ცისტიტრი
Cystitri
დაწერეთ პირველი კომენტარიაქტიური ნივთიერებები:
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
აღწერა
ფარმაცევტული ფორმა
ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად, პაკეტში (საშე).
აღწერილობა: იისფერი-მოყავისფრო ფერის ფხვნილი თეთრი ნაწილაკებით და დამახასიათებელი სუნით.
შემადგენლობა
თითოეული საშე შეიცავს შემდეგ აქტიურ ნივთიერებებს:
D-მანოზა – 1 000 მგ
შტოშის (Vaccinium macrocarpon) ნაყოფის ექსტრაქტი - 90 მგ (სტანდარტიზებული 40 % A ტიპის პროანთოციანიდინები)
კალიუმის ციტრატი – 30 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ნატრიუმის ციკლამატი, შოკოლადის არომატი, უწყლო ლიმონმჟავა, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.
თვისებები
ცისტიტრის პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი წარმოადგენს შტოშის ექსტრაქტის, კალიუმის ციტრატისა და D-მანოზას უნიკალურ კომბინაციას, რომელიც განკუთვნილია საშარდე გზების ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.
წითელი შტოშის ნაყოფი მდიდარია პროანთოციანიდინებით (PACs), რომლებსაც აქვთ ანტიბაქტერიული თვისებები. პროანთოციანიდინები გამოიყენება, როგორც საკვები დანამატები, რადგან ამცირებს საშარდე გზების ინფექციების რეციდივის რისკს, ასუსტებს ბაქტერიებსა და საშარდე გზების ზედაპირს შორის მიმაგრების ძალას. შტოში ასევე ასტიმულირებს ჰიპურის მჟავას გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს საშარდე გზებში სასურველი ბაქტერიული ბალანსის შენარჩუნებას.
საშარდე გზების ინფექციების უმეტესობა იწყება მაშინ, როდესაც Escherichia coli (E. coli) — მიკროორგანიზმი, რომელიც ცხოვრობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში — აღწევს შარდის ბუშტში და ეკვრის მის ლორწოვან გარსს. ჩვეულებრივ, შარდის ნაკადი ბაქტერიებს გამოდევნის, თუმცა E. coli-ს უჯრედის კედელზე არსებული თითების მსგავსი სტრუქტურები, რომლებიც თავის ზედაპირზე შეიცავს კომპლექსურ მოლეკულებს ლექტინებს, მოქმედებს, როგორც „უჯრედული წებო“, რაც საშუალებას აძლევს ბაქტერიებს ძლიერად მიეკრას შარდის ბუშტის კედელს და მოშარდვის დროს არ ჩამოირეცხოს ადვილად.
D-მანოზა არის მონოსაქარიდი, რომელიც ხელს უშლის E. coli-ს მიმაგრებას საშარდე გზებზე ტიპი 1 ფიმბრიებით (პილები). D-მანოზა ბაქტერიას უფრო ძლიერად უკავშირდება (ბაქტერიის ლექტინებისადმი მაღალი აფინურობის გამო), ვიდრე ბაქტერია ბუშტის კედელს, რის შედეგადაც პოტენციურად პათოგენური ბაქტერია სცილდება საშარდე გზების ლორწოვანს და გამოიყოფა შარდის ნაკადთან ერთად.
მიუხედავად იმისა, რომ D-მანოზა ბუნებრივად გვხვდება შტოშში, მისი რაოდენობა არასაკმარისია იმავე ეფექტის მისაღებად. შტოშის ექსტრაქტი ასევე შეიცავს პროანთოციანიდინებს, რომლებიც ხელს უშლიან E. coli-ს მიმაგრებას შარდსადენსა და შარდის ბუშტზე. შტოშის ექსტრაქტს ასევე აქვს ძლიერი იმუნომასტიმულირებელი მოქმედება. D-მანოზა და შტოშის ექსტრაქტი ერთად მიღებისას უზრუნველყოფენ სასარგებლო სინერგიულ ეფექტს საშარდე გზებზე.
