Plasmon
ურსოლიზინი / URSOLISIN


შემადგენლობა:
ურსოლიზინი 150 მგ მყარი კაფსულა:
თითოეული კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერება - ურსოდეოქსიქოლის მჟავა 150 მგ. შემავსებელი  ნივთიერებები: სიმინდის  სახამებელი,  მაგნიუმის  სტეარატი,  სილიკომანგანუმი.
კაფსულის  შემადგენლობა: სუფთა   ჟელატინი,   ტიტანის   დიოქსიდი.
ურსოლიზინი  300მგ  მყარი კაფსულა:
თითოეული კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერება - ურსოდეოქსიქოლის მჟავა 300 მგ. შემავსებელი  ნივთიერებები: სიმინდის  სახამებელი,  მაგნიუმის  სტეარატი,  სილიკომანგანუმი.
კაფსულის  შემადგენლობა: სუფთა  ჟელატინი,  ტიტანის  დიოქსიდი.
სამკურნალო  ფორმა  და  შემადგენლობა:
150 მგ მყარი კაფსულა - 20 კაფსულა;
150 მგ მყარი კაფსულა - 30 კაფსულა;
150 მგ მყარი კაფსულა - 40 კაფსულა;
300 მგ მყარი კაფსულა - 10 კაფსულა;
300 მგ მყარი კაფსულა - 20 კაფსულა;

ფარმაკო - თერაპიული  ჯგუფი
ჰეპატოპროტექტორული  საშუალება,  ნაღვლმდენი  და  ქოლელითიაზური   მოქმედებით.

ჩვენებები
ბილიარული სადინრის ხარისხობრივი და რაოდენობრივი (თვისობრივი) ცვლილებები, მათ შორის ნაღველში ქოლესტერინის სიჭარბე, ნაღვლის ბუშტში ქოლესტერინული კენჭების წარმოშობის მკურნალობა  და  პროფილაქტიკა.  ბილიარული  დისპეფსიური  სინდრომი.

უკუჩვენებები
ურსოლიზინი  არ  შეიძლება  დაინიშნოს  პაციენტებში  შემდეგი  დაავადებებით:
1. ნაღვლის  ბუშტის  და  სანაღვლე  გზების  მწვავე  ანთებითი  პროცესების  დროს;
2. სანაღვლე  გზების  გაუვალობა (საერთო სანაღვლე სადინრის ოკლუზია);
3. ნაღვლოვანი კოლიკის ხშირი ეპიზოდები;
4. რენტგენოკონტრასტული კალციფიცირებული კენჭები ნაღვლის ბუშტში;
5. ნაღვლის ბუშტის მოტორიკის დარღვევა;
6. ჰიპერმგრძნობელობა ნაღვლის მჟავების მიმართ ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ურთიერთქმედება  სხვა  მედიკამენტებთან
ურსოლიზინის მიღება არ შეიძლება ქოლესტირამინთან, ანტაციდებთან რომლებიც შეიცავენ ალუმინის ჰიდროქსიდს, ან სმეკტიტთან (ალუმინის ოქსიდი) ერთად, რადგან ნაწლავში ხდება მათი  ურსოდეოქსიქოლის მჟავასთან შეკავშირება და  მცირდება შეწოვა და ეფექტურობა. თუ აუცილებელია ამ შემცველობის პრეპარატების მიღება, პრეპარატების მიღებებს შორის უნდა იყოს 2 საათიანი ინტერვალი. ურსოლიზინმა შეიძლება გაზარდოს ნაწლავებში ციკლოსპორინების შეწოვა, ციკლოსპორინით მკურნალობის შემთხვევაში უნდა შემოწმდეს სისხლში მისი კონცენტრაცია. თუ საჭიროა, შეამცირეთ ციკლოსპორინის დოზა. ცალკეულ შემთხვევებში ურსოლიზინმა შეიძლება დააქვეითოს ციპროფლოქსაცინის შეწოვა. ურსოდეოქსიქოლის მჟავა ამცირებს ნიტრენდიპინის (კალციუმის ანტაგონისტი) პლაზმურ კონცენტრაციას  Cmax  და  პლაზმური კონცენტრაციის ფართობს (AUC). აღწერილია შემთხვევა, როდესაც ურსოდეოქსიქოლის მჟავის  ურთიერთმოქმედებამ დაპსონთან, გამოიწვია პრეპარატის თერაპიული ეფექტის დათრგუნვა. ურსოდეოქსიქოლის მჟავას შეუძლია ციტოქრომ P 450 - ისიზოენზიმის 3A 4 - ის სტიმულირება, რომელიც წამლების გადამუშავებაში მონაწილეობს. ვარაუდები ემყარება ნიტრენდიპინის ფარმაკოკინეტიკას, დაპსონის მოქმედების სიძლიერის შეფასებას და ინ ვიტრო კვლევებს. ჰიპოლიპიდემიური საშუალებები (განსაკუთრებით კლოფიბრატი), ესტროგენები, ზრდიან ნაღვლის წვენის ქოლესტერინით გაჯერებას, რითიც შეუძლიათ შეამცირონ  პრეპარატის  მიერ  ქოლესტერინული  ნაღვლის  კონკრემენტების დაშლა.

