ალთეს სიროფი / Syrupus Althaeae
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): althae
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები → ფიტოპრეპარატები
- მწარმოებელი კომპანია: Aflofarm Farmacja Polska Sp. z o.o.
- მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
- გამოშვების ფორმა: 125გ სიროფი ფლაკონში
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
პრეპარატის 100 გ შეიცავს:
5გ ალთეს ფესვის მაცერატი – 35,9გ
საქაროზა - 64,0გ
ბენზოის მჟავა - 0,1გ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ალთეს სიროფი თხელი ფენით ფარავს პირის ღრუს და ყელის ლორწოვან გარსს და იცავს გაღიზიანებისაგან
ჩვენებები
მშრალი ხველა, პირის ღრუს და ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება პერორალურად. ჩვეულებრივ მისაღები დოზებია:
ბავშვები 3-დან 6 წლამდე: 2,5მლ-5მლ 3-ჯერ დღეში
ბავშვები 6-დან 12წლამდე: 5მლ-10მლ 3-4-ჯერ დღეში
მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: 10მლ-15მლ 3-4-ჯერ დღეში
მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა5-ჯერ დღეში
თუ სიმპტომები არ ქრება 1 კვირის განმავლობაში, საჭიროა კონსულტაცია ექიმთან.
გვერდითი მოვლენები
უცნობია. გვერდითი მოვლენების გამომჟგავნებისას უნდა აცნობოთ მათ შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
ინახება დახურულ შეფუთვაში, 25°C –ზე ნაკლებ ტემპერატურაზე. სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია), ალერგია ბენზოის მჟავის მიმართ
ორსულობა და ლაქტაცია
სიროფის გამოყენების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო გამოყენების წინ უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:
პრეპარატი შეიცავს საქაროზას. სიროფის 5მლ შეიცავს 4,2გ საქაროზას. თუ პაციენტს ადრე გამოვლენილი ქონდა ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, მან პრეპარატის მიღების წინ უნდა მიმართოს ექიმს.
პრეპარატი შეიცავს მცირე რაოდენობით ეთანოლს (სპირტს), დოზაში 100მგ-ზე ნაკლებს.
არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში
ხუთვის, ტემპერატურის მომატების და ჩირქოვანი გამონაყოფის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა: მონაცემები არ არსებობს
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
უნდა აცნობოთ ფარმაცევტს ან ექიმს უკანასკნელ პერიოდში მიღებული ყველა მედიკამენტის შესახებ ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შემთხვევაშიც კი.
აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ OTC