Plasmon
ტევაგრასტიმი / TEVAGRASTIM


შემადგენლობა

საინექციო და საინფუზიო ხსნარი: ერთჯერად შპრიცში 0.5 მლ. 
1 შპრიცი
ფილგრასტიმი . . . . . 300 მკგ (30 მლნ. სე) 
E დამხმარე ნივთიერებები: 0.30 მგ ყინულის ძმარმჟავა, 25.0 მგ სორბიტი (E450), 0,0275 მგ პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰოდროქსიდის pH 4. 20 მდე, საინექციო წყლის აუცილებელ რაოდენობამდე 0.50 მლ.
საინექციო და საინფუზიო ხსნარი: ერთჯერად შპრიცში 0.8 მლ. 
1 შპრიცი
ფილგრასტიმი . . . . . 480 მკგ (48 მლნ. სე)
დამხმარე ნივთიერებები: 0.48 მგ ყინულის ძმარმჟავა, 40.0 მგ სორბიტი (E450), 0, 044 მგ პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰოდროქსიდის pH 4.20 მდე, საინექციო წყლის აუცილებელ რაოდენობამდე 0.80 მლ.
არ შეიცავს კონსერვანტებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
იმუნოლოგიური და ბიოლოგიური თვისებები
ტევაგრასტიმი - ადამიანის გრანულოციტარული კოლონიემასტიმულირებელი ფაქტორი რეკომბინანტული. ტევაგრასტიმს გააჩნია ისეთივე ბიოლოგიური აქტივობა, რაც ენდოგენუტ ადამიანურ გ-კსფ-ს, და ამ უკანასკნელისგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ არის არაგლიკოზილირებული ცილა მეტიონინის დამატებითი N- საბოლოო ნალექით. ტევაგრასტიმი, რომელიც მიიღება დნმ-ის რეკომბინანტური ტექნოლოგიით, გამოყოფენ უჯრედებიდან Esherichia coli K802 baqterias, რომლის გენეტიკური აპარატის შემადგენლობაში შეყვანილის გენი, რომელიც ახდენს გ-კსფ ცილების კოდირებას. 
ტევაგრასტიმი, რომელსაც გააჩნია გ-კსფ აქტივობა, მნიშვნელოვნად ზრდის პერიფერიულ სისხლში ნეიტროფილების რაოდენობას პირველივე 24 საათში მისი შეყვანიდან, მონოციტების უმნიშვნელო გაზრდით. ზოგიერთ პაციენტებში რთული ქრონიკული ნეიტროპენიით ტევაგრასტიმმა შესაძლოა ასევე უმნიშვნელო ხარისხით გაზარდოს ცირკულირებადი ეოზინოფილების და ბაზოფილების რაოდენობა საწყის დონესთან შედარებით, თუმცა ამ პაციენტების ნაწილში შესაძლოა აღინიშნოს ეოზინოფილია და ბაზოფილია პრეპარატის დანიშვნამდეც.
ტევაგრასტიმის რეკომენდებული დოზის ინტერვალში აღინიშნა ნეიტროფილების რაოდენობის დოზაზედამოკიდებული გაზრდა ნორმალური ან მომატებული ქემოტაქსიური და ფაგოციტარული აქტივობით. მკურნალობის დასრულების შემდეგ ნეიტროფილების რაოდენობა პერიფერიულ სისხლში მცირდება 50%-ით 1-2 დღის განმავლობაში და უბრუნდება ნორმალურ დონეს 1-7 დღის განმავლობაში.
ტევაგრასტიმი მნიშვნელოვნად ამცირებს ნეიტროპენიის და ფებრილური ნეიტროპენიის სიხშირეს, სირთულეს და ხანგრძლივობას ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის შემდეგ.
ტევაგრასტიმი მნიშვნელოვნად ამცირებს ფებრილური ნეიტროპენიის ხანგრძლივობას, ანტიბიოტიკური ტერაპიის ხანგრძლივობას და ჰოსპიტალიზაციას ინდუქციური ქიმიოთერაპიის შემდეგ მწვავე მიელოლეიკოზისას ან მიელოაბლატური თერაპიის შემდეგ ძვლის ტვინის შემდგომი ტრანსპლანტაციით, ისე , რომ არ ახდენს ზეგავლენას ცხელების და ინფექციური გართულებების განვითარების სიხშირეზე და არ ამცირებს ცხელების პერიოდის ხანგრძლივობას პაციენტებში მიელოაბლატური თერაპიის შემდეგ ძვლის ტვინის შემდგომი ტრანსპლანტაციით. 
ტევაგრასტიმის გამოყენება, როგორც დამოუკიდებლად, ასევე ქიმიოთერაპიის შემდეგ, ახდენს ჰემოპოეზური ღერძისმიერი უჯრედების გამოსვლის მობილიზებას პერიფერიულ სისხლის ნაკადში.
