Plasmon
ვანკომიცინ-ტევა / VANCOMYCIN-TEVA


შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება – ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი (ექვივალენტური ვანკომიცინისა) – 500 მგ ან 1000 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვანკომიცინი წარმოადგენს ტრიციკლურ გლიკოპეპტიდურ ანტიბიოტიკს, რომელიც გამოყოფილია Amicolatopsis orientalis– გან. ვანკომიცინის ბაქტერიოციდული მოქმედება ვლინდება უჯრედის კედლის ბიოსინთეზის დაინჰიბირების შედეგად. გარდა ამისა, ვანკომიცინმა შესაძლებელია შეცვალოს ბაქტერიის უჯრედის მემბრანის განვლადობა და ასევე რნმ–ს სინთეზი. არ არის გამოხატული ჯვარედინი მდგრადობა ვანკომიცინსა და სხვა კლასის ანტიბიოტიკებს შორის. 
In vitro ვანკომიცინი ავლენს აქტიურობას გრამდადებით მიკროორგანიზმების მიმართ, მათ შორის: Staphylococcus aureus და Staphylococcus epidermidis (მათ შორის მეტიცილინისადმი მდგრადი ჰეტეროგენული შტამების ჩათვლით), Streptococcus pyogenes, Streptococcus pneumoniae (პენიცილინის მიმართ მდგრადი შტამების ჩათვლით), Streptococcus agalactiae, ვირიდანსის ჯგუფი, Streptococcus bovis და ენტეროკოკები (მაგ. Enterococcus faecalis); Clostridium difficile (mag. ტოქსიგენური შტამები, რომლებიც მონაწილეობენ ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარებაში) და დიფტეროიდები. In vitro ვანკომიცინის მიმართ მგძნობიარე სხვა მიკროორგანიზმებს მიეკუთვნება: Listeria monocitogenes, Lactobacillus- ის ტიპის ბაქტერიები, Actinomyces, clostridium და Bacillus.
In vitro ენტეროკოკებისა და სტაფილოკოკების ზოგიერთი იზოლირებული შტამი ავლენს მდგრადობას ვანკომიცინის მიმართ. In vitro ვანკომიცინისა და ამინოგლიკოზიდების კომბინაცია სინერგიულად მოქმედებს Staphylococcus aureus- ის მრავალ შტამზე, აგრეთვე ისეთ სტრეპტოკოკებზე, რომლებიც არ მიეკუთვნებიან DD ენტეროკოკების ჯგუფს და Streptococcus- ის (ვირიდასის ჯგუფი) ჯგუფის ბაქტერიებსა და ენტეროკოკებზე.
In vitro ვანკომიცინი არააქტიურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების, მიკობაქტერიებისა და სოკოს მიმართ

