აქტიური სუბსტანცია: 250 მგ მრავალძარღვას კომბინირებული მშრალი ექსტრაქტი (მზადდება 2 წილი მრავალძარღვას ფოთლების, 2 წილი ბალბას ბალახის და 1 წილი ქერიფქლას ბალახის საფუძველზე);
დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა, მაგნიუმის ფუძეკარბონატი, პოლივინილპიროლიდონი, კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი, სახამებელი, ტალკი. პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: მწარე გლიკოზიდებს (აუკუბინსა და სხვ.) ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, პოლი- და მონოსა¬ქარ¬იდებს, ლორწოვან ნივთიერებებს, საპონინებს, ალკალოიდებს, კუმარინებს.
მრავალძარღვას აქვს ამოსახველებელი, ანთების საწინააღმ¬დეგო, ლორ¬წოვან გარსებზე დამარბილებელი მოქმედება. აძლიერებს ბრონქების ლორწოვანი გარსის მოციმციმე ეპითელის წამწამების მოძრაობას და ბრონქული ლორწოს სეკრეციას, იწვევს ნახველის გათხევადებას და აადვილებს მის გამოყოფას. პრეპარატს აქვს დამაწყნარებელი, გლუვი კუნთების სპაზმის მომხსნელი, სისხლძარღვთა გამაფართო-ებე¬ლი, მსუბუქი სედაციური მოქმედება. ქერიფქლაში არსებული ალკალო¬იდების ჯამი განგლიომაბლოკირებელი და სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედებით იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას.
მშრალი ხველა, ხველება თამბაქოს მწეველებში.
მიიღება პერორალურად.
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ: თითო ტაბლეტი 3-4_ჯერ დღეში საკვების მიღების წინ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.
ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, ჯინჭრის ციება, შეშუპება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულძმარვა, გულისრევა.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
პრეპარატი არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
სიფრთხილე: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ხველის დამთრგუნველ პრეპარატებთან ერთად. შესაძლებელია კომბინირებულად, დღისით - ამოსახველებელი და საღამოს ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების მონაცვლეობით მიღება (სრულყოფილი ძილისათვის).
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-25°C ტემპერატურის პირობებში.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.