უკმარისობისას, თირკმლის და ღვიძლის დაავადებებისას.

მიღების წესები და დოზები
როგორ უნდა მივიღოთ სუტრილნეოს 5მგ-10მგ ტაბლეტები:
ყოველთვის მიიღეთ სუტრილნეო ისე როგორც ექიმმა გითხრათ. თქვენ უნდა შეამოწმოთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ არ ხართ დარწმუნებული. 
არ დაგავიწყდეთ პრეპარატის მიღება. 
თქვენი ექიმი გეტყვით სუტრილნეოს მკურნალობის ხანგრძლივობას. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ადრე, რადგან თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
ტორასემიდის ტაბლეტები არის დასალევი საშუალება. 
ტაბლეტები უნდა მიიღოთ საკმაო რაოდენობით სითხით და გადაყლაპოთ მთლიანად. არ დაჭეჭყოთ ან დაღეჭოთ. ტაბლეტები შეეგიძლიათ მიიღოთ ჭამის დროს ან ჭამის გარეშეც.

მოზრდილებში:
ჰიპერტენზია:
ჩვეულებრივ დოზა იწყება 5 მგ ერთხელ დღეში. მაგრამ ექიმს შეუძლია გაზარდოს დოზა 10 მგ-მდე ერთხელ დღეში ან გამოწერონ დამატებითად ანტიჰიპერტენზიული საშუალება.
შეშუპების მკურნალობისათვის, როდესაც იგი დაკავშირებულია გულის უკმარისობასტან, თირკმლის და ღვიძლის დაავადებებთან. 
ჩვეულებრივ დოზა მერყეობს 5 მგ დან 20 მგ მდე ერთხელ დღეში, მაგარმ ექიმს შუძლია გაზარდოს კერძოდ გააორმაგოს თუკი საჭიროება მოითხოვს.

ხანშიშესულებში:
დოზა იგივეა რაც მოზრდილებში

ბავშვებში:
ტორასემიდის გამოყენება ბავშვებში არ არის შესწავლილი. ეს არის მიზეზი რატომაც მისი დანიშვნა ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის რეკიმენდირებული.
გთხოვთ მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სუტრილნეოს მოქმედების ეფექტის შესახებ ძლიერია თუ სუსტი.

გვერდითი მოვლენები
სუტრილნეოს მსგავსმა ყველა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გევრდითი ეფექტები. რა თქმა უნდა ყველა შემთხვევაში არა.
სუტრილნეოს მიღების დროს შეიძლება გამოიკვეთოს შემდეგი არასასურველი ეფექტები. ზოგადი მოვლენები ვითარდება ჩვეულებრივ (10-დან 1 ან 100-დან 1 პაციენტებს შორის), არაზოგადი (100-დან 1 ან 1000-დან 1 პაციენტებს შორის), იშვიათი (1000-დან 1ზე ნაკლები პაციენტებისთვის), ძალიან იშვიათ (10000-დან პაციენტიდან 1-ი).
კვებითი და მეტაბოლური დარღვევები:
არაზოგადი: მატულობს ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების დონე და წყურვილის შეგრძნება
ნერვული სისტემის დარღვევები:
ზოგადი: უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
არაზოგადი: ქვედა კიდურების კრუნჩხვა.
გულის დაავადებები:
არაზოგადი: ექსტრასისტოლია(გულის რითმის დარღვევა), პულსაცია (შესუსტება ან გაძლიერება), ტაქიკარდია (გულისცემის სიხშირის მომატება).
სისხლძარღოვანი დარღვევები:
არაზოგადი: სახის სიწითლე.
სასუნთქი სისტემის დარღვევები:
არაზოგადი: ცხვირიდან სისხლდენა
კუჭ-ნაწლავის დარღვევები:
ზოგადი: დიარეა
არაზოგადი: მუცლის ტკივილი, შებერილობა.
თირკმლის და საშარდე სისტემის დარღვევები:
ზოგადი: მატულობს შარდის სიხშირე, შარდის მოცულობა, აგრეთვე მატულობს შარდის გამოყოფა ღამით.
არაზოგადი: ხშირი შარდვა.
ძირითადი დარღვევები:
იშვიათად- ასთენია (გამოფიტვა, დაუძლურება), წყურვილი, დაღლილობა, სისუსტე, ჰიპერაქტიურობა (არანორმალური აქტიურობის მომატება), მოუსვენრობა.
ლაბორატორიული შემოწმება:
არაზოგადი: თრომბოციტების მოცულობის მომატება (სისხლის უჯრედების ტიპი). შეიძლება ასევე გამოიწვიოს: გულისრევა, ღებინება, ჰიპერგლიკემია (გლუკოზის დონის მომატება), ჰიპერურიკემია (შარდის მჟავის დონის მომატება), ჰიპოკალემია (კალიუმის დონის დაქვეითება), ჰიპოვოლემია (მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება), ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაქვეითება), იმპოტენცია, ღრმა ვენების თრომბოზი (თრომბის ფორმირება), ზედაპირული რეაქციები (კანის რეაქციები) და სინკოპე (გონების უეცარი დაკარგვა).
თუ შეამჩნევთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმეს ან თუ შეამჩნებთ სხვა არასასურველ ეფექტს, რაც არ არის ამ ჩამონათვალში გთხოვთ უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
არ მიიღოთ სუტრილნეო
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ტორასემიდის მიმართ, სულფონილურეას ან რომელიმე შემცველი პრეპარატის მიმართ.
- თუ გაწუხებთ ანურია (შარდის გამოყოფის შეწყვეტა). 
იყავით განსაკუთრებული სიფრთხილით სუტრილნეოსთან
- თუ გაწუხებთ სერიოზული ღვიძლის დაავადება. ტორასემიდმა შეიძლება გამოიწვიოს კომური მდგომარეობა.
- თუ გაქვთ სისხლში ნატრიუმის და კალიუმის დაბალი დონე ან დაბალი სისხლის მოცულობა.
- თუ გაქვთ გულის პრობლემები, განსაკუთრებით თუ მკურნალობა მიმდინარეობს გულის გლიკოზიდებით. შესაბამისად ზრდის რისკს გულის არითმიების
- თუ გაქვთ ნიკრისის ქარი ან დიაბეტი.
- თუ გაწუხებთ თირკმლის უკმარისობა ან თუ გაქვთ საშარდე სისტემის პრობლემებით.
- თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)
- ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა:
ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევა სანამ მიიღებთ რომელიმე პრეპარატს. ორსულობის პერიოდში ტორასემიდის გამოყენება რეკომენდირებული არ არის.
ძუძუთი კვება:
ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევა სანამ მიიღებთ რომელიმე პრეპარატს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი ტორასემიდის დედის რძეში გავლის შესახებ. ეს არის მიზეზი რატომაც ტორასემიდის მიღება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდირებული.