ფარმაკოკინეტიკა
ნორმალური ფუნქციის მქონე პირებში 1 გრ (15 მგ/კგ) ვანკომიცინის მრავალჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ (60 წუთიანი ინფუზიის განმავლობაში) სისხლის პლაზმაში საშუალო კონცენტრაცია ინფუზიის დასრულების შემდეგ შეადგენდა 63 მგ/ლ-ს. ინფუზიის ჩატარებიდან 2 საათის შემდეგ პლაზმაში პრეპარატის საშუალო კონცენტრაცია შეადგენდა დაახლოებით 23 მგ/ლ-ს, ხოლო 11 საათის შემდეგ – დაახლოებით 8 მგ/ლ-ს. მრავალჯერადად 500 მგ ინფუზიის ჩატარების შემდეგ, რომელიც გრძელდებოდა 30 წუთის განმავლობაში, პრეპარატის საშუალო კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეადგენდა 49 მგ/ლ-ს; ინფუზიის დამთავრებიდან 2 საათის შემდეგ პლაზმაში პრეპარატის საშუალო კონცენტრაცია შეადგენდა 19 მგ/ლ-ს, ხოლო 6 საათის შემდეგ – დაახლოებით 10 მგ/ლ-ს. მრავალჯერადი ინფუზიის შემდეგ სისხლის პლაზმაში გროვდება ისეთივე კონვენტრაცია, როგორც პრეპარატის ერთჯერადი შეყვანის შემდეგ.
თირკმლის ნორმალური ფუნქიის მქონე პაციენტებში საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4-6 საათს. შეყვანილი დოზის დაახლოებით 75% გამოიყოფა 24 საათის განმავლობაში შარდთან ერთად გორგლოვანი ფილტრაციის შედეგად. პრეპარატის საშუალო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 0,058 ლ/კგ/სთ-ს, ხოლო თირკმლის კლირენსი შეადგენს დაახლოებით 0,048 ლ/კგ/სთ-ს. ვანკომიცინის თირკმლისმიერი კლირენსის მაჩვენებელი თითქმის ყოველთვის ერთნაირია და შეადეგენს დაახლოებით 70-80%-ს. მისი განაწილების მოცულობა მერყეობს 0,3-დან 0,43 ლ/კგ-მდე. პრეპარატი პრაქტიკულად არ განიცდის მეტაბოლიზმს. როგორც აჩვენა უტრაფილტრაციამ, როდესაც ვანკომიცინის კონცენტრაცია შრატში შეადგენს 10 მგ/ლ-100 მგ/ლ-ს, ვანკომიცინის 55% უერთდება პლაზმის ცილებს.
ინტრავენური შეყვანს შემდეგ პლევრის, პერიკარდიუმის, ასციტის და სინოვიალურ სითხეებში, აგრეთვე წინაგულების ყურების ქსოვილში, შარდში და პერიტონიუმის სითხეში აღინიშნება ვამკომიცინის ჰიდროქლორიდის ისეთი კონცენტრაცია, რომელიც ინჰიბირებს მიკროორგანიზმების ზრდას. ვანკომიცინი ნელა გადადის თავზურგტვინის სითხეში. მენინგიტის დროს პრეპარატი გადადის თავზურგტვინის სითხეში. ვანკომიცინი აღწევს პლაცენტის ბარიერში და დედის რძეში.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა ანელებს ვანკომიცინის გამოყოფას. თირკმელების არმქონე პაციენტებში საშუალო ნახევრგამოყოფის პერიოდი შეადგენს 7,5 დღეს. ხანდაზმულ პაციენტებში ვანკომიცინის სისტემური კლირენსი და თირკმლის კლირენსი შესაძლებელია დაქვეითდეს თირკმლის გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის ბუნებრივი შენელების გამო.

ჩვენებები
ენდოკარდიტი:
ვანკომიცინი ეფექტურია როგორც მონოთერაპიის, ასევე კომბინირებული სახით ამინოგლიკოზიდებთან ერთად Streptococcus viridans an S. bovis- ით გამოწვეული ენდოკარდიტის მკურნალობის შემთხვევაში. ენტეროკოკებით (მაგ. E. faecalis) გამოწვეული ენდოკარდიტის შემთხვევაში ვანკომიცინი ეფექტურია მხოლოდ ამინოგლიკოზიდებთან ერთად კომბინირებული გამოყენებისას.
აგრეთვე არსებობს მონაცემები, რომ ვანკომიცინი ეფექტურია დიფტეროიდული ენდოკარდიტის მკურნალობის დროს. ვანკომიცინი წარმატებით გამოიყენება რიფამპიცინთან, ამინოგლიკოზიდებთან ან ორივე ანტიბიოტიკთან ერთად ენდოკარდიტის ადრეული სტადიის შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია S. epidermidis ან diphtheroids და აგრეთვე სარქველების პროტეზირების შემდეგ.
ცალკეულ შემთხვევებში ვანკომიცინი გამოიყენება ენდოკარდიტის პროფილატიკისთვის.

სეფსისი
ძვლების და სახსრების ინფექციები
ქვედა სასუნტქი გზების ინფექციები
კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები
ვანკომიცინი აგრეთვე გამოიყენება გრამდადებითი მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების შემთხვევებში, თუ აღინიშნება:
- ალერგია პენიცილინის მიმართ
- სხვა პრეპარატების, მათ შორის პენიცილინების ან ცეფალოსპორინების მიმართ აუტანლობა ან მათი არაეფექტური გამოყენება.
- სხვა ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი მდგრადი, მაგრამ ვანკომცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები.
ფსევდომემბრანული კოლიტის დროს გამოიყენება შიგნით მისაღები ხსნარის სახით (იხ. ნაწილი `მიღების წესი და დოზა~).

მიღების წესები და დოზები
ვანკომიცინის შეყვანისას რეკომენდირებული დოზა შეადგენს არა უმეტეს 5 მგ/მლ და შეყვანის სიჩქარე - არა უმეტეს 10 მგ/წთ. თუ რეკომენდირებულია სითხის მიღების შეზღუდვა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას 10 მგ/მლ-მდე კონცენტრაციის მქონე ხსნარი, ხოლო შეყვანის სიჩქარე არ უნდა აჭარბებდეს 10 მგ/წთ-ს. თუმცა ასეთი კონცენტრაციის შეყვანის შემთხვევაში იზრდება ინფუზიასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების წარმოქმნის ალბათობა.
მოზრდილები:
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ავადმყოფებისათვის ვანკომიცინის დოზა შეადგენს 2 გრ ინტრავენურად (500 მგ ყოველ 6 სთ-ში ან 1 გრ ყოველ 12 სთ-ში). ინფუზიის სიჩქარე არ უნდა აჭარბებდეს 10 მგ/წთ-ს, ხოლო შეყვანის დრო უნდა იყოს არა ნაკლებ 60 წთ. პაციენტის ასაკის და სიმსუქნის გამო, შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის შეცვლა, რაც უნდა განხორციელდეს შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის განსაზღვრის შემდეგ.
ბავშვები:
ჩვეუულებრივი დოზა შეადგენს 10 მგ/კგ, რაც შეჰყავთ ყოველ 6 სთ-ში ინტრავენურად. ყოველი დოზის შეყვანის დრო შეადგენს არა ნაკლებ 60 წთ-ს.
მცირე ასაკის ბავშვები და ახალშობილები:
სიცოცხლის პირველი კვირის განმავლობაში ახალშობილებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 15 მგ/კგ, ხოლო შემდგომი ინფუზიის დროს შეჰყავთ 10 მგ/კგ ყოველ 12 სთ-ში. მათი სიცოცხლის მეორე კვირიდან პრეპარატი შეჰყავთ ყოველ 8 სთ-ში მანამდე, სანამ ბავშვი არ მიაღწევს ერთი თვის ასაკს. თითოეული დოზა შეჰყავთ არა ნაკლებ 60 წთ-ის განმავლობაში.
თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტები და ხანდაზმულები:
თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. ამ ჯგუფის პაციენტებისათვის ვანკომიცინის დოზის შერჩევისათვის შესაძლებელია საჭირო გახდეს შრატში კრეატინინის დონის განსაზღვრა. ხანდაზმულებში ვანკომიცინს ახასიათებს უფრო დაბალი კლირენსი და განაწილების დიდი მოცულობა. ამ ჯგუფის პაციენტებისათვის დოზის შერჩევა უნდა მოხდეს შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის განსაზღვრის შემდეგ. იმის გამო, რომ დღენაკლ ბავშვებს და მოხუცებს ახასიათებთ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, შესაბამისადAAაღნიშნულ ჯგუფში შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის შემცირება.Aრაგულარულად უნდა გადამოწმდეს ვანკომიცინის კონცენტრაცია შრატში. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნაჩვენებია კრეატინინის კლირენსის შესაბამისად გამოანგარიშებული ვანკომიცინის დოზები.
ვანკომიცინის დოზები თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში:

კრეატინინის კლირენსი მლ/წთვანკომიცინის დოზა მგ/24 სთ
1001,545
901,390
801,235
701.080
60925
50770
40620
30465
20310
10155


