თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის / Turmanidze Ointment for Burn
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Turmanidze
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → სხვა საშუალებები ანთების საწინააღმდეგო აქტივობით → პრეპარატები გარეგანი გამოყენებისათვის
- მწარმოებელი კომპანია: თურმანიძე
- მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
- გამოშვების ფორმა: 25გ. ალუმინის ტუბი
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ფარმაკოლოგიური თვისებები
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილ გამაყუჩებელი და ანტისეპტური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქოვანი ნადებებისგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს.
ჩვენებები
I,II,III, ხარისხის დამწვრობა, ხოლო IV ხარისხის დამწვრობისას ამზადებენ დამწვარ ზედაპირს კანის პლასტიკური ოპერაციიცსთვის, მოყინვა, გამოყელვის დროს, წითელი ქარი, ექსკორიაცები.
მიღების წესები და დოზები
ჭრილობის (დამწვარი) ზედაპირის შესაბამისი ანტისეპტიური(3% წყალბადის ზეჟანგის) ხსნარით დამუშავების შემდეგ, დავაფარებთ მიტკლის ნაჭერზე ან სამფენა დოლბანდზე თხელი ფენით წასმულ მალამოს. შემდეგ გადავახვევთ. ჭრილობა უნდა დამუშავდეს და ნახვევი გამოიცვალოს 24 საათში ერთხელ.
უკუჩვენება
არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს, უკუჩვენება არ გააჩნია.
შენახვის პირობები და ვადები
3 წელი, ინახება მშრალ გრილ ადგილას.