ტევაგრასტიმის გამოყენება მობილიზებული სისხლის პერიფერიული ღერძისმიერი ალოგენური უჯრედების რეციპიენტებში იწვევს ჰემატოლოგიური მაჩვენებლების უფრო სწრაფ ნორმალიზაციას ალოგენუტი ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციასთან შედარებით. 
ტევაგრასტიმის ჯანმრთელ დონორებში დანიშვნა დღეში სხეული წონის 10მკგ დოზით კანქვეშ ყოველდღე 4-5 დღის განმავლობაში ორი ლეიკაფერეზის ჩატარებისას ჩვეულებრივ იძლევა სისხლის პერიფერიული ღერძისმიერი ალოგენური უჯრედების თანაბარი რაოდენობის მიღების საშუალებას ან აღემატება ეს რიცხვი 4X106 CD34+ უჯრედებს/რეციპიენტის სხეულის წონის კგ-ზე. 
ბავშვებში და უფროსებში რთული ქრონიკული ნეიტროპენიით (თანდაყოლილი, პერიოდული ან იდიოპათური) ტევაგრასტიმი სტაბილურად ზრდის პერიფერიულ სისხლში ნეიტროფილების რაოდენობის ზრდას, ამცირებს ინფექციების და მათთან დაკავშირებული გართულებების სიხშირეს.
ტევაგრასტიმის დანიშვნა აივ-ინფექციით დაავადებულ პაციენტებში იძლევა ნეიტროფილების ნორმალური დონის შენარჩუნების საშუალებას, რაც ასევე ხელს უწყობს ანტივირუსული და/ან მიელოსუპრესიული თერაპიის გეგმიური ჩატარების საშუალებას. არ აღინიშნება აივ რეპლიკაციის ზრდის ნიშნები ფილგრასტიმით მკურნალობისას. 
ზრდის სხვა ჰემოპოეზური ფაქტორების მსგავსად, ტევაგრასტიმი ახდენს ინ ვიტრო ადამიანის ენდოთელიალური უჯრედების პროლიფერაციის სტიმულირებას.
ტევაგრასტიმის ეფექტურობა და უსაფრთხოება შეფასდა რანდომიზირებულ კონტროლირებად კლინიურ ცდებისას მკერდის, ფილტვების და არაჰოჯკინის ლიმფომას კიბოს III ფაზაში. არ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ტევაგრასტიმსა და რეფერენტულ პრეპარატებს შორის ნეიტროპენიის სირთულის ხანგრძლივობის და ნეიტროპენიის ფებრილური სიხშირის მხრივ.
პრეპარატის როგორც კანქვეშ, ასევე ვენაში შეყვანისას ტევაგრასტიმის ელიმინაცია ხდება კინეტიკის 1-ლი რიგის მიხედვით. ტევაგრასტიმის ნახევრადგამოყოფის პერიოდი სისხლის შრატიდან შეადგენს დაახლ. 3.5 სთ, კლირენსი უდრის 0,6 მლ/წთ/კგ. ტევაგრასტიმის ხანგრძლივი გამოყენებისას (28 დღე) ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაციის შემდეგ არ აღინიშნა კუმულაციის ნიშნები და ნახევრადგამოყოფის პერიოდის გაზრდა. ტევაგრასტიმის ვენაში და კანქვეშ შეყვანისას აღინიშნა დადებითი ხაზოვანი დამოკიდებულება დოზასა და სისხლის შრატში კონცენტრაციას შორის. კანქვეშ შეყვანისას თერაპიულ დოზებით ტევაგრასტიმის კონცენტრაცია სისხლის შრატში აღემატება 10 ნგ/მლ 8-16 სთ-ის განმავლობაში. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლ. 150 მლ/კგ

ჩვენებები
ნეიტროპენიის ხანგრძლივობის შემცირება და ფიბრილური ნეიტროპენიის შემცირება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას ავთვისებიანი სიმსივნის გამო (ქრონიკული მიელოლეიკოზის და მიელოდისპლაური სინდრომის გარდა).
ნეიტროპენიის ხანგრძლივობის შემცირება, პაციენტებში რომელბიც იტარებენ მიელოაბლატურ თერაპიას ძვლის ტვინის შემდგომი გადანერგვით, პროლონგირებული რთული ნეიტროპენიის მაღალი რისკით.
პაციენტებში პერიფერიული სისხლის ღერძისმიერი უჯრედების მობილიზაცია.
ხანგრძლივი თერაპია ნეიტროფილების რაოდენობის გაზრდის მიზნით და ინფექციური გართულებების სიხშირის და ხანგრძლივობის შემცირების მიზნით ბავშვებში და უფროსებში ქორნიკული თანდაყოლილი, პერიოდული ან იდიოპათიური ნეიტროპენიით (ნეიტროფილური გრანულოციტების აბსოლუტური რაოდენობა 0.5 X109/ლ) და რთული ან რეციდივული ინფექციებით ანამნეზში.
ბაქტერიული ინფექციების რისკის შემცირება ხანგრძლივი ნეიტროპენიისას (ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა არაუმეტეს 1.0 X109/ლ) პაციენტებში აივ-ინფექციის შებრუნებული სტადიით სხვა ნეიტროპენიის საკონტროლო საშუალებების არაეფექტურობის შემთხვევაში.
სისხლის პერიფერიული ღეძისმიერი უჯრედების (სპღუ) მობილიზაცია ჯანმრთელ დონორებში სპღუ-ს ალოგენური ტრანსპლანტაციისათვის.

მიღების წესები და დოზები
ჩვეულებრივი ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპია
ტევაგრასტიმის რეკომენდებული დოზა შეადგენს 0.5 მლნ. სე (5 მკგ)/ სხეულის წონის კგ დღეში ერთხელ. პირველი დოზა შეიყვანება მინიმუმ 24 სთ-ით ადრე ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის კურსის დასრულებიდან. პრეპარატი ტევაგრასტიმის შეყვანა შეიძლება ყოველდღე კანქვეშა ინექციის გზით ან ყოველდღე ხანმოკლე (30 წუთიანი) ვენაში ინფუზიის გზით 5% გლუკოზის ხსნართან ერთად. უფრო სასურველია კანქვეშა შეყვანა, რადგან არსებობს ერთჯერადი გამოყენების კლინიკური ცდების მონაცემები იმის შესახებ, რომ ვენაში შეყვანისას შესაძლოა შემცირდეს ფილგრასტიმის მოქმედება. ამ მონაცემების კლინიკური რელევანტობა მრავალდოზიან გამოყენებასთან დაკავშირებით არ არის გარკვეული. შეყვანის მეთოდი განისაზღვრება პაციენტის ინდივიდუალური კლინიკური მონაცემების მიხედვით. რანდომიზირებულ კლინიკურ კვლევებში გამოყენებული იქნა დოზა 23 მლნ. სე (230 მკგ)/მ2/დღეში (4.0-8.4 მკგ/კგ დღეში) კანქვეშ.
შპრიცის გახსნის მეთოდი და სხეულის რეკომენდებული ადგილი ტევაგრასტიმის კანქვეშა შეყვანისათვის:
პრეპარატის კანქვეშ შეყვანა:
1. მოახდინეთ შეყვანის ადგილის დეზინფიცირება სპირტიანი ტამპონით.
კანის ნაწილი მოქაჩეთ ცერა და საჩვენებელი თითით, ისე რომ არ დააწვეთ.
2. შეიყვანეთ ნემსი მთელ სიგრძეზე კანში.
3. ოდნავ მოქაჩეთ შპრიცის თავი, რომ შეამოწმოთ არის თუ არა ის მოხვედრილი სისხლძარღვში. თუ შენიშნავთ შპრიცში სისხლს, ამოიღეთ ნემსი და შეიყვანეთ ის სხვა ადგილას.
პრეპარატი უნდა შეიყვანოთ ყოველდღე ერთიდაიგივე დროს.
ტკივილის თავიდან აცილების მიზნით ყოველდღე შეცვალეთ შეყვანის ადგილი.
შპრიცი უსაფრთხო შეყვანის მოწყობილობის გარეშე
პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს ნელა და თანაბრად, კანის თითებით დაჭერით. - პრეპარატის შეყვანის შემდეგ ჯერ უნდა ამოიღოთ ნემსი, ხოლო შემდეგ გაუშვათ კანი. ყოველ შემდგომ ინექციისას გამოიყენეთ ახალი შპრიცი. არ შეიძლება შპრიცში ჩარჩენილი ტევაგრასტიმის განმეორებით შეყვანა. პრეპარატის შეყვანის შემდეგ ჯერ უნდა ამოიღოთ ნემსი, ხოლო შემდეგ გაუშვათ კანი. ყოველ შემდგომ ინექციისას გამოიყენეთ ახალი შპრიცი. არ შეიძლება შპრიცში ჩარჩენილი ტევაგრასტიმის განმეორებით შეყვანა
შპრიცი უსაფრთხო გამოყენების მოწყობილობით
შეყვანა უნდა მოხდეს აუცილებლად ნელა და თანაბრად, კანის თითებით დაჭერით, დოზის სრულ შეყვანამდე და შპრიცის მოძრაობის დასრულებამდე. არ შეიძლება ზედმეტი ძალის გამოყენება შპრიცზე. შეყვანის შემდეგ ჯერ უნდა ამოიღოთ ნემსი, ამავდროულად თითი უნდა გეჭიროთ შპრიცზე, ხოლო შემდეგ უნდა გაუშვათ ხელი კანს. შპრიციდან თითის აღება. შპრიცის დამცავი მოწყობილობა სწრაფად ეშვება ნემსზე და კეტავს მას. შემდეგი შეყვანისათვის გამოიყენეთ ახალი შპრიცი. არ შეიძლება შპრიცში ჩარჩენილი ტევაგრასტიმის განმეორებით გამოყენება.