სპეციალური   მითითება
ურსოლიზინი პირველი 3 თვე უნდა მიიღოთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. საჭიროა ღვიძლის ფუნქციების АСТ (SGOT), ALT (SGPT) კონტროლი - თავიდან ყოველ 4 კვირაში ერთხელ, შემდეგ ყოველ 3 თვეში ერთხელ. 
მკურნალობის ეფექტურობის  შესაფასებლად  და სანაღვლე გზებში კალციუმის ნალექის შესამოწმებლად მკურნალობის დაწყებიდან 6-10 თვის შემდეგ ტარდება ნაღვლის ბუშტის რადიოგრაფიული შემოწმება (ორალური ქოლეცისტოგრაფია) დანალექის დიამეტრის მიხედვით.  დათვალიერება (საწყისი და კონტრასტის შეყვანის შემდეგ) უნდა მოხდეს როგორც მდგომიარე, ისე მწოლიარე  მდგომარეობაში (ულტრაბგერითი  გამოკვლევა).
თუ გამოიყენება პირველადი ბილიარული ციროზის სამკურნალოდ,  ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს  ღვიძლის  უკმარისობა,  რომელიც რეგრესირდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. დიარეის  შემთხვევაში საჭიროა  დოზის შემცირება, პერსისტირებადი დიარეის შემთხვევაში  მკურნალობა  უნდა  შეწყდეს.

ორსულობა  და  ლაქტაცია
არ არის სათანადო კვლევები ურსოდეოქსიქოლის მჟავას გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ტერატოგენული ეფექტი ორსულობის  ადრეულ ეტაპზე. ურსოლიზინი არ უნდა დაინიშნოს ორსულობის დროს, იშვიათი გამონაკლისების გარდა. შვილოსნობის ასაკის ქალებისთვის რეკომენდირებულია კონტრაცეპტივების მიღება. ურსოლიზინით მკურნალობის დროს სასურველია არაჰორმონალური კონტრაცეპტივები, ვინაიდან ჰორმონალური  პრეპარატები ზრდიან კენჭების წარმოქმნის რისკს. მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს სავარაუდო ორსულობა. არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ურსოდიოქსიქოლის მჟავა დედის რძესთან ერთად, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში ურსოლიზინის მიღება არ შეიძლება, აუცილებლობის შემთხვევაში ბავშვი  ხელოვნურ კვებაზე უნდა იქნას  გადაყვანილი. 

მიღების  წესი  და  დოზირება
150 მგ  და  300 მგ  არსებობა  ხელს  უწყობს  სხვა  და  სხვა  რეჟიმის  შერჩევას.
ხანგრძლივი  მიღებისთვის, ნაღვლის კენჭების ზომის შემცირებისთვის და დასაშლელად საშუალო დღე-ღამის დოზა შეადგენს 5-10 მგ/კგ, უმრავლეს შემთხვევაში 300-600 მგ, 2-4 კაფსულა 150 მგ, 300 მგ იძლევა საშუალებას 1-2 კაფსულის მიღების დილას და საღამოს. მკურნალობის  ხანგრძლივობა შეადგენს 4-6 თვეს 12 თვემდე. დისპეპსიური მოვლენების  დროს  ჩვეულებრივ  საკმარისია 150 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ, კურსს არჩევს მკურნალი ექიმი. პრეპარატის კარგი ამტანობა საჭიროების შემთხვევაში  დოზის  გაზრდის  საშუალებას  იძლევა. პრეპარატი  მიიღება  ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

დოზის   გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების დროს ვლინდება დიარეა. ზოგადად, სხვა სიმპტომები დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ნაკლებად შესაძლებელია, რადგან ურსოდიოქსიქოლის მჟავას შეთვისება მცირდება დოზის გაზრდასთან ერთად და შემდეგ გამოიყოფა ორგანიზმიდან. დიარეის შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური  მკურნალობა, ორგანიზმის  სითხით  და ელექტროლიტებით  შევსება.

გვერდითი   მოვლენები
გვერდითი  მოვლენები  გამოვლენის სიხშირის მიხედვით იყოფა: ძალიან ხშირი (≥ 1/10), გავრცელებული (≥ 1/100, <1/10), ნაკლებად გავრცელებული (≥ 1/1000, <1/100), იშვიათი (≥ 1/10000, <1/1000),  ძალიან იშვიათი / უცნობი, (<1/10000,  სიხშირე  შეუსწავლელია  მონაცემთა  სიმცირის  გამო);
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის  მხრივ ურსოდიოქსიქოლის მჟავათი მკურნალობის დროს, კლინიკურ კვლევებში  დიარეის  სახით  ვლინდება;
ძალიან იშვიათად, პირველადი ბილიარული ციროზის მკურნალობის დროს აღინიშნება ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში;
ძალიან  იშვიათად:
ჰეპატობილიარული  დაავადების  დროს,
ქვების  კალციფიცირება  ნაღვლის  ბუშტში,
ღვიძლის  ციროზის  დეკომპენსაცია,
ჭინჭრის  ციება.

გაეცანით ინსტრუქციას, საინფორმაციო ბროშურის გაცნობა ამცირებს გვერდითი მოვლენების რისკს. თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა იჩენს თავს ან გამოვლინდა გვერდითი ეფექტი, რომლის შესახებაც ბროშურაში არ არის ინფორმაცია, მიმართეთ  ექიმს  ან  ფარმაცევტს.

შენახვის   ვადა   და   პირობები
არ გამოიყენოთ პრეპარატი  კოლოფზე  მითითებული  ვადის  გასვლის  შემდეგ.
პრეპარატი არ  საჭიროებს  განსაკუთრებული  შენახვის   პირობებს.
სად შევიძინოთ?