შემადგენლობა
გელი ------------------------ 1 გ
ნიმესულიდი --------------10 მგ
ფარმაკოდინამიკა:
ნიმესულიდი წარმოადგენს ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებას, რომელიც ხასიათდება სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებით. იგი შეიცავს სულფოანილიდის ჯგუფს, რაც განასხვავებს მას სხვა ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებისაგან, რომლებიც შეიცავენ კარბოქსილის და ფენოლის რგოლს. ნიმესულიდის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით ფაგოციტოზსა და ჰემოსტაზზე ზემოქმედების გარეშე, იგი თრგუნავს ანთების დროს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, ხელს უშლის ფერმენტ მიელოპეროქსიდაზას გამოთავისუფლებას.
ნიმესულიდი ადგილობრივი გამოყენებისას აღწევს კანიდან კუნთოვან ქსოვილში და სინოვიალურ სითხეში და განაპირობებს მათ შორის ბალანსის სწრაფად დამყარებას.
გელის გამოყენების შემდეგ CMAX (14-57.5 მგ/მლ) მიიღწევა 8 საათის განმავლობაში. ადგილობრივი გამოყენებისას ნიმესულიდი 30 წთ-დან 8 სთ-მდე თანდათანობით გადადის სისხლის პლაზმაში.
ნიმესულიდის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 10 სთ-ს.
გელი ავლენს ადგილობრივ ანთებისსაწინააღმდეგო და ანალგეზიურ მოქმედებას შემდეგი დაავადებების დროს:
- ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, პერიართრიტი, ტენდინიტი, ტენოსინოვიტი, ბურსიტი და რბილი ქსოვილების სხვა ანთებითი დაავადებები;
- რბილი ქსოვილების დაზიანებები, მათ შორის ამოვარდნილობა;
- კუნთოვანი ქსოვილების და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (ტკივილი, ანთება, კუნთოვანი დაჭიმულობა).
გამოყენება ბავშვებში:
გელის ეფექტურობა პედიატრიულ პრაქტიკაში დადგენილი არ არის. ამიტომ პრეპარატის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის.
გამოიყენება გარეგანად. გელი დაიტანება დაზიანებულ უბანზე და მსუბუქად შეიზილება; პროცედურა მეორდება 3-4-ჯერ დღეში. თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად მიღებული შედეგის გათვალისწინებით.
იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა ადგილობრივი გაღიზიანება, ერითემა, გამონაყარი, კანის აქერცვლა და ქავილი. ზოგჯერ აღინიშნება კანის უმნიშვნელო ცვლილებები პრეპარატის აპლიკაციის დატანის ადგილზე, რომელიც რამდენიმე დღეში გაივლის.
გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.
ნიმესულიდის, აცეტილსალიცილის მჟავის და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ბრონქოსპაზმი, რინიტი, ჭინჭრის ციება). პრეპარატი უკუნაჩვენებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების (მწვავე წყლული, განვითარებადი წყლული), კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, თირკმლის უკმარისობის დროს.
ორსულობის C კატეგორია: ორსულ ქალებში გელის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი არ არის. ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გელის გამოყენება არარეკომენდებულია.
პრეპარატი გელის სახით დაიტანება მხოლოდ კანის დაუზიანებელ უბანზე, ისე რომ არ მოხვდეს ღია ჭრილობაზე. ადგილობრივი რეაქციების განვითარებისას (კანის გაღიზიანება და სხვ.) გელის გამოყენებას წყვეტენ და ინიშნება შესაბამისი მკურნალობა. თავიდან უნდა ავიცილოთ გელის მოხვედრა თვალში, ლორწოვან გარსზე, ან დაზიანებულ კანზე დერმატოზებისა და ინფექციური პროცესების დროს. ასეთ შემთხვევებში საჭიროა მისი წყლით ჩამობანვა.
დაბალი სისტემური აბსორბციის გამო ადგილობრივი გამოყენებისას ჭარბი დოზირება ნაკლებადსავარაუდოა.
ადგილობრივი გამოყენებისას სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება ნაკლებადსავარაუდოა.
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე ქვემოთ.
ვარგისიანობის ვადა:
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.
_ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას,
_ შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.