პრეპარატი ტევაგრასტიმი შეიყვანება ყოველდღე მანამ, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა მოსალოდნელი შემცირების შემდეგ არ აღემატება მოსალოდნელ მინიმუმს და არ აღწევს ნორმალური მნიშვნელობის დიაპაზონს. პაციენტები, რომლებიც იტარებენ ციტოტოქსურ ქიმიოთერაპიას სოლიდური სიმსივნის, ლიმფომას და ლიმფოლეიკოზის გამო, თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენს 14 დღემდე. მწვავე მიელოლეიკოზის ინდუქციური და კონსოლიდაციური თერაპიისას ტევაგრასტიმის გამოყენების ხანგრძლივობა შესაძლოა გაიზარდოს 3 დღემდე. ტევაგრასტიმის მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამოყენებული ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის ტიპზე, დოზაზე და სქემაზე.
ნეიტროფილების რაოდენობის დროებითი გაზრდა ჩვეულებრივ აღინიშნება 1-2 დღე ფილგრასტიმით მკურნალობის დაწყების შემდეგ. სტაბილური თერაპიული ეფექტის მისაღწევად აუცილებელია ტევაგრასტიმით თერაპიის გაგრძელება მანამ, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ აღემატება მოსალოდნელ მინიმუმს და არ მიაღწევს ნორმალურ დონეს. არ არის რეკომენდებული მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა, ნეიტროფილების რაოდენობის შეცვლამდე.
პაციენტები, რომლებიც იღებენ მიელოაბლატიურ თერაპიას ძვლის ტვინის შემდგომი გადანერგვით
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 1.0 მლნ. სე (10 მკგ) /კგ დღეში 30 წუთიანი ან უწყვეტი 24 სათიანი ვენაში ინფუზიის გზით ან უწყვეტი 24 საათიანი კანქვეშა ინფუზიის გზით.
ვენაში და კანქვეშ ინფუზიისათვის პრეპარატი ტევაგრასტიმი იხსნება 20 მგ გლუკოზის 5%-იან ხსნარში.
პირველი დოზა უნდა იქნეს შეყვანილის ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის შემდეგ მინიმუმ 24 საათიანი ინტერვალის შემდეგ და არაუგვიანეს 24 საათისა ძვლის ტვინის ტრანსპლატაციის შემდეგ.
ნეიტროფილების რაოდენობის რაოდენობის მაქსიმალური შემცირების შემდეგ დღიური დოზა განისაზღვრება ნეიტროფილების რაოდენობის ცვლილების შესაბამისად შემდეგი სახით:
- თუ ნეიტროფილების რაოდენობა 1.0X109/ლ-ზე მეტია 3 დღის განმავლობაში მიყოლებით, ტევაგრასტიმის დოზა მცირდება 0,5 მლნ სე -მდე (5 მკგ) კგ/დღეში; 
- შემდეგ, თუ ნეიტოფილების აბსოლუტური რაოდენობა რჩება 1.0X109/ლ-ზე მეტი შემდეგი 3 დღის განმავლობაში მიყოლებით, ფილგრასტიმი უნდა მოიხსნას; 
- თუ მკურნალობის დროს ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა მცირდება 1.0X109/ლ-ზე დაბალ დონემდე, მაშინ უნდა მოხდეს კვლავ პრეპარატის დოზის გაზრდა ზემოთმოყვანილი სქემის შესაბამისად.
სისხლის პერიფერიული ღერძისმიერი უჯრედების მობილიზაცია პაციენტებში, რომლებიც იტარებენ მიელოსუპრესიულ ან მიელოაბლატურ თერაპიას შემდგომში სპრ უჯრედების აუტოლოგიური ტრანსპლანტაციით სისხლის პერიფერიული ღერძისმიერი უჯრედების მობილიზაციისათვის (სპღუ) რეკომენდებული დოზა შეადგენს 1.0 მლნ სე (10 მკგ) /კგ დღეში 24 საათიანი უყწვეტი კანქვეშა ინფუზიის გზით ან კანქვეშ დღეში ერთჯერ ინექციის გზით 5-7 დღის განმავლობაში მიყოლებით. ინფუზიისათვის სამკურნალო საშუალება ტევაგრასტიმი უნდა გაზავდეს 20 მლ გლუკოზის 5% -იან ხსნარში. ჩვეულებრივ საკმარისია ერთი ან ორი ლეიკაფერეზისათვის 5 ან 6 დღის განმავლობაში. დამატებითი ლეიკაფერეზის შემთხვევაში პრეპარატი ტევაგრასტიმის დანიშვნა იმავე დოზით აუცილებელია გაგრძელდეს ლეიკაფერეზის დასრულებამდე.