აღნიშნული ცხრილის გამოყენება არ შეიძლება ანურიის დროს. ასეთი პაციენტებისთვის რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 15 მგ/კგ სხეულის წონა, რათა შრატში სწრაფად შეიქმნას პრეპარატის თერაპიული კონცენტრაცია. პრეპარატის სტაბილური კონცენტრაციის შესანარჩუნებლად საჭირო დოზა შეადგენს 1,9მგ/კგ/24 სთ. პაციენტებს, რომლებსაც გამოხატული აქვთ თირკმლის უკმარისობა, მიზანშეწონილია პრეპარატის შეყვანა დოზით 250-1000 მგ რამდენიმე დღეში ერთხელ ( თუ კრეატინინის კლირენსი შეადგენს 10-50 მლ/წთ-ს, მაშინ ინიშნება 1 გრ ყოველ 3-7 დღეში, ხოლო თუ კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ-ზე, მაშინ 1 გრ ყოველ 7-14 დრეში ერთხელ). ანურიის შემთხვევაში რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1 გრ ყოველ 7-10 დღეში ერთხელ.

ინტრავენური ხსნარის მომზადების წესი
ინექციისათვის ხსნარი მზადდება უშუალოდ გამოყენების წინ. ამისათვის ფლაკონს, რომელშიც მოთავსებულია ვანკომიცინის მშრალი სტერილური ფხვნილი, ემატება საინექციო წყლის ისეთი რაოდენობა, რომ მიღებულ იქნას 50მგ/მლ კონცენტრაციის მქონე ხსნარი. აუცილებელია გამზადებული ხსნარის შემდგომი განზავება.
ვანკომიცინის მზა ხსნარის შეყვანამდე საჭიროებს შემდგომ განზავებას ისე, რომ მისი კონცენტრაცია არ აღემატებოდეს 5 მგ/მლ-ს. ზემოთ აღნიშნული წესით ვანკომიცინის საჭირო დოზა შეჰყავთ არანაკლებ 60 წთ-ის განმავლობაში წყვეტილი ინტრავენური ინფუზიის სახით. გამხსნელის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნას დექტოზის 5% საინექციო ხსნარი ან ნატრიქლორიდის 0,9% საინექციო ხსნარი. ინექციის წინ პარენტერალურად შესაყვანი მზა ხსნარი უნდა შემოწმდეს ვიზუალურად, მასში მექანიკური ნაწილაკების და შეცვლილი ფერის აღმოსაჩენად.
შიგნით მისაღები ხსნარის მომზადება
ვანკომიცინი შეიძლება დაინიშნოს პერორალური ხსნარის სახით ფსევდომემბრანული კოლიტის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ანტიბიოტიკების მიღების შედეგად გამრავლებული C.Difficile- თი და ასევე სტაფილოკოკური ენტეროკოლიტის დროს. ვანკომიცინის ინტრავენურ ინფუზიას არა აქვს არანაირი უპირატესობა აღნიშნული დაავადებების მკურნალობისას. ვანკომიცინის შიგნით მიღება არ არის ეფექტური სხვა ტიპის ინფექციების დროს. შესაბამისი დოზა (მოზრდილებში - 0.50-2გრ 3-4-ჯერ დღეში, ბავშვებში 0.04გრ/კგ 3-4-ჯერ დღეში) შეიძლება მომზადდეს 30 მგ წყალში და მიეცეს პაციენტს დასალევად ან შეყვანილ იქნას ზონდის საშუალებით. ხსნარის გემოს გასაუმჯობესებლად შესაძლებელია დაემატოს საკვებად გამოსაყენებელი სეროფები. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს.

