ვერა-დენკ 240 რეტარდის მკურნალობის კურსის დროს არ შეიძლება ბეტა-ბლოკატორების ინტრავენურად შეყვანა (გამონაკლისს წარმოადგენს ინტენსიური თერაპია).
რომელი საკვების და სამელის მიღება არის აკრძალული
ვერა-დენკ 240 რეტარდით მკურნალობის პერიოდში, აკრძალულია საკვები და სამელი, რომელიც შეიცავს გრეიფუტის წვენს. გრეიფუტს აქვს შესაძლებლობა გაზარდოს ვარაპამილის ჰიდროქლორიდის ზღვრული დონე.
მიღების წესი
თუ ექიმმა არ დანიშნა განსხვავებული დოზირება, ვერა-დენკ 240 რეტარდი მიიღება ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციის მიხედვით. ზუსტად უნდა შესრულდეს შეფუთვაში არსებული ინსტრუქციის პირობები, რადგან სხვა შემთხვევაში ვერა-დენკ 240 რეტარდის მოქმედება შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი.
რა რაოდენობით და რა ხანგრძლივობით უნდა იქნეს ვერა დენკ 240 რეტარი მიღებული:
ვერაპამილის, ვერა-დენკ 240 რეტარდის ფარმაცევტული ფორმის აქტიური ნივთიერება, დოზა უნდა დარეგულირდეს ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმის შესაბამისად. წლების განმავლობაში დაგროვილმა კლინიკურმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ზოგადი სადღეღამისო დოზა ყველა ჩვენებისთვის შეადგენს დაახლობით 240-360 მგ-ს.
ხანგრძლივი მკურნალობის დროს არ შეიძლება, სადღეღამისო დოზა აჭარბებდეს 480 მგ-ს. ხანმოკლე მკურნალობის დროს დოზის ასეთი გაზრდა დასაშვებია.
ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში ვერაპამილის ეფექტი იზრდება და ხანგრძლივდება, რადგან ამ დროს პრეპარატის დაშლა შენელებულია. შესაბამისად, ასეთ პაციენტებში ვერაპამილი ინიშნება სიფრთხილით, ხოლო მკურნალობა იწყება შედარებით დაბალი დოზებით (მაგ. ღვიძლის ფუნქციის დაღვევის დროს 40 მგ ვერაპამილის ჰიდროქლორიდის შემცველი ფარმაცევტული ფორმა ინიშნება 2-3-ჯერ დღე-ღამის განმავლობაში).
მოზრდილებში და 50 კგ-ზე მეტი წონის მქონე მოზარდები:
გულის კორონარული დაავადების მკურნალობა (ისეთი მდგომარეობები, რომელთა დროსაც ირღვევა ჟანგბადის მიწოდება გულის კუნთში):
ვერაპამილის ჰიდროქლორიდის რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 240-480 მგ-ს, გაყოფილს 1-2 მიღებაზე.
შენელებული მოქმედების მქონე ვერა-დენკი 240 რატარდის ½ - 1 ტაბლეტი მიიღება 2-ჯერ დღეში (რაც ექვივალენტურია დღეში 240 – 480 მგ ვერეპამილის ჰიდროქლორიდისა).
ჰიპერტენზიის მკურნალობა:
ვერაპამილის ჰიდროქლორიდის რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 240-480 მგ-ს, გაყოფილს 1-2 მიღებაზე.
შენელებული მოქმედების მქონე ვერა-დენკი 240 რატარდის 1 ტაბლეტი მიიღება დილით, დღეში ერთხელ (რაც ექვივალენტურია დღეში 240 – 480 მგ ვერეპამილის ჰიდროქლორიდისა).
თუ პაციენტის კლინიკური სურათი კლინიკურად არადამაკმაყოფილებელია, ამ შემთხვევაში შესაძლებელია საღამოს დაინიშნოს დამატებით ½ - 1 შენელებული მოქმედების მქონე ტაბლეტი (რაც ექვივალენტურია დღეში 360-480 მგ ვერაპამილის ჰიდროქლორიდისა).
პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის მკურნალობა (წინა გულიდან წამოსული იმპულსებით გამოწვეული აჩქარებული გულისცემის ეპიზოდები), წინაგულების ფიბრილაცია/ წინაგულების ციმციმი
ვერაპამილის ჰიდროქლორიდის რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 240-480 მგ-ს, გაყოფილს 2 მიღებაზე.
