Plasmon
ზენტელი / ZENTEL


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

 

ტაბლეტები: შეფუთვაში 1 ც.

1 ტაბ.

ალბენდაზოლი . . . . 400 მგ

პერორალური სუსპენზია ფორთოხლის არომატით: ფლაკონში 10 მლ.

10 მლ

ალბენდაზოლი . . . . 400 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ზენტელი (ალბენდაზოლი) წარმოადგენს მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიპარაზიტულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება ინტესტინული და ქსოვილოვანი პარაზიტებით - Enterobius vermicularis, Askaris lumbricoides, Trichuris trichiura, Ankylostoma duodenale, Necator Americanus, Strongyloides stercoralis, Hymenolepis nana, Taenia spp., Giardia intestinalis - გამოწვეული როგორც მონო-, ისე შერეული ინვაზიების სამკურნალოდ.

ჩვენებები:

ნემატოდოზები (ასკარიდოზი, ენტერობიოზი, ანკილოსტომიდოზი, ნეკატოროზი, ტრიქოცეფალოზი);

სტრონგილოიდოზი;

ნეიროცისტიცერკოზი, გამოწვეული Taenia solium-ის ლენტური ფორმით;

ღვიძლის, ფილტვების, პერიტონეუმის ექინოკოკოზი, გამოწვეული Echinococcus granulosus-ის ლენტური ფორმით;

ლამბლიოზი;

ტოქსოკაროზი;

როგორც დამხმარე საშუალება ექინოკოკური კისტის ქირურგიული მკურნალობის დროს.

დოზირების რეჟიმი : 

პრეპარატი მიიღება პერორალურად. არ საჭიროებს სხეულის მასის განსაზღვრას და დოზის დადგენას წონის მიხედვით. არ საჭიროებს უზმოზე მიღებას ან საფაღარათო საშუალებების მიღებას. პრეპარატი ინიშნება 1 წლიდან. 

ენტერობიოზი 

დღიური დოზა: 

1-2 წლის ასაკის ბავშვები : 200 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 5 მლ (10 მლ ფლაკონის 1/2). 

მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები : 400 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 1 X 10 მლ ფლაკონი ან ზენტელი ტაბ. 400 მგ. 

მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთჯერადი დოზა. 

ასკარიდოზი, ანკილოსტომოზი ტრიქოცეფალოზი 

დღიური დოზა: 

1-2 წლის ასაკის ბავშვები : 200 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 5 მლ (10 მლ ფლაკონის 1/2). 

მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები : 400 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 1 X 10 მლ ფლაკონი ან ზენტელი ტაბ. 400 მგ. 

მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთჯერადი დოზა. 

Anguillula ინვაზია ტენიაზი (სხვა პარაზიტულ ინვაზიებთან ასოცირებული) 

დღიური დოზა: მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები : 400 მგ, ანუ 4% ორალური სუსუპენზიის 1 X 10 მლ ფლაკონი ან ზენტელი ტაბ. 400 მგ. 

მკურნალობის ხანგრძლივობა: 1 დოზა დღეში ერთხელ, 3 დღის განმავლობაში. 

ლამბლიოზი 

დღიური დოზა: ბავშვები : 400 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 1 X 10 მლ ფლაკონი ან ზენტელი ტაბ. 400 მგ. 

მკურნალობის ხანგრძლივობა: 1 დოზა დღეში ერთხელ, 5 დღის განმავლობაში. 

ტრიქინელოზი 

ბავშვები : 15 მგ/კგ/დღეში, ორ დოზად გაყოფილი. მოზრდილები : 800 მგ/დღეში, ორ დოზად გაყოფილი. 

მკურნალობის ხანგრძლივობა: 1 დოზა დილით და საღამოს 10-15 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ : ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ღვიძლის ფერმენტების, ტრანსამინაზების, აქტივობის მცირე ან ზომიერი მომატება.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ : თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

დერმატოლოგიური რეაქციები ხანგრძლივი მკურნალობის დროს : შექცევადი ალოპეცია, კანზე გამონაყარი, ქავილი.

სხვა : ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

- მომატებული მგძნობელობა პრეპარატის და ბენზიმინდაზოლის ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საკითხი ლაქტაციის შეწყვეტის შესახებ.

შენახვის პირობები: 

ტაბლეტები ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე; სუსპენზიები ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე და მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას.

ფდბ

სად შევიძინოთ?