გვერდითი მოვლენები
მთლიანად ორგანიზმის მხრივ: ანაფილაქსიური რეაქციები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულის გაჩერება, წამოწითლება, არტერიული წნევის დაქვეითება, შოკი, (აღნიშნული სიმპტომები ძირითადად ვლინდება პრეპარატის სწრაფი ინფუზიისას).
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ღებინება, ფსევდომემბრანული კოლიტი.
სისხლის მხრივ; აგრანულოციტოზი, ეოზინოფილია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია. გავლენა თირკმელებზე: ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის ფუნქციონალური ტესტების ცვლილება, თირკმლის ფუნქციის მოშლა.
კანის მხრივ: ექსფოლიაციური დერმატიტი, ალერგიული რეაქციები, კეთილთვისებიანი (IგAA) ბუშტუკოვანი დერმატოზი, ქავილით მიმდინარე დერმატოზი, გამონაყარი, “წითელი ადამიანის” სინდრომი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, ჭინჭრის ციება, ვასკულიტი.
გრძნობის ორგანოების მხრივ: თავბრუს ხვევა, ხმაური ყურებში, ოტოტოქსიური ეფექტები. ზოგიერთ პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ ვანკომიცინს, გამოუვლინდა ოტოტოქსიური მოვლენები. აღნიშნული ჩივილი შეიძლება იყოს გარდამავალი ან მუდმივი სახის. გამოვლინდა, რომ ასეთი პაციენტების უმრავლესობა ღებულობდა ვანკომიცინის ჭარბ დოზას ან ანამნეზში აღენიშნებოდათ სმენის დაქვეითება ან ღებულობდნენ სხვა პრეპარატებს, რომელთაც ახასიათებთ ოტოტოქსიური გვერდითი მოვლენები, მაგ. ამინოგლიკოზიდები.
სხვა: კანკალი, წამლისმიერი ციება, ქსოვილების ნეკროზი ინექციის ადგილებში, ტკივილი ინექციის ადგილებში, თრომბოფლებიტი.
სწრაფი ინფუზიის დროს ან მისი დამთავრებიდან მალევე პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია. ასევე პრეპარატის სწრაფმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს “წითელი ადამიანის” სინდრომი, ტანის ზედა ნაწილის გაწითლება ან გულმკერდისა და ზურგის კუნთების ტკივილი და სპაზმი. ინფუზიის შეწყვეტის შემდეგ აღნიშნული რეაქციები ჩვეულებრივ გაივლის 20 წთ-ის განმავლობაშ, მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათის განმავლობაში.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა ვამკომიცინის მიმართ, ორსულობა (I ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი, სმენის ნერვის ნევრიტი, თირკმლის უკმარისობა. სიფრთხილით გამოიყენება სმენის დარღვევის (მათ შორის თუ აღინიშნება ანამნეზში) და ორსულობის (2 და 3 ტრიმესტრი) დროს.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენება ორსულობის II-III ტრიმესტრში შესაძლებელია მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების შემთხვევაში.
მისი გამოყენების შემთხვევაში ახალშობილებში სასურველია გადამოწმდეს პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
ვანკომიცინის სწრაფი შეყვანისას (მაგალითად რამდენიმე წუთში) შესაძლებელია განვითარდეს არტერიული წნევის სწრაფი ვარდნა, ხოლო ძალიან იშვიათ შემთხვევებში კი - გულის გაჩერება. რეკომენდირებულია ვანკომიცინის შეყვანა განზავებული ხსნარის სახით არანაკლებ 60 წუთის განმავლობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფუზიასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები.
ვანკომიცინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც ალერგიულნი არიან ტეიკოპლატინის მიმართ, რადგან რამდენჯერმე გამოვლინდა ჯვარედინი რეაქციის შემთხვევები.
ვანკომიცინის ინტრავენური შეყვანის შემთხვევაში პერიოდულად უნდა ჩატარდეს სისხლის ანალიზი და თირკმლის ფუნქცია.