შენელებული მოქმედების მქონე ვერა-დენკი 240 რატარდის ½ - 1 ტაბლეტი მიიღება 2-ჯერ დღეში (რაც ექვივალენტურია დღეში 240 – 480 მგ ვერეპამილის ჰიდროქლორიდისა).
ვერა-დენკ 240 რეტარდის მიღების წესი
არ შეიძლება ტაბლეტის წუწვნა ან დაღეჭვა. იგი უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (მაგ. ჭიქა წყალთან და არა გრეიფრუტის წვენთან ერთად) ჭამის დროს ან ჭამიდან ცოტა ხნის შემდეგ.
ვერა-დენკ 240 რეტარდი არ გამოიყენება ინფარქტიდან 7 დღის განმავლობაში განვითარებული სტენოკარდიის დროს.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული.
დოზის გადაჭარბება და სხვა შეცდომები:
როგორ უნდა იმოქმედით დოზის გადაჭარბების დროს (უნებლიე ან წინასწარგანზრახული)
ვერა-დენკი 240 რეტარდის ინტოქსიკაციის სიმძიმე დამოკიდებულია მიღებული ვერაპამილის რაოდენობაზე, დეტოქსიფიკაციის ღონისძიებების ჩატარების სისწრაფეზე და გულის მუშაობაზე.
ვერა-დენკ 240 რეტარდის მძიმე ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
გონების დაბინდვა და კომა, არტერიული წნევის დაქვეითება, პულსის შენელება, ტაქიკარდიასთან დაკავშირებული არითმია, სისხლში შაქრის დონის მომატება და სისხლის სხვა პარამეტრების ცვლილებები (ჰიპოკალემია, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპოქსია), ფილტვის შეშუპებასთან დაკავშირებული კარდიოგენული შოკი (მწვავე გულის უკმარისობასთან დაკავშირებული შოკი და ფილტვებში სითხის დაგროვება).
თუ პაციენტი ეჭვობს ვერა-დენკ 240 რეტარდის დოზის გადაჭარბების შესახებ, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. ეს უკანასკნელი სიმპტომების შესაბამისად გადაწყვეტს, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს.
ინტოქსიკაციის შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. შესაძლებელა პაციენტი გადაყვანილ იქნას ჰოსპიტალში, სადაც გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
ვერა-დენკ 240 რეტარდით გამოწვეული ინტოქსიკაციის წარმატებული მართვისათვის აუცილებელია პრეპარატის ადრეული ელიმინაცია კუჭის ამორეცხვის საშუალებით, ხოლო კარდიოვასკულარული სტატუსის აღსადგენად საჭიროა შესაბამისი ინტენსიური თერაპიის ჩატარება.
ექიმის მიერ გაწეული სამედიცინო დახმარება დამოკიდებულია დროზე, მიღების ფორმაზე და ინტოქსიკაციის სიმპტომების ხასიათსა და სიმწვავეზე.
შენელებული მოქმედების მქონე პრეპარატების დიდი დოზით მიღებისას აქტიური ნივთიერება შეიძლება არ გამოიყოს და არ შეიწოვოს ნაწლავის მიერ, თუ მედიკამენტის მიღებიდან გასულია 48 საათზე მეტი.
პრეპარატის მიღებიდან 12 სთ-ზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ კუჭის ამორეცხვა სასურველია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაღვეულია კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკა (პერისტალტიკის ხმიანობა). თუ საეჭვოა შენელებული მოქმედების მქონე პრეპარატით ინტოქსიკაცია, ასეთ შემთხვევაში საჭიროა შემდეგი ზომების მიღება: გულისრევის გამოწვევა, ენდოსკოპიური მეთვალყურეობის ქვეშ კუჭსა და წვრილ ნაწლავში არსებული შიგთავსის ამოღება, წვრილი ნაწლავის ირიგაცია, ნაწლავის დაცლა და მაღალი ოყნის გაკეთება.
ჰემოდიალიზი არ ტარდება, რადგან ვერაპამილი არ გამოიყოფა დიალიზის გზით. თუმცა ზოგ შემთხვევაში რეკომენდირებულია ჰემოფილტრაციის და პლაზმაფერეზის (კალციუმის ანტაგონისტის დიდი ნაწილი უერთდება პლაზმის ცილებს) ჩატარება.
ექიმი ატარებს ჩვეულებრივ სარეანიმაციო ღონისძიებებს, როგორიც არის: ექსტრათორაკალური გულის მასაჟი, ვენტილაცია, დეფიბრილაცია და/ან პეისმეკერის თერაპია.