სპღ უჯრედების მობილიზასიისათვის მიელოსუპრესიული ქიმიოთერაპიის შემდეგ რეკომენდებული დოზა შეადგენს 0.5 მლნ. სე (5 მკგ) დღეში ყოველდღიური კანქვეშა ინექციის გზით, დაწყებული პირველი დღიდან ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ და მანამ, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ იცვლება და არ აღწევს ნორმალურ ნიშნულს. ლეიკაფერეზი უნდა ჩატარდეს ნეიტროფილების რაოდენობის ზრდის პერიოდის განმავლობაში მინ. 0,5X109/ლ-დან მაქს. 5,0X109/ლ-მდე. პაციენტებისათვის, რომლებიც არ იტარებდნენ ინტენსიურ ქიმიოთერაპიას, ხანდახან საკმარისია მხოლოდ ერთი ლეიკაფერეზი. ცალკეულ შემთხვევებში რეკომენდებულია დამატებითი ლეიკაფერეზის ჩატარება.
სისხლის პერიფერიული ღერძისმიერი უკრედების მობილიზაცია ჯანმრთელ დონორებში სპღ უჯრედების ალოგენური ტრანსპლანტაციისათვის
რეკომენდებული დოზა – 1.0 მლნ. სე (10 მკგ) /კგ დღეში 24 საათიანი კანქვეშა ინფუზიის ან კანქვეშა ინექციის გზით 4-5 დღის განმავლობაში მიყოლებით. ლეიკაფერეზი ტარდება მე-5 დან მე-6 დღემდე 4X106 ჩD34+- უჯრედების/კგ რეციპიენტის მისაღებად. 
პაციენტები რთული ქრონიკული ნეიტროპენიით
თანდაყოლილი ნეიტროპენია: ტევაფრასტიმი ინიშნება საწყისი დოზით 1.2 მლნ. სე (12 მკგ)/კგ დღეში კანქვეშა ინექციის გზით ერთჯერადად ან რამოდენიმე შეყვანისათვის. 
იდიოპათიური ან პერიოდული ნეიტროპენია: ტევაგრასტიმი ინიშნება საწყისი დოზით 0.5 მლნ. სე (5 მკგ)/კგ დღეში კანქვეშ ერთჯერადად ან რამოდენიმე შეყვანისათვის.
დოზის კორექცია: პრეპარატი ტევაგრასტიმი შეიყვანება ყოველდღე კანქვეშა ინექციის გზით ნეიტროფილების სტაბილური დონის მიღწევამდე, რომელიც აღემატება 1.5X109/ლ-ს. თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ განისაზღვრება ეფექტური მინმალური დოზა ამ დონის შენარჩუნების მიზნით. ნეიტროფილების საჭირო რაოდენობის შენარჩუნებისათვის საჭიროა გაგრძელდეს პრეპარატის ყოველდღე შეყვანა. 1 ან 2 კვირიანი მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია საწყისი დოზის გაორმაგება ან ორჯერ შემცირება თერაპიული ეფექტის შესაბამისად. შემდგომში ყოველ 1-2 კვირაში ტარდება დოზის ინდივიდუალური კორექცია ნეიტროფილების საშუალო რაოდენობის შენარჩუნებისათვის დიაპაზონით 1.5X109/ლ -დან 10X109/ლ-მდე. პაციენტებში რთული ინფექციებით გამოიყენება სქემა დოზირების უფრო სწრაფი გაზრდით. კლინიკურ კვლევებში პაციენტების 97%-მა მოგვცა სრული პასუხი დღეში 2.4 მლნ. სე (24 მკგ) /კგ დოზის შეყვანის შემდეგ. ფილგრასტიმის გამოყენების უსაფრთხოება ხანგრძლივი მკურნალობისას ქრონიკული ნეიტროპენით დაავადებულებში დოზებით, რომლებიც აღემატება 2.4 მლნ. სე (24 მკგ)/კგ დღეში, არ არის დადგენილი. 
ნეიტროფილების რაოდენობის აღდგენისათვის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 0.1 მლნ. სე ( 1 მკგ)/კგ დღეში ყოველდღე ერთჯერადი კანქვეშა ინექციის გზით, დოზის გაზრდით მაქსიმალურამდე 0.4 მლნ. სე (4 მკგ)/კგ დღეში, ნეიტროფილების რაოდენობის ნორმალიზებამდე (2.0X109/ლ-ზე მეტი). კლინიკურ კვლევებში პაციენტების 90%-მა უპასუხა ამ დოზირებაზე, ნეიტროფილების რაოდენობის მიღწევით საშუალოდ 2 დღეში. უმნიშვნელო რაოდენობის პაციენტებისათვის (10%-ზე ნაკლები) საკმარისი აღმოჩნდა 0.1 მლნ. სე დოზა (1 მკგ)/კგ დღეში ნეიტროფილების რაოდენობის აღდგენისათვის. 
