ევკალიპტის ფოთლები (Folia Eucalypti) - 10გ;
ეთილის სპირტი 70% _ საკმარისი რაოდენობით 50მლ ნაყენის მისაღებად.
შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიე¬რებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (80% ცინეოლი), ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს.
აღწერილობა: მწვანე ფერის, გამჭვირვალე სითხე, ევკალიპტისათვის დამახასიათებელი სუნით და მშუშხავი გემოთი.
შენახვისას დასაშვებია ნალექის წარმოქმნა.
აქვს ანთების საწინააღმდეგო, სუსტი სედაციური და ამოსახველებელი ეფექტი.Mმოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკრობებზე, სოკოებზე, უმარტივესებზე, ეშერიხიაზე, ტუბერკულოზის მიკობაქტერიაზე, დიზინტერიის გამომწვევ ამებაზე, ტრიქომონადებზე.
• ლარინგიტი, ფარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი.
• სტომატიტი, გინგივიტი, ტონზილიტი;
• კუჭ-ნაწლავის დაავადებები;
ზედა სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს: მიიღება პერორალურად 15-30 წვეთი 3-4-ჯერ დღეში (წვეთები უნდა განზავდეს ნახევარ ჭიქა წყალში).
პირის ღრუსა და ცხვირ-ხახის ანთებითი დაავადებების დროს: გამოსავლებად და ინჰალაციისთვის 10-15 წვეთი ნაყენი უნდა განზავდეს 1 ჭიქა თბილ წყალში.
მკურნალობის კურსი – 5-10 დღე.
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ეთილის სპირტის შემცველობის გამო პრეპარატის პერორალურად მიღება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
პრეპარატის ხანგრძლივად დიდი დოზებით მიღებისას შესაძლებელია ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება. ამ შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტის მართვისას და ისეთ მექანიზმებთან მუშაობისას, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას.
გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება (შეიცავს ეთილის სპირტს).
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე.
არ არის დადგენილი.
არ არის შესწავლილი.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვა: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად.