კომბინირებული მცენარეული სედაციური საშუალება დამამშვიდებელი და ძილის მარეგულირებელი მოქმედებით
შემადგენლობა
თითოეული ვეგანური კაფსულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
- ვალერიანის ფესვის ექსტრაქტი (Valeriana officinalis) – 150 მგ
- ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტი (Melissa officinalis) – 100 მგ
- ვნების ყვავილის ექსტრაქტი (Passiflora incarnata) – 50 მგ
- კუნელის ფოთლის ექსტრაქტი (Crataegus monogyna) – 50 მგ
- გლიცინი (ამინომჟავა) – 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის სტეარატი, დიკალციუმის ფოსფატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სედაციური დიეტური დანამატი ვამელისი წარმოადგენს ოთხი სამკურნალო მცენარეული კომპონენტის - ვალერიანის, ბარამბოს, ვნების ყვავილისა და კუნელის, ასევე ამინომჟავა გლიცინის კომბინაციას. ვამელისს აქვს მრავალი სასარგებლო ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით კი ნერვულ და გულსისხლძარღვთა სისტემაზე. ვამელისი ხსნის სტრესის, შფოთვის, დეპრესიისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის სიმპტომებს, უზრუნველყოფს მოსვენებულ ძილს, იცავს ორგანიზმს გულის დაავადებებისგან.
ვალერიანი ხსნის ნერვულ დაძაბულობას, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი შფოთვისა და სტრესის შემთხვევაში; უძილობისა და ძილის სხვა დარღვევების დროს აუმჯობესებს ჩაძინების დროს და ძილის ხარისხს. ვალერიანი ეფექტურია დეპრესიისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს, ასევე ამცირებს მენსტრუალურ ტკივილს და მენოპაუზის სიმპტომებს (ალები, შფოთვა);
ბარამბო ხსნის სტრესის სიმპტომებს და ასტიმულირებს ძილს, აუმჯობესებს გუნება-განწყობას და კოგნიტურ ფუნქციებს, ასევე უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის მსუბუქი დარღვევების, მათ შორის შებერილობის შემსუბუქებას.
ვნების ყვავილი ხსნის მენტალური სტრესის სიმპტომებს და აწესრიგებს ძილს.
კუნელი აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას - ზრდის კორონარული არტერიების სისხლის ნაკადს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ხსნის ნერვულ დაძაბულობასთან დაკავშირებულ გულის ისეთ დროებით ჩივილს, როგორიცაა პალპიტაცია (გულისცემის გაძლიერებული შეგრძნება). კუნელი ასევე ეფექტურია მენტალური სტრესისა და ძილის დარღვევების სიმპტომების მოსახსნელად.
გლიცინი წარმოადგენს ამინომჟავას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვულ სისტემაში. გლიცინი აუმჯობესებს თავის ტვინის კოგნიტურ ფუნქციებს (მეხსიერება, სწავლა, ყურადღება), გამოიყენება ნერვული დაძაბულობისა და შფოთვის მოსახსნელად, აუმჯობესებს ძილის ხარისხს და ამაღლებს გონებრივ შრომისუნარიანობას.
გამოყენების ჩვენებები
სტრესი, შფოთვა, დეპრესია, მომატებული ნერვული დაძაბულობა, გულისცემის გაძლიერებული შეგრძნება (პალპიტაცია), უძილობა და სხვა ძილის დარღვევები, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, მენოპაუზის სიმპტომები, საჭმლის მომნელებელი სისტემის მსუბუქი დარღვევები.
დოზირების რეჟიმი და მიღების წესი
მოზარდებსა და მოზრდილებში 12 წლიდან გამოიყენება 1 კაფსულა დღეში 2-3-ჯერ, მიღება უმჯობესია ჭამის დროს.
უძილობის დროს მიიღება 2 კაფსულა ძილის წინ 1-2 საათით ადრე.
ვამელისი ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმის რეკომენდაციით.
გაფრთხილება
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გადააჭარბოთ ყოველდღიურ რეკომენდებულ დოზას ექიმის კონსულტაციის გარეშე.
დიეტური დანამატი არ გამოიყენება მრავალფეროვანი, ბალანსირებული დიეტისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის შემცვლელად.
არ მიიღოთ შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
ორსულობისა და ლაქტაციის დროს დიეტური დანამატების მიღების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, პირდაპირი სინათლისგან და სითბოს წყაროსგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: რეცეპტის გარეშე.