ნეიტროფილების ნორმალური რაოდენობის შენარჩუნებისათვის: ნეიტროპენიის დასრულებისას განისაზღვრება პრეპარტის მინიმალური ეფექტური დოზა ნეიტროფილების ნორმალური რაოდენობის შენარჩუნებისათვის. რეკომენდებულია შეყვანის დაწყება დღეში 30 მლნ. სე (300 მკგ)/კგ კანქვეშ დღეგამოშვებით. შემდგომში შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის ინდივიდუალური კორექცია პაციენტის ნეიტროფილების დონის შესაბამისად ნეიტროფილების 2.0X109/ლ - ზე მეტი რაოდენობის შენარჩუნების მიზნით. კლინიკურ კვლევებში 30 მლნ. სე (300 მკგ)/კგ დღეში დოზირებით 1 დან მე-7 დღემდე საკმარისი იყო ნეიტროფილების 2.0X109/ლ - ზე მეტი რაოდენობის შენარჩუნებისათვის, საშუალო შეყვანის სიხშირით კვირაში 3-ჯერ. ხანდახან ნეიტროფილების 2.0X109/ლ-ზე მეტი რაოდენობის შენარჩუნებისათვის აუცილებელია პრეპარატის დანიშვნის გახანგრძლივება.
გამოყენება ბავშვებში რთული ქრონიკული ნეიტროპენიით და ონკოლოგიური დაავადებებით: პაციენტების 65% ასაკი, რომლებიც მონაწილეობდნენ კლინიკური კვლევების პროგრამაში რთული ქრონიკული ნეიტროპენიის სამკურნალოდ, იყო 18 წელზე დაბლა. მკურნალობის ეფექტურობა აშკარა იყო ამ ასაკობრივ ჯგუფში, რომლის უმრავლესობას შეადგენდა პაციენტები თანდაყოლილი ნეიტროპენიით. არ იყო განსხვავება უსაფრთხოების პროფილებში ბავშვებში, რომლებიც მკურნალობდნენ რთულ ქრონიკულ ნეიტროპენიას.
კლინიკური კვლევების მონაცემები მოწმობენ იმაზე, რომ ტევაგრასტიმით მკურნალობის უსაფრთხოება და ეფექტურობა როგორც უფროსებში, ასევე ბავშვებში რომლებიც იტარებდნენ ციტოტოქსიკურ ქიმიოტერაპიას იდენტურია.
რეკომენდებული დოზა ბავშვებისათვის და უფროსებისათვის, რომლებიც იტარენებ მიელოსუპრესიულ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას, ერთნაირია.
გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში: ტევაგრასტიმის კლინიკური კვლევები მოიცავდნენ ხანდაზმული პაციენტების მცირე რაოდენობას, მაგრამ სპეციალური კვლევების გამოყენების შესახებ ამ ჯგუფის პაციენტებში არ ჩატარებულა, ასე რომ, სპეციფიური რეკომენდაციები დოზირების შესახებ ვერ კეთდება.

გვერდითი მოვლენები
კლინიკური კვლევები წარმოაჩენენ შემდეგ გვერდით რეაქციებს და მათ სიხშირეს:
ძალიან ხშირად: >1/10; 
ხშირად: >1/100, <1/10; 
არახშირად: >1/1000, <1/100; 
იშვიათად: >1/10000, <1/1000; 
ძალიან იშვიათად: <1/10000; 
არ არის ცნობილი შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით.
ონკოლოგიურ პაციენტებში
ფილგრასტიმით მკურნალობა რეკომენდებულ დოზებში ხშირად იწვევს ტკივილს ძვლებში და კუნთებში, რომელიც უმეტეს შემთხვევებში ყუჩდება ჩვეულებრივი ანალგეზურების მეშვეობით. იშვიათად გვერდითი მოქმედებები მოიცავენ შარდის გამოყოფის დარღვევებს (უმთავრესად, სუსტ ან ზომიერ დიურეზს).
რენდომიზირებული პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით ფილგრასტიმი არ ზრდის ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის გვერდითი რეაქცების სიხშირეს. არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა ერთნაირი სიხშირით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფილგრასტიმს / ქიმიოთერაპიას და პლაცებო/ქიმიოთერაპიას მოიცავდნენ ღებინებას, გულისრევას, ალოპეციას, დიარეას, საერთო სისუსტეს, ანორექციას, ლორწოვანი გარსის ანთებას, თავის ტკივილს, ხველას, კანის გამონაყარს, ტკივილს მკერდის არეში, ყელის ტკივილს, ყაბზობას და განუსაზღვრელი ეთიოლოგიის ტკივილს. 