ვანკომიცინი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (60 წელზე უფროს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში სასურველია განისაზღვროს ვანკომიცინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში), რადგან მუდმივად მომატებულმა კონცენტრაციამ შესაძლებელია გაზარდოს პრეპარატის გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკი (მაქსიმალური კონცენტრაცია არ უნდა აჭარბებდეს 40 მკგ/მლ-ს, ხოლო მინიმალური – 10 მკგ/მლ-ს. 80 მკგ/მლ-ზე მეტი კონცენტრაცია ითვლება ტოქსიკურად). თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ვანკომიცინის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად.
ვანკომიცინი წარმოადგენს გამაღიზიანებელ `აგენტს~, შესაბამისად პრეპარატის დიფუზიამ სისხლძარღვების გარეთ შესაძლებელია გამოიწვიოს მის სიახლოვეს მდებარე ქსოვილების ნეკროზი. აგრეთვე შესაძლებელია გამოვლინდეს თრომბოფლებიტი, თუმცა მისი განვითარება შესაძლებელია შემცირდეს იმ შემთხვევაში, თუ განზავებულ პრეპარატს შეიყვანენ ნელი ინფუზიის სახით (2,5 – 5 გრ/ლ) და სხვადასხვა ადგილას.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
მკურნალობა: კორეგირებული თერაპია, მიმართული გორგლოვანი ფილტრაციის შესანარჩუნებლად. ვანკომიცინი ცუდად გამოდის ორგანიზმიდან დიალიზის ჩატარებისას. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ პოლისულფიდური იონების მიმომცვლელი ფისით ჰემოფილტრაციის და ჰემოპერფუზიის ჩატარება იწვევს ვანკომიცინის კლირენსის ზრდას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ვანკომიცინისა და საანესთეზიო საშუალებების ერთდროული ინტრავენური ინფუზიისას აღინიშნა ერითემა, კანის სიწითლე და ანაფილაქსიური რეაქცია, აგრეთვე არსებობს არტერიული წნევის დაქვეითების ან ნერ-კუნთოვანი ბლოკადის განვითარების რისკი. თუ საანესთეზიო საშუალების გამოყენებამდე მოხდება ვანკომიცინის 60 წუთიანი ინფუზიის ჩატარება, ასეთ შემთხვევაში გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობა გაცილებით მცირდება.
თუ ერთად და/ან ერთმანეთის მიყოლებით ადგილობრივად და/ან სისტემურად შეიყვანენ სხვა პოტენციურად ოტოტოქსიურ და/ან ნეფროტოქსიურ პრეპარატებს (ამინოგლიკოზიდები, ამფოტერიცინი B, აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა სალიცილატები, ბაციტრაცინი, კაპრეომიცინი, კარმუსტინი, პარომომიცინი, ციკლოსპორინი, მარყუჟოვანი დიურეტიკები, პოლიმიქსინი B, ცისპლატინი, ეთაკრილის მჟავა), ასეთ შემთხვევაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ.
ქოლესტირამინი აქვეითებს პრეპარატის აქტივობას.
ანტიჰისტამინურმა პრეპარატებმა, მეკლოზინმა, ფენოთიაზინებმა, თიოქსანტებმა შესაძლებელია შენიღბონ ვანკომიცინის ოტოტოქსიურობა (ყურებში შუილი, თავბრუსხვევა).
ვანკომიცინის ხსნარს აქვს დაბალი pH, რაც სხვა ხსნართან შერევისას იწვევს ამ უკანასკნელის ფიზიკურ და ქიმიურ არასტაბილურობას. არ შეიძლება მისი შერევა ტუტე ხსნარებთან.
ვანკომიცინისა და ბეტა-ლაქტამაზას ანტიბიოტიკები წარმოადგენენ ერთმანეთისადმი ფიზიკურად შეუთავსებელ ხსნარებს, რაც ვლინდება მათი შერევისას. ხსნარის გამოლექვის ალბათობა იზრდება ვანკომიცინის კონცენტრაციის გაზრდასთან ერთად. აღნიშნული ანტიბიოტიკების გამოყენებამდე საჭიროა ინტრავენური სისტემის ადექვატური ჩაწმენდა. გარდა ამისა, რეკომენდირებულია ვანკომიცინის კონცენტრაცია შემცირდეს 5 მგ/მლ-მდე ან უფრო მეტად.

შენახვის პირობები და ვადები
ნუსხა ბ. ინახება 15-25oC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა:3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითიტებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით.

სად შევიძინოთ?