ვეზიფიქსი / Vesifix
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): solifenacin
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროლოგია, ნეფროლოგია → შარდსადენი გზების გლუვი კუნთის ტონუსზე მოქმედი საშუალებები → შარდსადენი გზების გლუვი კუნთების ტონუსის დამწევი პრეპარატები → სპაზმოლიზური საშუალებები მ-ქოლინომაბლოკირებელი და მიოტროპული მოქმედებით
- მწარმოებელი კომპანია: NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S
- მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
- გამოშვების ფორმა: 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
- გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
ფორმულა:
ვეზიფიქსის ერთი 10 მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ სოლიფენაცინის სუქცინატს, ლაქტოზას ანჰიდრატს დამხმარე ნივთიერების სახით, დაისისფერ ყვითელს, რკინის წითელ ოქსიდს (E172) და ტიტანის დიოქსიდს (E171) საღებავი ნივთიერების სახით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საშარდე გზების სპაზმოლიზური საშუალება
ათქ კოდი: G04BD08
მოქმედების მექანიზმი:
სოლიფენაცინი არის კონკურენტული, სპეციფიური ქოლინერგული-რეცეპტორის ანტაგონისტი.
შარდის ბუშტი ინერვაციას განიცდის პარასიმპათიკური ქოლინერული ნერვული სისტემით. აცეტილქოლინით კუმშავს დეტრუზორ გლუვ კუნთს მუსკარინული რეცეპტორების მეშვეობით, რომელთაგან უპირატესად M3 ქვეტიპი მონაწილეობს. Iნ ვიტრო და ინ ვივო ფარმაკოლოგიური კვლევები უჩვენებენ, რომ სოლიფენაცინი არის მუსკარინული M3 ქვეტიპის რეცეპტორის კონკურენტული ინჰიბიტორი. ასევე დადგენილია, რომ სოლიფენაცინი არის მუსკარინული რეცეპტორების სპეციფიკური ანტაგონისტი ავლენს რა მცირე ან საერთოდ არ ავლენს მსგავსებას სხვა რეცეპტორებთან და იონურ არხებთან.
ფარმაკოდინამიკური ეფექტი:
სოლიფენაცინის სუქცინატით მკურნალობა დოზით 5 მგ და 10 მგ დღეში შესწავლილი იქნა რამდენიმე ორმაგ ბრმა, რანდომიზებული კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში მამაკაცებსა და ქალებში ჰიპერაქტიური შარდის ბუშტით.
როგორც ქვემოთ ცხრილშია ნაჩვენები, სოლიფენაცინის სუქცინატის 5 მგ და 10 მგ-იანი დოზები ავლენდნენ პლაცებოსთან შედარებით პირველადი და მეორადი შედეგების სტატისტიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.ეფექტურობა აღინიშნებოდა მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში, სტაბილიზდებოდა 12 კვირაში. ხანგრძლივმა ღია კვლევამ უჩვენა, რომ ეფექტუობა შენარჩუნებული იყო სულ მცირე 12 თვე. მკურნალობის დაახლოებით 12 კვირის შემდეგ პაციენტების 50%-ს მკურნალობამდე შარდის შეუკავებლობით, უკვე აღარ ჰქონდა შეუკავებლობის ეპიზოდები,გარდა ამისა, პაციენტების 35% მიაღწია დღეში < 8 მოშარდვას. ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სიმპტომების მკურნალობამ ასევე გამოიწვია ცხოვრების ხარისხის კრიტერიუმების გაუმჯობესება, როგორებიცაა ჯანმრთელობის ზოგადი აღქმა, შეუკავლობის ზეეგავლენა, როლის შეზღუდვა, ფიზიკური შეზღუდვები, სოციალური შეზღუდვები, სიმპტომთა სიმძიმე, ღონისძიებათა სერიოზულობა და ძილი/ენერგია.