რეკომენდებული დოზებით ფილგრასტიმით მკურნალობისას აღინიშნა შექცევადი, დოზაზე დამოკიდებული და ჩვეულებრივ სუსტი ან ზომიერი მოამტება ლაქტატდეჰიდროგენაზას კონცენტრაციის, ტუტე ფოსფატაზების, შარდმჟავას და Y-გლუტამილტრანსფერაზების შრატში მომატება, შესაბამისად 50%, 35%, 25% და 10 % პაციენტებში.
იშვიათად შესაძლებელია არტერიული წნევის დროებითი დაწევა, რომელიც საჭიროებს მკურნალობას.
ხანდახან პაციენტებში, რომლებიც იტარებენ მაღალდოზიან ქიმიოთერაპიას ძვლის ტვინის შემდგომი აუტოლოგიური ტრანსპლანტაციით, აღინიშნა სისხლძარღვების დარღვევები, მაგალითად, ვენების ოკლუზიური დაავადება და წყლის ცვლის დარღვევები. არ არის დადგენილი მათი კავშირი ფილგრასტიმის გამოყენებასთან. ერთეულ შემთხვევებში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფილგრასტიმს, აღინიშნა კანის ვასკულიტი, რომლის მექანიზმი არ არის გარკვეული.
აღინიშნა სვიტის სინდრომის შემთხვევა (მწვავე ფებრილური ნეიტროფილური დერმატოზი). ასეთ შემთხვევებში კავშირი ფილგრასტიმის გამოყენებასთან არ არის ცნობილი, რადგან ავადმყოფების მნიშვნელოვანი რაოდენობა მიეკუთვნებოდა ლეიკოზით დაავადებულ პაციენტებს, ხოლო სვიტის სინდრომი აღინიშნება ამ დაავადებისას. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნა რევმატული ართრიტის გამწვავება.
ზოგიერთ პაციენტებში აღინიშნა ფილტვებში ინფილტრატების წარმოქმნა, რომლებიც იწვევდნენ ფილტვის უკმარისობის განვითარებას, ინტერსტიციულ პნევმონიას, ფილტვების შეშუპებას ან რესპირატორულ დისტრესს-სინდრომს მოზრდილებში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პაციეტნის დაღუპვა.
აღინიშნა ისეთი სიმპტომების გამოვლენის ერთეული შემთხვევები, რომლების მიუთითებენ ალერგიული ტიპის რეაქციებზე: ანაფილაქსიური შოკი, კანის გამონაყარი, ჭინჭრის ცხელება, ანგიოედემა, დისპნოე და ჰიოთენზია, - ამასთანავე მათი დაახლოებით ნახევარი დაკავშირებული იყო პირველი დოზის შეყვანასთან. ასეთი რეაქციები უმეტესად აღინიშნა პრეპარატის ვენაში შეყვანის მეთოდის გამოყენების შემდეგ. ხანდახან მკურნალობის განახლებას თან ახლდა სიმპტომების რეციდივიც. აუცილებლად უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ სერიოზული ალერგიული რეაქციები.
გამოვლინდა ნამგალისებრი ერითროციტების კრიზისის ერთეული შემთხვევები პაციენტებში ნამგალისებრი ერითროციტების დაავადებით.
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევა: ძალიან ხშირად - ტუტე ფოსფატაზების, ლაქტატდეჰიდროგენაზას, შარდმჟავას კონცენტრაციის გაზრდა.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი.
სისხლძარვთა სისტემის მხრივ: იშვიათად - სისხლძარღვების დარღვევები.
სასუნთქი სისტემის მხრივ, მკერდის უჯრედის და მედიასტინუმის ორგანოების მხრივ: ხშირად - ხველა, ყელის ტკივილი; ძალიან იშვიათად - ინფილტრატები ფილტვებში.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად, ხშირად - ყაბზობა, ანორექსია, მუკოზიტი.
ჰეპატობილიარული დარღვევები: ძალიან ხშირად - Y- გლუტამილტრანსფერაზას კონცენტრაციის გაზრდა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ხშრად - ალოპეცია, გამონაყარი კანზე; ძალიან იშვიათად - სვიტის სინდრომი, კანის ვასკულიტი. 
ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად - ტკივილი მკერდის არეში, ტკივილი ძვლებში და კუნთებში; ძალიან იშვიათად - რევმატოიდური ართრიტის გამწვავება.
თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - შარდის გამოყოფის დარღვევები.
ზოგადი და ადგილობრივი რეაქციები: ხშირად - დაღლილობა, საერთო სისუსტე; არახშირად - გაურკვეველი ტკივილი; ძალიან იშვიათად - ალერგიული რეაქციები.
