Nuk
უროველი / UROWELL

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Idee PharmaWelt GmbH
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: შუშხუნა ტაბლეტი №10
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:
უროველის ერთი შუშხუნა ტაბლეტი (4,1 გ) აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს: D-მანოზა - 400 მგ, შტოშის ექსტრაქტი (Vaccinium Macrocarpon L.) - 500 მგ, C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) – 135 მგ, თუთია - 10 მგ და შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: ტყის კენკრის ნატურალური არომატიზატორი, ლიმონმჟავა, სორბიტოლი, პოლიეთილენგლიკოლი, სუკრალოზა, რიბოფლავინები, ჭარხლის კონცენტრატი

არ შეიცავს შაქარს, არ შეიცავს გლუტენს

 

მოქმედების მექანიზმი:
უროველი წარმოადგენს D-მანოზას, შტოშის ექსტრაქტის (Vaccinium macrocarpon), C ვიტამინის და თუთიის კომბინაციას.

 

D-მანოზა - ბუნებრივი მონოსაქარიდი (ნახშირწყალი) განიხილება როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი და წარმატებით გამოიყენება უროგენიტალური ტრაქტის ინფექციების პრევენციისა და სიმპტომების შემცირებისთვის, განსაკუთრებით მორეციდივე ინფექციების შემთხვევაში. D-მანოზა შეიცავს პროტეინის ჯაჭვებს რომლებიც უკავშირდება და ბოჭავს უროპათოგენურ ბაქტერიებს, უზრუნველყოფს მათ ელიმინაციას საშარდე გზებიდან. მრავალი კვლევა ადასტურებს , რომ აღნიშნული სუბსტანცია ამცირებს ისეთი პათოგენური მიკრობების ადჰეზიას საშარდე გზების ეპითელიუმზე, როგორიცაა: Esherichia coli, Pseudomona aeruginosa, Streptococcus zooepidermicus და უზრუნველყოფს აღნიშნული ბაქტერიების ელიმინაციას და ხელს უშლის საშარდე გზების ინფექციების განვითარებას. D-მანოზა ხელს უწყობს, ასევე, საშარდე გზების ინფექციების (მაგ. ცისტიტი) რეციდივების სიხშირის შემცირებასა და პრევენციას.

 

შტოშის ექსტრაქტი (Vaccinium macrocarpon L.) - შეიცავს ბიოფლავანოიდებს, C და B ჯგუფის ვიტამინებს, მიკროელემენტებს: ნატრიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, მაგნიუმს, კობალტს, სპილენძს. შტოშის ექსტრაქტი ასევე შეიცავს პროანტოციანიდებს, რომლებიც ამცირებს ბაქტერიების ადჰეზიის უნარს უროეპითელურ უჯრედებზე, რითაც ხელს უშლის საშარდე გზების ინფექციების განვითარებას. შტოშის ექსტრაქტს გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება, ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებას ურეთრასა და შარდის ბუშტში, ასევე, აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზას და აქვს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას და ზრდის დიურეზს. შტოშის შემადგენლობაში არსებულ პროანტოციანიდებს, ოლიგომერებს, ფლავანოიდებს აქვთ გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული მოქმედება.

 

თუთია (ZN) თუთია ხელს უწყობს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, შესაბამისად აუმჯობესებს ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების მიმართ, იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესით გამოწვეული დაზიანებისგან. ორგანიზმში თუთია არეგულირებს სტეროიდული სასქესო ჰორმონების დონეს, მამაკაცებში მონაწილეობს ტესტოსტერონის გამომუშავების პროცესში და ასევე ზრდის სპერიატოზოიდების მოძრაობის უნარს. თუთია უზრუნველყოფს ძვლის ქსოვილის ნორმალურ სტრუქტურირებას, მონაწილეობს ჯანსაღი კანის, თმის და ფრჩხილის ფორმირებაში, აუცილებელია თვალის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

 

 

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) - წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინს, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი თავისთავად ვერ გამოიმუშავებს და აუცილებელია მისი  მიღება საკვებით ან ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის სახით. C ვიტამინს გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდაციური თვისებები. იგი ახდენს თავისუფალი რადიკალების (ოქსიდანტების) შებოჭვას, მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა - აღდგენით პროცესებში, ასევე რკინის მეტაბოლიზმში. C ვიტამინს ასევე გააჩნია გამოხატული იმუნომოდუალციური ეფექტი. იგი ასტიმულირებს ინტერფერონის გამომუშავებას და ხელს უშლის ორგანიზმში ვირუსების გამრავლებას. C ვიტამინი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კოლაგენის და პროკოლაგენის სინთეზზე და ამით ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცების და რეგენერაციის პროცესებს. C ვიტამინი აუმჯობესებს ფიზკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას. C ვიტამინი ამცირებს ინფექციური დაავადებებით ხანგრძლივობას.

 

ჩვენებები:

გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში შემდეგი მდგომარეობების დროს:

გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციები: ცისტიტი, პროსტატიტი, ურეთრიტი (თანდართული ვულვოვაგინიტით ქალებში) - ანტიბიოტიკოთერაპიასთან კომპლექსში
საშარდე გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები ორსულობის პერიოდში, ბაქტერიურია - ანტიბიოტიკოთერაპიასთან კომპლექსში
საშარდე გზების მორეციდივე ინფექციები, რეციდივის პრევენციის მიზნით
უროლითიაზი (პროფილაქტიკა, კომპლექსური მკურნალობა), დარტყმითტალღოვანი ლითოტრიფსიის შემდგომი პერიოდი

 

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა უროველში შემავალი კომპონენტების მიმართ.

 

სიფრთხილის ზომები:

უროველი არ გამოიყენება ანტიბიოტიკოთერაპიის ალტერნატივად.

 

მიღების წესი და დოზირება:

1 შუშხუნა ტაბლეტი იხსნება 200 მლ გრილ წყალში და სითხის მიღება უნდა მოხდეს გახსნისთანავე
საშარდე გზების მწვავე ინფექცია: მოზრდილებსა და ბავშვებში 14 წლის ზემოთ მიიღება 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში ერთხელ, 10-14 დღის განმავლობაში
საშარდე გზების მორეციდივე ინფექცია: მოზრდილებსა და ბავშვებში 14 წლის ზემოთ მიიღება 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში ერთხელ, თვეში 10 დღე, 3 თვის მანძილზე

 

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

 

ვარგისობა და შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, სინათლის სხივებისგან დაცულ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში, 0-250C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას

 

გამოშვების ფორმა:

შუშხუნა ტაბლეტი №10 (ტყის კენკრის ნატურალური არომატიზატორით)

სად შევიძინოთ?