ოთხი კონტროლირებადი 3 ფაზის კვლევების შედეგები (ჯამური მონაცემები) მკურნალობის 12 კვირიანი ხანგრძლივობით
|
პლაცებო |
სოლიფენაცინ სუქცინატი 5 მგ დღეში ერთხელ |
სოლიფენაცინ სუქცინატი 10 მგ დღეში ერთხელ |
ტოლტეროდინი 2 მგ დღეში ორჯერ მგ |
შარდვის რიცხვი/24 სთ |
||||
საშუალო საწყისი დონე |
11.9 |
12.1 |
11.9 |
12.1 |
საშუალო შემცირება საწყისი მაჩვენებლიდან |
1.4 |
2.3 |
2.7 |
1.9 |
% ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან |
(12%) 1138 |
(19%) 552 |
(23%) 1158 |
(16%) 250 |
პ-სიდიდე* |
|
< 0.001 |
< 0.001 |
0.004 |
გადაუდებელი ეპიზოდების რ-ბა/24 სთ |
||||
საშუალო საწყისი დონე |
6.3 |
5.9 |
6.2 |
5.4 |
საშუალო შემცირება საწყისი მაჩვენებლიდან |
2.0 |
2.9 |
3.4 |
2.1 |
% ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან |
(32%) 1124 |
(49%) 548 |
(55%) 1151 |
(39%) 250 |
პ-სიდიდე* |
|
< 0.001 |
< 0.001 |
0.031 |
შეუკავლობის ეპიზოდების რ-ბა/24 სთ |
|
პლაცებო |
სოლიფენაცინის სუქცინატი 5 მგ დღეში ერთხელ |
სოლიფენაცინის სუქცინატი 10 მგ დღეში ერთხელ |
ტოლტეროდინი 2 მგ დღეში ორჯერ მგ |
საშუალო საწყისი დონე |
2.9 |
2.6 |
2.9 |
2.3 |
საშუალო შემცირება საწყისი მაჩვენებლიდან |
1.1 |
1.5 |
1.8 |
1.1 |
% ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან |
(38%) 781 |
(58%) 314 |
(62%) 778 |
(48%) 157 |
პ-სიდიდე* |
|
< 0.001 |
< 0.001 |
0.009 |
ღამით შარდვის ეპიზოდების რ-ბა/24 სთ |
||||
საშუალო საწყისი დონე |
1.8 |
2.0 |
1.8 |
1.9 |
საშუალო შემცირება საწყისი მაჩვენებლიდან |
0.4 |
0.6 |
0.6 |
0.5 |
% ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან |
(22%) 1005 |
(30%) 494 |
(33%) 1035 |
(26%) 232 |
პ-სიდიდე* |
|
0.025 |
< 0.01 |
0.199 |
შარდის მოცულობა/შარდვა |
||||
საშუალო საწყისი დონე |
166 ml |
146 ml |
163 ml |
147 ml |
საშუალო შემცირება საწყისი მაჩვენებლიდან |
9 ml |
32 ml |
43 ml |
24 ml |
% ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან |
(5%) 1135 |
(21%) 552 |
(26%) 1156 |
(16%) 250 |
პ-სიდიდე* |
|
<0.001 |
<0.001 |
<0.001 |
საფენების რ-ბა/24 სთ |
||||
საშუალო საწყისი დონე |
3.0 |
2.8 |
2.7 |
2.7 |
საშუალო შემცირება საწყისი მაჩვენებლიდან |
0.8 |
1.3 |
1.3 |
1.0 |
% ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან |
(27%) 238 |
(46%) 236 |
(48%) 242 |
(37%) 250 |
პ-სიდიდე* |
|
<0.001 |
<0.001 |
0.010 |
* პ-სიდიდე წყვილისათვის პლაცებოსთან შედარება
შენიშვნა: 4 ძირითად კვლევაში, გამოიყენებოდა სოლიფენაცინის სუქცინატი 10 მგ და პლაცებო. 4 კვლევიდან 2-ში ასევე გამოიყენებოდა სოლიფენაცინის სუქცინატი 5 მგ და ერთი კვლევა ასევე მოიცავდა ტოლტეროდინს 2 მგ დღეში ორჯერ.
