აცეტილსალიცილის მჟავა – 100მგ.
გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პვქ ფირისა და ალუმინის ფოლგისაგან (ბლისტერი). 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირება, რის შედეგადაც იბლოკება თრომბოქსან A2-ის სინთეზი და ითრგუნება თრომბოციტების აგრეგაცია. ითვლება, რომ აცეტილსალიცილის მჟავას გააჩნია თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის სხვა მექანიზმებიც, რაც აფართოებს მისი მოხმარების სფეროს სხვადასხვა სისხლძარღვოვანი დაავადებებისას. აცეტილსალიცილის მჟავას გააჩნია ასევე, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტი.
მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 3 საათის შემდეგ. პლაზმის ცილებს უკავშირდება 80-85%, აცეტილსალიცილის მჟავას დოზის მატებით მცირდება პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი 50%-ით. ელიმინაცია ხდება მეტაბოლიტებისა და შეუცვლელი სახით თირკმელებით. ექსკრეციის სიჩქარე და ხარისხი დამოკიდებულია შარდის pH- ზე.
არასტაბილური სტენოკარდია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა, სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომი პერიოდი, თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მოშლის პროფილაქტიკა, კორონარული არტერიების თრომბოზის პროფილაქტიკა, შაკიკის ხანგრძლივი პროფილაქტიკა.
არასტაბილური სტენოკარდიის, სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომ, ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევისა და ინსულტის პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 100-300მგ დღეში.
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს 100მგ დღეში.
კორონარული თრომბოზის პროფილაქტიკისათვის და შაკიკის დროს გამოიყენება 100-200მგ დღეში ან 300მგ ყოველ მეორე დღეს.
აორტო-კორონარული შუნტირებისას ინიშნება 24 საათის გასვლის შემდეგ. როგორც ანტიაგრეგანტი ინიშნება ექიმის მიერ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მიიღება ჭამის შემდეგ, წყალთან ერთად.
ხშირად: ტკივილის შეგრძნება, მიკროჰემორაგიები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
ზოგჯერ: გულისრევა, ღებინება.
იშვიათად: სისხლდენა და კუჭის წყლულის განვითარება.
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის დაავადება, კვინკეს შეშუპება.
ერთეულ შემთხვევებში: თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის მოშლა. ჰიპოგლიკემია, კანის მხრივ მძიმე ალერგიული რეაქციები.
აცეტილსალიცილის მჟავასა და სალიცილატებზე მომატებული მგრძნობელობა, ჰემორაგიული დიათეზი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადები გამწვავების სტადიაში.
ექიმის მეთვალყურეობით ინიშნება შემდეგ შემთხვევებში: ბრონქიალური ასთმისას, ჰეპარინთან ერთად და ანტიკოაგულანტებთან ერთად, მომატებული მგრძნობელობის დროს ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული საშუალებების მიმართ, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ქრონიკული და მორეციდივე დაავადებებისას, თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებების დროს.
სიფრთხილით ენიშნებათ ორსულებს, ბავშვებს და მოზარდებს.
ნაწლავში ხსნადი გარსი ხელს უშლის კუჭში აბსორბციას და მნიშვნელოვნად მცირდება აცეტილსალიცილის მჟავას ულცეროგენული მოქმედება.
პრეპარატი მიიღება ექიმის დანიშნულებით.
პრეპარატს შეუძლია ბრონქოსპაზმის პროვოცირება, გამოიწვიოს ბრონქიალური ასთმის შეტევა, სხვადასხვა ხარისხის სისხლდენები ქირურგიული ჩარევისას ან მის შემდგომ.
მაღალი დოზები ახდენს ჰიპოგლიკემურ ეფექტს, რაც მხედველობაშია მისაღები მიღებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებზე დანიშვნის დროს.
პრეპარატის მცირე დოზით მიღებამაც კი, შეიძლება შეამციროს შარდმჟავა მარილების გამოყოფა ორგანიზმიდან, რაც შეიძლება გახდეს პოდაგრის შეტევის მიზეზი
თრომბობათი აძლიერებს ანტიკოაგულანტების, მეტოტრექსატის, სულფანილამი-დების, ტრიიოდთირონინის მოქმედებას, ზრდის დიგოქსინის, ბარბიტურატების, ანტირევმატიული საშუალებების კონცენტრაციას სისხლში
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე
ვარგისობის ვადა 3 წელი.
ურეცეპტოდ
№388/ო (1.38)
18.07.2008 - 18.07.2013