თუ მიღებულია ვერა-დენკ 240 რეტარდის ძალიან მცირე დოზა ან თუ გამოტოვებულია ერთი დოზა
არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ. პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმით.
მკურნალობის დამთავრება ან ნაადრევი შეწყვეტა
ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, ვერა-დენკ 240 რეტარდის მიღება წყდება თანდათან და არა უეცრად.
გვერდითი მოვლენები:
ვერა-დენკი 240 რეტარდის გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს გულის გამტარებლობის (AV ბლოკადის) და გულისცემის დარღვევის სახით (სინუსური ბრადიკარდია, ასისტოლიასთან დაკავშირებული სინუსის კვანძის გაჩერება).
იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს ან გაღრმავდეს მკურნალობამდე არსებული გულის უკმარისობა.
ასევე იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს ჰიპოტენზიური და/ან ორთოსტატული მოვლენები.
იშვიათ შემთხვევებში ვერაპამილის ჰიდროქლორიდის თერაპიისას გამოვლინდა გულის ფრიალის და ტაქიკარდიის შემთხვევები.
შენიშვნა: ფეისმეკერის მქონე პაციენტებში ვერაპამილის ჰიდროქლორიდის თერაპიის დროს არ არის გამორიცხული გამტარებლობის, ან მგრძნობელობის ზღურბლის მომატება.
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, პარესთეზია, ნეიროპათია, ტრემორი, წამოწითლება (ერითემა და წამოხურების შეგრძნება) არ წარმოადგენს იშვიათ მოვლენას. ყურებში შუილი იშვიათად ვლინდება.
ინდივიდუალურ შემთხვევებში გამოვლინდა ექსტრაპირამიდული სიმპტომები (პარკინსონიზმის სინდრომი, ქორეოათეტოზი, მოგვიანებითი დისკინეზია). ყველა სიმპტომი ქრება თერაპიის შეწყვეტასთან ერთად.
არტერიოლების ლოკალური დილატაციის შედეგად შესაძლებელია განვითარდეს პერიფერიული შეშუპება.
ხშირია ნაწლავის პერისტალტიკის შეფერხების შედეგად განვითარებული გულისრევა, სისავსის შეგრძნება, ყაბზობა, ხოლო ინდივიდუალურ შემთხვევებში - ნაწლავის ობსტრუქცია.
გლუკოზის ტოლერანტობის შემცირება იშვიათად ხდება.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს კუნთების სისუსტე და/ან კუნთების და სახსრების ტკივილი.
ინდივიდუალურ შემთხვევებში გამოვლინდა მიასთენია გრავისისი, ლამბერტ იტონის სიმპტომის და შორსწასული დუშენის კუნთოვანი ატროფიის შემთხვევები.
ისეთი ალერგიული რეაქციები როგორიც არის ერითემა, ქავილი, ურტიკარია, კანის მაკულოპაპულარული გამონაყარი, ერითრომელალგია იშვიათად ვლინდება. ასევე იშვიათია ბრონქოსპაზმი.
ინდივიდუალურ შემთხვევებში გამოვლინდა ანგიონევროზული შეშუპება და სტივენ-ჯონსონის სინდრომი.
იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა ღვიძლის ფერმენტების უკუშექცევადი მომატება, რაც სავარაუდოდ წარმოადგენს ალერგიული ჰეპატიტის სიმპტომს.
ინდივიდუალურ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ღრძილების ჰიპერპლაზია (გინგივიტი, სისხლდენა). აღნიშნული მოვლენა ქრება თერაპიის შეწყვეტასთან ერთად.
იშვიათად ასევე გამოვლინდა იმპოტენციის შემთხვევები.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხანგრძლივი მკურნალობის ფონზე ხანდაზმულ პაციენტებს განუვითარდათ გინეკომასტია. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მსგავსი მოვლენა ქრება მკურნალობის შეწყვეტასთან ერთად.
ასევე აღწერილია შრატში პროლაქტინის დონის მომატება და გალაქტორეას ინდივიდუალური შემთხვევები.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ვლინდება, როგორც წერტილოვანი და პეტეხიური ტიპის კანის გამონაყარი, ასევე ლორწოვანი გარსის სისხლჩაქცევები. არსებობს ასევე ფოტოდერმატიტის ინდივიდუალური შემთხვევები.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის ზემოთ აღწერილი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან თერაპევტს.