Nuk
ტაიქოლდ ლორი თაფლისა და ლიმნის არომატით / TAICOLD LOR Honey & Lemon Flavour


შემადგენლობა:

თითო საწუწნი ტაბლეტი შეიცავს: 2,4-დიქლორობენზილის სპირტი 1,2 მგ; ამილმეტაკრეზოლი 0,6 მგ.

 

დამხმარე ნივთიერებები:

ტარტრაზინი (ჩI. Nო. 19140), ევკალიპტის ზეთი, პიტნის ზეთი მენთოლის გარეშე, მენთოლი, ლიმნის ზეთი, თაფლის არომატი, საქაროზა, თხევადი გლუკოზა, ლიმონმჟავა.

 

გამოშვების ფორმა

ყვითელი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი (ამობურცული), სადა ზედაპირის მქონე საწუწნი ტაბლეტები.

 

ფარმაკოდინამიკა:

2,4-დიქლორობენზილის სპირტი და ამილმეტაკრეზოლი ხასიათდება ანტისეპტიკური თვისებებით. 

 

ფარმაკოკინეტიკა: არ განიხილება.

 

ჩვენებები:

პირის ღრუსა და ყელის ინფექციების მკურნალობა.

 

დოზირება და მიღების წესი:

მოზრდილები: გაწუწნეთ ტაბლეტი ნელა, ყოველ 2-3 საათში ერთხელ.

 

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

 

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:

ნუ გადააჭარბებთ მითითებულ დოზას. სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. მცირე ასაკის ბავშვს შეიძლება გადასცდეს საწუწნი ტაბლეტები.

შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. 

 

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან, აგრეთვე ურთიერთქმედების სხვა ფორმები:

არ აღინიშნება.

 

ორსულობა და ლაქტაცია:

არ განიხილება

 

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე ზეგავლენა:

არ განიხილება

 

გვერდითი ეფექტები:

შესაძლოა განვითარდეს არასასურველი რეაქციები მომატებული მგრძნობელობის გამო.

 

დოზის გადაჭარბება და შესაბამისი ანტიდოტები:

არა არის აღწერილი დოზის გადაჭარბების კონკრეტული სიმპტომები. შესაძლოა განვითარდეს დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მკურნალობა არის სიმპტომატური.

 

განსაკუთრებული პირობები:

ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

 

გამოშვების ფორმა: 

2 × 12 ტაბლეტი მუყაოს კოლოფში

 

 

სად შევიძინოთ?