განსაკუთრებული მითითებები


მანქანის მართვისა და მექანიზმების გამოყენება:
პრეპარატმა შეიძლება დათრგუნოს თქვენს მირ მანქანის მართვისა და მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა, განსაკუთრებით თუ მას მიიღებთ ალკოჰოლთან კომბინაცია

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სუტრილნეოს ზოგიერთი ინგრედიანტის შესახებ:
ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს თუ დაგისვეს დიაგნოზი შეუგუებლობა შაქრის მიმართ.

ჭარბი დოზირება
თუ თქვენ იღებთ სუტრილნეოს მეტ რაოდენობას ვიდრე საჭიროა: 
დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ჭარბი დოზის მიღებამ შეიძლება აღინიშნოს შარდის გამოყოფის მომატება და გამოიწვიოს უძილობა, სისუსტე და თავბრისხვევა.

თუ დაგავიწყდათ სუტრილნეოს მიღება: 
არ მიიღოთ ორმაგი დოზა იმ დოზის ასანაზღაურებლად რომლის მიღებაც დაგავიწყდათ. მიიღეთ თქვენი დოზა როგორც კი გაგახსენდებათ და მომდევნო დღეს გააგრძელეთ ჩვეულ დროს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გთხოვთ უთხრათ თქვენს ექიმს თუ იღებთ ან ახლახან მიიღეთ სხვა პრეპერატები, მათ რიცხვში ის პრეპარატები რომელიც გაიცემა ურეცეპტოტ.
თქვენ ასევე აუცილებლად უნდა უთხრათ თქვენს ექიმს თუ იღებთ ჩამოთვლილ პრეპარატებს, რომელთაც შეუძლია ურთიერთქმედება ტორასემიდთან:
- საგულე გლიკოზიდები როგორიცაა დიგოქსინი (გულის პრეპარატი): ამ პრეპარატის ეფექტმა შეიძლება მოიმატოს.
- ამინოგლიკოზიდები და ეტაკრინის მჟავა: მათ შეიძლება გაზარდონ ტოქსიურობა ყურში
- ლითიუმი (ანტიდეპრესანტი),სალიცილატები: მათმა ტოქსიურობამ შეიძლება მოიმატოს
- არასტეროიდები, ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (იბუპროფენი, ინდომეტაცინი), პრობენაციდი (წითელი ქარის საწინააღმდეგო მკურნალობა), ქოლესტირამინი (პრეპარატი გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად) მათ შეუძლიათ შეამცირონ ტორასემიდის ეფექტი.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ პრეპარატი სუტრილნეო ბავშვებისაგან მოშორებით. ეს პრეპარატი არ საჭიროებს სპეციალურ შენახვას. ჩადეთ ორიგინალურ პაკეტში და დაიცავით ნესტისგან.
ვადა: არ გამოიყენოთ სუტრილნეო ყუთზე მოცემული ვადის გასვლის შემდეგ. ვადის გასვლა იგულისხმევა მითითებული თვის ბოლო დღე. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ გახსნათ შეფუთვა და როგორ გამოიყენოთ პრეპარატი დროულად. ეს უზრუნველყოფს თქვენს დაცვას.

სად შევიძინოთ?