თითოეულ ინდივიდუალურ კვლევაში არ იყო გამოკვლეული ყველა პარამეტრი და მკურნალობის ჯგუფი. ამიტომ, მოცემული პაციენტების რაოდენობა შეიძლება, განსხვავდებოდეს პარამეტრებისა და მკურნალობის ჯგუფების მიხედვით.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
შეწოვა:
სოლიფენაცინის სუქცინატის ტაბლეტების მიღების შემდეგ, სოლიფენაცინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები (Cmax) მიიღწევა 3-8 საათის შემდეგ. Tmax არ არის დამოკიდებული დოზაზე.Cmax და AUC იზრდება დოზის პროპორციულად 5-40 მგ დოზის ფარგლებში. აბსოლუტური ბიოამთვისებლობა არის 90%
საკვების მიღება ზეგავლენას არ ახდენს სოლიფენაცინის Cmax და AUჩ-ზე.
განაწილება:
სოლიფენაცინის განაწილების მოცულობა ინტრავენური მიღების შემდეგ არის 600 ლ. სოლიფენაცინი ძლიერ არის შეკავშირებული (დაახლოებით 98%) პლაზმის ცილებთან, ძირითადად α1- გლიკოპროტეინის მჟავასთან.
ბიოტრანსფორმაცია:
სოლიფენაცინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ, ძირითადად ციტოქრომ P450 3A4 (CYP3A4) –ის მიერ. თუმცა, არსებობს ალტერნატიული მეტაბოლიზმის მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს სოლიფენაცინის მეტაბოლიზმს.
სოლიფენაცინის სისტემური კლირენსი არის დაახლოებით 9.5 ლ/სთ და სოლიფენაცინის ნახევრად დაშლის დრო არის 45-68 საათი. პერორალური დოზირების შემდეგ, სოლიფენაცინის გარდა პლაზმაში ვლინდება ერთი ფარმაკოლოგიურად აქტიური (4R-ჰიდროქსი სოლიფენაცინი) და სამი არააქტიური მეტაბოლიტი (N-გლუკურონიდი, N-ოქსიდი და 4ღ-ჰიდროქსი-N-ოქსიდი).
გამოყოფა
10 მგ [14C-მონიშნული]-სოლიფენაცინის ერთჯერადი გამოყენების შემდეგ, რადიოაქტივობის დაახლოებით 70% აღინიშნებოდა შარდში და 23% განავალში 26 დღის შემდეგ. შარდში, რადიოაქტივობის დაახლოებით 11% აღდგება შეუცვლელი აქტიური ნივთიერების სახით; დაახლოებით 18% N-ოქსიდის სახით, 9% 4ღ-ჰიდროქსი-N-ოქსიდის მეტაბოლიტის სახით და 8% 4ღ-ჰიდროქსი მეტაბოლიტის სახით (აქტიური მეტაბოლირი).
ხაზოვნება/არახაზოვნება:
ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია თერაპიული დოზის ფარგლებში.
განსაკუთრებული პოპულაცია:
ხანდაზმულები:
დოზის კორექცია ასაკზე დაფუძნებით საჭირო არ არის. ხანდაზმულებში ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენეს, რომ სოლიფენაცინის მიმართ ექსპოზიცია, გასახული AUC-თ, სოლიფენაცინის სუქცინატის მიღების შემდეგ (5 მგ და 10 მგ დღეში ერთხელ), მსგავსი იყო ჯანმრთელ ხანდაზმულებში (65-80 წლის) და ჯანმრთელ ახალგაზრდებში (<55 წლის). შეწოვის საშუალო ხარისხი ტმახ ოდნავ უფრო ნელი იყო ხანდაზმულებში და ტერმინალური ნახევრად დაშლის პერიოდი დაახლოებით 20%-ით უფრო ხანგრძლივი ხანდაზმულებში.
ეს უმნიშვნელო განსხავევები კლინიკურად მნიშვნელოვანი არ იყო.
სოლიფენაცინის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი ბავშვებსა და მოზარდებში.
სქესი:
სოლიფენაცინის ფარმაკოკინეტიკაზე ასაკი ზეგავლენას არ ახდენს.
