შემადგენლობა: ყოველი ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: კეტოროლაკის ტრომეთამინი 30 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სპირტი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კეტოროლაკის ტრომეტამინი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელსაც გააჩნია ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი აქტივობა. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტების ცოგ-1 და ცოგ-2 აქტივობის არასელექტიურ დათრგუნვასთან, უმთავრესად პერიფერიულ ქსოვილებში, რისი შედეგიც არის პროსტაგლანდინების - ტკივილის აღქმის, თერმორეგულაციისა და ანთების მოდულატორების ბიოსინთეზის დათრგუნვა.
კეტოროლაკის მაქსიმალური ანალგეზიური ეფექტი 1-2 საათში მიიღწევა, ანალგეზიის ხანგრძლივობა 4-6 საათს შეადგენს.
კუნთში შეყვანის შემდეგ კეტოროლაკი სწრაფად და სრულად შეიწოვება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში ინექციის ადგილიდან. საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია 2,2 მკგ/მლ მიიღწევა საშუალოდ 50 წუთში კუნთში ერთჯერადი დოზის 30 მგ შეყვანიდან. ერთჯერადი ინტრავენური შეყვანისას პიკური კონცენტრაციები პლაზმაში მიიღწევა 1-3 წუთის განმავლობაში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 99%-ს.
ჩვენებები
სხვადასხვა გენეზის საშუალო და ძლიერი ინტენსივობის ტკივილს სინდრომი
- პოსტოპერაციული
- პოსტტრამვული
- ონკოლოგიურ პაციენტებში
- რადიკულიტი
- ართროზი
- ოსტეოართრიტი
- ოსტეოქონდროზი
- ოტიტი
- კბილის ტკივილი
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა კეტოროლაკის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ წყლულოვანი დაზიანებები გამწვავების ფაზაში, პეპტიური წყლული, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენები ანამნეზში, 16 წლამდე ასაკი.
· უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომელთა შრატის კრეატინინის კონცენტრაცია თირკმლის პროგრესირებად დაზიანებაზე მიუთითებს.
განსაკუთრებული გაფრთხილებები:
ორსულობა და ლაქტაცია
ვატორლაკის ინექცია არ უნდა გაგიკეთდეთ, თუ ორსულად ხართ, მშობიარობთ ან ბავშვი ძუძუზე გყავთ. კეტოროლაკმა შეიძლება ხელი შეუშალოს დაორსულებას. თუ ორსულობას გეგმავთ ან დაორსულებასთან დაკავშირებით პრობლემა გაქვთ უნდა შეატყობინოთ ექიმს.
ვატორლაკის მიღების წესი:
ხსნარი შეიცავს ეთანოლს, ამის გამო არ უნდა გამოიყენოთ ეპიდურულად ან ინტრათეკალურად.
პარენტერალური მკურნალობა 2 დღეზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს.
გამოყენებული უნდა იყოს უმცირესი ეფექტური დოზა, ტკივილის სიძლიერის და პაციენტის პასუხის მიხედვით.
ინტრამუსკულარული ინექცია:
მოზრდილები:
ჩვეული დოზაა დასაწყისში 10 მგ, შემდეგ 10-30 მგ ყოველ 4-6 საათში, არა უმეტეს 90 მგ. უნდა გამოიყენოთ უმცირესი ეფექტური დოზა, ტკივილის სიძლიერის და პაციენტის პასუხის მიხედვით.მკურნალობის ხანრგძლივობა 2 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
ინტრავენური გამოყენება:
პროდუქტის ინტრავენური გამოყენება შესაძლებელია საავადმყოფოში და სამკურნალო დაწესებულებებში.
მოზრდილები:
ჩვეული დოზაა (პოსტოპერაციული ტკივილის ინდუქციური მკურნალობა) დასაწყისში 10 მგ, შემდეგ 10-30 მგ ყოველ 4-6 საათში, არა უმეტეს 90 მგ. უნდა გამოიყენოთ უმცირესი ეფექტური დოზა, ტკივილის სიძლიერის და პაციენტის პასუხის მიხედვით. მკურნალობის ხანრგძლივობა 2 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
თირკმლის ჭვალი:
რეკომენდებული დოზაა ერთი 30 მგ-იანი ამპულა ინტრავენური ან ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის.
გვერდითი ეფექტები:
სხვა პრეპარატების მსგავსად, ზოგ პაციენტში ვატორლაკის საინექციო ხსნარიც იწვევს გვერდით ეფექტებს. პაციენტთა უმრავლესობა ვატორლაკს პრობლემების გარეშე იღებს.
შემადგენლობა: ყოველი ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: კეტოროლაკის ტრომეთამინი 30 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სპირტი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
ფარმაცევტული ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა:
საინექციო ხსნარი. ყოველი კოლოფი შეიცავს სამ 1 მლ-იან ამპულას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.