შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ევკალიპტის ზეთი. 1 რბილი კაფსულა შეიცავს 200 მგ ევკალიპტის ზეთს.
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინის პოლისუქცინატი, გლიცეროლი 85%.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული პრეპარატი.
ჩვენებები: სასუნთქი გზების კატარალური დაავადებების მკურნალობა. გაციებით გამოწვეული წებოვანი ლორწოს წარმოქმნა სასუნთქ გზებში.
დოზირება და მიღების წესი: თუ ექიმის მიერ არ მოხდა სხვაგვარად დანიშვნა, ჩვეულებრივი დოზაა 1 რბილი კაფსულა 1-3-ჯერ დღეში. ტეტესეპტი ევკალიპტის ზეთის კაფსულები მიიღება საკვებთან ერთად საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით (მაგალითად ნახევარი ჭიქა წყალი), დაღეჭვის გარეშე. თუ პაციენტი არ აღნიშნავს გაუმჯობესებას ან მდგომარეობა უარესდება მკურნალობის დაწყებიდან სამ დღეში, თუ აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ცხელება, ჩირქოვანი ან სისხლის მინარევიანი ნახველი, უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება. ტეტესეპტი ევკალიპტის ზეთის კაფსულების მიღება შესაძლებელია კვებისა და სასმელის მიღებისგან დამოკიდებულების გარეშე.
გვერდითი მოვლენები: ევკალიპტის პრეპარატების მიღების ფონზე შეიძლება განვითარდეს გულისრევა, პირღებინება და ფაღარათი ან ალერგიული რეაქციები. თუ განვითარდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მოხდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა და საჭიროების შემთხვევაში ექიმთან დაკავშირება. ალერგიული რეაქციების პირველი ნიშნების გამოჩენისას, ტეტესეპტი ევკალიპტის ზეთის კაფსულები აღარ უნდა იქნას მიღებული. თუ აღინიშნა სახის, პირის ან ყელის შეშუპება ან სასუნთქი გზების ალერგიული რეაქციები, მწვავე ქოშინი, უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ ექიმთან დაკავშირება.
უკუჩვენებები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები, სანაღვლე გზების ანთებითი დაავადებები, ღვიძლის მძიმე დაავადება, თუ პაციენტი ალერგიულია ევკალიპტის ზეთის ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ; ჩვილები და 2 წლამდე ასაკის ბავშვები; ბრონქული ასთმა, მყეფავი ხველა ან სხვა რესპირატორული დაავადებები, რაც დაკავშირებულია სასუნთქი გზების მომატებულ მგრძნობელობასთან.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებს პაციენტი, იღებდა ან გეგმავს რომ მიიღოს. ევკალიპტის ზეთის კაფსულები და მისი მთავარი ინგრედიენტი ცინეოლი იწვევს ღვიძლში უცხო ნივთიერებების დამშლელი ფერმენტული სისტემის აქტივობის შეცვლას. აქედან გამომდინარე სხვა პრეპარატების ეფექტები შეიძლება შესუსტდეს ან შემოკლდეს. ამგვარი ეფექტები შეეხება ბარბიტურატებს, პირაზინოლონებს და ამფეტამინებს.
განსაკუთრებული მითითებები: ტეტესეპტის ევკალიპტის ზეთის კაფსულების გამოყენებამდე უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. ტეტესეპტი ევკალიპტის ზეთის კაფსულები სიფრთხილით გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. თუ პაციენტს დაავიწყდა რბილი კაფსულების მიღება ჩვეულ დროს, შემდეგი რბილი კაფსულის მიღება უნდა მოხდეს მომდევნო ჯერზე. პაციენტს შეუძლია ასევე გამოტოვებული კაფსულის მიღება, თუ შემდეგი დოზის მიღებამდე დარჩენილია რამოდენიმე საათი. არ უნდა მოხდეს გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. ტეტესეპტი ევკალიპტის ზეთის კაფსულების მიღების შეწყვეტა და განახლება შესაძლებელია ნებისმიერ დროს სპეციალური ღონისძიებების გატარების საჭიროების გარეშე.
ორსულობა და ლაქტაცია: ეს სამედიცინო პროდუქტი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: ეს პრეპარატი არ ახდენს გავლენას მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება: ტეტესეპტი ევკალიპტის ზეთის კაფსულების მიღება არ შეიძლება დღეში იმაზე მეტი რაოდენობით ვიდრე მითითებულია ინსტრუქციაში ან ექიმის მიერ. თუ პაციენტმა მიიღო ერთი ან ორი კაფსულით მეტი ვიდრე მას დანიშნული აქვს, როგორც წესი ეს არ იწვევს გვერდით ეფექტებს. თუმცა, მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობით პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი, პირღებინება, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა, ქოშინი. ამ შემთხვევაში, იმის მიუხედავად განვითარდება თუ არა გართულებები, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს. ეს განსაკუთრებით ეხება მცირე ასაკის ბავშვებს, რომელთაც გადაყლაპეს დიდი რაოდენობით ტეტესეპტი ევკალიპტის ზეთის კაფსულები. ჭარბი დოზირების შემთხვევაში არ უნდა მოხდეს რძის ან ალკოჰოლური სასმელის მიღება, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ტეტესეპტი ევკალიპტის ზეთის კაფსულების აქტიური ნივთიერების კონცენტრაციის მომატება სისხლში.
გარეგნული სახე და შეფუთვა: ორიგინალური შეფუთვა შეიცავს 20 რბილ კაფსულას შიგნით მისაღებად.
შენახვის პირობები: ინახება ბაშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25ჩ ტემპერატურაზე. რბილი კაფსულები ინახება გარე მუყაოს კოლოფში ტენისაგან დასაცავად. უნდა მოხდეს ტენისაგან და სითბოსაგან მოშორებით შენახვა. არასწორი შენახვის გამო რბილი კაფსულების დაზიანების ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მათი გამოყენება არ უნდა მოხდეს.
ვარგისიანობის ვადა: წარმოდგენილია შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.