რასა:
სოლიფენაცინის ფარმაკოკინეტიკაზე რასა ზეგავლენას არ ახდენს.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა:
სოლიფენაცინის AUC და Cmax პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევით, მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ჯანმრთელი მოხალისეებისგან. პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი ≤ 30 მლ/წთ) სოლიფენაცინის ექსპოზიცია მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო, ვიდრე საკონტროლო ჯგუფეში Cmax მომატებით 30%, > 100% AUC და >60% T1/2. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი აღინიშნებოდა კრეატინინის კლირენსა და სოლიფენაცინის კლირენსს შორის.
პაციენტებში, რომლებიც ჰემოდიალიზს იტარებენ, ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:
პაციენტებში ღვიძლის ზომიერი დარღვევით (ჩაილდ-პიუს ქულა 7-9) Cmax არ იცვლება, AUC იზრდება 60%-ით, ხოლო ტ 1/2 ორმაგდება. პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით სოლიფენაცინის ფარმაკოკინეტიკა არ შესწავლილა.
უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები:
უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიურობის, ფერტილობის, ემბრიოფეტალური განვითარების, გენოტოქსიურობის, და კარცენოგენური პოტენციალის თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით, პრეკლინიკურმა მონაცემებმა რაიმე განსაკუთრებული ზიანი ადამიანებისათვის ვერ გამოავლინა. თაგვების პრე- და პოსტნატალური განვითარების კვლევაში სოლიფენაცინით მკურნალობა ლაქტაციის დროს იწვევდა დოზა-დამოკიდებულ მშობიარობის შემდგომი სიცოცხლისუნარიანობის უფრო დაბალ მაჩვენებელს, ნაშიერის დაბალ წონას და უფრო ნელ ფიზიკურ განვითარებას კლინიკურად მნიშვნელოვან დონეზე. დოზა დამოკიდებული მომატებული სიკვდილიანობა წინასწარი კლინიკური ნიშნების გარეშე აღინიშნებოდა ახალგაზრდა თაგვებში, რომლებიც მშობიარობის შემდეგ მკურნალობდნენ 10 დღიდან 21 დღემდე დოზებით ფარმაკოლოგიური ეფექტის მიღწევით და ორივე ჯგუფში აღინიშნებოდა უფრო მაღალი სიკვდილიანობა მოზრდილ თაგვებთან შედარებით. ახალგაზრდა თაგვებში, რომლებიც მკურნალობდნენ მშობიარობის მე-10 დღიდან, პლაზმური ექსპოზიცია უფრო მაღალი იყო, ვიდრე მოზრდილ თაგვებში: მშობიარობიდან 21 დღემდე, სისტემური ექსპოზიცია მსგავსი იყო უფროსი თაგვებისა. ახალგაზრდა თაგვებში მომატებული სიკვდილიანობის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
ჩვენებები:
შარდის შეუკავებლობის ან გახშირებული შარდვის სიმპტომური მკურნალობა პაციენტებში ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სინდრომით.
უკუჩვენებები:
სოლიფენაცინი უკუნაჩვენებია პაციენტებში შარდის შეკავებით, მძიმე გასტრო-ინტესტინალური მდგომარეობით (ტოქსიური მეგაკოლონის ჩათვლით), მიასთენიით ან დახურულ კუთხოვანი გლაუკომით და პაციენტებში შემდეგი მდგომარეობების განვითარების რისკით:
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დახმარე ნივთიერების მიმართ (იხ. პუნქტი 6.1).
- პაციენტები, რომლებიც ჰემოდიალიზს იტარებენ (იხ. პუნქტი 5.2).
- პაციენტები ღვიძლის მძიმე უკმარისობით (იხ. პუნქტი 5.2).
- პაციენტები თირკმლის მძიმე უკმარისობით ან ღვიძლის ზომიერი უკმარისობით ან პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორებით, მაგ. კეტოკონაზოლით (იხ. პუნქტი 5.2).
განსაკუთრებული მითითებანი:
ვეზიფიქსით მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეფასდეს ხშირი შარდვის სხვა მიზეზები (გულის უკმარისობა ან თირკმლის დაავადება). საშარდე გზების ინფექციის არსებობისას, უნდა დაიწყოს შესაფერისი ანტიბაქტერიული მკურნალობა.
ვეზიფიქსი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში:
- კლინიკურად მნიშვნელოვანი შარდის ბუშტის ობსტრუქციის და შარდის შეკავების რისკით.
