Plasmon
ვენო - რიცი® / VENO-RITZ®


შემადგენლობა

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს ფლავონოიდების 450 მგ დიოსმინისა (Diosmin) და 50 მგ ჰესპერიდინის (Hesperidin) მიკრონიზირებულ ფრაქციებს და 10 მგ რუტინს (Rutin).
მოქმედების მექანიზმი
ვენო-რიცი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია.
ვენო-რიცის შემადგენელი კომპონენტები ბიოფლავონოიდებია, რომლებიც ხასიათდებიან ვენოტონური და ანგიოპროტექტორული თვისებებით. დიოსმინისა და ჰესპერიდინის კომბინაცია ამცირებს ვენების დაჭიმულობას და ვენურ სტაზს, აუმჯობესებს ვენების ტონუსს. ამცირებს კაპილარების კედლების გამტარობას და ზრდის მათ რეზისტენტობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ლიმფის დრენაჟს. რუტინი ანგიოპროტექტორია. მიეკუთვნება P ჯგუფის ვიტამინებს. ამცირებს კაპილარების კედლის გამტარობას, მათ შეშუპებას და ანთებას, აძლიერებს სისხლ ძარღვის კედლებს. ახასიათებს ანტიაგრეგანტული (შედედების საწინააღმდეგო) მოქმედება, რაც ხელს უწყობს მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას.

ჩვენებები
- ქვედა კიდურების ორგანული და ფუნქციური გენეზის ქრონიკული ვენური უკმარისობა, რომელსაც ახლავს: კიდურებში სიმძიმის და დაღლილობის შეგრძნება, შეშუპება, ტკივილი, ტროფიკული დარღვევები, წვივის კუნთების კრუნჩხვები;
- შეშუპებისა და ტკივილის სიმპტომების შემსუბუქება ვენების ვარიკოზული გაგა ნიერების დროს;
- ქრონიკული ბუასილის და მწვავე ჰემოროიდული კრიზების ფუნქციური სიმპტო მების შემსუბუქება. ბუასილის გამწვავებისას ვენო-რიცი არ ცვლის ანორექტალური არის დაავადებების სპეციფიკურ სამკურნალო საშუალებებს.

მიღების წესები და დოზები
ვენური უკმარისობის დროს ინიშნება 2 კაფსულა დღეში: თითო კაფსულა შუა დღისას და საღამოს ჭამის დროს. ვენო-რიცით 2 კვირიანი მკურნალობის კურსის შემდეგ მცირდება ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობისთვის დამახასიათებელი ორგანული და ფუნქციური გენეზის კლინიკური გამოვლინებანი. რეკომენდებულია პრეპარატით მკურნალობის გაგრძელება შეშუპების და სხვა სიმპტომების სრულ გაქრობამდე. ვენების ქრონიკული უკმარისობის დროს ვენო-რიცის სისტემატური გამოყენება უზრუნველყოფს ვენების ვარიკოზული წყლულებისა და ტროფიკული დარღვევების განვითარების რისკის შემცირებას. მწვავე ჰემოროიდული კრიზების დროს პირველი 4 დღის განმავლობაში ვენო-რიცი ინიშნება დღე-ღამეში 6 კაფსულა, მომდევნო 3 დღის განმავლობაში - 4 კაფსულა, კომბინირებულ თერაპიაში.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია მცირედი დარღვევები საჭმლის მომნელებელი და ნეირო-ვეგეტატიური სისტემის მხრივ, რომელიც არ მოითხოვს პრეპარატის მოხსნას და სწრაფად ქრება მკურნალობის კურსის დამთავრებისთანავე.

უკუჩვენება
- ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი;
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევის მქონე პაციენტები პრეპარატის და ნიშვნისას უნდა მოერიდნონ მზეზე დიდხანს ყოფნას, სასურველია სხეულის წო ნის დაკლება და სისხლის ცირკულაციის მარეგულირებელი სპეციალური წინდების გამოყენება. ვენო-რიცის შემადგენელი კომპონენტების ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და მათი დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე!

რეგისტრაციის # და თარიღი
წს N რ - 002730 25.06.2007

სად შევიძინოთ?