Plasmon
ვიტამინი A სოფარმა / Vitamin A sopharma


რას წარმოადგენს ვიტამინი A სოფარმა და რისთვის გამოიყენება იგი?
ვიტამინი A (რეთინოლი) მიეკუთვნება ცხიმხსნადი ვიტამინების ჯგუფს. განსაკუთრებით სასარგებლო ზემოქმედებას ახდენს კანის და ლორწოვანი გარსის ანთებით პროცესებზე.  ვიტამინი A ხელს უშლის თვალის კონიუქტივიტის გამოშრობას; მონაწილეობს როდოპსინის მხედველობის პიგმენტის სინთეზში, რომელიც უზრუნველყოფს თვალის სუსტ სინათლესთან ადაპტაციას. ვიტამინი A ახდენს სასქესო ჰორმონების და კორტიკოსტეროიდების სინთეზის სტიმულირებას; ხელს უწყობს ჩონჩხის აგებულებას; ზრდის ორგანიზმის მდგრადობას დაბალი ტემპერატურის და ინფექციური დაავადებების მიმართ.
გამოიყენება პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნით ორგანიზმში A ვიტამინის ნაკლებობის დროს:
თვალზე -ქათმის სიბრმავე (ჰემორალოპია), ,,თვალის სიმშრალე” (ქსეროფტალმია);
კანზე და ლორწოვან გარსზე - კანის სხვადასხვა დაზიანებები, ეკზემა, დამწვრობა, მოყინვა, ნაწოლები;
სასუნთ გზებზე - მშრალი ქრონიკული რინოფარინგიტი;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი - კუჭის ოპერატიული ამოკვეთა, ცელიაკია (თანდაყოლილი ფემენტული დეფექტი, რომელიც უპირატესად ითრევს საჭმლის მონელების სისტემას), წვრილი ნაწლავის ანთებითი პროცესები; ხანგრძლივი დიარეა, კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკური დაავადება;
ინფექციური დაავადება და სტრესი - იმუნური სისტემის შენარჩუნებისათვის;
ორგანიზმის მომატებული მოთხოვნილება ვიტამინი A-ს მიმართ, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

ვიტამინი A სოფარმას გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ვიტამინი A სოფარმა
თუ გახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიულობა) ვიტამინი A -ს მიმართ, ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, მიწის თხილის ან სოიოს მიმართ;
A ჰიპერვიტამინოზისას;
ღვიძლისა და თირკმლის მძიმე დაავადებისას.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე ვიტამინი A სოფარმას გამოყენებისას
აცნობეთ ექიმს, თუ გახასიათებთ ნებისმიერი ქრონიკული დაავადებები, ჰიპერმგრძნობელობა სხვა სამკურნალო პრეპარატების ან საკვებ პროდუქტების მიმართ ან თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს.
ვიტამინი A გამოიყენება სიფრთხილით თუ სახეზეა ტირეოტოქსიკოზი (ფარისებრთა ჯირკვლის მომატებული ფუნქცია), ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის ანთება), ქრონიკული გლომერულონეფრიტი (თირკმელების ქრონიკული ანთება), ღვიძლის ციროზი, ვირუსული ჰეპატიტი (ღვიძლის ვირუსული დაავადება) თირკმლის უკმარისობა, ჰიპოპროტრომბინემია (სისხლში პროთრომბინის შემადგენლობის დაწევა), ალკოჰოლიზმი, ხანდაზმულობის ასაკი.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება და დანიშნული დოზირების ზედმიწევნით დაცვით პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მწვავე მიოკარდიული ინფარქტი, მიოკარდიული სკლეროზი, სისხლში ქოლესტერინის მომატება და თირკმელების დაავადება, ვინაიდან  ვიტამინი A -ს მაღალი დოზით მიღება იწვევს სისხლში ქოლესტერინის მომატებას.

სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება 
გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა სამკურნალო საშუალებები, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილი. ალკოჰოლმა და სინთეტიკურმა რეტინოიდებმა (ქიმიური შენაერთები, A ვიტამინის წარმოებულები) შესაძლოა გააძლიერონ A ვიტამინის ტოქსიურობა.
პერორარულმა კონტრაცეპტულმა საშუალებებმა შესაძლოა გააძლიერონ ორნაგიზმში A ვიტამინის დონე.
ქოლესტირამინი, ნეომიცინი და თხევადი პარაფინი არღვევენ A ვიტამინის რეზორბციას (შესაძლოა საჭირო გახდეს დოზირების გაზრდა).
მაღალი დოზით A ვიტამინის მიღებამ შესაძლოა დაარღვიოს K ვიტამინის რესორბცია.
ტეტრაციკლინის და A ვიტამინის ერთდროული გამოყენება მაღალი დოზით (40 წვეთი და ზემოთ) ზრდიან შიდაქალის წნევის მომატების რისკს (ჩვილებში და მცირე ასაკის ბავშვებში ვლინდება ამობურცული ყოფლიბანდი).

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე.
ორსულობის დროს ან ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას A ვიტამინი გამოიყენება 6 000 ME (5წვეთი) დღიური დოზით. არსებობს მონაცემები, რომ A ვიტამინის დღიური დოზა, რომელიც აღემატება 10 000ME (8 წვეთს) , განსაკუთრებით ორსულობის დასაწყისში, შესაძლოა საზიანო გახდეს ნაყოფისათვის.
არ არის მონაცემები ლაქტაციის დროს ჩვილზე მავნებელი ზეგავლენის შესახებ პრეპარატის ტერაპიული დოზით მიღების შემთხვევაში მეძუძურ დედებში.

ავტოტრანსპორტის მართვა და მუშაობა მექანიზმებთან
A ვიტამინი არ ახდენს ზეგავლენას აქტიურ ყურადღებაზე და ავტოტრანსპორტის მართვის  ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვიტამინი A სოფარმას ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ
პრეპარატი შეიცავს მიწის თხილის ზეთს. თუ გაქვთ ალერგია მიწის თხილზე ან სოიოზე, მაშინ არ მიიღოთ ეს პრეპარატი.

ვიტამინი A სოფარმას მიღების წესი
მიიღეთ ვიტამინი A სოფარმა ყოველთვის ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ხსნარი მიიღება შინაგანად წვეთების სახით. შესაძლებელია წვეთების ჩაწვეთება პირდაპირ პირის ღრუში ან ხილის წვენთან ან რაიმე საკვებთან შერევა.
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:

ვიტამინი A -ს დეფიციტის პროფილაქტიკის მიზნით (ჰიპოვიტამინოზი):
- უფროსები და მოზრდილები - 2 500 ME (2 წვეთი) დღეში;
- ბავშვები 1 დან 14 წლამდე - 1 250 ME (1 წვეთი) დღეში;
- ორსულები - 2 500 ME (2 წვეთი) დღეში;
- ქალები ლაქტაციის დროს  - 2 500 ME (2 წვეთი) დღეში.

ვიტამინი A -ს დეფიციტის პროფილაქტიკის მიზნით ქსეროფტალმიის გარეშე:
- მეძუძური ბავშვები - 10 000ME/კგ (8წვეთი) დღეში 5 დღის განმავლობაში, შემდგომი 10 დღიანი კურსით დოზირებით 5 000ME-7 500 ME (4-6 წვეთი) დღეში;
- 1 დან- 8 წლამდე ასაკის ბავშვები - 5 000 ME -10 000ME/კგ (4-8წვეთი) დღეში 5 დღის განმავლობაში, შემდგომ - 17 000ME -35000ME (13-28 წვეთი) დღეში 10 დღის განმავლობაში.

ვიტამინი A -ს დეფიციტის პროფილაქტიკის მიზნით ქსეროფტალმიით:
 - 10 000MME (8წვეთი) დღეში (პირველ, მეორე და მეთოთხმეტე დღეს) ან 25 000ME (20 წვეთი) კვირაში არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში.