- გასტროინტესტინალური ობსტრუქციის დარღვევებით;
- გასტროინტესტინალური მოძრაობის შემცირების რისკით;
- თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (კრეატინინის კლირენსი ≤30 მლ/წთ; იხ. პუნქტი 4.2 და 5.2) და დოზა ასეთი პაციენტებისათვის არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ-ს.
- ღვიძლის ზომიერი უკმარისობა (ჩაილდ-პიუს ქულა 7-9; იხ. პუნქტი 4.2 და 5.2) დოზა ამ პაციენტებისათვის არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ-ს.
- ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორების, მაგ. კეტოკონაზოლის თანმხლები გამოყენება (იხ. პუნქტი 4.2 და 4.5).
- საყლაპავის თიაქარი/გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი და/ან სხვა პრეპარატების თანმხლები გამოყენება (მაგ. ბიფოსფონატები), რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ან გაამძაფროს ეზოფაგიტი
- ავტონომიური ნეიროპათია.
QT გახანგრძლივება და პირუეტული ტაქიკარდია (თორსადე დე Pოინტეს) აღინიშნებოდა იმ პაციენტებში რისკ ფაქტორებით, როგორებიცაა არსებული ხანგრძლივი QT სინდრომი და ჰიპოკალიემია.
უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი პაციენტებში ნეიროგენული დარღვევებით დეტრუზორი ჰიპერაქტივობისათვის. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობით დარღვევებით, როგორებიცაა გალაქტოზას აუტანლობა, Lაპპ ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევა, არ უნდა მიიღონ აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი.
ანგიოედემა საჰაერო გზების ობსტრუქციით აღინიშნებოდა ზოგიერთ პაციენტში სოლიფენაცინის სუქცინატის მკურნალობის დროს. ანგიოედემის განვითარების შემთხვევაში, სოლიფენაცინის სუქცინატი უნდა შევწყვიტოთ და დავიწყოთ შესაფერისი მკურნალობა.
ზოგიერთ პაციენტში სოლიფენაცინის სუქცინატით მკურნალობის დროს აღინიშნებოდა ანაფილაქსიური რეაქცები. ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების შემთხვევაში, სოლიფენაცინის სუქცინატი უნდა შევწყვიტოთ და დავიწყოთ შესაფერისი მკურნალობა.
ვეზიფიქსის მაქსიმალური ეფექტი ვლინდება 4 კვირის შემდეგ.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა:
ორსულობა
კლინიკური მონაცემები ქალებისაგან, რომლებიც სოლიფენაცინის გამოყენებისას დაორსულდნენ, არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ უჩვენებენ პირდაპირ მავნე ზეგავლენას ფერტილობაზე/ ემბრიონალურ-ფეტალურ განვითარებაზე ან მშობიარობაზე (იხ. პუნქტი 5.3). პოტენციური რისკი ადამიანებისათვის უცნობია. ორსულ ქალებში პრეპარატის დანიშვნის დროს სიფრთხილეა საჭირო.
ძუძუთი კვება:
დედის რძეში სოლიფენაცინის გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არსებობს. თაგვებში, სოლიფენაცინი და/ან მისი მეტაბოლიტები გამოიყოფოდა რძეში, და იწვევდა დოზადამოკიდებულ განვითარების შეფერხებას ნეონატალურ თაგვებში (იხ. პუნქტი 5.3). ამიტომ ვეზიფიქსის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ შეიძლება.
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
ვინაიდან სოლიფენაცინმა, სხვა ანტიქოლინერგული საშუალებების მსგავსად შეიძლება, გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა, და ხშირად ძილიანობა და სისუსტე (იხ. პუნქტი 4.8), ის უარყოფით ზეგავლენას ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები:
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება:
სოლიფენაცინის სუქცინატის ფარმაკოლოგიური ეფექტის გამო,ვეზიფიქსმა შეიძლება, გამოიწვიოს ანტიქოლინერგული მსუბუქი და ზომიერი ხასიათის გვერდითი მოვლენები (ზოგადად).ანტიქოლინერგული გვერდითი მოვლენების სიხშირე დამოკიდებულია დოზაზე.
