ტანტუმ ვერდე ფორტე-ს შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტი: 0.30 გ ბენზიდამინი ჰიდროქლორიდი
შემავსებლები: გლიცეროლი, ეთანოლი 96%, პოლიოქსილი 40 ჰიდროგენიზირებული აბუსალათინის ზეთი,
საქარინის ნატრიუმი, მეტალ-პ-ჰიდროქსიბენზოატი, პიტნის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.
გამოშვების ფორმა:
მუყაოს ყუთი შეიცავს ერთ პოლიეთილენის ფლაკონს შესასხურებელი ტუმბოთი. ფლაკონში 15 მლ , 30% ხსნარი პერორალური შესხურებისათვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტანტუმ ვერდე 15 მლ პირის ღრუს სპრეი ხსნარი 0.30%, პერორალური გამოყენებისათვის, წარმოადგენს ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდულ ანალგეტიკს, რომელიც ამცირებს პირის ღრუს და ღრძილების ანთებითი პროცესით გამოწვეულ ტკივილს. ტანტუმ ვერდე ხსნარი 0.30% ასევე მოქმედებს როგორც დეზინფექციის საშუალება და ზედაპირული ანესთეტიკი.
ჩვენებები:
ყელის და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები:
- გინგივიტი, გლოსიტი, სტომატიტი (სხივური და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდის
ჩათვლით);
- ანგინა, ლარინგიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი;
- კანდიდოზი(კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
- სანერწყვე ჯირკვლების კალკულოზური ანთება;
- ოპერაციული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ (ტონზილექტომია, ყბის მოტეხილობა და ა.შ.);
- კბილების მკურნალობისა ან ამოღების შემდეგ;
- პაროდონტოზი;
ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას აუცილებელია ტანტუმ ვერდეს გამოყენება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში.
გამოყენების წესი და დოზირება:
ზოგადად ტანტუმ ვერდე ფორტე გამოიყენება 2-6 ჯერ დღეში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. მოზრდილებში:
მოზარდებში და ბავშვებში
• მოზარდებში 12 წელს ზემოთ 2-4 შესხურება 2-6ჯერ დღეში.
• ბავშვებში (6-დან 12 წლამდე) 2 შესხურება, 2-6ჯერ დღეში.
• ბავშვებში (3-დან 5 წლამდე)
1 შესხურება სხეულის მასის ყოველ 8 კილოგრამზე, 2 შესხურებმდე, 2-6ჯერ დღეში.
• მკურნალობის ხანგრძლივობა
თუ ანთების სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება 7 დღის შემდეგ, მიმართეთ ექიმს.
რადიომუკოზიტის შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 3-5 კვირას. (თითოეული შესხურება = ხსნარის 0.17 მლ-ს).
• გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.
• გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან თუ პრობლემა განმეორდა, ან მდგომარეობა არ შეიცვალა.
გაფრთხილება: უნდა გამოყენებულ იქნას მხოლოდ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.
გამოყენების წესი:
1. ასწიეთ შესაშხაპუნებელი კანულა
2. მოათავსეთ კანულა პირის ღრუში და შეისხურეთ ანთების კერაში, ან ყელის მიმართულებით
(ყელის ინფექციის შემთხვევაში).
პირველი გამოყენებისას დააჭირეთ თითი რამდენჯერმე, სანამ სითხე არ გადმოიფრქვევა.
დოზის გადაჭარბება
თუ თქვენ შემთხვევით გადააჭარბეთ პრეპარატის რეკომენდირებულ დოზას, შეატყობინეთ ექიმს, ან მიაკითხეთ უახლოეს საავადმყოფოს.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით – მიმართეთ ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
პირის ღრუს წვა და სიმშრალე, გულისრევა ან ღებინება,ალერგიული რეაქციები.
გამოყენებისთანავე შესაძლოა გაჩნდეს ყელისა დაპ ირის გაბუჟების შეგრძნება. ეს ეფექტი თან ახლავს პრეპარატის მოქმედების მექანიზმს და მალევე გაივლის.
ინფორმაცია ტანტუმ ვერდეს ზოგიერთ ინგრედიენტზე:
ტანტუმ ვერდე შეიცავს მეტალ-პ-ჰიდროქსიბენზოატს, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია (მოგვიანებითაც), და ასევე შეიცავს ჰიდრირებულ აბუსალათინის ზეთს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავური აშლილობა და დიარეა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ყოველთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ იყენებთ, ან ცოტა ხნის წინ იყენებდით სხვა წამალს (იმ წამლების ჩათვლით რომლებიც არ საჭიროებენ ექიმის რეცეპტს).
მნიშვნელოვანია
- თერაპიის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ თუ არ იქნა მიღწეული შედეგი – მიმართეთ
მკურნალ ექიმს.
- პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობა.
ამ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაციის გავლა შესაბამისი თერაპიის დადგენის მიზნით.
- ტანტუმ ვერდე 15 მლ სპრეი განსაკუთრებით ნაჩვენებია პაციენტთათვის, რომელთაც არ შეუძლიათ პირის ღრუს გამოვლება.
- ბენზიდამინის გამოყენება არ არის რეკომენდებული აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა NSAID-ის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
- სიფრთხილით უნდა გამოყენებულ იქნას პაციენტებში, რომელთაც აქვთ გადატანილი ბრონქიალური ასთმა, რადგანაც შესაძლებელია განვითარდეს ბრონქოსპაზმი;
- სპორტსმენებში: წამლის გამოყენება ეთილ ალკოჰოლის შემცველობით შესაძლებელია გამოიწვიოს დადებითი პასუხი ანტი-დოპინგური ტესტის ჩატარებისას (სპორტული ფედერაციების მიერ დაწესებული ალკოჰოლური ლიმიტიდან გამომდინარე)
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ან ფარმაცევტთან.
ტანტუმ ვერდე ფორტეს გამოყენება ორსულობისას და ძუძუთი კვების დროს შესაძლებელია მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში. არ ახდენს გავლენას ნაყოფიერებაზე.
გავლენა ავტომანქანის ტარებაზე და სხვა
რეკომენდებული დოზებით ტანტუმ ვერდეს გამოყენება არ ავლენს ზეგავლენას ავტომანქანის ტარებაზე, ან სხვა მოწყობილობების მართვაზე.
შენახვის პირობები და ვადები:
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას ტემპერატურაზე არა უმეტეს 25°C.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობა: ნახეთ ვადა შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ წამალი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში.
ვარგისიანობის ვადა ძალაშია მხოლოდ სწორად შენახული პროდუქტის შემთხვევაში.