Plasmon
ტანტუმ როზა / TANTUM ROSA


შემადგენლობა
ხსნარის 100 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი 100 მგ (რაც შეესაბამება 0.14 გრ ერთ 140 მლ ფლაკონში).
შემავსებლები: ბენზალქონიუმ ქლორიდი; დინატრიუმის ედეტატი; ვარდის არომატიზატორი (ეთანოლი 96%,პოლისორბატი 20 და ვარდის ზეთი); გაწმენდილი წყალი.
პრეპარატის აღწერილობა:
უფერო, გამჭვირვალე სითხე ვარდის სურნელით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბენზიდამინი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც მიეკუთვნება ინდაზოლების ჯგუფს. ბენზიდამინს გააჩნია ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური და ანალგეტიკური მოქმედება, ასევე ახასიათებს ჰისტოპროტექტორული აქტივობა. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია უჯრედის მემბრანების სტაბილიზაციასთან და პროსტოგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან. ბენზიდამინი ახდენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას მიკროორგანიზმების მემბრანების გავლის ხარჯზე უჯრედების სტრუქტურის მომდევნო დაზიანებით, მეტაბოლური პროცესების და უჯრედის ლიზისის დარღვევით.
ბენზიდამინს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება. ის სწრაფად გადის მიკროორგანიზმის მემბრანას ,იწვევს უჯრედის სრუქტურის დაზიანებას, მეტაბოლური პროცესების დარღვევას და უჯრედის ლიზისს.
გააჩნია ანტიმიკოზური აქტივობა Candida albanis მიმართ: იწვევს სოკოს უჯრედის კედლის მოდიფიკაციას, ხელს უშლის მათ რეპროდუქციას,რაც არის ბენზიდამინის გამოყენების საფუძველი ინფექციური ეტიოლოგიის ანთებითი პროცესების დროს

ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივად გამოყენებისას პრეპარატი კარგად შეიწოვება ლორწოვანი გარსის მიერ და სწრაფად აღწევს ანთებულ ქსოვილებში. პრეპარატის ექსკრეცია ძირითადად ხდება მეტაბოლიტების ან კონიუგაციის პროდუქტების სახით.

ჩვენებები
- ბაქტერიული ვაგინოზი
- სპეციფიური ვულვოვაგინიტები (კომპლექსურ თერაპიაში)
- ნებისმიერი ეტიოლოგიის არასპეციფიური ვულვოვაგინიტები და ცერვიკოვაგინიტები, ქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის ფონზე ხელმეორედ განვითარებულების ჩათვლით
- ოპერაციულ გინეკოლოგიაში ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკა
- მშობიარობის შემდგომ პერიოდში როგორც ჰიგიენური საშუალება

მიღების წესები და დოზები
ვაგინალური ხსნარი: ხსნარი ფლაკონში, გამზადებულია გამოყენებისათვის. ფლაკონი ხსნარით უნდა შეათბოთ წყლის აბაზანაზე.პროცედურა უნდა ჩატარდეს მწოლიარე მდგომარეობაში, სითხე უნდა დარჩეს საშოში რამდენიმე წუთი. ერთჯერადი შესხურებისათვის გამოიყენება ფლაკონის მთელი მოცულობა-140 მლ.
- ბაქტერიული ვაგინოზი: 1-2 ჯერ დღეში 7-10 დღის მანძილზე.
- სხვადასხვა ეტიოლოგიის არასპეციფიკური ვილვოვაგინიტი, ცერვიკოვაგინიტი, სპეციფიკური ვულვოვაგინიტი: კომპლექსური თერაპიის სახით 2-ჯერ დღეში 10 დღის მანძილზე.
- ოპერაციის წინა და ოპერაციის შემდგომი გართულებები გინეკოლოგიაში, მშობიარობის შემდგომ პერიოდში –ჰიგიენური საშუალების სახით 1-ჯერ დღეში 3-5 დღის მანძილზე.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ზოგჯერ ადგილი აქვს კანის გაღიზიანებას.
სიფრთხილით:
არ გამოიყენოთ პრეპარატი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. თუ არ არის გაუმჯობესება მიმართეთ ექიმს. ვაგინალური სისხლდენის და/ან ლეიკორეის (დიდი რაოდენობით თეთრი სითხის გამოყოფა) შემთხვევაში არ გამოიყენოთ პროდუქტი ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

უკუჩვენება
პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ გამოხატული ჰიპერმგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
ტანტუმ როზას გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დაშვებულია.

ჭარბი დოზირება
პრეპარატი ტანტუმ როზას დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის რეგისტრირებული.

შენახვის პირობები და ვადები
4 წელი.
ვარგისიანობის ვადა ძალაშია მხოლოდ გაუხსნელი პროდუქტისათვის. არ გამოიყენოთ პროდუქტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას, ტემპერატურაზე არა უმეტეს 25oC. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?