ტაიქოლდ ლორი მენთოლის არომატით / Taicold Lor Menthol Flavour
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): dichlorobenzyl alcohol, amylmetacresol
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- მწარმოებელი კომპანია: Millimed Co., Ltd
- მწარმოებელი ქვეყანა: ტაილანდი
- გამოშვების ფორმა: (1,2მგ + 0,6მგ) საწუწნი ტაბლეტი მენთოლის არომატით №24
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა:
თითო საწუწნი ტაბლეტი შეიცავს: 2,4-დიქლორობენზილის სპირტი 1,2 მგ; ამილმეტაკრეზოლი 0,6 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა, თხევადი გლუკოზა, ბრილიანტის ლურჯი FCF (CI. NO. 42090), მენთოლი, ევკალიპტის ზეთი, ლიმონმჟავა.
გამოშვების ფორმა
ლურჯი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი (ამობურცული), სადა ზედაპირის მქონე საწუწნი ტაბლეტები.
ფარმაკოდინამიკა:
2,4-დიქლორობენზილის სპირტი და ამილმეტაკრეზოლი ხასიათდება ანტისეპტიკური თვისებებით.
ფარმაკოკინეტიკა: არ განიხილება.
ჩვენებები:
პირის ღრუსა და ყელის ინფექციების მკურნალობა.
დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილები: გაწუწნეთ ტაბლეტი ნელა, ყოველ 2-3 საათში ერთხელ.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:
ნუ გადააჭარბებთ მითითებულ დოზას. სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. მცირე ასაკის ბავშვს შეიძლება გადასცდეს საწუწნი ტაბლეტები.
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან, აგრეთვე ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
არ აღინიშნება.
ორსულობა და ლაქტაცია:
არ განიხილება
მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე ზეგავლენა:
არ განიხილება
გვერდითი ეფექტები:
შესაძლოა განვითარდეს არასასურველი რეაქციები მომატებული მგრძნობელობის გამო.
დოზის გადაჭარბება და შესაბამისი ანტიდოტები:
არა არის აღწერილი დოზის გადაჭარბების კონკრეტული სიმპტომები. შესაძლოა განვითარდეს დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მკურნალობა არის სიმპტომატური.
განსაკუთრებული პირობები:
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა:
2 × 12 ტაბლეტი მუყაოს კოლოფში