სოლიფენაცინის სუქცინატის გამოყენების დროს ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენა იყო პირის სიმშრალე. ის აღინიშნება პაციენტების 11%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ დოზით 5 მგ დღეში ერთხელ, და პაციენტების 22%-ში 10 მგ მკურნალობისას დღეში ერთხელ და პლაცებოთი მკურნალი პაციენტების 4%-ში. პირის სიმშრალის სიმძიმე ზოგადად იყო მსუბუქი და არ საჭიროებდა მკურნალობის შეწყვეტას. ზოგადად, სამკურნალო პრეპარატის შეგუებადობა ძალიან მაღალი იყო (დაახლოებით 99%) და პაციენტების დაახლოებით 90%-მა, რომლებიც სოლიფენაცინით მკურნალობდნენ დაასრულეს 12 კვირიანი მკურნალობის სრული კურსი.
გვერდითი მოვლენების ცხრილი:
ორგანოთა სისტემები |
ძალიან ხშირი (≥1/10) |
ხშირი (≥1/100, <1/10) |
არახშირი (≥1/1000, <1/100) |
იშვიათი (≥1/10000, <1/1000) |
ძალიან იშვიათი (<1/10,000) |
უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია) |
ინფექციები და ინვაზიები |
|
|
საშარდე გზების ინფექცია, ცისტიტი |
|
|
|
იმუნური სისტემის დარღვევები |
|
|
|
|
|
ანაფილაქსიური რეაქცია* |
მეტაბოლიზმი და კვების დარღვევები |
|
|
|
|
|
დაქვეითებული მადა*, ჰიპერკალიემია* |
ფსიქიატრიული დარღვევები |
|
|
|
|
ჰალუცინაციები*, ცნობიერების მოშლა* |
დელირიუმი* |
ნერვული სისტემის დარღვევები |
|
|
ძილიანობა, გემოს დეგრძნების დარღვევა |
თავბრუ*, თავის ტკივილი* |
|
|
მხედველობის დარღვევები |
|
დაბინდული მხედველობა |
თვალების სიმშრალე |
|
|
გლაუკომა* |
გულის მხრივ დარღვევები |
|
|
|
|
|
პირუეტული არითმია*, ელექტროკარდიოგრამაზე Qთ გახანგრძლივება*, წინაგულოვანი ფიბრილაცია, გულისცემის აჩქარება*, ტაქიკარდია* |
სუნთქვის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების დარღვევები |
|
|
ცხვირის სიმშრალე |
|
|
დისფონია* |
ორგანოთა სისტემები |
ძალიან ხშირი (≥1/10) |
ხშირი (≥1/100, <1/10) |
არახშირი (≥1/1000, <1/100) |
იშვიათი (≥1/10000, <1/1000) |
ძალიან იშვიათი (<1/10,000) |
უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია) |
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები |
პირის სიმშრალე |
შეკრულობა, გულისრევა, დისპეფსია |
გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, მშრალი ყელი |
მსხვილი ნაწლავის ობსტრუქცია, ფეკალური დახშობა |
|
ნაწლავური გაუვალობა* მუცელში დისკომფორტი |
ღვიძლისა და სანაღვლე გზების დარღვევები |
|
|
|
|
|
ღვიძლის დაავადება*, ღვიძლის დარღვეული ფუნქციური სინჯები* |
კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები |
|
|
მშრალი კანი |
ქავილი*, გამონაყარი* |
მრავალფორმული ერითემა*, ჭინჭრის ციება*,ანგიოედემა |
ექსფოლიაციური დერმატიტი |
ჩონჩკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები |
|
|
|
|
|
კუნთების სისუსტე* |
თირკმლების და საშარდე გზების დარღვევები |
|
|
შარდვის გაძნელება |
შარდის შეკავება |
|
თირკმლის ფუნქციის დარღვევა* |
ზოგადი დარღვევები |
|
|
სისუსტე, პერიფერული შეშუპება |
|
|
|
*აღინიშნებოდა პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში
სამკურნალო პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ძალიან მნიშვნელოვანია. ის სამკურნალო პრეპარატის სარგებლისა და რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტებს მოეთხოვებათ, შეატყობინონ ეროვნული რეპორტინგის სისტემას ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემჩნევის შემთხვევაში ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია!
