ტერბიზილი / TERBISIL
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): terbinafine
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები → სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის → სხვა სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები
- მწარმოებელი კომპანია: GEDEON RICHTER Plc
- მწარმოებელი ქვეყანა: უნგრეთი
- გამოშვების ფორმა: 250მგ ტაბლეტი #14; #28
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
-შეინახეთ ეს საინფორმაციო ბროშურა, რადგან მასში მოცემული ინფორმაცია შეიძლება მომავალშიც გამოგადგეთ.
-დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
-ეს პრეპარატი ექიმმა დაგინიშნათ სპეციალურად თქვენ, არ გადასცეთ იგი სხვა პირებს, ეს შეიძლება მათთვის მავნე იყოს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი სიმპტომები თქვენი დაავადების მსგავსია.
-თუ პრეპარატის მიღების პერიოდში განვითარდა გვერდითი მოვლენები, ან გართულებები, რომლებიც ინსტრუქციაში აღნიშნული არ არის, მიმართეთ ექიმს.
ტაბლეტები ტერბიზილი, მიღების ჩვენება
ტაბლეტები შეიცავს მოქმედ ნივთიერება ტერბინაფინს, რომელიც მიეკუთვნეა სოკოს სწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს. ტერბიზილი გამოიყენება კანის, თმიანი საფარის და ფრჩხილების სოკოვანი დაზიანების სამკურნალოდ. ტერბიზილი ინიშნება ლაბორატორიული ანალიზის და გამომწვევის იდენტიფიკაციის შემდეგ.
შენიშვნა: ტერბიზილი კრემით ადგილობრივი მკურნალობისგან განსხვავებით ტერბიზილის ტაბლეტები არაეფექტურია ნაირფერი ლიქენის სამკურნალოდ.
ტერბიზილი არაეფექტურია საშოს კანდიდოზის დროს.
ტერბიზილის ტაბლეტების მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ ტერბიზილის ტაბლეტები თუ:
-გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე კომპონენტების მიმართ.
-თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება ამჟამად ან წარსულში.
-პრეპარატის გამოყენებამდე ბავშვებში, ორსულობის ან ლაქტაციის დროს მიმართეთ ექიმს.
-ტერბიზილი რეკომენდებული არ არის 20კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში გამოსაყენებლად.
პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში.
მიაქციეთ ყურადღება, თუ აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები: ქავილი, გულისრევა, მადის დაკარგვა, დაღლილობა, ღებინება, კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე), შარდის გამუქება ან განავლის გაღიავება, ან ტკივილი მუცლის მარჯვენა ნახევარში, შეწყვიტეთ ტაბლეტების მიღება და რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დამატებითი გამოკვლევები (ღვიძლის ფუნქციური სინჯები).
თუ ტერბიზილის მიღებისას მოგემატათ სხეულის ტემპერატურა ან გქონდათ ყელის ტკივილი, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი.
ტერბიზილი სიფრთხილით უნდა მიიღონ ფსორიაზით (კანის დაავადება) დაავადებულმა პაციენტებმა, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს ძირითადი დაავადების გაუარესება.
სხვა პრეპარატების მიღება
აცნობეთ ექიმს თუ იღებთ სხვა სამკურნალო პრეპარატებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი რეცეპტის გარეშე გაიცემა.
ტერბიზილის ტაბლეტები ზოგიერთ პრეპარატთან კომბინაციაში შეიძლება მოქმედებდეს მათ კონცენტრაციაზე.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი პრეპარატებისას:
-ზოგიერთი ანტიბიოტიკი (რიფამპიცინები)
-წყლულოვანი სტომატიტის სამკურნალო ზოგიერთი საშუალება (ციმეტიდინი)
-პერორალური კონტრაცეპტივები (შეიძლება აღინიშნოს მენსტრუაციისშორის სისხლდენები ან მენსტრუალური ციკლის დარღვევა).
-საგულე პრეპარატები (ბეტა ადრენომაბლოკირებლები, ანტიარითმიულები)
-დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები.
საკვების მიღების გავლენა პრეპარატის ეფექტურობაზე
საკვების მიღება მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს პრეპარატის ეფექტურობაზე.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის.
ლაქტაცია
პრეპარატის მოქმედი ნივთიერება აღწევს ლაქტატში, ამიტომ პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვების პერიოდში.
ავტომობილის მართვა და რთულ მექანიზმებთან მუშაობა
ამ დროისთვის არ არსებობს მონაცემები ტაბლეტების გავლენაზე ავტომობილის მართვის და რთულ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
როგორ გამოიყენება ტერბიზილი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებით. პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
თუ არ არსებობს სხვანაირი დანიშნულება პრეპარატი მიიღეთ შემდეგნაირად:
მოზრდილები:
მოზრილებში ჩვეულებრივ რეკომენდებულია 1 ტაბლეტი დღეში, წყლის მცირე რაოდენობასთან ერთად დაღეჭვის გარეშე.
ტერბიზილის ტაბლეტების მიღება შეიძლება მოხდეს დღის ნებისმიერ დროს, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
ბავშვები:
პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები 2 წლამდე ასაკის ბავშვებში (ან 12კგ-ზე მცირე წონის ბავშვებში) არ არსებობს.
მონაცემები პრეპარატის გამოყენებაზე 2-5 წლის ასაკობრივ ჯგუფში (სხეულის მასა 12-20კგ) ამიტომ ტერბიზილის გამოყენება 2-5 წლის ბავშვებში (12-20კგ წონის) შეიძლება მხოლოდ მაშინ თუ არ არის ალტერნატიული მკურნალობის საშუალება და მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკს.