ჯანმრთელ დონორებში სისხლის პერიფერიული ღერძისმიერი უჯრედების მობილიზაციისას
ჯანმრთელ დონორებში არასასურველი რეაქციები ფილგრასტიმზე უფრო ხშირად ვლინდება სუსტად ან ზომიერად გამოხატული ტკივილით ძვლებში და კუნთებში. დონორების 41%-ში აღინიშნა ლეიკოციტოზი (50X109/ლ ზე მეტი), ხოლო 35% - ფილგრასტიმის შეყვანის შემდეგ და ლეიკაფერეზის ჩატარების შემდეგ გამოვლინდა გარდამავალი თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობა 100X109/ლ-ზე ნაკლები). 
ცალკეულ ჯანმრთელ დონორებში აღინიშნა ტუტე ფოსფატაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას, ასპარტატ-ამინოტრანსფერაზას და შარდმჟავას კონცენტრაციის კლინიკური უსიმპტომო ტრანზიტორული მცირე ზრდა. ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა ართრიტის გამწვავების სიმპტომები, თავის ტკივილი, ძალიან იშვიათად - რთული ალერგიული რეაქციები.
ერთეულ შემთხვევებში ჯანმრთელ დონორებში, რომლებიც იღებდნენ გრანულოციტარულ კოლინიემასტიმულირებელ ფაქტორს, მოხდა ელენთას გახლეჩვა. დაფიქსირდა გავრცელებული, უსიმპტომო სპლენომეგალიის გამოვლენა.
სისხლის წარმომქმნელი და ლიმფური სისტემა: ძალიან ხშირად - ლეიკოციტოზი, თრომბოციტოპენია; არახშირად - ელენთის მუშაობის დარღვევა.
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევა: ხშირად - ტუტე ფოსფატაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას კონცენტრაციის გაზრდა; არახშირად - ასპარტატ-ამინოტრანსფერაზას კონცენტრაციის გაზრდა, ჰიპერურიკემია.
ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად - თავის ტკივილი.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად - ტკივილი ძვლებში და კუნთებში: არახშირად - რევმატოიდური ართრიტის გამწვავება.
ზოგადი და ადგილობრივი რეაქციები: არახშირად - რთული ალერგიული რეაქციები.
პაციენტებში რთული ქრონიკული ნეიტროპენიით
გვერდითი ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია ფილგრასტიმით რთული ქრონიკული ნეიტროპენიის მკურნალობასთან, გააჩნია თანდათან მათი სიხშირის შემცირების ტენდენცია. უფრო ხშირი გვერდითი რეაქციები, რომლებიც უკავშირდება ფილგრასტიმს, არის ძვლების და კუნთების ზოგადი ტკივილი.
სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავენ, ელენთის გაზრდას, რამაც მცირე რაოდენობის პაციენტებში შეიძლება განიცადოს პროგრესირება, ასევე ვლინდება თრომბოციტოპენია. აღწერილია თავის ტკივილი და დიარეა უშუალოდ ფილგრასტიმით მკურნალობის დაწყების შემდეგ, რომელიც აღენიშნებათ პაციენტების 10 % მეტს. ასევე გამოვლინდა ანემია და სისხლდენა ცხვირიდან.
აღინიშნა გარდამავალი და კლინიკურად უსიმტპომო შარდმჟავას, ლაქტატდეჰიდროგენაზის და ტუტე ფოსფატაზების შრატისმიერი კონცენტრაციის ზრდა, ასევე სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ზომიერი გარდამავალი შემცირება საკვების მიღების შემდეგ. გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებულია ფილგრასტიმით მკურნალობასთან, რომლებიც აღინიშნა პაციენტების 2%-ში რთული ქრონიკული ნეიტროპენიით, მოიცავდა რეაქციებს ინექციის ადგილას, თავის ტკივილს, ღვიძლის გადიდებას, ტკივილს სახსრებში, ალოპეციას, ოსტეოპოროზს და გამონაყარს კანზე. ხანგრძლივი თერაპიისას პაციენტების 2%-ში აღინიშნა კანის ვასკულიტი, და ძალიან იშვიათად - პროტეინურია და/ან ჰემატურია.
სისხლის წარმომქმნელი და ლიმფური სისტემა: ძალიან ხშირად - ანემია, სპლენომეგალია; ხშირად – თრომბოციტოპენია; თრომბოციტოპენია; არახშირად - ელენთას მუშაობის დარღვევა.
მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ: ძალიან ხშირად - გლუკოზის დონის შემცირება, ტუტე ფოსფატაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზის, ჰიპერურიკემიის კონცენტრაციის გაზრდა. 
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი.
სასუნთქი სისტემის, მკერდის უჯრედის და მედიასტინუმის ორგანოების მხრივ: ძალიან ხშირად - სისხლდენა ცხვირიდან.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – დიარეა.
ჰეპატობილიარული დარღვევები: ხშირად - ღვიძლის გადიდება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ხშირა

სად შევიძინოთ?