კომპლექსური მკურნალობისას კანის საფარის ზედაპირის დაზიანებისას; ქათმის სიბრმავისას; რქოვანას მოდუნებისას; სებორიული ეკზემისას; დამწვრობისას; მოყინვისას; ნაწოლებისას; მშრალი ქრონიკული რინოფარინგიტისას, ინფექციური დაავადებების და სტრესისას, იმუნური სისტემის შემანარჩუნებელი საშუალების სახით. ზოგიერთი კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს - კუჭის ოპერატიული ამოკვეთისას, საჭმლის მონელების დარღვევისა, ცილიაკიისას (თანდაყოლილი ფემენტული დეფექტი, რომელიც უპირატესად ითრევს საჭმლის მონელების სისტემას), წვრილი ნაწლავის ანთებითი პროცესებისას; ხანგრძლივი დიარეისას რეკომენდებული დოზაა:
- ბავშვები 8 წლამდე - 2 500 ME (2 წვეთი) დღეში;
- ბავშვები 9 დან 13 წლამდე - 5 000 ME (4 წვეთი) დღეში;
- უფროსები და მოზარდები 14 წლამდე - 10 000 ME (8 წვეთი) დღეში.

თუ მიიღეთ ვიტამინი A სოფარმას ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ძილიანობა, თავბრუსხვევა, ღებინება, გულისრევა. დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ვიტამინი A სოფარმას მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით. შეეცადეთ მიიღოთ პრეპარატი ერთიდაიმავე დროს ყოველდღე.

თუ გსურთ ვიტამინი A სოფარმას მიღების შეწყვეტა
არ შეცვალოთ დოზა ან არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმის კონსულტაციის გარეშე.
დამატებითი კითხვებისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად შესაძლოა ვიტამინი A სოფარმამაც გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, რაც არ ვლინდება ნებისმიერში.
ძალიან იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ძილიანობა, თავის ტკივილი, ტკივილი ძვლებში და კიდურებში, მომატებული ნევროზულობა; კანის სიყვითლე ან სიმშრალე, ნახეთქები (მცირე ზომის, ხშირად მტკივნეული ნახეტქები კანზე და ლოწროვან გარსზე, განსაკუთრებით პირის ღრუში, ტუცებზე, ანუსზე და სხვ), თმის ცვენა, მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე; ღრძილების სისხლდენა; ღებინება, დიარეა; ღვიძლის გადიდება; მენსტრუალური დარღვევები; მომატებული ტემპერატურე, ალერგიული რეაქციები, ანემია.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ სახეს ან შენიშნავთ სხვა მოვლენას, რაც არ არის აღწერილი ფურცელცანართში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ვიტამინი A სოფარმას შენახვის პირობები
ინახება საწყის შეფუთვაში, მსრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე. 
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა ფლაკონის გასხნის შემდეგ: 1 (ერთი) თვე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ გადააგდოთ პრეპარტის ნარჩენი საყოფაცხოვრებო კანალიზაციაში ან კონტეინერში. შეეკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

რას შეიცავს ვიტამინი A სოფარმა
აქტიური ნივთიერება: სინთეტიკური ვიტამინი A კონცენტრატი (ზეთოვანი ფორმა), (რეთინოლის პალმიტატი) 40 000ME 1 მლ-ში (32 წვეთი); 1 250 ME (730 მკგ) 1 წვეთში; 200 000 ME (200 მგ) 5 მლ ხსნარში;
დამხმარე ნივთიერებები: ალფა - ტოკოფერილის აცეტატის რაცემატი, რაფინირებული მზესუმზირის ზეთი.
ვიტამინი A სოფარმას გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
გამჭვირვალე, ზეთოვანი სითხე, ყვითელი ფერის, მზესუმზირის ზეთის სპეციფიკური არომატით.
5მლ პრეპარატი მოთავსებულია მრგვალი ფორმის ყავისფერი მინის ფლაკონებში; ფლაკონი დაცულია ხრახნიანი ხუდით, ახლავს წვეთოვანი;
1 (ერთი) ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II –გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
სად შევიძინოთ?