მოცემულ ასაკობრივ ჯგუში რეკომენდებული არ არის ტერბიზილი 250მგ ტაბლეტების გამოყენება ზუსტი დოზირების შეუძლებლობის გამო (დოზა შეადგენს 62.5მგ-ს დღეში 1X).
დოზირება 20კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში:
სხეულის წონა 20-40კგ - 1/2 ტაბლეტი ტერბიზილი 250მგ 1-ჯერ დღეში.
სხეულის წონა 40კგ-ზე მეტი - 250მგ ტერბიზილი 1-ჯერ დღეში.
ხანდაზმული პაციენტები:
არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ხანდაზმული ასაკის პაციენტები საჭიროებენ ახალგაზრდებისგან განსხვავებულ დოზირებას. პრეპარატ ტერბიზილის გამოყენებისას ხანდაზმულებში აუცილებელია თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დაზიანების შესაძლებლობის გათვალისწინება.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და პროცესის სიმძიმეზე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნული დროით, რადგან პრეპარატის მიღების ადრეულმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის რეციდივი.
კანის სოკოვანი დაზიანებებისას მკურნალობის ხანგრძლივობა როგორც წესი შეადგენს 2-6 კვირას.
ფრჩხილების სოკოვანი დაზიანებისას მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება შეადგენდეს 6-12 კვირას. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი პერიოდი. ფრჩხილების სოკოვანი დაზიანების შემთხვევაში პრეპარატი უნდა მიიღონ ახალი ფრჩხილის გაზრდამდე. გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია განმეორებითი დაზიანების პროფილაქტიკის შესახებ (მაგ. ფეხსაცმელების დეზინფექცია, უფრო შესაფერის ფეხსაცმელზე ან თეთრეულზე გადასვლა და ა.შ).
თუ მიიღეთ დანიშნულზე დიდი რაოდენობის პრეპარატი
თუ მიიღეთ დანიშნულზე დიდი რაოდენობით პრეპარატი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. პრეპარატით ჭარბი დოზირებისას მიმართეთ ექიმს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. შეინახეთ პრეპარატის შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ ტერბიზილის მიღება
პრეპარატი უნდა მიიღოთ დღის ერთსა და იმავე დროს. თუ შემდეგი ტაბლეტის მიღებამდე დარჩენილია 4 საათზე მეტი შეიძლება გამოტოვებული დოზის მიღება. თუ დარჩენილია 4 საათზე ნაკლები, შემდეგი ტაბლეტი უნდა მიიღოთ ჩვეულებრივ დროს.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ტერბიზილის მიღება
მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის დანიშნული დროით, რადგან პრეპარატის მიღების ნაადრევმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების რეციდივი. თუ გაქვთ კითხვები პრეპარატის მიღების შესახებ მიმართეთ ექიმს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც სამედიცინო პრეპარატების უმრავლესობას, ტერბიზილსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები ვითარდება იშვიათად და ძალიან იშვიათად, მაგრამ შეიძლება ქონდეს სერიოზული ხასიათიც.
ძალიან იშვიათად ტერბიზილის მიღების ფონზე შეიძლება განვითარდეს გამოხატული ალერგიული რეაქციები (მომატებული მგრძნობელობა), სისხლის უჯრედული შემადგენლობის ცვლილება, ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადება (სისტემური წითელი მგლურა).
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ განვითარდა რომელიმე ქვემოჩამოთვლილი სიმპტომი:
-აუხსნელი პერიოდული გულისრევა, კუჭის პრობლემები, მადის დაკარგვა, გამოხატული დაღლილობა ან სისუსტე;
-კანის საფარის ან თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე), შარდის გამუქება ან განავლის გაუფერულება.
-ტკივილი ყელში, რომელსაც ახლავს ცხელება ან შემცივნება.
-კანის გამოხატული რეაქციები;
-სისხლჩაქცევების უჩვეულო გამოჩენა ან სისხლდენა;
ხშირი გვერდითი ეფექტები | მადის დაკარგვა, კუჭის გადავსების შეგრძნება, მუცლის ტკივილი, დიარეა, საკვების ათვისების დარღვევა, სისუსტის შეგრძნება, თავის ტკივილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ტკივილი სახსრებში და კუნთებში |
იშვიათი გვერდითი ეფექტები | გემოვნების შეგრძნების დაკარგვა, გემოვნების გაუკუღმართება |
არახშირი გვერდითი ეფექტები | ალერგიული რეაქცია |
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები | სისხლის სურათის ცვლილება, ფსორიაზის მიმდინარეობის გაუარესება, თმის ცვენა, კანის გამოხატული რეაქციები, დაღლილობა, სისუსტე. |
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზულ ხასიათს იღებს ან შენიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც მოცემულ ინსტრუქციაში მოცემული არ არის, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს.
შენახვის პირობები
+15-30°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.
ტერბიზილის ტაბლეტები შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 5 წელი.
ტერბიზილი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაცია
ტერბიზილის ტაბლეტების შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება-ტერბინაფინი 250მგ (ტერბინაფინის ჰიდროქლორიდის სახით 281,25მგ) ყოველ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი ტიპი ა.
აღწერა:
თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორმხრივამბურცული ტაბლეტები, დიამეტრით, დაახლოებით 11მმ, ნაზოლით ერთ მხარეს და გრავირებით “250” მეორე მხარეს.
შეფუთვა
14 ტაბლეტი პვქ/ალ ბლისტერში.
1 ან 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.