წამლებთან ურთიერთქმედება:
ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება:
ანტიქოლინერგული თვისებების მქონე სხვა სამკურნალო პრეპარატებთან თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება, გამოიწვიოს უფრო გამოხატული თერაპიული ეფექტი და გვერდითი მოვლენები. ვეზიფიქსის შეწყვეტიდან უნდა იყოს გასული დაახლოებით ერთი კვირა, სხვა ანტიქოლინერგული თერაპიის დაწყებამდე. სოლიფენაცინის თერაპიული ეფექტი შეიძლება, შემცირდეს ქოლინერგული რეცეპტორების აგონისტების თანმხლები გამოყენებით.
სოლიფენაცინმა შეიძლება, შეამციროს სამკურნალო პრეპარატების ეფექტი, რომლებიც ასტიმულირებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკას, როგორებიცაა მეტოკლოპრამიდი და ცისაპრიდი.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები:
In vitro კვლევებმა უჩვენეს, რომ თერაპიულ კონცენტრაციებზე, სოლიფენაცინი არ აინჰიბირებს ადამიანის ღვიძლის მიკროსომებიდან წარმოებულ CYP1A1/2, 2C9, 2C19, CD6 ან 3A4 –ს. აქედან გამომდინარე სოლიფენაცინი ნაკლებად ცვლის აღნიშნული CYP ფერმენტებით მეტაბოლიზებული პრეპარატების კლირენსს.
სხვა სამკურნალო პრეპარატების ზეგავლენა სოლიფენაცინის ფარმაკოკინეტიკაზე:
სოლიფენაცინი მეტაბოლიზდება CYP3A4-ით. კეტოკონაზოლთან (200მგ/დღეში), ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორთან ერთად გამოყენება, იწვევდა სოლიფენაცინის AUC-ის ორმაგ გაზრდას, მაშინ როდესაც კეტოკონაზოლი დოზით 400 მგ/დღეში იწვევდა სოლიფენაცინის AUC-ის სამმაგ მომატებას.
აქედან გამომდინარე, ვეზიფიქსის მაქსიმალური დოზა უნდა შეიზღუდოს 5 მგ-მდე, კეტოკონაზოლთან ან სხვა ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორებთან (მაგ. რიტონავირი, ნელფინავირი, იტრაკონაზოლი) თერაპიულ დოზებზე ერთად გამოყენებისას (იხ. პუნქტი 4.2).
სოლიფენაცინისა და ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორებით ერთობლივი მკურნალობა უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით ან ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით.
ფერმენტის ინდუქციის ეფექტი სოლიფენაცინისა და მისი მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკაზე, არ არის შესწავლილი, ისევე როგორც CYP3A4 სუბსტრატების მაღალი მსგავსება სოლიფენაცინის ექსპოზიციაზე. ვინაიდან სოლიფენაცინი მეტაბოლიზდება CYP3A4-ით, ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები შესაძლებელია სხვა CYP3A4 სუბსტრატებთან უფრო მაღალი მსგავსებით (მაგ. ვერაპამილი, დილთიაზემი) და CYP3A4 სტიმულატორებთან (მაგ. რიფამპიცინი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი).
სოლიფენაცინის ზეგავლენა სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე:
პერორალური კონტრაცეპტივები:
სოლიფენაცინის სუქცინატის მიღებამ არ უჩვენა სოლიფენაცინის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებთან (ეთინილესტრადიოლი/ლევონორგესტრელი).
ვარფარინი:
სოლიფენაცინის სუქცინატის მიღება არ ცვლის ღ-ვარფარინის ან შ-ვარფარინის ფარმაკოკინეტიკას ან მათ ეფექტს პროთრომბინის დროზე.
დიგოქსინი:
სოლიფენაცინის სუქცინატის მიღება არ ახდენს ზეგავლენას დიგოქსინის ფარმაკოკინეტიკაზე.