საშარდე გზების ინფექციის დროს შარდის ბუშტში ბაქტერიები ქმნიან მჟავა გარემოს, რომელიც მათ ეხმარება სწრაფ ზრდასა და გამრავლებაში, რის გამოც შარდში კიდევ უფრო მეტად იმატებს მჟავა გარემო და იწვევს ძლიერ ტკივილს შარდვისას.
ცისტიტრი შეიცავს კალიუმის ციტრატს, რომელიც ანეიტრალებს შარდის მჟავიანობას, ეს ეხმარება შარდვისას წვისა და ჩხვლეტის შეგრძნების შემცირებაში, კალიუმის ციტრატი ასევე ამცირებს შარდვის ხშირ მოთხოვნილებას (ცისტიტის სიმპტომები).
კალიუმის ციტრატი ეფექტურია შარდმჟავასა და ოქსალატური კენჭების მოცილებაში. ასევე ხელს უშლის კალციუმის ნაერთების დალექვას.
სარგებელი და გამოყენების ჩვენებები
მწვავე და მორეციდივე ცისტიტი (ბაქტერიების შარდის ბუშტზე მიმაგრების დათრგუნვა)
საშარდე გზების პრობლემების შემთხვევაში გამოყენებული ანტიბიოტიკოთერაპიის დროს და შემდეგ
ანტიბიოტიკების გამოყენებისა და ანტიბიოტიკორეზისტენტობის შემცირება
მამაკაცებში, რომლებსაც პროსტატის გადიდებით (პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნე) გამოწვეული საშარდე გზებთან დაკავშირებული ხშირი პრობლემები აწუხებთ. აუმჯობესებს პროსტატიტთან ასოცირებულ შემდეგ პარამეტრებს: პროსტატის სიმპტომების საერთაშორისო მაჩვენებელი, ერექციული ფუნქციის საერთაშორისო მაჩვენებელი, პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი/PSA; შარდის ნაკადის სიჩქარე, საშუალო ნაკადი და საერთო მოცულობა, რეზიდუალური შარდის მოცულობა.
საშარდე სისტემის ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესება
ანტიოქსიდანტური მოქმედება
დოზირება და მიღების წესი
პერორალური მიღებისთვის.
რეკომენდებული დოზები
მოზრდილები:
მწვავე ფაზაში – 1 საშე 2-ჯერ დღეში, 5 დღის განმავლობაში.
რეციდივის პრევენციისთვის – 1 საშე დღეში ერთხელ, თვეში 10 დღე.
პრეპარატი მიიღება კვებებს შორის პერიოდში, სასურველია ცარიელ შარდის ბუშტზე (საღამოს ბოლო მოშარდვის შემდეგ და დილით პირველი მოშარდვის შემდეგ).
1 საშე იხსნება 100 მლ ცივ წყალში ან ნებისმიერ სასურველ სასმელში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები ცისტიტრის რომელიმე კომპონენტის მიმართ
სიფრთხილის ზომები
არ მიიღოთ, თუ გაქვთ ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილეა საჭირო გულის ან თირკმლის უკმარისობით გამოწვეული შეშუპების შემთხვევაში.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ცისტიტრი არის საკვები დანამატი და არ ცვლის კარგად დაბალანსებულ კვებას.
ფარმაცევტულ საშუალებებთან და სხვა პროდუქტებთან ურთიერთქმედება
ცისტიტრი აძლიერებს ანტისეპტიკებისა და ანტიბიოტიკების მოქმედებას ერთდროული გამოყენებისას.
ციტრატის შემცველ სხვა პროდუქტებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა შარდის pH-ის კონტროლი.
შეფუთვა
ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის, საშეებში.
10 საშე მუყაოს კოლოფში, ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
კომენტარები
კომენტარები ჯერ არ არის - იყავით პირველი!
დაწერეთ კომენტარი
იმპორტიორი საქართველოში
სმარტფარმი