თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
თითო საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:
2,4-დიქლორობენზილის სპირტი 1,2 მგ
ამილმეტაკრეზოლი 0,6 მგ
ასკორბინის მჟავა 100,0 მგ
სხვა არომატებით:
თითო საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:
2,4-დიქლორობენზილის სპირტი 1,2 მგ
ამილმეტაკრეზოლი 0,6 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ქლიავის არომატით: საქაროზა, თხევადი გლუკოზა, კარმოიზინი (CI. No. 14720), ბრილიანტის ლურჯი FCF (CI. No. 42090), ნატრიუმის ქლორიდი, მენთოლი, ევკალიპტის ზეთი, ლიმონმჟავა, პიტნის ზეთი მენთოლის გარეშე, ქლიავი HC.3995, ამერიკული კრემ სოდა.
წამლის ფორმა: საწუწნი ტაბლეტები
გამოშვების ფორმა
თაფლისა და ლიმონის არომატით:
ყვითელი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი (ამობურცული), სადა ზედაპირის მქონე საწუწნი ტაბლეტები.
ტყის კენკრის არომატით:
წითელი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი (ამობურცული), სადა ზედაპირის მქონე საწუწნი ტაბლეტები.
ფორთოხლის არომატით:
სტაფილოსფერი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი (ამობურცული), სადა ზედაპირის მქონე საწუწნი ტაბლეტები.
ქლიავის არომატით:
იისფერი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი (ამობურცული), სადა ზედაპირის მქონე საწუწნი ტაბლეტები.
მენთოლის არომატით:
ლურჯი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი (ამობურცული), სადა ზედაპირის მქონე საწუწნი ტაბლეტები.
ფარმაკოლოგიური თავისებურებები
ფარმაკოდინამიკა:
2,4-დიქლორობენზილის სპირტი და ამილმეტაკრეზოლი ხასიათდება ანტისეპტიკური თვისებებით. ასკორბინის მჟავა (ვიტამინი ჩ) წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც მონაწილეობს კოლაგენისა და უჯრედშიდა მასალების სინთეზში. ინფექციის დროს ჩ ვიტამინის დონე ორგანიზმში ქვეითდება.
ფარმაკოკინეტიკა: არ განიხილება.
კლინიკური მონაცემები
ჩვენებები: პირის ღრუსა და ყელის ინფექციების მკურნალობა.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილები: გაწუწნეთ ტაბლეტი ნელა, ყოველ 2-3 საათში ერთხელ.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:
ნუ გადააჭარბებთ მითითებულ დოზას.
სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
მცირე ასაკის ბავშვს შეიძლება გადასცდეს საწუწნი ტაბლეტები.
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან, აგრეთვე ურთიერთქმედების სხვა ფორმები: არ აღინიშნება.
ორსულობა და ლაქტაცია: არ განიხილება.
მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე ზეგავლენა: არ განიხილება.
გვერდითი ეფექტები: შესაძლოა განვითარდეს არასასურველი რეაქციები მომატებული მგრძნობელობის გამო.
დოზის გადაჭარბება და შესაბამისი ანტიდოტები: არა არის აღწერილი დოზის გადაჭარბების კონკრეტული სიმპტომები. შესაძლოა განვითარდეს დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მკურნალობა არის სიმპტომატური.
ვარგისობის ვადა: 3 წელი
განსაკუთრებული პირობები: ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: PVDC/ალუმინის ბლისტერი
მეორადი შეფუთვა: ალუმინის პაკეტი მუყაოს კოლოფში.
რაოდენობა კოლოფში: 2 × 12