1. რა არის ვილდა დენკ 50მგ და რისთვის გამოიყენება იგი
ვილდა დენკ 50 მგ-ის აქტიური ნივთიერება, ვილდაგლიპტინი, მიეკუთვნება “ორალური ანტიდიაბეტური საშუალებების” სახელწოდებით ცნობილ ჯგუფს.
ნაჩვენებია მოზრდილებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ
მონოთერაპიის სახით
- პაციენტებისთვის, რომელთა გლუკოზის დონე სისხლში არ ნორმირდება დიეტით და ფიზიკური დატვირთვით , მეტფორმინი კი არ გამოდგება უკუჩვენებების ან აუტანლობის გამო.
ორმაგი ორალური თერაპიის სახით კომბინაციაში:
- მეტფორმინთან ერთად, პაციენტებისთვის, რომლებთანაც მაქსიმალურმა გადასატანმა დოზამ მეტფორმინით მონოთერაპიისას არ მიიყვანა ადეკვატურ გლიკემიურ კონტროლამდე;
- სულფონილშარდოვანასთან ერთად, პაციენტებისთვის, რომლებთანაც მაქსიმალურმა გადასატანმა დოზამ სულფონილშარდოვანით მონოთერაპიისას არ მიიყვანა ადეკვატურ გლიკემიურ კონტროლამდე და რომელთათვისაც მეტფორმინი არ გამოდგება უკუჩვენებების ან აუტანლობის გამო;
- თიაზოლიდინდიონთან ერთად, პაციენტებისთვის არასაკმარისი გლიკემიური კონტროლით და რომელთათვისაც მისაღებია თიაზოლიდინდიონის გამოყენება
.სამმაგი ორალური თერაპიის სახით კომბინაციაში: სულფონილშარდოვანასთან და მეტფორმინთან ერთად, თუ დიეტამ, ფიზიკურმა დატვირთვამ პლიუს ორმაგმა თერაპიამ ამ პრეპარატებით არ აჩვენა ადეკვატური გლიკემიური კონტროლი. ასევე ნაჩვენებია ინსულინთან კომბინაციაში გამოყენებისთვის (მეტფორმინთან ან მის გარეშე), თუ დიეტამ, ფიზიკურმა დატვირთვამ და სტაბილურმა დოზამ არ მიიყვანა ადეკვატურ გლიკემიურ კონტროლამდე.
2. მიღების დრო და რაოდენობა
ვილდა დენკ 50 მგ-ის მისაღები დოზა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. მკურნალი ექიმი
თავად წყვეტს ვილდა დენკ 50 მგ-ის მისაღები ტაბლეტების ზუსტ რაოდენობას. მაქსიმალური დღიური დოზა არის 100 მგ.
დოზირების რეჟიმი: მოზრდილი პაციენტებში მონოთერაპიის სახით გამოყენებისას, მეტფორმინთან კომბინაციაში, თიაზოლიდინდიონთან კომბინაციაში, მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში ან ინსულინთან კომბინაციაში (მეტფორმინთან ან მის გარეშე) ვილდაგლიპტინის რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 100 მგ, რომელსაც იღებენ თითო დოზით 50 მგ დილას და საღამოს
- 50მგ დილით, თუ პაციენტს აქვს საშუალო ან მწვავე თირკმლის უკმარისობა, ან პაციენტი იმყოფება დიალიზზე.
- თუ ვილდა დენკის დოზა გამოტოვებულია, ის უნდა მიღებულ იქნას რაც შეიძლება მალე. იმავე დღეს ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.
3. რა არის გასათვალისწინებელი ვილდა დენკ 50 მგ-ის მიღებამდე
ვილდა დენკ 50 მგ არ მიიღება
- თუ პაციენტი ალერგიულია ვილდაგლიპტინის ან ამ მედიკამენტის სხვა ნივთიერების მიმართ არ შეიძლება ამ მედიკამენტის მიღება და უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
- ბავშვები და მოზარდები
- ვილდა დენკ 50 მგ-ის მიღება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდებული
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის ყველას არ უვლინდება
ზოგიერთი ნიშანი მოითხოვს დაუყონებლივ სამედიცინო მეთვალყურეობას
უნდა შეწყდეს ვილდა დენკ 50მგ-ის მიღება და მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყონებლივ, თუ გამოვლინდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:
• შეშუპება (იშვიათად: შეიძლება გამოვლინდეს 10 000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში): ნიშნები მოიცავს სახის, ენის ან ხორხის შეშუპებას, სუნთქვის, ყლაპვის გართულება, უეცარი გამონაყარი ან ჭინჭრის ციება, რომელიც შეიძლება განიხოლოს, როგორც რეაქცია “ანგიოედემა”
• ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი) (იშვიათი): ნიშნები მოიცავს კანის და თვალების გაყვითლებას, ღებინება, მადის დაკარგვა ან მუქი შეფერილობის შარდი, რომელიც შეიძლება განხილული იქნას, როგორც ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტი)
• პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) (უცნობი სიხშირით): ნიშნები მოიცავს მწვავე და ხანგრძლივ მუცლის ტკივილს (კუჭის არეში), რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს ზურგის ნაწილში, ასევე გულისრევა და ღებინება
5. შენახვის პირობები
• ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.|
• ვარგისიანობა: იხილეთ შეფუთვაზე
• ტემპერატურე არა უმეტეს 25°C -ზე
• არ შეიძლება ვილდა დენკ 50-ის გამოყენება თუ შეფუთვა დაზიანებულია.