დოზირება და მიღების წესი:
მიღების წესი:
უფროსები, ხანდაზმულების ჩათვლით:
სოლიფენაცინის სუქცინატის რეკომენდებული დოზა არის 5 მგ დღეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება, გაიზარდოს სოლიფენაცინის სუქცინატის 10 მგ-მდე დღეში ერთხელ.
პედიატრიული პოპულაცია:
სოლიფენაცინის სუქცინატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ამიტომ, ვეზიფიქსი არ გამოიყენება ბავშვებში.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით:
პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევით (კრეატინინის კლირენსი >30 მლ/წთ) დოზის კორექცია საჭირო არ არის. პაციენტები თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი ≤30 მლ/წთ) სიფრთხილით მკურნალობენ და ღებულობენ არა უმეტეს 5 მგ-ს დღეში ერთხელ (იხ. პუნქტი 5.2).
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:
პაციენტებისათვის ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევით დოზის კორექცია საჭირო არ არის, პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით (ჩაილდ-პიუს ქულა 7-9) სიფრთხილეა საჭირო და დოზა უნდა იყოს არა უმეტეს 5 მგ დღეში ერთხელ (იხ. პუნქტი 5.2).
ციტოქრომ P4503A4 ძლიერი ინჰიბიტორები:
ვეზიფიქსის მაქსიმალური დოზა უნდა შემოიფარგლოს 5 მგ-მდე კეტოკონაზოლთან ან თერაპიულ დოზებზე სხვა ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორებთან (მაგ. რიტონავირი, ნელფინავირი, იტრაკონაზოლი) ერთად გამოყენებისას. (იხ. პუნქტი 4.5).
მიღების წესი:
ვეზიფიქსი მიიღება პერორალური, სითხის მიყოლებით. მისი მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები:
სოლიფენაცინის სუქცინატით ჭარბმა დოზირებამ შეიძლება, გამოიწვიოს მძიმე ანტიქოლინერგული მოვლენები. სოლიფენაცინის სუქცინატის მაქსიმალური დოზა ერთი პაციენტისათვის იყო 280 მგ 5 სთ-იანი პერიოდი, რაც იწვევდა გონებრივი სტატუსის ცვლილებას, რომელიც არ საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას.
მკურნალობა:
სოლიფენაცინის სუქცინატით ჭარბი დოზირების შემთხვევაში პაციენტს მკურნალობი აქტიური ნახშირით. კუჭის ამორეცხვა სასარგებლოა, თუ შესრულდა 1 საათის განმავლობაში, არ შეიძლება ღებინების გამოწვევა.
სხვა ანტიქოლინერგული საშუალებების მსგავსად, სიმპტომებს მკურნალობენ შემდეგნაირად:
- მძიმე ცენტრალური ანტიქოლინერგული ეფექტები, როგორებიცაა ჰალუცინაციები ან გამოხატული აგზნება: იკურნება ფიზოსტიგმინით ან კარბაქოლით.
- კრუნჩხვები ან გამოხატული აგზნება: მკურნალობენ ბენზოდიაზეპინებით.
- სუნთქვის უკმარისობა: მკურნალობენ ხელოვნური სუნთქვით.
- ტაქიკარდია: მკურნალობენ ბეტა-ბლოკერებით.
- შარდის შეკავება: მკურნალობენ კათეტერიზაციით.
- მიდრიაზი: მკურნალობენ პილოკარპინის თვალის წვეთებით და/ან პაციენტის მოთავსებით ბნელ ოთახში.
სხვა ანტიმუსკარინული საშუალებების მსგავსად, ჭარბი დოზირების შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პაციენტებს QT-ინტერვალის გახანგრძლივების რისკით (მაგ. ჰიპოკალიემია, ბრადიკარდია და პრეპარატების თანმხლები გამოყენება, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს) და გულის არსებული დაავადებით (მიოკარდიუმის იშემია, არითმია, გულის შეგუბებითი უკმარისობა).
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25°Cტემპერატურის პირობებში ორიგინალურ შეფუთვაში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა:
ვეზიფიქსი 10 მგ შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვაში 30 შემოგარსული ტაბლეტით
ვარგისიანობა: 2 წელი
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.